Wednesday, November 30, 2011

სტივ ჯობს VS ოლეგ კოშევოი:D


მუზა :http://internalself.wordpress.com/2011/11/01/სტივ-ჯობსი-და-მონები/


არ მიყვარს ესეთი მორალისტური და ცრუჰუმანისტური განცხადებები, ფოტოები, სტატიები და ა.შ მარტოოდენ გულისაჩუყების მიზნით და „მე თქვენზე მაღლა ვდგევარ“ მოტივით რომ არის დაწერილი-დაპოსტილი.
რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ამ ქვეყანაზე ბალანსი არსებობს მარტო ბუღალტერიაში. ბუნებაში, პოპულაციებს შორის და სოციუმში არასოდეს არ იქნება. აქ ძლიერი უნდა გადარჩეს. ერთმა უნდა „დაჩაგროს“ მეორე, სხვანიარად ვერც „მჩაგვრელი“ იარსებებს და ვერც „ჩაგრული“. ერთი გამოუსწორებელი იდეალისტი ყავდა კაცობრიობას და ისიც ჯვარზე გააკრეს, ზუსტად იმის გამო ყველას გათანაბრება მოინდომა.
ძალიან სასაცილოა ნიანგის კურცხლების ყრა და სტივ ჯობსის „დადანაშაულება“ იმის გამო რომ მისი ბიზნესის პარალელურად სომალიში თუ უგანდაში ათასობით ადამიანი იხოცება შიმშილისგან. არავინ არავისთან ანგარიშვალდებული არაა, არც საკუთარი არსებობით და არც საკუთარი საქმით. ზოგი ვეშაპად იბადება ზოგი პლანქტონად. რა ვეშაპის ბრალია თუ ათასობით პლანქტონის ჭამა უწევს. თუ ვინმე შეიძლება ამაში „დაადანაშაულო“ ამ ყველაფრის შემოქმედია, მათ შორის ბუნებაში ბალანსის პირველი დამრღვევი ძმების აბელის და კაენის შემოქმედიც. ადამიანი არ ირჩევს სადღაც ბოცვანაში დაიბადოს ნაგავსაყრელზე თუ როტშილდების საგვარეულო მამულში. ამ ნაგავსაყრელიდან თუ „უფლისწული“ გაიზრდება და საგვარეულო მამულიდან „მათხოვარი“, ეგ უკვე იმ ადამიანზეა დამოკიდებული, გარემოზე და ფორტუნაზე, რომელსაც კარგი გემოვნება აქვს და წარმატებული ადამიანები უყვარს. რა ჯობსის ბრალია თუ სხვაზე მეტი ნიჭი, ინტელექტი, ალღო, ნებისყოფა, გამძლეობა და მიზანსწრაფულობა აღმოაჩნდა.
ან რატო უნდა იყოს მიბმული ერთი ქვეყნის მოსახლეობის ბედი მეორე ქვეყნის ადამიანის პირად ქონებაზე და მით უმეტეს სინდისზე?
ადამიანი ისედაც ხარბია ბუნებით. საკუთარი რომ არ აკმაყოფილებს სხვისი ქონების დატაცებაზე გადადის, ამის მიზეზია უამრავი ომი და ბოლოსდაბოლოს ჯარის არსებობაა ამის დასტური. შეტევისთვის თუ არა თავდაცვისთვის ხო მაინც ჭირდება ქვეყანას და ჯერ-ჯერობით უცხოლანეტელები არ შემოგვსევიან, ისევ სხვა ადამიანებისგან ვიცავთ საკუთარ თავებს. ჰოდა ამის ფონზე ხოა სასაცილო ვიღაცა რომ სინდისის გივალდებულებს სხვა ქვეყნის ბიუჯეტს რატო არ ავსებო?
რას ვიზამთ კაპიტალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ და კაპიტალი განაგებს თვით პირად ურთიერთობებსაც კი.
კომუნაში სულ რო ორი ფოთოლაფარებული პრიმიტივი ადამიანი ცხოვრობდა განცხრომაში, იმ ორ ადამიანმა ვერ გაძლო.
ერთიანი დიდი კომუნის მშენებლობის მცდელობას, რაც მოჰყვა აგერ 70 წელია ვიმკით.

მოკლე რეზიუმე - 36

უკვე ოცდათექვსმეტის ვარ და რომ გადავიხედე უკან ჩემთვის სასიამოვნო ზოგადი ფაქტები ამოტივტივდა რეზიუმესავით:
არასდროს ვყოფილვარ ცამხრივად შეყვარებული;
არასდროს ვყოფილვარ მიტოვებული;
არასდორს მომისმენია ყველაზე იდიოტური და ყალბი ფრაზა“ მოდი მეგობრებად დავრჩეთ“;
თუ ოდემსე ვინმე მყვარებია, ყველა იყო ჰაი ტეკი და სქაი ჰაი და დღემდე ყველა მიყვარს და შესაბამის ფიდბექსაც ვიღებ და ყველა ამ დღისთვის ღირდა ცხოვრება;
ეს რაც შეეხება ცხოვრებას.
და რაც შეეხება არსებობას, ზოგჯერ ხიზილალას ვჭამდი ლობიოსავით და ზოგჯერ ლობიოს ხიზილალასავით.
სადაც მივდივარ იქაურ ქუდს ვიხურავ, ოღონდ ისეთს არა რომ შიგნით კლოუნივით გამოვჩნდე ან დიდი მქონდეს და ან პატარა. ზომებში ინსტიქტურად ვერკვევი.
პირველი ვიოლინოობა მიყვარს ყველგან, თუმცა დიდი ხანია სიმები დამაწყდა, მაგრამ ეგ დროებითია.
ჰოო კიდე რაა;) ვერაფრით შევიჯავრე ვერც ახალი წელი და ვერც თოვლი. ეტყობა ბავშვობის განცდები და დადებითი ემოციები ბევრად უფრო ღრმად და წაუშლელად ილექება.
ჰოო ყველაზე მთავარი იქამდე მინდა ვიცოცხლო სანამ „მინდიხარ“ სურვილს აღვძრავ. მაგის მერე უკვე უსქესო არსება ხარ.

Wednesday, October 26, 2011

საახალწლო საჩუქარი

ხვალ 31 დეკემბერია. მიყვარს.... ეს ერთადერთი დღეა, რომელიც ბავშვობაში მაბრუნებს. ოცდათერთმეტის დილა გათენდება თუ არა, ნამცხვარი ”იდეალის”, ახალი ფეხსაცმელების და ბენზინის სუნი მცემს, მამაჩემი გზად რომ ასხამდა მანქანაში. ამ დღეს როგორც რიტუალი მამიდაჩემთან ვიკრიბებოდით და იქ ვხვდებოდით ახალ წელს. რამდენი ვიყავით და როგორ გვიხაროდა ერთმანეთი! მერე გავიზარდეთ, ნელ-ნელა დავცოტავდით და დავიშალეთ. ერთად შეკრების რიტუალი კი გონებაში დამრჩა სხვადასხვა შეგრძნებების დონეზე.
ბავშვობის მოგონებებს ვერ ამოშლი, შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ არაცნობიერში გადადის და მერე მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შეგრძნებების სახით ამოდის ცნობიერში. აი ეს შეგრძნებებია ზუსტად ”იდეალი”, ახალი ფეხსაცმელები და ბენზინი.
დილიდან რაღაც მჟავე ხასიათზე ვარ. ან რაღაც უნდა გამიხარდეს ძალიან ან უნდა მეწყინოს. ესე მარტივად არ გაივლის ”სიმჟავე”.
- You are beautiful as morning rose - თავი შემოყო თუ არა დანახვისთანავე მომაძახა ერთმა აბეზარმა თანამშრომელმა, რომელიც ქათინაურებს ისე ხშირ-ხშირად ისროდა, რომ დაჭერის მუღამს გიკარგავდა. - გიგა გეძებდა, არ იყავი ოთახში? - განაგრძო.
- არა ეხლა შემოვედი.
- რას დადიხარ მერე ცარიელი ტაქსივით, რომ ანერვიულებ იმ კაცს?!
- შენი იუმორის მოსანელებელი ფერმენტის დეფიციტი მაქვს ორგანიზმში და ნელ-ნელა შემაპარე ხოლმე, ერთბაშად ვერ ვინელებ.
- მარცხენა ფეხზე ადექი?
- მორნინგ როუზობის მიუხედავად საკუთარი ტყავიდან ვერ ამოვხტები იმის გამო, რომ ყველა დურაკულ კითხვაზე პასუხი გაგცე.
- არაა, დღეს მაინც რაღაცა ბზიკმა გიკბინა.
- ”ნწუ, ”პაგოდაა” ეგეთი.
- მერე არ გინდა ”პაგოდა” გამოვასწოროთ შესვენებაზე? ბარში ავიდეთ, უფროსობა მაინც არაა.
- არაა, ამინდის მორგების ხასიათზე არა ვარ. - ვუთხარი და აწკრიალებულ შიდა ტელეფონის ყურმილს დავწვდი:
- ......
- ჰოო, გიგა!
- შესვენებაზე გცალია რომ გამყვე? მიშამ საახალწლო საჩუქარი უნდა მიყიდოს და მარტო მეზარება წასვლა
ვაიმეჰ! ეს რაღაც ახალია! მოიცა გავიაზრო და დავალაგო გონებაში: მიშამ გიგას უნდა უყიდოს საჩუქარი... საახალწლო... თან უნდა წაიყვანოს და თვითონ აარჩევინოს და ესეც უნდა გაჰყვეს ბოჩოლასავით და რასაც ხელს დაადებს ის უნდა უყიდოს... და მე რაღა შუაში ვარ. ჰმ! ეტყობა მეც რაღაც სიურპრიზს მიმზადებს და ჯერ არ მეუბნება)

”გიგა... გიგა....”

მახსოვს დიდხანს არ ვესალმებოდი. არ მევასებოდა. ნამეტანი გაპრიალებული და ”სმოკინგიანი” იყო. ტიპიური მეტროსექსუალი. გუნდ-გუნდათ დაჰყვებოდა მეტალო-კერამიკის ნაშები. თვითონ კი გამოზომილი ემოციებითა და ნასწავლი მანერულობით იფერებდა მის მიმართ გამოვლენილ ყველანაირ ყურადღებას, ინტერესს თუ მზრუნველობას. ოპერის კულისებში იყო გაზრდილი (დედა ჰყავდა სოლისტი) და ყოველი შემთხვევითი გასაუბრებისას ისეთი გრძნობა მრჩებოდა რომ ისევ იქ ცხოვრობდა. არც ის მახსენდება, თვითონ გამოემჟღავნებინოს რაიმე ინტერესი ჩემს მიმართ. უფრო ”რახან ვერ მხედავ, ვერც მე გხედავ” პოზიცია ეკავა. მაგრამ გუმანით იმასაც ვხდებოდი, რომ ამ პოზიციის უკან ჩახმახზე თითი ჰქონდა გამოდებული და შესაფერის მომენტს უცდიდა. რაკიღა შესაფერისი მომენტი არა და არ დადგა, ჩახმახს ხელი აუშვა და ვირტუალურად მომეპარა.
ერთ დილასაც ფოსტა გავხსენი და მისი წერილი დამხვდა (დამხვდა და რა დამხვდა):

”ნათია გამარჯობა,

შეგნებულად არ ვსარგებლობ ტელეფონით, ვინაიდან არანაირი სურვილი არ მაქვს გავრისკო ჩვენი ურთიერთობები (”რომელი ”ჩვენი” ნეტა?”) მით უმეტეს რომ ის ჯერ არც დაწყებულა. უბრალოდ მინდა იქიდან დავიწყო, რომ ყველა ი-ს თავზე წერტილი დავსვა. არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ შენს მიმართ საკმაოდ სერიოზული სიმპატიები მაქვს. („აააა?!”). ეხლა საიდან გამომიდნარეობს ჩემი შენდამი სიმპატია:
არავისთვის უცხო არ არის, რომ ქალზე პირველი შთაბეჭდილება იქმნება გარეგნობით, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ თუ მარტო ეს გარემოება დარჩა მაშინ ეს არის არასერიოზული.
შენ ყველას უყვარხარ და შენი დანახვა უხარიათ.
ინტუიცია.
ჩემზე შემიძლია დიდი ხანი ვილაპარაკო (ჯერ ორი სიტყვით და მერე იმისდა მიხედვით თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტს და საინტერესოს მოგწერ):
ვარ 35 წლის. (”ვაა, 14 წლით დიდი ყოფილა, არ გემჩნევა შე самовлюблённый индюк)
ცოლთან გაშორებული. თუ ყველაფერი კარგად წავიდა და ამ ისტორიით დაინტერესდი, მოგიყვები საკმაოდ სასაცილოა (”იმდენი შენ რა გითხარი, ამაზე გეცინებოდეს”)
მყავს მილიონი მეგობარი (”ეჭვი არ მეპარება”)
დიპლომატობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა, ამიტომაც დავბრუნდი აქ და მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიე. ამას მალე გაიგებ. ესაა ჩემი ძირითადი გატაცება და პირადული საკითხების გარდა ყველაფერს ვუთანხმებ ჩემს პროფესიას (”ეს ინჩ უზუმ ეს ელი ჯან?”). ჩემი მთავარი ჰობი დიპლომატიის ისტორიაა, რასაც პრაღაში ჩეხურ ლუდთან ერთად შევისწავლე (”სამაგიეროდ ქართველი ენა სულ აღარ ვიცით”). ეს დღემდე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. დამთავრებული მაქვს ოთხი უმაღლესი სასწავლებელი: თსუ, მოსკოვის დიპ. აკადემია, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი და ჟენევის უნივერსიტეტის მოკლე ერთწლიანი კურსი. ჩემს თავში ყველაზე საინტერესოდ ვთვლი იმას, რომ რატომღაც ვიცი (თანაც კარგად) ალბანური ენა, რატომ ვისწავლე, არ ვიცი. ისე მაგრა არ მიმართლებს ამისთანა რამეებში. მაგ: ვისწავლე ალბანური, აღმოჩნდა რომ არაფერში არ მჭირდება. თავი გავიგიჟე და ცურვაში გავხდი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ისეთი ტრავმა მივიღე ფეხზე, რომ ათი წლის ვარჯიში წყალში ჩამეყარა. წავედი საბჭოთა არმიაში და სულ მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა. (”მოგიკვდი”)
გატაცებული ვარ ფილოსოფიით, მაგრამ უფრო პრაგმატული მიმართულებით, ჩემი სათაყვანებელი ფილოსოფოსი არის აწ დაუმსახურებლად დავიწყებული სოლონი, რომლის ნაშრომების საფუძველზე შეიქმნა არა მარტო რომაული კანონმდებლობა, არამედ USA კონსტიტუციაც. ერთი პერიოდი მოშნად ვიყავი გადავარდნილი რელიგიაში. ალბათ თეოლოგიური ლიტერატურის ერთ-ერთი კარგი მცოდნე ვარ. საინტერესო ის არის, რომ ორი წლის განმავლობაში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე არ ვჭამდი ხორცს და რძის პროდუქტებს, არ ვსვამდი, არ ვეწეოდი. მერე ეს ყველაფერი მოულოდნელად გაქრა, არადა თავს მშვენივრად ვგრძნობდი.
ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის გამოცდილება, რომელიც შევიძინე და ის თავგადასავლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ ბევრს არ გააჩნია. რაც შეეხება ქართულ ”მორალს”, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ყოველთვის ვებრძოდი იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ეთქვა ”ნახე რა ტიპია”, არამედ იმიტომ რომ ფარისევლობა და ცინიზმი არის საშინელება. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს დიდ ანგარიშს მეც ვუწევ საზოგადოებრივ აზრს, იმიტომ რომ დავმარცხდი და კისერი მოშნად მოვიტეხე (”ჰოდა ნუ ატრაკებ, კონფორმისტი ხარ შენც”)
მუსიკას რაც შეეხება, ჭკუას ვკარგავ კლასიკაზე, განსაკუთრებით მიყვარს რახმანინოვი და მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსული რენესანსის კომპოზიტორები. მიყვარს ოპერა. შემიძლია ვიმღერო უამრავი არია. ამას ჩემი ოჯახური ტრადიციებიც უწყობს ხელს. (”ნეტა დამანახა სად მღერი არიებს და იმ დღეს მომკლა”)
ყველა აღიარებს რომ იუმორის გრძნობა მცირედად, მაგრამ მაინც გამაჩნია. მიხარია როდესაც იცინიან და კარგ ხასიათზე არიან.
იმდენად ოპტიმისტი ვარ, რომ ზოგჯერ ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს იდიოტი ვგონივარ, მაგრამ ეს იმათი პრობლემაა. როგორც გითხარი ჩემს მომავალს ვხედავ მხოლოდ დიპლომატიაში და ვარ ბედნიერი, რომ ჯერ-ჯერობით მიმართლებს ამ მიმართულებით. სხვა მიმართულებას რაც შეეხება, გადატანილი მაქვს ოჯახური ცხოვრების ექვსთვიანი გმირული ეპოპეა. თავიდან მეგონა, რომ იგივეს არასოდეს გავიმეორებდი, მაგრამ სინამდვილეში ეს საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ადამიანმა ნახოს და გამოსცადოს (ცნობისათვის: ნანახი და გამოცდილი ძალიან ბევრი რამ მაქვს). ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შენი მეუღლე იმავდროულად არის შენი ყველაზე ახლო მეგობარი, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს.
ხოო კიდე რაა... ვარ ვაკელი, მაგრამ ეხლა ვცხოვრობ პავლოვზე, ვინაიდან მარტო ცხოვრების უნარი არ გამაჩნია, ვერ ვუვლი ჩემს თავს (”რომ არ გიცნობდე ვიტყოდი, რომ ამ ოპერიდანა: ”ვაკელი ვარ, მაგრამ ეხლა გლდანში ვარ დროებით, ვაკეში რემონტი მაქვენ”)
თუ ეს ინფორმაცია საშუალებას მოგცემს გავაგრძელოთ, უფრო სწორედ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა, მე ბედნიერი ვიქნები.”

