Wednesday, December 30, 2009

Who wants to live forever...

ზოგჯერ ხდება ისე რომ ადამიანი, რომელიც ერთ დროს შენი გონების, გულის და სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულში იჯდა და შენი სისხლძარღვების ტრაექტორიაზე მოძრაობდა, ბედის უკუღმართობის ან ვინ იცის მისი წაღმართობის გამოც, იძულებული ხარ დროს გაატანო სამკურნალოდ. მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ დრო პანაცეა არ არის. მას მხოლოდ გულიდან და სხეულიდან შეუძლია შეზრდილი ნაწილის მოცილება, აი გონებასთან კი უძლურია. გონება ყველაზე საიმედო ფარია მათთვის, ვისთვისაც კი ოდესმე მისი კარი გაგიღია. შეიძლება მთლიანობაში არ შეგინახოს ადამიანი, მაგრამ ფრაგმენტებად დაშალოს და ისე დაასეივოს ეს დაშლილი ფრაგმენტები რომ ვერასოდეს ამოშალო ROM-იდან. ეს მუსიკაც ერთ-ერთი ესეთი დასეივებული ფრაგმენტია.

0 comments:

Post a Comment