(”ღმერთო ჩემო რა აკადემიურია! ეს ალბათ სექსის წინ ტანსაცმელს კოხტად კეცავს სკამზე...რა მივწერო, რა ვუთხრა? ეხლა ხო მაგარი იქნება, რომ მივწერო რომელი ხარ -მეთქი. რა გვარისაა მაინც ეხლა გავიგე და რა მოხდა მერე! ტიპი ალბათ საშვილიშვილოდ მომიძულებს... ავდგები და მივწერ: ”ვერ გაგაბედნიერებ, რამეთუ, ეს ინფორმაცია საშუალებას არ მაძლევს გავაგრძელოთ, უფრო სწორედ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა” და თუ მართლა იუმორის გრძნობა აქვს, როგორც იჩემებს, მიხვდება... რატომაც არა ისე? არანაირ ფსონს არ ჩამოვდივარ, არანაირი პროგნოზს არ ვსვამ, არავითარ გეგმებს არ ვაწყობ... არადა როგორ ვერ ვიტან ესეთ წინასწარ გაწერილ ”დასაწყისებს”... ვნახოთ, ურთიერთობაში აღმოჩნდები რა ხილიც ხარ ოპტიმისტო”)

სამი თვე გავიდა რაც ეს წერილი მივიღე და აი, დღეს ამ სამი თვის თავზე გიგას მივყვები, რომ საახალწლო საჩუქარი უყიდონ. მე ალბათ ”ფატა” უნდა დავუჭირო.
ცოტა ხანში გიგას მეგობარმა მიშამ მოგვაკითხა თავის მეგობარ გოგოსთან ერთად და ოთხივე ერთად გავეშურეთ საჩუქრების მაღაზიაში.
- გაიცანით ეს ჩემი მეგობარია ირიშკა! - ამაყად და ომახიანად განაცხადა მიშამ, ჩავჯექით თუ არა მანქანაში, თუმცა სიამაყის მიზეზს ვერც მაშინ მივხვდი და ვერც მას მერე. რადგან გავრცელებული აზრით, გემოვნებაზე არ დაობენ, ამ საკითხზე არ შევჩერდები.
- საიამოვნოა - ამოიკნავლა ირიშკამ.
(”გენაცვალე ცალყბა და უგემურ ღიმილში”)
გზაში ხმა რომ არ ამოუღია, მაღაზიაში შესვლისთანავე ირიშკა უმალ კუდქიცინა მხიარულ არსებად გადაიქცა, მოხსნა რა პირი მიშას საფულეს და რაც ბრჭყვინავდა და ბრწყინავდა ყველაფერი საკუთარ ”ანგარიშზე” გადაიტანა.
- მოგწონს ეხლა აქ რამე?- მეკითხება გიგა
- რა ვიცი, დიდად არაფერზე გავგიჟებულვარ, ზოგი მომწონს, ზოგი არა.
- აი მე კიდე არაფერი მომწონს. გამიტრაკა რა საქმე ამანაც კიდე! უნდა გიყიდო, უნდა გიყიდოო, ჰაა მიყიდოს რა უნდა!
(მეცინება... ”ვაახ როგორ დავიჯერო რომ ესეთი ხეპრე ხარ”)

- გიგა ეს შადრევანი მოგწონს? - ეკითხება მიშა - ნახე შე ჩემა, თან წყალი გადმოდის, თან ანათებს და თან მუსიკას უკრავს.
(”ვაიმე, ოღონდაც ეს არა რაა!!” სად უნდა დადგას ნეტა ეს უგემოვნობის პიკი? ან ეს მიშაც რაში ყრის ამდენ ფულს?)
- მომწონს ხოო, აიღე!
- დედაჩემს მაინც ვაჩუქებ, ევასება ეგეთი რაღაცეები - გადმომილაპარაკა ჩუმად.
(აღარ მეცინება)
- ნათია შენ გინდა რამე? - გავახსენდი მიშას.
(”რა კარგი კითხვაა”)
- არა გმადლობ.
- ვაიმე რატო არ გინდაა? დავიჯერო არაფერი მოგწონს? - ”აღშფოთდა” ირიშკა
(”გადი ქალო გამასწარი აქედან”)
- არ მომწონს - ისეთი ტონით ვუთხარი, რომ ეგრევე მოკეტა.
გიგას ეს დიალოგი ”არ ესმის”.
გამოვედით მაღაზიიდან.
ჰოო.. ეხლა რა ვქნა?! რამე რომ არ მოვიფიქრო ამ წუთასვე, გავსკდები შუაზე. ფული არ მაქვს საკმარისი. მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს ლომბარდი შევნიშნე, მერე ოქროს ძეწკვიც გამახსენდა ყელზე რომ მეკეთა და განათდა. ლომბარდიდან პირდაპირ იმავე საჩუქრების მაღაზიაში შევედი და ოთხი საჩუქარი ვიყიდე - გიგასთვის, მიშასთვის, ირიშკასთვის და გიგას დედისთვის და დავურიგე, თან წინასწარ მივულოცე ახალი წელი. მერე გიგას ვუთხარი, თქვენ წადით, მე საქმე მაქვს კიდე და მერე ჩემით ამოვალ - მეთქი.
რა ჩაიბურდღუნა აღარ მომისმენია, კარი მივუხურე და წამოვედი.
ალბათ თვითკმაყოფილების განცდას არაფერი შეედრება სიმსუბუქის მხრივ.
31 დეკემბერიც გათენდა. მივუჯექი თუ არა ჩემს სამუშაო მაგიდას, ტელეფონმა დარეკა:
-ნათია დღეს რა გეგმები გაქვს? დედაჩემი მინდა გაგაცნო, თვითონაც ძალიან უნდა შენი გაცნობა, (ჰოო მართლა საჩუქრისთვის მადლობა გადმოგცა,)... და მინდა რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ...
("იმდენად ოპტიმისტი ვარ, რომ ზოგჯერ ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ........")

Monday, October 24, 2011

თუ არ გინდა იცოცხლო, მოკვდი!


თუ არ მოგწონს წადი, თუ არ მოგწონს გადართე, თუ არ მოგწონს ნუ უყურებ, ნუ უსმენ, ნუ კითხულობ, უკეთესად შენ გააკეთე, დაწერე, იმღერე, ითამაშე და ა.შ.

ეს ის ბოლო გაჩერებებია, სადაც კამათში მონაწილე ერთი მხარე უმალ ჩაგაგდებს ხოლმე, როცა არგუმენტი ელევა. ღმერთმა ნუ ქნას და თუ რელიგიურ თემატიკას შეეხე ან რომელიმე რელიგიურ ყაჩაღს და ღვთის სახელით მოლაპარაკე ღიპგასიებულს, პირში მოგახლიან, ნუ განიკითხავო. რა კარგია! თურმე რა მარტივად შეიძლება გადაწყდეს პრობლემები! მთავარია ეხლა ფხვიერი მიწა და სირაქლემასავით გრძელი კისერი რომ თავი რბილად ჩავყოთ შიგნით. მერე რა რომ ტრაკი დაუცველი გვრჩება, ჩვენ ხო მაინც ვერ ვხედავთ. ამასობაში კი სარანჩებივით მრავლდებიან უტვინო პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პარტიები, მოძრაობები, ”სულიერი მოძღვრები”, ამა თუ იმ ცოცხალ თუ უსულო საგანთა ”დამცველი” საზოგადოებები, მომღერლები, მწერლები, მსახიობები, ”პროფილები”, ნაირ-ნაირი დღის და ღამის შოუები, მოცლილი ცოლების და ნაშების კლუბები, ბიჭოლები, მარკუს მეტრეველები, აგერ ეხლა ”ბავშვი არ დაბადებულა და ყარამანს არქმევდნენ” სამეფო ამობრწყინდა ვიღაცა სასაცილო პერსონაჟებით. მოკლედ ერი და ბერი ხალისობს. ადრე თუ ”ობშიაკი” მარტო გარკვეული კატეგორიის ვიწრო წრისთვის იყო, ეხლა სხვა მიმართულება, სხვა ძალა და სხვა მასშტაბები შეიძინა და რომელ მარკეტში არ უნდა შეხვიდეთ ყველგან ნახავთ კუთხეში მიდგმულ ყუთს წარწერით ”შესაწირი” - ოფიციალური და ღვთის მადლით აღვსილი და ნაკურთხი რეკეტი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც ამაყად აცხადებს, რომ არანაირი კანონის არ ეშინია. ხო არ გახსენებთ ერთ-ერთ ინსტიტუტს ახლო წარსულიდან?

ჩვენ ისღა დაგვრჩენია ხელში წარმოსახვითი პულტი დავიჭიროთ და რაც არ მოგვწონს გადავრთოთ, თუ საერთოდ არაფერი მოგვწონს მაშინ ავდგეთ და წავიდეთ.

რა გახდა ერთი ნორმალურად მყეფარე ძაღლი რომ ეს დაუსრულებელი ქარავანი ან შეაჩეროს ან გეზი შეუცვალოს.

Wednesday, September 21, 2011

როდესაც ცნება ”ქორწინება” წარმოიშვა რა იყოს ”ათვლის წერტილი” , უნდობლობა თუ მესაკუთრეობა?

ერთაოზი
მგონი კერძო საკუთრების წარმოშობასთან უნდა იყოს ეგ კორელაციაში. :)

მარგალიტა
შეილება. ერთი მომპოვებელ-შემგროვებელი, მეორე შემნახველ-გადამანაწილებელი

ერთაოზი
უჰუ.. რაც უფრო მყიფეა კერძო საკუთრების ცნება საზოგადოებაში მით უფრო ამორფულია ოჯახური კავშირები.

მარგალიტა
რომელია ყველა ცოდვის სათავე სიხარბე, ცნობისმოყვარეობა თუ პროტესტი?

ერთაოზი
აგრესია. და ეს დეენკაში დევს როგორც გადარჩენის ინსტინქტი :დედარაშერიოჟულივააარ:

მარგალიტა
ჰოდა რატო უნდა განაგებდეს მერე გამრავლებასა და ცოდვას ერთიდაიგივე ჰორმონი?

ერთაოზი
ცოდვა პირობითი ცნებაა... მითუმეტეს ის ცნება რაც კონკრეტული რელიგიიდან მოდის. აგერ რომელიღაცა მოლას უთქვამს ისლამი ცოლ ქმარს შორის ნეკროფილიას არ კრძალავსო :D

მარგალიტა
lol
გადახედე ათ მცნებას და მერე კიდევ ერთხელ 13-ე კითხვას:)))

ერთაოზი
ათი მცნებიდან ერთი (შაბათის დაცვა) , უკვე ქრისტეს მოწაფეებმა გააუქმეს ..... მეორე კიდევ (არა ჰქმნა თავისა შენისა კერპი) ზოგი შეხედულებით ეწინააღმდეგება ხატების, კათოლიკური ქანდაკებების და საერთოდ წმინდანების არსებობას და ტაყვანისცემას.... ტაკ ჩტო ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა თუ როგორი ცვალებადი და ფარდობითია ცოდვა/მადლის (ჰარამ/ჰალალ) გაგება დროსა და სივრცეში :))

აბსოლუტური ცოდვა ჩემი აზრით არის ძალადობა... ანუ ის რაც არასოდეს არ ჩაითვლება კარგად და მადლად (არა რელიგიური არამედ ჰუმანისტური აზრით).. თუმცა აქაც საკითხავია ცუდია მაგალითად როცა შვილს აძალებ ისწავლეო იმას კიდევ არ უნდა :)))... აქ მეტ ნაკლებად უნივერსალურ წესად ალბათ შეილება გამოდგეს "არ მოექცე სხვას ისე როგორც არ გინდა მოგექცნენ შენ" :))

მარგალიტა
ჰოდა ყველაფერს ხო აქვს თავისი მიზეზი, მე მარტო აგრესია არა მგონია. გენეტიკაში უფრო სწორედ ქვეცნობიერში დევს პროტესტი ზოგადად რაღაცა წესრიგის მიმართ და ყველა ”არას” ვუპირისპირდებით ან ღიად ან ფარულად. აი ეს ფარული გადადის მერე აგრესიაში.

ერთაოზი
იმიტომ რომ წესი შეზღუდვაა და ის ყველას გათანაბრებას ემსახურება... გენს კი თანაბარ პირობებში ვერ გადაცემ... სხვაზე უკეთესი უნდა იყო.. ანუ პროტესტი უნდა გამოთქვა :)))

მარგალიტა
”აქ მეტ ნაკლებად უნივერსალურ წესად ალბათ შეილება გამოდგეს "არ მოექცე სხვას ისე როგორც არ გინდა მოგექცნენ შენ" :))”
ესეა მაგრამ ვერ იცავ მაგასაც, ძლიერი უნდა გადარჩეს, ბუნების კანონია ეგეთი და ეგეც ერთი დიდი წინააღმდეგობა ჰუმანისტური თვალსაზრისით

ერთაოზი
ჰოდა მაგისთვისაა რელიგია და იდეოლოგია :))... ბუნება და ინსტინქტი ადამიანს ცხოველთა სამყაროსკენ მიათრევს, ინტელექტი კი ქმნის ნორმებს და შეზღუდვებს რომ ის ტყეში არ გაუშვას და კომპიუტერთან გააჩეროს :D

მარგალიტა
ეგ როგორც შედეგი , მე მაინტერესებს პირველსაწყისი. რატო და რისთვის? შექმნა ღმერთმა სამყარო და მას მერე ანადგურებს და ანადგურებს. წესრიგი და ქაოსი, სტრუქტურა და დესტრუქცია. ანუ ესენი დამოუკიდებლად კი არ არსებობენ, არამედ ერთი მეორის წაღმა-უკუღმა პირია და სადაც ერთია იქვეა მეორეც. რაში ჭირდებოდა?

ერთაოზი
ნუ არსებული თეორიით სამყარო სრული ქაოსისკენ მიისწრაფვის.. ე.წ. თბური სიკვდილისაკენ... ეს მოხდება როდესაც ენერგია და მატერია სრულიად თანაბრად გადანაწილდება სისტემაში, ანუ ყველაფერი დაიშლება უელემენტარულეს ნაწილაკამდე, მანამდე კი ხდება აფეთქებები, ბირთვული და ქიმიური რეაქციები და ა.შ. ღმერთი სადაა მაქ და რა უნდა რომ გაიგო ჯერ რა ხდება უნდა შეიცნო... ჰოდა როცა შევიცნობთ ალბათ მერე გავიგებთ :))

მარგალიტა
ოოდა გენცვალე ეს ყველაფერი ერთიან კოსმიურ წესრიგს ხო ექვემდებარება და ამ ერთიანი კოსმიური წესრიგის ძრავა ხო რაღაცაა, აი ეგაა ღმერთი. იმჰოი. ნებისმიერი მატერია გადის არსებობის ფაზებს და უბრუნდება ათვლის წერტილს. ხზ რაა

ერთაოზი
ღმერთი ხომ პრინციპში მეტაფორაა იმისი რაც ჩვენი შემეცნების გარეთ დგას :)

მარგალიტა
და ჯდება ფიზიკურ კანონებში თუ მას აბსოლუტურ ენერგიას დავარქმევთ.

ერთაოზი
მეცნიერება რა არის? მიზეზ შედეგობრიობის ზუსტი და ურყევი კავშირის დადგენა ორ მოვლენას შორის. არადა ემპირიულად ორი ერთნაირი მოვლენა არ არსებობს. რა ზუსტადაც არ უნდა გაიმეორო ცდა მაინც სხვანაირი შედეგი გექნება. რა წყვეტს ამ სხვაობას? ამისთვის არსებობს ადამიანური ახსნა "შემთხვევითობა" ანუ ის ფაქტორები რაც მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია და რისი მიზეზ შედეგობრივი კავშირი ჯერ არ დადგენილა. აი ეგ არის პრინციპში ღმერთი :), დანარჩენი უკვე ნაუკაა :))

მარგალიტა
ერთი ფაქტია და მეორე რწმენა. რაც ფაქტია იმას რწმენა არ შწირდება და რაც რწმენა ის სულაც არ ითხოვს დადასტურებას. ამიტომ ვერ თავსდება ერთად მეცნიერება და ”შეუცნობელი”

ერთაოზი
მარტივი მაგალითი: მეხის დაცემა შუასაუკუნეებში აუხსნელი იყო და ღმერთის რისხვად აღიქმებოდა. დღეს მეცნიერულად ასე თუ ისე ახსნილია, შესაბამისად მაქედან ღმერთი გაქრა და ფიზიკამ დაიკავა. ხვალ თუ მედიცინა უფრო წინ წავა მაგალითად შეიძლება გაქრეს კითხვა რატომ კლავს ღმერთი პატარა ბავშვებს და ა.შ., ან რატომ ემართება სიმსივნე კარგ ხალხს... აქ სხვა კითხვა დგას.. სადამდე შეუძლია ადამიანის გონებას ამისი შეცნობა. გვააქვს "პლანკა" რომლის ზევითაც ვერ ავხტებით თუ ეს პლანკა სულ მაღლა მაღლა იწევს.

მარგალიტა
მე მგონი გვექნება ეგ პლანკა, ადამიანმა თვითგანადგურების მექანიზმი რომ დროზე ადრე არ ჩართოს, თუნდაც მხოლოდ ამისთვის.

ერთაოზი
უჰუ ალბათ :)... ჰოდა მაგის ზევით დგას უკვე ის მიზეზი ყველა შეუცნობელისა რომელსაც სახელად ქვია "ღმერთი" :)

მარგალიტა
სინათლის სხივის სიჩქარის იქით რაცაა ყველაფერი ღმერთია :P

ერთაოზი
აქეთაც ბლომად რაღაცეებია :D

მარგალიტა
სიყვარული:)

ერთაოზი
yea babe :D

მარგალიტა
მოკლედ მივედით კონსესუსამდე:D

ერთაოზი
კონსენსუსი სულ სასუსნავის ასოციაციას იწვევდა ჩემში :D

მარგალიტა
არც უმაგისობაა. კარგი სასუსნავი ურთიერთგაგების ხელშემწყობია, ანუ მიოკარდიუმისკენ მიმავალი გზა გასტროენტეროლოგიურ სისტემაზე გადისო:D

ერთაოზი
თქვენ ექიმი ბრძანდებით? :P

მარგალიტა
აბა ეხლა ფლირტი არ იყოს აქ :მად:

ერთაოზი
არა გასტროენტეროლოგიური პრობლემები მაქვს და კომპეტენტური აზრი მაინტერესებდა.... რა ფილტრი რის ფილტრი :D

მარგალიტა
კერძოდ რა ჩივილები გაქვთ?

ერთაოზი
აი როცა დიდ ხანს საჭმელს არ ვჭამ მშივდება ხოლმე და რა მჭირს ექიმო?

მარგალიტა
სიზარმაცე:D

ერთაოზი
უიმე საშიშია ეგა? წამალი რა დავლიო?

მარგალიტა
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ”ნარგიზა” :D ფარმაკოლოგიური თვისებები: ანადგურებს სიზარმაცის ბაქტერიებს.

ერთაოზი
აეჰ გაეცი მგონი თხუთმეტივე კითხვას პასუხი :D
"ნარგიზაა მაგისი წამალი" :D

მარგალიტა
ლოოოოოოოოლ ნუ კარქი ეხლა ნუ გაპრიმატდები ხელათ:D

ერთაოზი
პრიმატები ყველანი ვართ

http://www.youtube.com/watch?v=BXRvmp2SAy0

ნაშებმა არ შემოიხედოთ:D

"ყოფილი ნაშა": (ესე 40+ თბილისელი სვეცკი კეკელკების ერთობ გავრცელებული სახეობა.)

ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები:

აფთარი თვალებში. გამხდარიდან ძალიან გამხდრამდე. ცოცხივით გასწორებული თმა, ნიკოტინისგან დაბოხებული ხმა და ღიან ნაცრისფერ- წენგოსფერი სახის კანი. (აქვე აღვნიშნავ სახის კანის ქართულად მოვლის ძირითად მეთოდს: ოღონდაც შორს გადადონ სიბერე უვლიან კანს ყველანაირი საშუალებით დაწყებული თხის ცურცლიდან დამთავრებული რომელიმე ”კუზანოვით” , მაგრამ სიგარეტი და ზამთარ-ზაფხულ მზეზე ან სოლარიუმის ქვეშ გახმობა ვითომც არაფერი.)
ქიციც ნანახი აქვთ და ქიცმაცურიც. მოწონთ ვაშშკაცურ-ქალაქელი ტიპები, უმალ კეკლუც ფისოებად გადაიქცევიან ხოლმე მათ გარემოცვაში.

ლაპარაკის მანერა:

რაღაც საშუალო ძველ თბილისურ-კლასიკური აღმავალ ტონალობასა და მოდერნ-თბილისური ანუ დაღმავალ-უკმაყოფილო ტონალობას შორის. შიგადაშიგ ურევენ რუსულ ფრაზებს, რის დროსაც უფრო იბოხებენ ხმას. ყბედობენ ძალიან ბევრს მიმიკურად და ხმამაღლა, უადგილოდ იცინიან და თან გაკვირდებიან რა შთაბეჭდილებას ახდენენ.

სასტავობენ:

ძირითადად ბავშვობის მეგობრებთან ან ყოფილ კურსელებთან (ერთად რომ მოდიან წლებია, რო ჩასხდებიან შადმე და ხორხოცობენ, ძირითადად კურიოზებს იგონებენ და ხმამაღლა იცინიან) ქმრების ძმაკაცების ცოლებთან, საკუთარ გინეკოლოგთან და იმ სილამაზის სალონის სტაფთან სადაც დადიან, მაგრამ მათთან მეგობრობა, სალონიდან რომ გამოდიან, იქვე მთვარდება.

სად ნახავთ?:
ვაიმე შად აღარ, შადაც კაი პონტია. განსაკუთრებით სილამაზის სალონებში. ჰოდა ქეც მივადექი თემას. რამდენი ეგეთი შემოსულა სალონში, მაგრამ დღეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო:

...და ისიც შემოვიდა....! უფრო სწორედ შემოგნიასდა, შემოქოთქოთდა, შემოკრიახდა, შემოფარცქვალდა, შემოცქრიალდა და შემოსურნელდა გეფის ქლოუზით. (ჩემი ქურენთ სუნამოა და ვიცანი, ქე გამიტყდა ცოტა.:D)
დაჯდა თმის დასაბანად ნახევარსაათიანი მოკითხვების და ქოთქოთის მერე.

თემა პირველი:

”ვაიმეეე ოქრო გაძვირდა გოგოებოოოო გაავ-გიიჟ-დიიი! ჩემი სიძისთვის მინდოდა დაბადების დღეზე სამაჯური მეყიდა და გრამი რა ღირს ხუთასიანი პრობა იციით 70 ლარი და შვიდასიანი 92 ლარი.”

თემა მეორე: ( ვინმე ეთუნამ მიატოვა ქმარ-შვილი და გაეკიდა ვიღაც კაცს.)

”არა! ელკა პრისტავლიაეეშ? ქალი რომ ოჯახს მიატოვებს, ის ყველაფერს იკადრებს. (ელკაც თავს უქნევს) და რა ქმარი მერე იციიით, აი თფილიშში ერთ-ერთი ყველაზე კაი ტიპი, რა ოჯახი, რა ქონება, რა წრე. ზოგი როგორ ვერ იფერებს ბედს. არა ნუ ცოტა ეჭვიანი კი იყო, ხშირად აკონტროლებდა, სამსახურს ტავი დაანებებინა, ხშირად არ უშვებდა სახლიდან, მაგრამ მოიიცაა რაა, კარგი რაა თუ ქალი ხარ. როცა ეგეთ ოჯახში ხარ რაღაცა უნდა დათმო. რა არ ვარ მართალი (ელკა ისევ თავს უქნევს) ტოჟე მნე. მოუნდა თავისუფლება.

თემა მესამე:

ვაიმე ვგიჟდები კათოლიკურ წეს-ჩვეულებაზე. ჯვრისწერის დროს რომ მამას მიყავს ქალიშვილი ქმართან. აი იცით რა მემართება ამას რომ ვუყურებ, ჟრუანტელი მივლის. ესე იგი მამა აბარებს გოგოს ქმარს, ანუ მამაკაცი მამაკაცს აბარებს ქალს საპატრონოდ. (და აქ ნეტარებისგან თვალებს ხუჭავს.) ჩვენთან კიდე ქალებმა დაკარგეს ქალობა და კაცებს დაემსგავსნენ, აუ კარგა გამიგეთ რაა მნე ოჩენ პრაწივნა (რა შუაშია ეს კათოლიკურ ჯვრისწერასთან ელკა ვერ მიხვდა, ვერც მეე.)

თემა მეოთხე:

ვგიჟდები პოლანსკიზე, ჩემი უსაყვარლესი რეჟისორია. (ელკა ისევ უაზროდ უქნევს თავს და უხერხულად იღიმება, რცხვენია იკითხოს პოლანსკი ვინაა და საუბარი სხვა თემაზე გადაყავს: ”ზღვაზე იყავი ნინოო?”)
- ოიიი, შარშან ხო იცი რა მომივიდა. პლააჟზე ვართ რაა მე და მაკო (შვილი) ჰოდა ვიღაც ორი დეგენერატი იდგა იქვე და მაკო რომ ზღვაში ჩადიოდა ერთ-ერთმა თქვა აუ რა ნაშაა, რა ტრაკი აქვსო. ჰოდა მერე აღარაფერი მახსოვს, ერთი ყვირილი ჩამესმა მარტო, გაუშვი იგუდებაო. თურმე ვახრჩობდი. წარმოგიდგენიაა? ნაბიჭვარი!
ჩემზე რომ ეთქვა, რეაქცია არ მექნებოდა მაგრამ შვიილზეე?

თემა მეხუთე:

ზურიკომ (ქმარმა) მომითრია ათი კილო მალინა. რა ტიპია რაა! იცის რომ არ მეხერხება ეს მურაბები და კამპოტები. ხო შეიძლება რომ დედამისს წაუღოს და მე არ მაწვალოს არაა, მაგრამ იმ ქალბატონს როგორ შეაწუხებს, ან ის შეიწუხებს თავს გგონია?

ამასობაში თმაც გასწორდა მანიკიურიც გაკეთდა. ორთქლიც გამოიშვა და როგორც მოგნიასდა და ისევ წაგნიასდა. (ზურიკომ მოაკითხა)

და აქ ეპილოგია ყველაზე მაგარი:D

ერთ-ერთი პარიკმახერი:
”ამას რომ ვიღაცის ბოზობა გაუკვირდება რაა”


პ.ს. სად შემილია.

Tuesday, August 2, 2011

გონჯაურა და ფართუკიანი პრინცი

იყო ერთი არღნის ჩიტი გონჯაურა. საკვერცხეები წამოსტკივდა თუ არა, ერთ თბილისელ ბიჭს მისთხოვდა, რომელსაც, ერთადერთი, ცხენი აკლდა პრინცობამდე. როგორც კი სასახლის კარს გადააბიჯა გონჯაურამ, ამ ჩვენ პრინცს ჩამოაცვა ”ფართუკი” კისერზე, გაზქურასთან დააბა, ხელში დააჭერინა ორი შიბაქი და უთხრა, აწი შენ იცი და შენმა კაცობამო, ქალიც შენა ხარ ამ ოჯახში და კაციცო. თვითონ კი პრინციც ამოიცვა და მთელი მისი სასახლეც დედოფლიან-მეფიანად.
გონჯაურას შეეძლო სახლიდან ისე გასულიყო, არ ეთქვა სად მიდიოდა, მოსულიყო დილით, ან მოსულიყო სამი დღის მერე ან სართოდ 6 თვით გადაკარგულიყო. მაგრამ ნუ გაჰკიცხავთ! რეკავდა სახლში და აფრთხილებდა პრინცს, ნუ დამელოდები ბავშვები დააძინე და შენც დაიძინეო. ვინ იცის რამდენჯერ მიუყუდებიათ სასახლის ჭიშკართან მთვრალი საბრალო და რამდენჯერ გაუქარვებია პრინცს კაზინოში წაგებული ფულით გულბოყალკოჰოლდათუთქული გონჯაურას სათუთი და მგრძნობიარე გული. მას ხო ჩვევა ჰქონდა ასეთი, როცა ფულს აგებდა, ფხიზელი ერცხვინებოდა დილით სახლში მისვლა და პრინცისთვის თვალებში ჩახედვა. პრინციც უსიტყვოდ უგებდა და ყველანაირ პირობას უქმნიდა ცელქ ცოლს, რომ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება გამოეგლიჯა ცხოვრებისათვის. გონჯაურაც ცელქობდა და ცელქობდა. ცელქობდა დღისით, ცელქობდა ღამით, სამშობლოში, სამშობლოს გარეთ, ზღვასა და მთაში... წლები კი გადიოდა და არც გონჯაურა იცვლებოდა და არც პრინცი, მხოლოდ მათი გარეგნობა იცვლებოდა. პრინცი დღითიდღე კარგავდა პრინცობას და გონჯაურა დღითიდღე მშვენდებოდა და იფურჩქნებოდა. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამასობაში პრინცი კარგი მზარეული, ძიძა და დიასახლისი დადგა და გონჯაურამ სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა სამეფოში.
გავიდა ოცი წელი და ჰოი საოცრებავ, 20 წლის თავზე გონჯაურა მიხვდა, რომ ოჯახი ენატრებოდა, თავისი პრინცი ენატრებოდა, თავისი უდედოდ გაზრდილი შვილები ენატრებოდა და ოჯახს დაუბრუნდა. დაბრუნების აღსანიშნავად კიდევ ერთი შვილი აჩუქა პრინცს და თან განაცხადა, ეხლა გავიგე რა ყოფილა დედობაო, ვიშ, თურმე რა კარგი ყოფილაო. იგი ამასაც არ დასჯერდა, იქვე უბნის ადგილობრივი მოძღვარი დაიმოძღვრა და შეუდგა ტაძრისკენ მიმავალ რთულ და ეკლიან გზას. გონჯაურა ყველა რიტუალს გულმოდგინედ ასრულებდა და როცა ჩათვალა, რომ შეეძლო უკვე სხვებისთვისაც გაეწია დახმარება, უმალ დღის შოუში გაიქცა ყოფილ სეფექალ-მეგობრებთან.
და აი უკვე ჩვენ ვხედავთ მის თვალშისაცემ მეტამორფოზას: თავზე ხილაბანდი წაუკრავს, ხმა დაუბოხებია, ტონი გაუმკაცრებია, მართალია შეუღებავ, მაგრამ ძველებურად ავად მოკვასკვასე თვალებში ყოვლისმცოდნე მზერა ჩაუყენებია.... და გონჯაურაც იწყებს ჩვენი სულების გადარჩენისათვის მგზნებარე მონოლოგს:
-იჩით რა არიშ, ქალმა უნდა იჩხოვროშ შიყვარულით, მოთმინებით და ოჯახიშადმი მორჩილებით. (და ამ დროს რა ხდება?! თქვენს მონა-მორჩილს თვალები საცრისოდენა უხდება და ყბა უფრო და უფრო ძირს უვარდება).
-თქვენ ვერ ჭარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა, როცა ცოლ-ქმარშ შორის ჰარმონია და ჯანშაღი ატმოშფეროა, იმიშათვიშ რომ ბავშვები შრულფაშოვნები გაიზარდნონ. მე და ჩემმა მეუღლებ 20 ჭელია ერთად ვჭიეთ ოჯახური ჭაპანი შიყვარულით, მოთმინებითა და რუდუნებით. მე შემიჯლია ვთქვა, რომ ბედნიერი დედა ვარ, ბედნიერი ქალი და ბედნიერი ცოლი, პირველ რიგში რა თქმა უნდა უფლიშ ჭყალობით... (აქ უკვე არტახებს იწყვეტს ჩვენი გონჯაურა და წარბის აწევითა და მკაცრი ტონით იწყებს მორალის კითხვას, რომელიც ალბათ 20 წუთი გრძელდება)
თქვენს მონა-მორჩილს ისევ დაუვიწროვდა თვალები, როგორც იქნა ყბა აკეცა და ერთი შესძახა: აი საღოოოლ!

Thursday, June 16, 2011

"ჩემი"

არც მესტატუსება, არც მენოუთება, არც მელინკება, არც მეფოტოება, არც მეიუთუბება, არც არავისთან მეკომენტებ-მელაიქება. დეკადანსში შედის ჩემი ტვინი ნელ-ნელა, სამაგიეროდ გული გამოვიდა იქიდან... ორივე ერთდროულად ხო კარგად ვერ მუშაობს... სადაა მაგდენი სამყოფი სისხლი ყველა ორგანოში თანაბრად ნაწილდებოდეს:)

ჩემი სურვილები და ოცნებები ისე შეიკუმშა, რომ თვით ჩემი ეგოსა და მისი "იზმის" ჩასაკვეხებელი ადგილი არ დარჩა შიგნით...

ბრმად ნდობაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს...აღარც ფეხის გადაბრუნების გეშინია და აღარც კოროზიის. სულ რომ ოთხივე გზამოჭრილ გზაჯვარედინზე დარჩე ან ყველა კარი ჩაირაზოს შენს წინ, გგონია, რომ ერთი მუდამ შენს ზომაზე იქნება ღიად დატოვებული.

ბრმად რომ გენდობიან ეგეც მაგარია, ოღონდ როცა იცი, რომ შეგიძლია ამ ნდობის გამართლება და უფრო მეტიც, დარწმუნებული ხარ, რომ ზუსტად ამ ნდობის გამართლებისთვის დაიბადე. სხვა შემთხვევაში კი ტვირთია... უხილავი, მაგრამ ყველაზე მტკივნეული და მძიმე ტვირთი. "დაჟე" ამ დროს რომ გკითხონ, რა გტკივა ან რა გაწუხებსო, ვერ უპასუხებ.

ბედნიერება ყველაზე ირაციონალური ცნებაა. უფრო ხშირად იქ მიდის, სადაც ვერც ამჩნევენ და ზედ კმაყოფილების იარლიყს კიდებენ. სინამდვილეში მათ შორის სიმშვიდის გარდა არაფერია საერთო...
არადა ზოგჯერ რა ცოტა საკენკი სჭირდება მისატყუებლად... თუნდაც აი ეს: ზურგს უკან ან გვერდით გესმის ბოდიალის ან არსებობის სხვა დამადასტურებელი ის ხმა, რომელიც რეალობას გწყვეტს და იქვე იმავე წუთას მწარედ გაგრძნობინებს იგივე რეალობას, რასაც გწყვეტს.... და ზუსტად აი ამ ორი წამის შუალედშია ის, რაზეც ამბობენ ხოლმე, ზოგჯერ რა ცოტა ყოფნის ადამიანსო.

პარტერის ბოლო რიგიდან ისევ სცენაზე ავინაცვლე და რამპის სინათლემ მომჭრა თვალი.. გადავეჩვეულვარ თურმე...ამ სცენას არც კულისები აქვს და არც ანტრაქტი... მხოლოდ ფარდის დაშვებამდე - ან შენს წინ ან შენს უკან...

Club Silencio - Welcome To The Silence.

Tuesday, June 14, 2011

სხვისი და ჩვენი "მისტერიები"

არ გაქვთ ზოგჯერ ისეთი დამოკიდებულება რომელიმე წიგნთან ან წიგნის პერსონაჟთან რომ ერთდროულად გიყვართ და გძულთ? მე ძირითადად ან მიყვარს რომელიმე გმირი ან მკიდია. აი როცა მძულს ეს იმას ნიშნავს, რომ მწერალი იმაზე მეტს ახერხებს ვიდრე უბრალოდ წერაა, ამბის გადმოცემა, თუ პერსონაჟების გამოგონება-გამოთლა. დღემდე ეს მარტო ჰამსუნმა მოახერხა თავის „მისტერიებით“ და ნაგელით. რატო გამახსენდა მაინცდამაინც ეხლა?... ზოგჯერ ისეთ „სადგურში“ შედიხარ, რომ ბუნდოვნად გახსენდება, სადღაც გაქვს ეს „სადგური“ ნანახი, ზოგჯერ ისეთი კითხვები გიჩნდება რომ გახსენდება, სადღაც გაქვს პასუხი ამოკითხული, ან ისეთი პრობლემა დგება შენს წინაშე, რომელიც სადღაც არის გადაჭრილი ან გადაუჭრელი, მაგრამ სხვა კუთხით დანახული.
ბოლო ხანს ზუსტად ესე ამეკვიატა ნაგელი - ერთ-ერთი ყველაზე რთული პერსონაჟი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია და რომელიც დღემდე გამოცანად რჩება ჩემთვის. ნაწარმოები რომ ძაან მაგარია, ეს უდავოა, არავითარი მელოდრამატულად ჩაშაქრებული უწი-პუწი და ძალად გაჰეპიენდებული ან ყველა და ყველაფერ „გაიასნებული“ სიუჟეტი. სკანდინავიაა რაც არ უნდა იყოს. სითბო და სიტკბო ნაკლებია.
ნაგელი - ერთდროულად მიყვარს და მძულს ეს კაცი. მძულს იმ სისუსტეებისთვის, რასაც ზოგჯერ ჩემში ვხედავ მისი სახით და ხასიათის იმ შტრიხებისთვის რაც ძალიან უცხოა ესეთი ტიპის თავდაჯერებული და ინტელექტის მქონე კაცისთვის და მიყვარს სხვა ყველა დანარჩენისთვის. როგორ გამიცრუა იმედი... საკმაოდ ძლიერი ინდივიდი იყო იმისთვის რომ ესე უსაფუძვლო და არაფერზე დამყარებული გრძნობისთვის თავის მოკვლაზე არათუ ეფიქრა, არამედ თავი აეტკივებინა იმ ცარიელი ადგილის მოპოვებისთვის უბრალოდ „ლამაზი ქალი“ რომ ერქვა. არ არის ეს კაცი სატრფოს ფანჯრებთან "სერენადებისთვის" და ტალახში ამოვლებული ცხვირსახოცის კოცნა/ წირპლების ყრისთვის დაბადებული... რას ერჩოდა ჰამსუნი არ მესმის. ეს იყო მისი ნამდვილი ბუნება და მისი იმიჯი ყალბი თუ პირიქით, ვერ გავიგე. ორივე შემთხვევაში სიყალბის სუნი მცემს და ესაა რომ ბოლომდე გამოცანად დარჩა ჩემთვის მისი ხასიათი.
ცოლად მოყვანა გინდა იმ ქალის, რომელიც თავიდან ფეხებამდე უცხოა შენთვის და ისეთ საყვარელ და გულისამაჩუყებელ მომავალს უხატავ, რომელიც თავში აზრად არ უნდა მოუვიდეს იმ კაცს, რომელიც იმავე მომენტში სხვა ქალის გულისთვის მზად არის მოკვდეს. მესმის რომ ერთი მეორისგან გასაქცევი საშუალება იყოს ან თავშესაფარი, მაგრამ როგორ შეიძლება სრულიად უცხო და უსახური არსება თავშესაფარი იყოს ან ჩანაცვლების საშუალება. თუმცა ეს უსახური არსება ბევრად მეტია ჩემთვის, ვიდრე ის ცარიელი თავი, ნაგელი სიცოცხლეს რომ სწირავს. ან ეს მაიცა რატომ სძულს ესე ძალიან ნაგელს? მე ვფიქრობ, იმის გამო რომ საკუთარ თავში ვერ იტანს მაიცას, როგორც წარსულის ნაშთს სულში, რომელსაც გაექცა და ამიტომ მუდმივად ცდილობს, ყველგან ცუდი შთაბეჭდილება დატოვოს, განსაკუთრებით იმ „ცარიელ ქერათმიან თავში“… ვერ იტანს ხელგაშლილ ადამიანებს საკუთარი სიამოვნებისთვის რომ გასცემენ და ამ დროს თვითონ იმასვე აკეთებს რასაც ვერ იტანს, ანუ უნდა რომ ეს უგზო- უკვლო ალტრუიზმიც განდევნოს საკუთარი თავისგან, მაგრამ არ გამოსდის, იმიტომ რომ ამით იკვებება და თან სძულს საკუთარი თავი ესეთი... მარტასაც ამიტომ შესთავაზა ცოლობა რომ ამით წყალობას გასცემდა ამ საცოდავ ქალზე და საკუთარ ეგოს იკმაყოფილებდა. ამ დროს ვერ ხვდებოდა რომ ესეც იგივე ვაჭრობა იყო.
ძალიან ძლიერი მონაკვეთია ნაგელის გულახდილი საუბარი უფრო სწორედ თავდასხმა მაიცაზე.
მაიცა - უბადრუკი არსება. როგორც მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფ ყველას მეგობარ ადამიანებს ვერ ვიტან, ისე ვერ ვიტან მაიცებს... დაახლოებით იგივე ტიპაჟია, ოღონდ აქ აქცენტი ხასიათზე იმდენად არაა, რამდენადაც უსიტყვო და უპრეტენზიო მორჩილებაზე, რომელიც ნიღბავს "საჭირო დროს და საჭირო ადგილას" ყველაფერზე ხელის მომწერ ადამიანს. "მორჩილი", ისევე როგორც "კარგ ხასიათზე მყოფი ყველას მეგობარი", როცა დასჭირდება მაშინ გაგყიდის, პირველი უმანკო სიფათით და მეორე სულ სიცილ-კისკისით.
ნაგელი როგოც კაცი ჩაფლავდა. მაშინ ინარჩუნებ ღირსებას, როცა თანხმობა არ გაყოყოჩებს და უარი არ გაფუჭებს. ორივეს ღირსეულად ტარება უნდა შეძლო. შეიძლება ვინმემ თქვას როცა ყველაფერს კარგავ კ ჩორტუ ღირსებაო, მაგრამ იმასაც ხო აქვს მნიშვნელობა ვისგან ფუჭდები? მე მაინც იმის მიხედვით ვაფასებ კაცსაც და ქალსაც თუ ვინ უყვარს. ნამდვილი ბუნება, ყველანაირი კომპლექსი, ფობია თუ მისწრაფება ჩანს ამ დროს ადამიანში. გემოვნებაზე არ დავობენ გრამაფონშია, სწორედაც ყველაზე მეტს ამაზე დავობენ და ყველაზე გააფთრებით, ადამიანს იმაზე მეტად არაფერი სწყინს, ვიდრე ის რომ მის გემოვნებაში ეჭვი შეაქვთ. გემოვნებაა ნებისმიერი ურთიერთობების ბაზისი. მოდი და ნუ იდავებ ამაზე.
და მაინც როცა ყველაფერს კარგავ მაშინ გმართებს ზუსტად ყველა შენი ადამიანური რესურსის მობილიზება რომ სასოწარვეთილებამ ან არ გაგაბოროტოს და ან კიდე შხამი არ დაგალევინოს. საკუთარი თავებიდან თუ ამოვხტებით მივხვდებით რომ როცა ვკარგავთ უფრო საკუთარ დაკარგულ თავს მივტირით მასში და არა თვითონ დასაკარგ/დაკარგულ ობიექტს.

Wednesday, May 18, 2011

ყველაზე მდიდარი პენსიონერი

ყველაზე ადამიანური თვისება: ცნობისმოყვარეობა
ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი: სხვი საცვალი
ყველაზე სწორი მარკეტინგული სვლა: ჯერ შენი საცვალი უნდა შესთავაზო დემოსს, რომ დაკმაყოფილდეს ყველაზე ადამიანური თვისება, რათა ნდობა აღიძრას, შემდგომში პროდუქცია რომ გაყიდვადი იყოს.
მაგრამ ეს საკმარისი არაა იმისათვის, რომ 2 მილიარდი დოლარი იშოვნო... ცოტა მეტი ინტრიგა, კიდე დამატებითი ინტრიგა გვინდა, აი ისეთი, კონკრეტულ ადამიანებზე რომ ცოტა ხნით, მაგრამ კოლექტიურ ცნობიერებაზე დიდხანს იმოქმედებს გულისამაჩუყებლად. ამისთვის მას ბუნებრივად უბოძა ღმერთმა კანის ფერი და დარჩა ერთი პატარა შტრიხი, რომ ეს უზარმაზარი მანქანა დაიქოქოს... ხიტრაია დამაჩკა :2კისს: ...
ინცესტი და პედოფილია! განა რა შეიძლება იყოს იმაზე გულისამაჩუყებელი, 13-14 წლის შავკანიან გოგონას რომ ბიძაშვილი აუპატიურებს. რა მნიშვნელობა აქვს ტყუილია თუ მართალია. თუ მართალია, დადგა დრო რომ ჩემი ცხოვრების მთავარი ტრაგედია გავყიდო და ყველაზე კარგი მაგალითი ვიყო ”ზოგი ჭირი მარგებელია”-სი.
ამასაც ხო ნიჭი უნდა, ამ ყველაფერს ისე მოუკრა თავი, რომ უმსხვილეს ბიზნესად აქციო. არც დიდი განათლება სჭირდება ამას, არც დიდი გემოვნება და არც აფიშირებული ამბიციურობა. პირიქით რაც უფრო უბრალოდ და ბუნებრივად, თუნდაც ყალბი გულწრფელობით შედგამ ფეხს, მით უფრო მალე დაიქოქება ეს მანქანა. გაარტყა! ყველაფერი ზუსტად გაარტყა! რა თქმა უნდა ვარსკვლავებიც კეთილად განეწყვნენ, ან ვარსკვლავების კეთილგანწყობას დაამთხვია საკუთარის ამობრწყინება (ესეც გათვლილი ექნებოდა) დანარჩენი ბელეტრისტიკაა.
მოკლედ ბრავო ოფრა! ისეთ ეშხში შეხვედი რომ მერე საკუთარმა ზედმეტმა კილოგრამებმა და მასთან ბრძოლამაც კი გაშოვნინა ფული.
ქალი - მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება არაფრისგან შექმნა ყველაფერი.
თუ როგორ შეიძლება სხვების წარსულისგან შეიქმნა საკუთარი აწმყო და მომავალი.
პენსიაზე გასვლის დღეც კი უდიდეს მოგებად ჩაიდე ჯიბეში.
ვინც არ იცი რაზე ვლაპარაკობ, დღეს დაიხურა ოფრა უინფრის შოუ და სარეკლამო გაჭრა ერთ წუთიანი ღირდა მილიონი დოლარი :D

Tuesday, May 17, 2011

ფეისბუქელ მამაკაცთა სახეები მარგოს შემოქმედებაში (10+1 კატეგორია)

1. ”მამულიშვილი”

ცოდვა გამხელილი სჯობს და ვერასოდეს აღვიქვამ სერიოზულად. არც არასოდეს ვეპასუხები, ვეკამათები, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ მე შემომჭრნენ კედელზე (რაც ძალიან იშვიათად ხდება, მათი ჩემს ლისტში მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობის გამო). თორემ მე მათ დვიჟენიებს არ ვადევნებ თვალ-ყურს, ისე აქა-იქა თუ გადავაწყდები გააფთრებულ ბრძოლაში ჩაბმულს რომელიმე ”უჯიშო-ურწმუნოს” კედელზე. ავატარად ხშირ შემთხევაში უყენიათ ან წმინდა გიორგის ხატი, ან რომელიმე ეკლესიის, ან საქართველოს დროშა/გერბი, ან თავისი სურათი მინიმუმ სამ კაცთან ერთად, ხშირ შემთხვევაში შუაში თვითონაა და ხელი აქვს გადახვეული დანარჩენ ორზე. ან სადღაც სუფრასთან ზის გამობიჟვინებულ-ყურებამდე გაღიმებული ან ეროვნული ღირსებით აღსავსე მკაცრი და”მეტყველი” მზერით, ან მანქანასთანაა აყუდებული, ცალი ხელით დოინჯშემოყრილი. ძირითადად თაგავენ პლასტმასის ნაშებზე, ფორმულა 1-ის მანქანებზე და მისალოც ”ატკრიტკებზე” მაგრამ თვითონ არასოდეს თაგავენ სხვებს, იმიტომ რომ არ იციან ეს როგორ კეთდება. ფოტოების დადებაც ეხლახანს ისწავლეს. მაი ვიდეო არის მათი ”სამაგიდო” საიტი და შესაბამისად მათი კედლის დიდი ნაწილი ამ საიტის ლინკებს ეთმობა, ან თვითონ დებენ ან ძმაკაცები უდებენ. თუ სადმე ეროვნული ღირსება შეულახეს, მყის კარგავენ იმავე ღირსებას და დედის გენიტალიებს იღებენ ყველა ჯიბიდან. რის მერეც სასწრაფოდ შედიან თავის კედელზე და იქ განაგრძობენ: ”თქვენი დროც მოვა თქვე ნაბოზვრებო” ”ამოხვედით ყელში თქვე --ლისშვილო ნაბი%ვრებო! ყველას დედები მო---ნ”. ესეთ სტატუსებს ან არავინ ეპასუხება მისი ფრენდებიდან (ძირითადად პასიური საძმაკაცო/სანათესაოს ქალები,), ან თუ ოდნავ აქტიური ფრენდები ყავს და თავისივე თანამოაზრეები, მაშინ მიდის ურთიერთჯიგრის და ბოღმის გაცვლა-გამოცვლა. ჰოო.. მომყოლ კომენტებში აუცილებალდ მივა ლაპარაკი პატრიარქამდე, პიდარასტებამდე, (თუ გაუგია ეს ტერმინი - ”ლიბერასტებამდე”, საერთოდ ადვილად აიტაცებენ ხოლმე დურაკულ ტერმინებს, ერთი რომელიმე უფრო ოხუნჯი და გონებაგახსნილი მოიფიქრებს და მერე ყველა ატრიალებს შვიდივე ბრუნვაში). საერთოდ არ ინტერესდებიან გასნხვავებული აზრით. ყველა განსხვავებული აზრის მატარებელი, მათი და მათი სარწმუნოების მტერია, რომლებსაც ”დედები მოეტ--ბათ”. აწუხებთ ერთადერთი ფობია - ტრადიცია, ქართველობა და რწმენა არ წაართვან, ოღონდ რა მექანიზმით ხდება საერთოდ რწმენის და ეროვნების წართმევა, ამაზე პასუხი არ აქვთ. ალბათ სექსუალური განათლებით და საყოფაცხოვრებო კულტურის ამაღლებით. საშინლად აღიზიანებთ გენდერული საკითხები და მათი ცოდნა ამ მხრივ შემოიფარგლება იმით, რომ მთელ პრობლემას ხედავენ ფიზიკურ ძალთა სხვაობაში და ოჯახში დამლაგებელ-მრეცხავ-მზარეულის ფუნქციების გადანაწილებაში.
ჰბურძგლავთ ლექსზე ”ჩემი ნენეი” და სხვადასხვა ფსევდოღირებულებებსა თუ სიმბოლოებზე. მოკლედ ეს არის სრულიად რეგრესული ძალა, რომლებიც წარსულით ცხოვრობენ და არ ასვენებთ დავით აღმაშენებლის აჩრდილი, პატრიარქის სიტყვა მათთვის კანონია, დიდი რუდუნებით ელიან მონარქიის აღდგენას, (ზოგი წინასწარ კეთილშობილ ჩოხოსათა რიგებშიც ჩაეწერა, მონარქიის სუნი ადრევე რომ იგრძნონ) და ნიშნისმოგებით ელიან მეორედ მოსვლას, თავისი თვალით რომ ნახონ როგორ ეტყ--ბათ დედები იეღოველებს, მასონებს, პიდარასტებს, ამერიკელებს და ა.შ.
ქალებს ყოფენ სამ კატეგორიად (ოღონდ არა გააზრებულად) ნაშები, დაიკოები, და უსქესო ანუ ის ქართველი ქალი, რომელსაც არც პატივს სცემენ და არც შეურაცხყოფენ.


2. ”კაი ტიპი”

(მიდლაიფ ქრაიზისის დასაწყისის მქონე პო%უისტი და მოღლიცინე ინტელექტუალი)
ყოველთვის ბევრი მდედრი ტრიალებს მათ გარშემო, განსაკუთრებით 30+ ინტელექტუალკები იგივე მენტალური გრუპიები, არც ერთ სტატუსს რომ არ უმაზავენ და ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტ კონტროხუნჯობას და სიბრძნეებს დაუკომენტებს მათ კუმირს. კუმირიც მუდმივ ტონუსშია. მათი ფრენდების რაოდენობა ხშირად ოთხციფრიანია, იმატებენ ყველას განურჩევლად და მერე უწევთ გამოხშირვა ”მამულიშვილების”, ტროლების და თავსაფრიანი დედაკაცების.
აქვთ საინტერესო და მრავალფეროვანი გვერდი დამოკიდებული იმაზე რა ჰობი აქვთ.


3. ”ნაკლებად პოპულარული ინტელექტუალი”

თავის ჭიას ახარებს. დებს სტატიებს გაზეთებიდან, ჟურნალებიდან ძირითადად რუსული და ინგლისურენოვანი. ისეა მისთვის ფეისბუქი, როგორც სავოკელი მეცნიერ-მუშაკისთვის გაზეთი ”კომუნისტი”, სამსახურიდან მოსვლისა და ფოსტლებში ფეხების წაყოფის მერე ცხვირზე რომ აიფარებს და ისვენებს.
პასიური მკითხველის როლში უფროა, ყავს ცოტა ფრენდი.
შიგადაშიგ დებს კლასიკური მუსიკის ჰანგებს, არიებს ოპერიდან და ა.შ. ხანდახან დებს რომელიმე ნაკლებად ცნობილ მხატვარზე, რეჟისორზე, ბებიამისისხელა მსახიობ ქალზე, ყოფილ დიქტატორზე, მეცნიერზე რაღაც ინფოს ან არქიტექტურულ შედევრებს, ან ნასას კვლევებს და პრომო ტექსტად რაღაცას თავისთვის წაიბურტყუნებს, არ აინტერესებს გამოეხმაურება თუ არა ვინმე.
მოკლედ ისეთი კატეგორიაა, მისი არსებობით არც არაფერი რომ არ ემატება ფეისბუქს და არც მისი წასვლით აკლდება რამე.


4. ”გაბრაზებული ინტელექტუალი”

ყველაზე ამბიჩიურები, ყველაფრისმჩოდნეები, ყოფილი, მიმდინარე და მომავალი ენჯეოშნიკები, ცინიკოსები, ნიჰილისტები, ბლოგერები, ”მკვდარი პოეტების საზოგადოებები”, ლიტ.გე-ს მწერლები, მშობლების თაობის უინტელექტობით შეწუხებული პატარა ბიჭები, გენდერული და სხვა სოც. თანასწორობის მომხრეები (გულის სიღრმეში ჰკიდიათ).
დებენ ძირითადად გაბრაზებულ/დამცინავ/გამკილავ/ სტატუსებს, ლინკებს, თან მიათაგავენ ერთი ორ თავისნაირ გაბრაზებულს და ბრაზობენ ყველაფერზე: ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, საპატრიარქოზე, წვეროსნებზე, რუსეთზე, რუსეთუმეებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, სპორტსმენებზე, ბიზნესმენებზე, რეჟისორებზე, ტელევიზიებზე, გადაცემებზე. მოკლედ ქრონიკულად უკმაყოფილო კატეგორია.


5. ”მელომანი”

მეტი რა უნდა ვთქვა, მელომანები რაა:D კედელი გადავსებულია ძირითადად ”ხრენ ევო ზნაეტ” მეტალ ჯგუფებით და ფრენდლისტის უმეტესობა ქალებისთვის მათი კედელი გავს ”ნეულავიმი ჯოს”.

მელომანები ძირითადად ერთმანეთში პოსტაობენ და სხვაგან აკომენტებენ სიტყვაძუნწად და ცალყბად. არასოდეს არავის არაფერს არ ულოცავენ, დათაგულ მოსალოცებს ხშირად არ პასუხობენ. არ თამაშობენ და აპლიკაციებს აიგნორებენ. ქალებს იშვიათად უკომენტებენ. შედარებით ჩაკეტილი კატეგორიაა. ხოლო ქვეკატეგორია ფორუმელი მელომანები უფრო აქტიურ ფეისბუქურ ცხოვრებას ეწევიან, თუმცა შორს არ მიდიან ამათგან.


6. ” მალთაყვის ორდენის კავალერი ”

შეპყრობილნი არიან რაღაცა იდეით/აკვიატებით, აი მაგალითად აინტერესებს იუდას ან რომელირაცა ”ოშო რაჯნიშის” ანდერგრაუნდ ცხოვრება ან რომელიმე საიდუმლო ორგანიზაციის შიდა სამზარეულო და მთელ ძალისმხევას ატანს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოაგროვოს და მერე აშეაროს ფეისბუქზე ნახევრადიდუმალი სტატუსებით.
იუმორზე ხშირ შემთხევავაში მწყრალად არიან, ან მხოლოდ ერთი მიმართულებით აქვთ განვითარებული. ზოგს ევასება აღმოსავლური ორთაბრძოლები, ეზოთერიკა. ზოგი ვაბშე ჰიტლერზე აფანატებს, (პროსტა განსხვავებულობის პონჩი) ან ჩე გევარაზე, ან ფიდელ კასტროზე, კიმ ირ ჩენზე და მის პოლიტიკაზე დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში.
(მტერს ესეთი ვოჯახში:D)



7. ”სელებრიტა მაჩო”
(შაყვარელი)

ჯაან ვაჟნები ვართ, ”სოფლელებო დისტანციააა”, ”აუ რა მინდა ამ საქაჯეთში” უდევთ 13445345040 ფოტო ანფასში თუ პროფილში თუ რამე ტუსოვკაზე. კომენტებზე ონანირებენ. ”დათუჩიიი დზ მაგარი კაცი ხააააააარ”, ”ნოდიკოო ყოველთვის მაგრად გამოიყურებიიი” ჩემი სიხარულიიიიი, ”♥♥♥♥ dzaaan dzaan magari fotoaa....damabniaaa. :D:D:D:D:D miyvarxar tokaaa :*:*:*:*:* “vaime ra sixcho xar sixarulo.. vaime vaime rogor miyvaars mpuaa :*.
რა თქმა უნდა კომენტებზე სრული იგნორი, მაგრამ შულ ვაკონტროლებთ. ამ ქვეყნად არაფრის გარტყმაში არ არიან, მარტო სად რა ივენთი ან ტუსოვკა იგეგმება, ის იციან.


8. ”ტიტველა ქალი”

ბეზდელნიკი, ნძრეველა, ”ოდნოს” დესანტი, ყველა სოც. ქსელზე ეძებს იაფ და იორღა შესაყოფს. მეტი განვრცობა არ ჭირდება. მეტ პატივს ვერ დავდებ:D


9. ”ფორუმელები”

მოიცავს ყველა ზედა კატეგორიას სელებრიტას გარდა, უბრალოდ ფორუმელობა ერთი-ორად ”ამძიმებს” ყველა კატეგორიას:D


10. ცირკუს კლოზეტი


11. ”შულ შხვანაერი”

Monday, May 16, 2011

ფეისბუქელ ქალთა სახეები მარგოს შემოქმედებაში (9+1 კატეგორია)


”ოდნოელი”

ამ კატეგორიის ვოლზე შეგიძლია იხილოთ უამრავი აპლიკაცია თუ თამაშის რეზულტატი, იშვიათად სტატუსი და უფრო იშვიათად ჭკვიანური სტატუსი.
ძირითადად სურათების დაკომენტებით შემოიფარგლებიან და ერთმანეთის ხოტბის შესხმით: ”ჩემ უსაყვარლესიიი”, ”ულამაზესი ვინ არისო ვიინ?” ”ქალიიიიი <3 ” . შეპყრობილნი არიან თაგვმომანიით. მთელ ფრენდ ლისტს მონიშნავენ სიბნელეში მბჟუტავ სანთელზე, გვერდით რომ საწერი კალამი და რვეულიდან ამოგლეჯილი ფურცელი უდევს და რამე სიბრძნეს მიუწერენ ქვემოთ ან სათამაშო დათუნიაზე თავზე რომ ბაფთა აზის და ხელში გულის ფორმი ბალიში უჭირავს, ქვემოთ წარწერით ”ყველანი მიყვარხააართ”.
ამ კატეგორიის კედლები საეკლესიო დღესასწაულებზე ივსება ხატების სურათებით და შესაბამისად გაძლიერებული თაგვმომანიით. მოკლედ ფეისბუქის ძირითადი ფუნქცია მათთვის ესაა. ჰოო, კიდე თუ სადმე რამე არაქართული სულისკვეთებისა და ტრადიციების შემლახველ სტატუსს ან კომენტს მოჰკრეს თვალი, იმ წამსვე ფარსა და მახვილს იშიშვლებენ, ისე რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას არც კი ცდილობენ, მით უმეტეს გააზრებას. თუმცა ეს ძალიან იშვიათად უწევთ, რადგან მათი ფრენდ ლისტი ძირითადად ისევ მათნაირებისგან შედგება.

”მეოჯახე”


მათი კედლები გადავსებულია ასევე აპლიკაციებით. დიდი მონდომებით უვლიან ფერმას და ფრენდლისტში ყავთ ძირითადად ქალები. დებენ მხოლოდ ოჯახურ სურათებს: ”მე, ჩემი ქმარუკა და ჩემი სიცოცხლეები კეჩხობში”, ”მე და ჩემი სიხარული ზღვაზე”, ”აქ პატარა ლუკაჩო ვაშლატამს ჭამს” მაი ვიდეოდან რაღაც უაზრო პრიკოლებს, ძირითადად ბავშვებზე და ცხოველებზე, რომანტიულ სურათებს და რაღაც უგემოვნო ლირიულ მელოდიებს ასეთივე უგემოვნო რომანტიული ფოტო კოლაჟით, ან კიტჩი 3D gif image-ებს.
(ეს ორი კატეგორია თითქმის არასოდეს მიკომენტებს, დაჰაიდებული ნაღდად არ ვყავარ, იმიტომ რომ ეს ფუნქცია აქვს თუ არა ფეისბუქს ან რატო და რისთვისაა, მეეჭვება იცოდნენ, რადგან სოც. ქსელების შიდა ტექნიკური მხარეებით არ ინტერესდებიან, სამაგიეროდ როცა მხვდებიან, მეუბნებიან შულ გკითხულობთ, (რატო.. რისთვის.. ან რა შინაარსი გამოაქვთ ხზ) )


”ინტელექტუალი”

საკუთარ გვერდზე ნაკლებად აქტიურობენ, უფრო ჩაბმულები არიან სხვის კედელზე გამართულ დისკუსიებსა თუ კამათში, ძირითადად დებენ ”ტაბულას” ”ლიბერალისა” და სხვადასხვა ბლოგების ლინკებს. ფრენდ ლისტში აუცილებლად ყავთ გოგი გვახარია, კახა ბენდუქიძე, ნოდარ ლადარია, ბასილ კობახიძე, დავით ზურაბიშვილი, ნინია კაკაბაძე, ლევან ბუთხუზი, და ა.შ. იშვიათად უდევთ საკუთარი ფოტოები ან ძალიან ცოტა. იმ შემთხვევაში უდევთ ბევრი თუ მილფია და ამავე დროს მაგრად გამოიყურება. ხანდახან დებენ ყოუთუბის ლინკებს მაპუტუელ ჯაზვუმენს ან ვიკინგ ფოლკჯაზმენს, თავისივე ქვეყანაში რომ სულ სამმა-ოთხმა კაცმა იცის და მიაწერენ, ”სიგიჟეა” ”მუსიკა ესაა” და ა.შ. მერე რომელიმე საუკეთესო ფრენდი რა თქმა უნდა ამავე კატეგორიიდან მიუწერს, ”აუ რამდენი ხანია ვეძებდი ამ ვიდეოს”. ”ეს მუსიკოსი სრულ შოკში მაგდებს” და ა.შ.
იბრძვიან მადაგასკარში ლემურების გადასარჩენად. იცავენ მანჯურიელ მწყემსებსთა უფლებებს, აპროტესტებენ მოროშკინას ბეწვის ბიზნესს. სწუხან და მოსთქვამენ ჰომოსექსუალი დალაქი ლოვიკას უხეშად დარღვეულ უფლებებზე

”სელებრიტა ”

მინიმუმ 4534 ფრენდით, შემოდიან მხოლოდ იმიტომ რომ თავიანთ ფოტოებზე იკითხონ ”აუ ძაააააააააააააან მაგარი ქალი ხარ”, ”ვეცემი შენზე”. უძერსკზესი ხარ....
დებენ ძირითადად ტუსოვკების ამსახველ ფოტოებს და აკომენტებენ სხვა სელებრითების ტუსოვკების სურათებს. უბრალო ხალხში არ გამოდიან, კომენტებზე პასუხებს არ წერენ. ნიუსფიდში არც იხედებიან.
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ამათზე მეტ ვერაფერს დავწერ. რა გონებაშეზღუდულებიც არიან, ისე მეზღუდება ფანტაზია.


”სტრანნი ან ვითომ სტრანნი ანუ რაღაჩნაირი "

18-25 წლის გოგოები. მოჰიპ-მოპანკ-მოგოთო ელემენტები. დებენ მხოლოდ სურეალისტურ, ავანგარდულ სურათებს, ”კამუ ანი ნა ხუი ნუჟნი”” ლინკებს, ანიმეს, ნახევრად გაუგებარ სტატუსებს, ერთ სასტავში გადაღებულ ფოტოებს. უცნაურ მუსიკას, მარტო ამ სასტავს რომ ესმის და შესაბამისად უკომენტებან ”აუ სად ნახე?” ”რა გიჟი ხარ”, ”ეს ისაა მე რომ გუებნებოდი”, აუ გაასწორა, კაკ რაზ გუშინ რომ ვლაპარაკობდით ეგაა” ...
გაფანატება აქვთ მაგალითად რომელიღაცა ერზე, ვთქვათ ნორვეგიელებზე. შესაბამისად მათ კედელზე ვიღებთ ინფორმაციას არა მარტო ზოგადად ნორვეგიაზე, არამედ ვკითხულობთ, რომელირაცა ნორვეგიელი ფოტოგრაფის ბიოგრაფიას და ვეცნობით მის შემოქმედებას, ნორვეგიელი გრაფიტი-არტისტის მოხატულ შენობებს (არადა შეიძლება სრული ჱლეობა იყოს), ნორვეგიული ფილმების ტრეილერებს და თან იქვე ინგლისური სუბტიტრებით ითხოვს, იქნებ ვინმეს გქონდეთო.
ზოგს გაფანატება აქვს რაღაცა სუბკულტურაზე და მის ჩარჩოებს არა სცდება. მოკლედ ”სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ” სასტავია.


”გრუპი-ა”

ძირითადად რომელიღაცა ქართველი სელებრითი მაჩოს გარშემო იყრიან თავს და რასაც კი კი ეს მაჩო დებს ყველაფერზე ორგაზმს განიცდიან. ულაიქებენ ყველა სირობას, ყველა ფოტოს, ყველა კომენტს, ყველა სტატუსს და თითქმის ყველგან უხსნიან სიყვარულს.


”ბლოგერი”

ოიიიიიჰ! უკომენტაროდ :D უბრალოდ იყოფიან სამ ძირითად ჯგუფად:
”შოც. მედიიშ ექშპერტები”, ”ღრუბლისქუნქლ რომანტიკოსები” და ”ღამის ფიმეილური პოლუციებით შეწუხებული პატარა ფანტაზიორი გოგოები”, დღისით რომ წერის დროს ახდენენ სუბლიმაციას.


”ტვიტერა"

ძირითადად ერთ წინადადებიანი სტატუსებით:

”დღეს კინოში მივდივარ”
”მშია”
”ავეთრიე ეხლა ვჭამო, აბა ვინ ხართ მსურველები შემომიერთდით”
”ცუდ ხასიათზე ვარ და არ მომწეროთ”
”სიცხე მაქვს”
”აუ რა მაგრად დაერხა ხო არ იცის”

ჰოო აუცილებად გამოურევენ ხოლმე პუსტა-პუსტა სიბრძნეებს და სტერეოტიპებს:
”ყველა კაცი ნაგავია”
”კაცი მარტო იმით ფიქრობს”
”ჟენა ეტა ნე სწენა”
იქედნურ-რიტორიკული კითხვა: ”კაცები და სიყვარულიიიიი?! მაიცათ რაა.” აქ რომელირაცა სპეციფიური სმაილი აუცილებლად.
კედელს ძირითადად იყენებენ ერთი კონკრეტული მამრის ყურადღების მისაქცევად და შესაბამისად მის სტატუსებს სმს-ის ფუნქცია უფრო აქვს. ნე დაი ბოგ ამ კონკრეტულმა მამრმა აწყენინოს! დაასტატუსებენ რაღაცა ღვარძლს, მერე შემოკრიბავენ სხვა ტვიტერა გოგოებს და მიდის გარჩევა.
ძირითადად დებენ საცურაო კოსტიუმებში გადაღებულ სურათებს ზღვაზე ან აუზზე.


”ფორუმელი”

ეს ყველაზე ფართო ჯგუფია, რადგან შეიძლება მოიცავდეს ყველა ზემოხსენებულ კატეგორიას თავის მხრივ.

ძირითადად ერთმანეთს უკომენტებენ, ულაიქებენ, იმიტომ რომ მათ სტატუსებს, ტერმინებს თუ ზოგადგანწყობას ფორუმსგარეთა რეალ ფრენდები ძირითადად ვერ იგებენ ან თუ იგებენ არაადეკვატურად. ნაკლებად თამაშობენ ფეისბუქის თამაშებს. კედელი ბევრად საინტერესო აქვთ, შიგადაშიგ იმუქრებიან ფრენდლისტის წმენდით, დღესასწაულებზე დათაგვის ფობია ეწყებათ. მოკლედ ფორუმის სული ტრიალებს ამ კატეგორიაში, ოღონდ ვიწრო წრეში.


მკითხველთა დაჟინებული თხოვნით ემატება მეათე კატეგორია:

"შულ შხვანაერი"


ჩეეწერეთ:D

Sunday, May 15, 2011

ელიოზოვნას ექვსი ოცნება და ორი სურვილი


ესპანური იცოდეს როგორც მშობლიური ენა, პიანინოზე უკრავდეს , როგორც ელტონ ჯონი, ფლამენკოს უკრავდეს გიტარაზე, როგორც ბეტინა ფლატერი, შადეს ვოკალი ჰქონდეს, ნაირა გელაშვილივით წერდეს, სარა ბარასივით ცეკვავდეს.

”Promised land"-ში მოკვდეს ”ფრომისდ ლენდერერზე” უფრო ადრე და მისმა შვილმა/ებმა მოახდინონ საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზება იმაში, რაც და ვინც ეყვარებათ. ზეთს ოლ.

Simple things

მოკლედ ვისაც ნიჭი აქვს ფული არ აქვს. ვისაც ფული აქვს ფანტაზია არ აქვს. ვისაც ფანტაზია აქვს, რეალიზაციის საშუალება არ აქვს, ვისაც რეალიზაციის საშუალება აქვს, არ უფასდება. ვისაც აფასებენ, იმას არც ნიჭი აქვს, არც ფანტაზია, მაგრამ ნადირობის ალღო აქვს იმათზე, ვისაც ფულიც აქვს და ფანტაზიაც. ვისაც ფულიც აქვს და ფანტაზიაც იმას გემოვნება ღალატობს ხშირად და იქ იხარჯება სადაც ნადირობის ალღოს გარდა სხვა არანაირი ”ღირსება” არ გააჩნიათ. ვისაც გემოვნებაც აქვს და ფულიც ხშირ შემთხვევაში ძუნწია. სიძუნწეს დეფოლტად მეწვრილმანეობა მოყვება. მეწვრილმანეობას ბოღმა, ბოღმა ჟანგს აჩენს სულში, ჟანგი თოფს ჭამს, თოფი მგელს, მგელი თხას და თხა ვენახს. ესეც ”ბუნებრივი გადარჩევის კანონი”. იქ სადაც ბუნებრივი გადარჩევის კანონია, თვითგადარჩენის ინსტიქტი ყველაფერს ჭამს, სხვა ყველაფერი ეფემერულია და დრო ჭამს. ერთადერთი რასაც დრო ვერ ჭამს იმედია, ჰოდა იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა :)

Thursday, May 12, 2011

”ჩემი” თხუთმეტი კითხვა, რომელზეც პასუხს ვერასოდეს გავიგებ.


1. რა არის ”სიგიჟე” სულიერ-მენტალური ”სინგულარობის წერტილი” თუ ვა-ბანკზე წასული ცნობიერება, როგორც თავდაცვის რეფლექსი?

2. რა ხმები ესმით შიზოფრენიით დაავადებულებს?

3. დესტრუქციული ქაოსი კოსმიურ წესრიგს ექვემდებარება თუ ეწინააღმდეგება?

4. თუ ყველაფერი კოსმიურ წესრიგს ექვემდებარება რატო არ იბადება ყველა თანაბარ პირობებში, შესაბამისი გასავლელი ლეველებით, ”ატესტაციის” დროს მაქსიმალური ობიექტურობისთვის?

5. რომ გამოვრიცხოთ ცნობიერების დამოუკიდებლად არსებობა, არის თუ არა შანსი იმისა, რომ ხორციელი რეინკარნაცია მოხდეს არაერთხელ? ანუ როგორც ერთხელ მოხვედი ფიზიკურად არსაიდან, ასევე მოხვიდე არსაიდან სხვა დროსაც სხვა სხეულით, ყოველგვარი ”წინაცხოვრების” კარმული ”ხვოსტების” და უკვდავი სულის გარეშე.

6. თუ იცოდა იესომ რომ იუდა გასცემდა, (მკვდრის მაცოცხლებელს აუცილებლად ეცოდინებოდა) რატომ არ შეუშალა ხელი და რატომ გაიმეტა სამუდამო ჯოჯოხეთისთვის და სიბოროტის სიმბოლოობისთვის. ან ვითომ რა შეიცვალა მას მერე, ყველა ყველას და ყველაფერს არ ყიდის როცა შესაბამისი პირობა ექმნება?

7. ადამიანების გარკვეული კატეგორია რატომ იღვიძებს ყოველ დილით მყრალ ხასიათზე? (ინქლუდინგ მაი სისთერ)

8. ბავშვისთვის დასმული კითხვის ”დედა უფრო გიყვარს თუ მამა” წარმოშობის თეორია.

9. Who the Fuck is Alice?

10. სინამდვილეში რატომ მოიკლა თავი ბრძენმა პაოლა ფორესტერმა, არჩევანი ვერ გააკეთა და გაიჭედა თუ უნდოდა მისადმი გრძნობა უკვდავეყო ორივეში?

11. როდესაც ცნება ”ქორწინება” წარმოიშვა რა იყოს ”ათვლის წერტილი” , უნდობლობა თუ მესაკუთრეობა?

12. რატომ არ ემთხვევა კაცისა და ქალის სექსუალური აქტიურობის ფაზები ერთმანეთს ასაკთან ერთად?

13. რომელია ყველა ცოდვის სათავე სიხარბე, ცნობისმოყვარეობა თუ პროტესტი?

14. ჩემს სახლში რატო არ ქრება ცალი ”ნასკი” ?

15. რატო ვპოულობ ჩანთაში ყველაზე ბოლოს იმას, რასაც ვეძებ?

Wednesday, April 27, 2011

40°

ჩვენ მხოლოდ ერთი საკუთარი რეალობა გვაქვს და ეს რეალობა არის ის და იქ, რაზეც და სადაც გული გვიცემს....დანარჩენი რეალობა წუთისოფელია, საზრუნავებია, ცხოვრებისეული ეტიკეტებია,...რამეა!..საცა არ გაიხედავ, ყველგან კონტრაქტები, ”პრედაპლატები,” ”ზალოგები”, თამასუქები, იარლიყები, პირობები, გარანტიები...ნოტარიუსით დამოწმებული მეგობრობები და სიყვარულები!

ამ ყველაფერს გაექცევი და წაიქცევიო, მარტო გულისცემით სადამდე ირბენო?- ამას ისინი ამბობენ, ვინც მუდმივად სხვისი პულსის თვლითაა დაკავებული, საკუთარი რომ ქაღალდზე დარჩათ მარტო და მღვდლისთვის მიცემულ პირობაში...

...საბოლოო ჯამში A პუნქტიც ზერო პოინტია და B პუნქტიცო ანუ დასაწყისი და დასასრული ანტონიმები კი არა, სინონიმებიაო, უბრალოდ აღმავალ-დაღმავალ ფაზებშია განსხვავებაო - ამას პრაგმატულ-აცრილ-იმუნიტეტგამომუშავებულები ამბობენ, მაგრამ პრაგმატიზმიც ხო ერთგვარი თავდაცვითი იარაღია, წესდებაში ერთ-ერთი პუნქტით: ”აღარასოდეს გავიცრუოთ იმედი” ...
ოქროს შუალედის ადამიანები! - თქვენთვის ერთადერთი კითხვის დასმა მინდება ხშირად, როდის ასწრებთ ცხოვრებას?

ადამიანურ ურთიერთობები კი იმ საბნად იქცევა, რომელსაც იქამდე იფარებ სადამდეც გწვდება, იმის მაგივრად რომ გამოცვლაზე იფიქრო და ისეთი დაიფარო შიგნით რომ მთლიანად გაეხვევი. ”რასზამ” ზარმაცები ვართ, ან მშიშრები ან კიდე ძველის გადაგდება გვენანება. რაც გინდა ის დაარქვი, სამივეს მაინც ერთი სახელი ჰქვია - კომფორმიზმი.

ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა, მონობაში, სანამ გახსოვს რომ მონა ხარ, ჯერ კიდევ თავისუფალი ხარო; აი მაშინ გე%რევა როცა დაგავიწყდება, რომ მონა ხარო...
ვინ თქვა რომ შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება?! რა ბულშიტია, იგივე ლოღიკით სადაც ჩემი იწყება, იქ სხვისი მთავრდება და ეს ხო ”მოკლე ჩართვაა”.
რეალურად თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება კომფორმიზმი - ნელი მოქმედების სულის საწამლავი, რომელიც მაშინ მოგკლავს ზუსტად, როცა ყველაზე მეტად გჭირდება და გიხარია სიცოცხლე...

ჰოდა ექაჩები ამ საბანს ზემოთ - ქვემოთ და ხან ფეხზე გცივა, ხან თავზე. მაშინ კეთილი ინებე და შენ თვითონ მოიკეცე ორად და მოერგე. მაგრამ არც ეგეთი გულუხვია Mr. დემიურგი, მორგების (ჩვენი თავის მორგება სხვა რაღაცაზე) ინსტიქტი მოგვიჟმოტა. სამაგიეროდ სხვა რაღაცის ჩვენზე მორგების ინსტიქტი გვესროლა მთელი ძალით, მისადმი რწმენის ჩათვლით. (რაღა ჩემთან ”გაგეხსნა შუტკა”)...

აბა ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი:

გზაჯვარედინი:

წინ წახვალ და გზაზე არაფერი გხვდება, მიდიხარ მარტო ერთ უსასრულო გაწელილ გზაზე. გადარჩენა-სიკვდილი 50/50-ზე.

უკან წახვალ და გზაზე სულ ცუდი გხვდება (ძალიან დიდხანს მიდიხარ, იმაზე დიდხანს ვიდრე ”წინ”) გადარჩენა 100%.

მარჯვნივ წახვალ გზაში არაფერი გხვდება, მაგრამ მოკლე გზაა. გადარჩენა-სიკვდილი 50/50-ზე.

მარცხნივ წახვალ და სრული სიგიჟე, ადრენალინ - ნორადრენალინ - კორტიზოლის ფეიერვერკი. (ესეც მოკლე გზა) სიკვდილი 100% .

P.s. აა კაცი! ეძიებდე და ჰპოვებდეო! ოპტიმიზმისა და მიზანდასახულობის უკიდურესი ფორმა. :D

Saturday, April 23, 2011

Christus Resurrexit Est!


ვისთვის ღმერთია და ვისთვის ნაზარეველი ფილოსოფოსი...ვისთვის უბრალოდ მითი... ამისდა მიუხედავად ყველას გისურვებთ რომ მის გზას თუ ვერ მივყვებით სირთულის გამო, იმის სურვილი მაინც გვქონოდეს რომ სიყვარულის და სიკეთის გზაზე ვიაროთ. ესაა ღმერთიც და სხვა დანარჩენი ფილოსოფიის თავი და ბოლოც!
Vere Resurrexit Est!

უბრალოდ დიდი ადამიანი



ბევრს არ მივედ-მოვედები... არც მასზე, როგორც მწერალზე, ისე მინდა ლაპარაკი...
ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა ამ ბოლო დროს. ზოგს მართლა უყვარს, ზოგს გაუგია რომ კარგია და თავს აიძულებს იკითხოს, თუმცა ვერ იგებს, მაგრამ მაინც იჩემებს, რომ უყვარს. ზოგსაც გაუგია რომ კარგი ტონია ჯემალ ქარჩხაძე მოგწონდეს და იმისდა მიუხედავად აქვს თუ არა წაკითხული, ქარჩხაძის ხსენებისას ყოვლისმცოდნე ღიმილი ეფინება სახეზე.
ჩემი დამოკიდებულება ამ კაცის მიმართ სცდება ზოგადად სიყვარულის ფარგლებს. ეს არის ადამიანი, რომელიც იქამდე დავკარგე, სანამ დავიბადებოდი და მას მერე სულ ვეძებ ყველგან და ყველაფერში.
პირველად ოცი წლის წინ ვიპოვე ”მდგმურის” სახით და როცა ბოლო ფურცელი გადავშალე, მივხვდი რომ აღარც თხუთმეტი წლის ვიყავი და აღარც ის, ვინც ”მდგმურამდე” ...
ვერ ვიტყვი რომ ამ ადამიანმა ან დროს გაუსწრო ან ცუდ დროს დაიბადა და ადრე მოვიდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მან ყველა დროში იცხოვრა. სხვანაირად ვერც პირველყოფილ ადამიანს აამეტყველებდა უსიტყვოდ და არა მარტო აამეტყველებდა, არამედ ყველა მის ემოციასა თუ განცდას საკუთარივით განგაცდევინებდა. ვერც ქრისტეს დაინახავდა ყველასგან განსხვავებულად და არა მხოლოდ ”დაბადება-ნათლისღება-წყალზე გავლა-მკვდრის გაცოცხლება-ჯვარზე გაკვრა-აღდგომა-ამაღლებას” ტრაექტორიაზე. ვერც ”გიჟ” მზექალას იგრძნობდა "ერთ დროს თეთრ" კაბის ფოჩებამდე...
ისე იცხოვრა როგორც ნამდვილად დიდი ადამიანებს შეეფერება - უხმაუროდ, შეუმჩნევლად და უბრალოდ... დიდი ადამიანი, რომელმაც სამოცი წელი სიყვარულის და სიკეთის გზით იარა. ალბათ ამიტომაც მომინდა ამ დღეს მისი გახსენება.
ბედნიერი ვარ რომ იმ სახლში ვცხოვრობ, სადაც ის ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე, მის ქუჩაზე დავდივარ, მის ფანჯრებს ვუყურებ...სამწუხაროდ დროში ავცდი და პირადად გაცნობა ვერ მოვასწარი...

"...კაცი შეიძლება ან მეფე იყოს, ან ლაქია, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად მეფეც იყო და ლაქიაც. ჩვენ ეს ვერ გაგვიგია. ჩვენ ბაქიობას ვერ გავცდით და მეფედ კი გვინდა ვიწოდებოდეთ. თათქარიძეობას ვერ შევლევივართ და დანიის პრინცობას კი ვეპოტინებით. ჩვენი სახელი ჰამლეტია, ჩვენი გვარი - თათქარიძე. ჩვენ პირის გემო და გონების ნავარდი რა ხანია ერთმანეთში ავურიეთ და სიმართლეს რომ არ გადავეყაროთ, თავის მოტყუებაში დავოსტატდით. "ნიჭიერები ვართ" ვამბობთ და თუ ეს ნათქვამი როგორმე დავიჯერეთ კიდეც, ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს. ნიჭიერება რომ არსებობა კი არაა, არამედ გამოვლენაა, ეს ამბავი სულაც არ გვადარდებს. ჩვენ პატრიოტები ვართ. რომელიმე ორატორი ჩინებულ სიტყვას იტყვის, სულ დარჩეულ-გადარჩეული სიტყვებით ასხამს ხოტბას სამშობლოს, მსმენელს თვალზე პატრიოტული ცრემლი მოადგება. მაშასადამე, ყველაფერი რიგზეა. ორატორი კმაყოფილია, რადგან ისეთი სიტყვა წარმოთქვა, მსმენელს თვალზე ცრემლი მოჰგვარა. მსმენელი კმაყოფილია, რადგან პატრიოტული სიტყვა ტირილამდე განიცადა. მეტი რაღა გვინდა? მიზანი მიღწეულია, ჩვენ ჩვენი პატრიოტობა დავამტკიცეთ და სამშობლოს, თუ გინდა, კისერი უტეხია! ჩვენ ძალიან გვიყვარს წაკეკლუცება ჩვენი გამორჩეული მდგომარეობით დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მაგრამ, როცა ევროპის ინტელექტუალურ სიღრმეში გადავიხედავთ და სიმაღლის შიში დაგვზაფრავს, კუდამოძუებული გამოვრბივართ უკან და აღმოსავლეთს ვაფარებთ თავს, ხოლო როცა აღმოსავლეთის ღვთიური ნაპერწკლით განათებულ სიბრძნეს თვალს ვერ გავუსწორებთ, სასწრაფოდ დასავლეთისკენ ვიბრუნებთ პირს.
და ასე ხიდად გაჩენილები უფსკრულად ვცხოვრობთ. ხიდი მაშინ ხარ, თუ ორივე ნაპირს მყარად ებჯინები. თუ ორივე ნაპირს მოწყდი, მაშინ უფსკრული ხარ. ყველაფერი კი პატივმოყვარეობიდან მოდის..."

შავი ტრაკის კომპლექსი

”ზნეობრივი გააფთრება უფრო ხშირად უზნეობის ნიშანი” რომაა, ამის განზოგადება სხვა თემებზეც შეიძლება.

აი მაგალითად:

ჩა%მული ადამიანი არა მარტო საკუთარ კეთილსურნელებაზე ლაპარაკობს, არამედ რამდენჯერაც ჩაგივლის, იმდენჯერ გყნოსავს და შანსს არ უშვებს ხელიდან ჰიგიენაზე დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი შენიშვნა არ მოგცეს.

მატყუარას საკუთარი ტყუილი ხომ სჯერა და სჯერა, ამასთან ერთად მუდმივად ცდილობს ტყუილში გამოგიჭიროს და გამხილოს.

საკუთარი უტვინობისა და უვიცობის მადლით აღვსილმა შეიძლება ერთ დღეს ცინიკურად გადმოგხედოს და გითხრას, შენ იქნება ერთ დღესაც გაგიჟდე ამდენი კითხვითო.

მოკლე და მსხვილ ფეხებიანები ხშირად სხვის გრძელ ფეხებზე მსჯელობენ და მის არაპროპორციულ თანაფარდობაზე სხეულის დანარჩენ ნაწილთან.

პროვინციელი ქალაქში დასახლებისას ”პირველი” რასაც აკეთებს სხვა პროვინციელს დასცინის.

მაძღარს რომ მშიერიც მაძღარი ჰგონია, ეს ბუნებრივია, რადგან ერთგვარი თავდაცვის ინსტიქტია, მაგრამ მაძღარს მაძღარი უფრო სძულს, როგორც პოტენციური კონკურენტი, იმიტომ რომ მეორე მაძღრის ფონზე საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება ქვეითდება.

მოკლედ შავი ტრაკის კომპლექსი ვისაც აქვს, იმას ზოგადად აღიზიანებს ყველაფერი შავი, მაგრამ არ იმჩნევს და მუდმივად ცდილობს ეს შავი ტრაკი ცხვირში გატენოს და გიმტკიცოს, ტვინი გიბურღოს შეხედე რა თეთრიაო და ყველაზე მეტად სიბნელე და მღვრიე წყალი უყვარს, რადგან იქ ყველა შავტრაკა ჩანს.

ნანიკო

ბავშვობაში ერთ გოგოსთან ვმეგობრობდი. უფრო სწორედ ეპიზოდურად ვმეგობრობდი. სოლფეჯიოში ერთ ჯგუფში ვიყავით და თან ერთი გზა გვქონდა ავტობუსის გაჩერებიდან მუსიკალურ სკოლამდე. გაჩერებამდე დედას მოჰყავდა და მერე ერთად მივდიოდით. მხიარული და მოუსვენარი გოგო იყო, მთელი გზა მართობდა, ლაპარაკი უყვარდა მთელი ემოციებით. გაკვეთილზეც ერთად ვიჯექით და იქაც ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე...
რამდენიც არ უნდა ვეცადო მისი გახსენება, ჭორფლიანი სახის, სულ მუდამ ბიჭურად გაკრეჭილი თმის და ”ჩემს პატარა ძმას დიაბეტი აქვს - სამასი”-ს მეტი ვერაფერს გავიხსენებ ჩვენი ოთხწლიანი ურთიერთობიდან. ჩემი და მისი მეგობრობაც ავტობუსის გაჩერებაზე იწყებოდა და იქვე მთავრდებოდა გაკვეთილის ბოლოს.
დედამისი დამამახსოვრდა კარგად, რადგან ძალიან თბილი და ყურადღებიანი ქალი იყო... მიხაროდა როცა ვხედავდი.
რაც შვიდწლედი დავამთავრეთ, მას მერე აღარც მინახავს და ალბათ არც არასოდეს გამახსენდებოდა ერთ დღეს რომ დედამისს არ გადავყროდი ექიმთან მოსაცდელში.
გავახსენე თავი და ნანიკო მოვიკითხე.
ნანიკო აღარ მყავს შვილოო...
სარეცხს ფენდა და აივნიდად გადავარდაო... ქმრის ოჯახმა ესე გვითხრაო...

............................

ზოგჯერ შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გავიდეს ბავშვობის ადამიანები ვეღარც ნახო და ვერც ვერაფერი გაიგო მათზე და არც არასოდეს გაგახსენდეს, მაგრამ როცა წლების მერე იგებ რომელიმე ესეთი ადამიანის სიკვდილს, თითქოს წარსულის ერთი ეპიზოდი მთლიანად გწყდება იმ ადამიანთან ერთად. ნანიკო ის ერთ-ერთი რგოლი იყო, რომელიც ჩემს ბავშვობას მოსწყდა...

Tuesday, April 12, 2011

კასტები საქართველოში

როგორც ინდოეთშია ხალხი სოციალურ კასტებად დაყოფილი, ისე საართველოში:

1. გასხივოსნებულნი, რომელიც თავსი მხრივს მოიცავს ქვე-კასტებს მამაოები, მრევლი- რადიკალურ-აგრესიული ფრთა, მენტალური ჯვაროსნები, ცხვრები, მხოლოდ მემარხულეები და რიცხობრივად ყველაზე მცირე ქვე კასტა - სათნო და კეთილშობილი ადამიანები )

2.ოჯახის უფროსი მამრები ქვე კასტებით - ჯიგრიანი ქართველები, ყოფილი ძველი ბიჭები, დაქირავებული თამადები, ბიზნესმენები, სექსისტები, სუფრის პატრიოტები, წითელი ინტელიგენტები, ასტამურები, ტრულაილები, ”რაც კარგები ვართ ქართველები ვართ”-ები.

3. დიასახლისები (მენტალური თუ არამენტალური, შინაბერები, "დედამისის სახლის გარეთ სექსის არ მქონენი", "პატიოსნები", "სახლიდან გაუსვლელი გოგოა" -ები, ჭორიკნები, სხვის საცვლებში მძრომელები საკუთარი "გამოუყენებლის" გასაპრავებლად, საპნის ოპერისტები. )

4. ერთი ნაბიჯით წინ წასულები - ეს კასტა აერთიანებს ლიბერალებს (მემარცხენე-მემარჯვენე-ფსევდო), ათეისტებს, აგნოსტიკებს, პოხუისტებს, ბიზნეს ლეიძი-ებს, ფემინისტებს, სხვადასხვა სექსუალურ უმცირესობებს, ინტელექტუალებს, პეროიანებს.)

და ორი ცალკე მდგომი კასტა:

1.ბანკის თანამშრომლები

2. ბუღალტრები

Wednesday, April 6, 2011

Breaking the Waves


"მსხვერპლშეწირვის მსხვერპლშეწირვა ” - მე ასე დავარქმევდი ამ ფილმს

"თუ ადამიანი თუნდაც უმნიშვნელო რამეს აკეთებს მუდმივად და რწმენით, მაშინ სამყაროში აუცილებლად რაღაც შეიცვლება!" /”მსხვერპლშეწირვა"-"Offret", by Tarkovskiy/

მაშინ რას შეიძლება ერქვას ””მსხვერპლშეწირვის მსხვერპლშეწირვა” ?!

.....ალბათ იმას, რაც ტრიერმა თავის ფილმში შეძლო!

შტრიხები:

1. ჯვრისწერა - ამ ეკლესიას ზარები არა აქვს...მაშინ რაღა საჭიროა ის ეკლესია, საიდანაც ღმერთს ვერ მიაწვდენ შენ ხმას და ღმერთი ვერ მოგაწვდენს თავის ხმას, მაგრამ აქ ხომ მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკებიან!

2. ქორწილი - ახალგაზრდების ლხინი, სიხარული, სიყვარული ...სუფრას შემოსხდომიან კუშტი, მკვდრადშობილი სახეგაცრეცილი კანონიკოსები....არაფერი არ უხარიათ, მათ ხომ დიდი მისია ”დაიკისრეს” ...აკვირდებიან, ატყობენ, უდარაჯებენ, მომავალში ვის გადაუწყვიტონ ჯოჯოხეთში ან სამოთხეში წასვლა...!...ღმერთი თითქოს არაფერ შუაშია ამ ცრიოკ მივიწყებულ მხარეში....უყვართ სიტყვები და სძულთ ადამიანები!

3. სიყვარულის დიდი მეტამორფოზა....ყოველდღე საკუთარი თავის დამცირების და დაცემის საზარელი და ამაზრზენი ფასი იხადო იმის მყარი რწმენით, რომ საყვარელი ადამიანის იმ სურვილს ასრულებ, რომელზედაც მისი სიცოცხლის ძაფია გაბმული......ნუ გასაგებია ადამიანმა შეიძლება თავი გასწიროს, თავის სიცოცხლე სხვის სიცოცხლეს ანაცვალოს, მაგრამ აქ ხომ ასე მარტივად არაა საქმე!....,,,ბესი, როგორც ქალი, ხომ ნებაყოფლობით, ფაქტიურად ყოველ დღე, ჯოჯოხეთურად კვდება...ამ ”სიკვდილის აქტებით” რომ იმ ”ხორცის მასაში” სიცოცხლის პატარა ნაპერწკალი მაინც შეინარჩუნოს ....ვისაც ერთ დროს ის თვლიდა ”ველიკი ლუბოვნიკად” ....

4. არა და ამ ველიკი ლუბოვნიკსაც რა ექნა - თავს ვერ იკლავდა, თვითონაც გრძნობდა როგორ ეცლებოდა საღი აზრის ძალა...იცოდა, რომ უბრალო ”წადი-მოშორდით” ბესის ვერ მოიცილებდა..არა და ასეთი ხეიბრისთვის როგორი საყურებელია ახალგაზრდა მიმზიდველი ცოლი ხესავით გაშეშებული საკუთარი არსებობის ფონზე!...და გადაწყვიტა: ”სხვებთან იჟიმავე და მერე მე მომიყევი”! ...მაგრამ, ბესი ამას ისეთი უშუალობით აკეთებს, რომ თვითონაც აზარტში შედის.....არაფერი არ გამოდის, თვითონაც აცნობიერებს საკუთარ საზიზღრობას...სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, სადაც თავის მოკვლაც არ შეგიძლია, სული დეგრადაციას განიცდის...მან ეს იცის!..სხვანაირად არ შეეძლო, ერთადერთი ეს გაუკუღმართებული ინტერესია, რაც იანს სიცოცლესთან აკავშირებს....! ეს იცის ბესიმაც და ცდილობს ამ ძაფით გამოქაჩოს სიკვდილს იანის სიცოცხლე!

..............ადამიანური ტრაგედიის სიმძიმე ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი მასთან სასოწარკვეთის ბოლო ზღვარზე მოდის, როცა არა თუ იმედი, იმედზე ფიქრიც აღარ შეგიძლია..როცა უბრალოდ უკანასკნელ ძალას იკრებ და სიყვარულს ”აკეთებ”! ბესი ბოლომდე სიყვარულს აცოცხლებდა!

5. ფილმის ბოლოში ზარების რეკვა....ბესის სიკვდილი გზავნილი იყო ღმერთთან იმისა, რომ ჯერ ჩვენი საქმე საბოლოოდ არ არის წასული....ზარების ხმა იყო სიგნალი იმისა, რომ მესიჯი მიღებულია...სიყვარულის სიცოცხლის შეუძლებელი ფასი გაღებულია ...”ღმერთმა ისმინა”!

花樣年華 ( In the mood for love)


Прошлое это нечто, что можно мысленно увидеть, но невозможно коснуться....!

ძლიერი, საყოველთაო და მეტაფორული....ორივე დაკარგული დროის ძიებაშია...მათ გაუმართლათ, ნახეს ერთმანეთი, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნით აიღონ ის, რაც მათ ეკუთვნით....ერთმანეთის ჩრდილებს დასდევენ და ეალერსებიან....პირისპირ კი ერთმანეთს უმტკიცებენ თუ რა მაგრები და როგორი ერთგული ჩიფრუსტანები არიან თავიანთი ოჯახების.....ბგყზჰჯჰჰჰჰჰრრრრრ!...ბრრრრრრ! ....მუდმივი სულის რეპეტიციები......და სცენაზე ლაივში, ეს სული უკვე აღარ აქვთ, მხოლოდ სულის ნახევარფაბრიკატები ლაფშასთან ერთად!!!

მეორეს მხრივ, განა იმაზე ადვილი რა იყო, ერთსაც და მეორესაც სამაგიერო მიეზღოთ თავიანთი მეორე ნახევრებისთვის, მაგრამ, დიდი ტანჯვის ფასად, მათ შეინარჩუნეს ის მარადიული "ლოტოსი", რაც მათ შორის გაჩნდა...თან როგორ ჩუმად, სიმშვიდით და მოთმინებით წრუპავენ ამ სატანჯველს ჩვენი სოსანა ლიი უინ ჩანგი და თებრონე ჩუნ ჩოუ?!.......

...........მაგრამ (დიდი ”მაგრამი”) - განა პიგმალიონი ხელს მოკიდებდა საჭრეთელს და ჩაქუჩს იმისთვის, რომ ცივი სპილოს ძვლის უკვდავი ქალის ქანდაკებისთვის ეცქირა მხოლოდ ?!....განა იმისთვის არ გამოკვეთა მან გალათეა მკვდარ ძვალში, რათა მერე ცოცხლად ”ეგემა”?!.......იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ რეალურად მოხდეს ის, რაც მილიონჯერ მომხდარა და მოხდა მანამდე! ....არაფრისაგან უნდა მოხდეს ის, რაც არასდროს მომხდარა და თუნდაც მხოლოდ ერთი წამით გაიელვო ამ ხდომილებაში! ....შეიძლება სპილოს ძვლის გალათეა არც გაცოცხლებულიყო....მაგრამ ელინ სკულპტორს ეს ხომ ეკიდა, რადგან უყვარდა..... ვინ უყვარდა, რა უყვარდა...არავინ იცის !...ხომ შეიძლება უბრალოდ სიყვარული ჰყვარებოდა ელინელ შეშლილს?! ...

Monday, April 4, 2011

ღმერთო!

მე ხო არასოდეს შემიწუხებიხარ ჩემი არსებობით... არც სახლის კარს გიტალახებ, არც ლოცვით გაწუხებ და არც მარხვით გახსენებ თავს. ტვინში ვერ ვმარხულობ და რამდენიც არ უნდა შევზღუდო კვება, ვინ მოვატყუო ჩემი თავი თუ შენ? საჭმელზე უარის თქმაა მარხვა? რომ ვილოცო ის სიტყვები გულიდან ხო უნდა ამოდიოდეს?! ლოცვა კიდე ხო იგივე თხოვნაა, მე კიდე თხოვნით ვერ გაწუხებ, ვერც შენ და ვერც ადამიანებს. როცა ყველაზე ძალიან მიჭირდა მაშინაც კი არ მოვსულვარ შენთან, არ მინდოდა გეფიქრა, როცა უჭირს მაშინ გავახსენდიო. როცა კარგად ვარ მაშინაც ვერ მოვდივარ, მეშინია ზედმეტად არ მოგხვდე თვალში და არ შემახსენო ”აქ დაითმენ იქ ცხონდები” და აჰა შენ მორიგი განსაცდელიო.
ვინც არ უნდა მოვატყუო, თუნდაც საკუთარი თავი, შენც ხო მაინც იცი რომ მე ჩემს სინდისთან ყოველთვის მართალი ვიყავი და ვარ... ჰოდა ეხლა პირველად ჩემს ცხოვრებაში გევედრები მომეცი უფლება ბედნიერი ვიყო. რაც ეხლა ჩემთვის გამოიმეტე (არ ვიცი ეს რა არის წყალობაა თუ განსაცდელი,) შენივე ხელით ნუ წამართმევ და თუნდაც მუდმივ განსაცდელად დამიტოვე. ძალიან გთხოვ დაუშვი ერთხელ გამონაკლისი....
ნება მომეცი კარგი ვიყო (ამ დროს ხო ადამიანი ყველაზე კარგია, ყველაზე კეთილი, ყველაზე მიმტევებელი, ყველაზე გამცემი და ყველაზე ნაკლებად მომთხოვნი, ყველაზე მართალი, ყველაზე სუფთა) იქამდე, რამდენი ნაბიჯიც დამრჩა ბოლო ამოსუნთქვამდე. ღმერთო ამით ხო იმასაც მოუღებ ბოლოს რომ მუდმივად შენს საწინააღმდეგოდ დავდივარ... აღარ ვივლი ღმერთო... ოღონდაც....

In the Realm of the Senses


"გრძნობათა იმპერია"....ბოლო გამოცდა სიკვდილია, რომლის მხოლოდ ბოლო წუთებით შეიძლება გაიგო, რომ გრძნობით სიკვდილზე ამაღლდი...როცა გრძნობას უკვე აღარ ძალუძს საკუთარი ენერგიის გაძლება, მართლა საუკეთესო გამოსავალია - ამ გრძნობასთან ჩახუტებული და ამ გრძნობისვე ხელით სიკვდილი!
მოვკვდებოდი!!! ყველანაირი ჰეროისტული კეკლუცობის გარეშე... ამაზე უკეთეს სიკვდილს ვერ ვინატრებდი...

Sunday, April 3, 2011

*** (ვერონიკა ტუშნოვა)

Я люблю тебя.

Знаю всех ближе,

Всех лучше. Всех глубже.

Таким тебя вижу,

Каким не видел никто, никогда.

Вижу в прошлом и будущем,

Сквозь разлуки, размолвки, года ...

Я одна тебя знаю таким,

какой ты на самом деле.

Я одна владею сердцем твоим,

больше, чем все владельцы,

владею!

Ведь оно у тебя, как заклятый клад;

не подступишься -

чудища, пропасти, бесы...

Я зажмурилась.

Я пошла наугад.

В черных чащах плутала,

взбиралась по кручам отвесным,

сколько раз готова была отступить,

сколько раз могла разбиться о скалы...

Я люблю тебя.

Я не могу не любить.

НЕ могу уступить!

Это я тебя отыскала!

Friday, March 25, 2011

SOS !


”-დეზდემონ პლატოკ ვორდეღა?
-ინჩ პლატოკ ჰოტელოჯან? - კითხვა შეუბრუნა დეზდემონამ და ყვრიმალები ძოწისფრად აუფორაჯდა.
- ინჩ პლატოკ და ჩემმა ბაბომ რომ გაჩუქა მერეტ ქუნემ ქაქენ ქუ ბერანე ბერნუმე ვეკალეს პუწ ქუნემ ქალო!”
ნაწყვეტი არამ ტერ-მამიკონიანის უკვდავი რომანიდან ”მუხთალი იაგო”

p.s. დავიცვათ ოჯახი ძალადობისგან!

Sunday, March 20, 2011

... Et c'est magnifique (Blue & Green Dialogue)


Adán
Рай в шалаше или в шалаше не до рая?
Ylla
If you have the heaven shareholder….mmm.. even if in the Zero Point.

Adán
There is no right way or wrong way, you just have to live …. (go on…)
Ylla
If you are the captain of your life, you have to go down with the ship to the bottom… who cares right way or wrong way?

Adán
What is the name of the ship you go down with it?
Ylla
Passion

Adán
What's your shelter?
Ylla
Green grass under your feet, Blue sky above your head and the heartbeat inside you.

Adán
вот бы бросить все и уехать... where to???
Ylla
To go to find final destination.

Adán
Where is "the meaning" of life?
Ylla
In a meaningful life.

P.s. Where are you now?
Adán
I'm in a rigth time but in a wrong place.


Ylla

And… how are you?:)
Adán
...........

Ylla
Give me your hand…I'll hold it… keep silence and listen… then tell me how do you feel?


Adán
....Now I am feeling good.. thank you.

Tuesday, March 15, 2011

Pink Cigarette


-აბა სანამ დაგვარიგებენ ერთიც გავაბოლოთ!
-როგორ გგონიათ ღმერთი არსებობს?
-რა კითხვა უნდა მაგას, აბა ვინ გვარიგებს, ვინ გვტუზავს, ვინ გვჭრის და ბოლოსდაბოლოს ვინ გვხევს და გვყრის?
-ეგ ყველაფერი ფიზიკის კანონებს ექვემდებარება.
-ფიზიკის კანონები რაღას ქვემდებარება?.... - ჯოკერ შენ მაინც არ იცი, რომ მიმდგარხარ კუთხეში და უშნოდ იკრიჭები?!
-ნეტა ერთი თქვენ, რა საჭიროა ზედმეტი ცოდნა, შეირგეთ ყველამ ის როლი, რაც გაქვთ. მე მხოლოდ ის ვიცი რომ მტერიც და მეგობარიც ორივე მხოლოდ ჩემიანია, შესაბამისად ხან მჭრიან, ხანაც ფეხქვეშ მედებიან. მეც ესე ვექცევი. ასე რომ ყოველთვის ბარი ბარში ვართ.
-შენ რას იტყვი ტუზ?
-მე რა უნდა ვთქვა როცა კოზირი ვარ, კაი პონტში ვარ, მაგრამ გააჩნია რა თამაშში ვარ, სადაც ეს ფლიდი და ორგული ჯოკერი არაა, კონკურენტი არ მყავს. თუ არადა მაშინ ტვინის განძრევა მიწევს, ეს ერთის მხრივ კარგია, სულ ტონუსში ვარ. მაგრამ თუ ისა არაა ხასიათზე ვის ხელშიც ვარ, ტვინი ვეღარ მშველის.... აი შენ კაროლ ნამდვილი ბუტაფორია ხარ, პროსტა უფროსი რომ ხარ პატივს გცემენ და თავს გაჭრევინებენ, ისიც თუ შენნაირია. ვალეტი ჯერ ახალგაზრდაა და გასაგებია რომ გამოცდილი დამა გაჭრის, მაგრამ შენ რომ ჩაგრავ დამებს რა გგონია, ამცდები? მე თუ არა ეს გუინპლეინი ხომ მაინც მოგწვდება?...დამაჩკი თქვენ კიდე ამ ბებერი კაცის ნუ გეშინიათ, კოზირი როცა ხართ, მაშინ მაინც იძიეთ შური.... მე ყველაზე ძალიან მაინც ვალეტები მეცოდებით, ინფანტილურები ხართ და ესეთები რჩებით ბოლომდე, სანამ არ გაცვდებით.
ათიანებო, ცხრიანებო, რვიანებო, შვიდიანებო, ექვსიანებო, ხუთიანებო, ოთხიანებო, სამიანებო, ორიანებო თქვენი უპირატესობა ისაა, რომ თითოეული ერთით მეტი ხართ წინაზე და მომენტს არ უშვებთ ხელიდან ეს არ ამტკიცოთ. ისე გინდა ყოფილხართ, გინდა არა, მაგრამ დასტაში საჭირო ხალხი ხართ ბალანსისთვის, ტაშის დამკვრელიც ხო უნდა იყოს ვიღაც, ეს ერთი და მეორეც, მასა იმისთვისაა საჭირო, რომ როცა დაგჭირდეს ხელი შეაწმინდო და როცა დაგჭირდეს დამხმარე ძალად გამოიყენო და მერე ისევ გადააგდო. ექვსიანებო თქვენ ყველაზე საცოდავები ხართ, არაფრის ტრაკი თქვენ არ გაქვთ, ყველაზე ხშირად თქვენ გაიგნორებენ, თქვენ გტეხავენ, მაგრამ ზოგჯერ ღმერთი გეშუტკავებათ ხოლმე, თავს ჯოკრად წარმოგადგენინებთ. თქვენც თავს არ ზოგავთ, იხარჯებით ბოლომდე, მაგრამ რაც არ უნდა შუაზე გაიხეთ, თამაშის ბოლოს დასტაში რომ ამოყოფთ თავს, ისევ იმ უბადრუკ ექვსიანად იქცევით და აღარავის ახსოვს თქვენი ჯოკრობა....უიჰ ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ჩამორიგების დროც მოსულა, აუ ნეტა ბოლოს როდის ვიყავი ტუზ კოზირი აა?



"- ამ პაციენტს რა სჭირს? პიროვნების გაორება აქვს?

- პიროვნების გაორება კი არა გაორმოცდათოთხმეტება აქვს მგონი. თავი ბანქოს დასტა ჰგონია და ყოველ დღე სხვადასხვა მასტია. დღეს ალბათ ჯოკერია, ისე მოუხატავს ცხვირ-პირი.

- საწყალი, ნეტა რომელ თამაშშია ჩარჩენილი?"

Saturday, March 12, 2011

... Et c'est magnifique


შენ მწვანე პლანეტაზე ცხოვრობ და გქვია Adán , მე ლურჯი პლანეტიდან ვარ და Ylla-ს მეძახიან აქ. შენ ის ხარ ვისაც ყოველ ღამე ვხედავდი სიზმარში და სულ ველოდებოდი.

... პირველი ექსპედიცია ჩაგივარდა ლურჯ პლანეტაზე და უკან დაბრუნდი... გონებით გამოგეკიდე და მაინც დაგეწიე... აზრი ხო სინათლის სხივზე სწრაფია. როგორც და სადაც უნდა იქ გაჩნდება....

მას მერე შევდგამ თუ არა ”ფეხს” მწვანე პლანეტაზე, ირგვლივ ყველაფერი ქრება და ვრჩებით მხოლოდ შენი და მთელი ჩემი არსება, როგორც ოდესღაც ერთი სქესი, მერე რომ გაიყო მწვანე და ლურჯ ფერად. ჩემსა და შენს შორის სივრცე ქრება და დრო იკუმშება, ისე რომ მატერიის უმცირესი ნაწილაკის ადგილიც კი არ რჩება და მე და შენ ვხდებით ”1”

თუ შენთან ფეხშემოდგმულს თუნდაც უხილავი მტვერი შემამჩნიო ლურჯი პლანეტიდან გამოყოლილი, უკან გამაბრუნე...

მე მიყვარს ეს სამყარო მთელი ჩემი არსებით, სადაც მე მე ვარ პირველსაწყისური სტერილურობით, სადაც ადამიანური ეგო თავისი მინარევებით მიქრება, სადაც უკანასკნელი ჟანგბადის ულუფა შემიძლია გავცე დაუნანებლად...

C'est la vie … et c'est magnifique... : )

ტაში ქალებო მაზლი ცეკვავს!

ბოლო დროს იმდენი გადაცემა შემოგვემატა, რომ აღარ შემიძლია არ დავწერო ამაზე. ვერაფრით ვიფიქრებდი რომ მაია ასათიანი და მისი პროფილი ყველაზე ”კეთილნაშობ” გადაცემად მომეჩვენებოდა.



დავიწყოთ მაინც აქედან:

პროფილი:

რაც არ უნდა ვაძაგოთ მაიკო და ”პროფილი”, ეს არის ყველაზე კარგად მორგებული გადაცემა ქართველ ერზე. იმიტომ რომ ზოგადად საქართველოს სახეა წამყვანიან იდეიან სტუმრებიან თემებიანად.

წამყვანი - კდემამოსილი ახალგაზრდა ”თავსაფრიანი დედაკაცი” კეკლუცი და ე.წ. პატიოსანი. კეკლუცობით რომ პატიოსნების დაფარვა უნდა და პატიოსნებით კეკლუცობის. ეს დაახლოებით ის ტიპაჟია, მოკლე კაბა რომ აცვია და თან კაბას ქვემოთ ექაჩება ანუ ტიპიური ქართველი ქალი ჩახშული სექსუალური სურვილებით, სამაგიეროდ ამაყი და ძნელად დასაპყრობი, რომელიც მოკლე კაბით განახებს რომ ”ანა ტოჟე ხოჩეტ”, მაგრამ კაბის ქვემოთ ქაჩვით მიგანიშნებს რომ ”იმნაირი” არაა.

იდეა - დღემდე ვერ მივხდი რას ემსახურება ეს გადაცემა, გარდა იმისა რომ ჟურნალი სარკის ვიდეო ვერსიაა.

სტუმრები - ჰაა აღიარეთ ეხლა რომ თითო ნინო ჩხეიძე, ლელა წურწუმია და მამაშვილი ბაღაშვილი ყველა ჩვენთაგანში ზის, სხვანიარად ეს გადაცემა ყველაზე რეიტინგული არ იქნებოდა.

თემები - ძირითადად პროვინციული იუმორის ზეიმი და სახინკლე ”შემოიხედეს” კულისები.

ნანუკას შოუ:

ამას გადაცემას ვერც დავარქმევ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს უფრო ბიზMესმენი ან ”ოლიგარქი” ქმრის უსაქმური დიასახლისი ცოლის სამზარეულოა, სადაც დაქალოჩკებს კრებს კვირაში ერთხელ საჭორაოდ ”ატ ნეჩეგო ძელაც”. თან კამერა აქვთ ჩართული, რათა დანარჩენმა საქართველომაც ნახოს რომ ცხოვრება სადღაც ჩქეფს, რომ ყველაფერი აქვთ, რასაც კი ისურვებენ, მერე რა რომ სხვას პარავენ კაცებს, ბედნიერებას, წარმატებას, ფულს. ეკუთვნით და ვაა!! რატომაც არა! შენ არ წაართმევ, შენ წაგართმევენ! თან რაც უფრო ახლობელს აახევ კაცს ან ქალს, მით მეტად წინ წასული ხარ. კრუგში უნდა იტრიალო კრუგში! სხვანაირად ფასს ვერ დაიდებ!

დღის შოუ:

ია ფარულავა, დოდოშკა და ნანუკა ხაზარაძე - სამი სხვადასხვა გაქანების, თუმცა ერთნაირი ტემპერამანეტის ფრუსტრირებული ქალი ანუ ”ლებედ, რაკ და შუკა”

ერთმანეთს არასოდეს უსმენენ და თითოეული იმ ხმაზე ყიყინებს, რა გუბურაშიც მიიღო ცხოვრებისეული გამოცდილება.

გადაცემა ”ფეის კონტროლი”:

ორი ფსევდოსვეცკი უტვინო ზის ომელიღაჩ ბარში და ფეისბუქზე მოსულ კომენტებს კითხულობს: ”აუუუუუუუ ძაან დაცემა ქალები ხართ” ”ძაან კაები ხართ”, ”ეგრე გააგრძელეთ ქუუუუულ” ”ნანკა ყველლაზე ძერსკი ხარ”. მოკლედ ოღჩ - ესაა ჩემი კომენტარი.

გადაცემა ”ყოფილი ცოლების კლუბი”

Loooooooooooooooooooool

აი სხვა რა დავწერო, გარდა იმისა რომ უკვე ველოდები შემდეგ გადაცემებს:

”გაუთხოვარ ქალთა გილდია”

”განათხოვარ მანდილოსანთა კავშირი”

”ქვრივების ნავსაყუდელი”

”ბალზაკის ასაკი და ქალი”

”დავიპყროთ მამაკაცი”
- სასარგებლო რჩევები რომელიმე ყოფილი მის საქართველოს ან მოდელისგან, ასევე რომელიმე გადამდგარმა ან მიმდინარე მინისტრმა რომ მოიყვანა ცოლად და მერე პიანინოზე შემოდო და რომ არ მოიწყინოს გადაცემა გაუკეთა. ხოო რჩევებს ჟურნალ ”სარკეში”, ”ევაში” ”ლედიში” ან ”ბომონდში” წაიკითხავს, ფსიქოლოგის კუთხეში და გაიზეპირებს.

ველოდები ლალი მოროშკინა როდის გააკეთებს საკუთარ გადაცემას, რათა დაგვმოძღვროს კომპლექსიანი ქართველი ქალები და გვითხრას რომ ”სექსი კარქია” და ამით საკუთარ უპირატესობას გაუსვას ხაზი კიდევ და კიდევ. ნუ რას ვიზამთ ბოლოს წინა ყვავილობა აქვს და მარტო ხავსს კი არა ყველაფერს ებღაუჭება, რასაც შეიძლება ხელი მოკიდოს.:D

ერთი დიდი ტრაგიკომედია იყო ბეგაშვილის გადაცემა ”ყველაფერი სექსზე”. როცა წამყვანს კითხვა დაუსვეს: ” შორენა, თქვენს ახალ პიკანტურ გადაცემაზე ალბათ ბევრი ითქმება და დაიწერება, საინტერესოა, თავად თქვენ რას ფიქრობთ მასზე?” -ო, როგორც ყოველთვის ხაზგასმულად შექშუალურად გაიცინა და უპასუხა: ”ახალ ამპლუას ძალიან კარგად მოვერგე. არც ვფიქრობდი, რომ ასე კარგად შეიძლებოდა მოვრგებოდი ასეთ გადაცემას, რადგან ვერ ვიტყვი, რომ სექსის ძალიან გამეგება, რომ სხვებს რამე ვურჩიო”. მოკლედ სექსს გვასწავლიდა ”გურუ” რომელიც აზრზე არ იყო რას გვასწავლიდა.

და საერთოდ შთაბეჭდილება მრჩება რომ არც ერთი გადაცემის ავტორი აზრზე არაა რა გადაცემა მიყავს და რატო.

პ.ს. სადა ვკვდები ხალხო?. სად მიჭკნება ჩემი ალქალობა, ოქროქალობა!

Monday, February 7, 2011

მარგო და მაკა ბებია

97 წელი, 2 იანვრის დილა... პლეხანოვზე ერთადერთი კაფე-ბარი იყო ღია - კაფე-ბარი ”მუზა” იმ დროისთვის შესაფერისი უსახური ინტერიერით, ჩოლკაზე ბრჭყვიალა ლაქმისხმული მიმტანებით, გენერატორზე მომუშავე ”შარფის” მაგნიტოფონით და ჯორჯ მაიკლისა და ტონი ბრექსტონის სიმღერებით.
კაფე რა თქმა უნდა ცარიელი იყო.
სულ ბოლო მაგიდასთან დავჯექი ნახევრად სიბნელეში. არ მინდოდა გარედან ვინმეს თვალში მოვხვედროდი.
-რამე გნებავთ? - მოიზლაზნა მიმტანი რამდენიმეწუთიანი თვალიერებისა და ყოყმანის შემდეგ.
-ყველაზე დიდი ბოკალი რამხელა გაქვთ?
-ნახევარ ლიტრზე ცოტა ნაკლები ჩადის.
-აი ეგ მთლიანად გამივსეთ სარაჯიშვილით ან დავითით, ან რაც გინდა ის იყოს, არ აქვს მნიშვნელობა და მომიტანეთ.
-ბატონო?... - თუ გინდათ ბოთლით მოგიტანთ, ნელ-ნელა დაისხით და დალიეთ.
-როგორც გითხარით ისე მომიტანეთ, ”ზალპით” არ ვაპირებ დალევას.
-მისაყოლებელი არ გინდათ რამე?
-ერთი კოლოფი ”მაგნა”.
... კონიაკით სავსე ბოკალთან ერთად, ერთი ნაჭერი ნამცხვარი მომიტანა და მითხრა - ”ეს ჩვენგან”... ”ცუდად ხო არ ხართ?”...”სხვა ხომ არაფერი გინდათ”? (აშკარად ვეცოდები, იმდენს კი ხვდება რომ ორი იანვრის დილას ”გასატყვრომად” კაფეში არ შეხვალ, თუ ცუდად არ ხარ)
-არა, დიდი მადლობა.
არადა რა ”ბანალური” მიზეზით ვიყავი ცუდად... ერთი რუსული საახალწლო ფილმის გმირის არ იყოს ”პრაზდნიკებზე” მარტო ვიყავი. ეგ იყო და ეგ...
მაგრამ როცა ახალი წლის მილოცვის პასუხად ყურმილში გესმის ”გმადლობ ძმაო, თქვენიანად, თქვენიანად!” და თან ცდილობს რაც შეიძლება ბუნებრივად ჟღერდეს ეს, გინდა იმ წუთას რომ ტელეფონს ფეხებით შესდგე და მთელი ქვეყანა შენი ”გმირიანად” ტელეფონის აპარატთან ერთად ნაკუწებად აქციო.
ტონი ბრექსტონის ”ანბრეიქ მაი ჰართ”-ის დრო რომ მოვიდა კასეტაზე, მიმტანმა რაც შეიძლება ხმამაღლა აუწია და თან ცალი თვალით გადმომხედა, აქაოდა მიგიხვდი და სოლიდარობას გიწევო.
ნახევრამდე არ მქონდა ბოკალი დაცლილი რომ ბარში საშუალო ასაკის კაცი შემოვიდა... აი, ისეთი ვერც გარეთ რომ ვერ შეამჩნევ და ვერც შენობაში, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ მის გარდა სხვა არავინაა.
...დახლთან მივიდა და მიმტანს სთხოვა არაყი დამისხიო.
”აი, კიდევ ერთი გზააბნეული... ნეტა ეს რაღამ წამოაგდო ლოგინიდან”.
”გზააბნეულმა” ჩემს მაგიდას მშვიდად აქცია ზურგი და გვერდით მაგიდასთან დაჯდა.
არ ვიცი ათვისებულმა კონიაკმა წამომაგდო ეგრე მსუბუქად სკამიდან თუ ”ყველაფერი ფეხებზე მკიდიამ”, პირდაპირ დავადექი თავზე და ვეკითხები: ”როცა გინდათ რომ ტელეფონი დალეწოთ, როგორ იქცევით ხოლმე?:
-რა გქვია?
...
-ხოო რა გქვია?
-მარგო...
არ ვიცი მაშინ საიდან მომაფიქრდა და რატომ, ეს სახელი, (თან საკუთარი ნიკის წარმოშობაც გაგიმხილეთ), მერე საუბარში იმდენჯერ ახსენა ”ჩემი სახელი”, მართლა დავიჯერე, რომ მარგო მერქვა.
-დაჯექი მარგო... მამის დედას ერქვა ალბათ და იძულების წესით დაგარქვეს ხო? შენ კიდე არ გიყვარს და როგორ გადააკეთო არ იცი... საუკეთესო გამოსავალი მაინც მაკა მგონია.
-სწორედ მიხვდით ყველაფერს, მაგრამ მაკა მეორე ბებიას ქვია (ესეც მეორე ტყუილი)
და მაკა რომ დავირქვა იმ ბებიას ეწყინება, რომელსაც მარგო ქვია.
-მაკა ქვია ბებიაშენს? - უცბად სიცილი აუტყდა.
-კი, მაკრინე ქვია და პაპაჩემი მაკას ეძახის - ვუთხარი და მეც ისეთი სიცილი გადმომედო, რომ სუთქვა შემეკრა, რა თქმა უნდა გრადუსმაც თავისი წვლილი შეიტანა ამაში.
- ხო ხედავ რა მარტივია?
-რა არის მარტივი? - ვეკითხები.
-ეხლა შეგიძლია ყურმილი მშვიდად დადო, დალეწვის გარეშე.
-თქვენ ესე იქცევით ხოლმე?
-მე აღარ მახსოვს როგორ ვიქცეოდი ეგეთ შემთხვევებში, მაგრამ როცა რაღაცის გაფუჭების სურვილი მოგივლის, ყურადღება ისეთ რაღაცაზე უნდა გადაიტანო, საერთოდ რომ უადგილოა იმ დროს და მერე თავისთავად მოხდება განტვირთვა. ნაცადი ხერხია და ამართლებს. თუნდაც ჩემი აქ შემოსვლაა ამის მაგალითი, სამაგიეროდ სახლში რომ ავალ, აღარ მექნება მამაჩემის მიხრჩობის სურვილი.
-რა დააშავა?
- რომ არსებობს, ეგ უკვე დანაშაულია. სამოცი წელია ამ ქვეყნად იმისთვის არსებობს რომ დედას და მე თავი გვაყვედროს და დედაჩემს დღეში ერთხელ მაინც არ უხსენოს, მე რომ არ გამესაღებინე, დარჩებოდი გაუთხოვარიო. არადა მთელი ცხოვრება ტახტზე გორაობს და დედა ინახავს. მე სამჯერ დავკარგე სამსახური და ცხვირში ამომადინა, თვითონ კიდე ერთი დღე არ უმუშავია, მას მერე რაც დედაჩემი მოიყვანა ცოლად. ბაბუაჩემი შეძლებული კაცი იყო და სანამ ცოცხალი იყო ამ ფუქსავატმა გამოუჭამა ქონება. მერეც ვერ გადაეჩვია მზამზარეულზე ყოფნას და რომ ამოიდო მუთაქა თავქვეშ, აღარც გამოუძვრია, მარტო ბრძანებებს გასცემს. რა ვქნა ხო არ ვცემ, რამდენჯერაც გავიწიე, იმდენჯერ დედაჩემი ჩამივარდა მუხლებში ამ ერთხელაც აპატიეო. ცხოვრება დამინგრია ამ კაცმა, საკუთარი ოჯახი მინდა და ამის გამო თავს ვიკავებ. ამასთან როგორ მოვიყვანო ცოლი, ერთ თვეში გამიქცევს.
-ბინის გაყიდვა და ცალკე გასვლა არ გიფიქრიათ?.
-როგორ არა, მაგრამ ბინა მასზეა გაფორმებული და ამბობს სანამ ცოცხალი ხარ ვერ ეღირსებიო და თან დედაჩემის დატოვება არ მინდა მასთან. ჩემთან ერთად კიდე მაინც ცოტა ერიდება.
-დედათქვენი რატომ არ შორდება?
-ბავშვობიდან ვეხვეწებოდი ამას, მაგრამ ეცოდება... საკუთარი უზნეო შვილივით უყვარს და უვლის და ეს არაკაციც იფერებს. არ მესმის დედაჩემის, მაგრამ იმდენად მიყვარს, ვპატიობ, რომ ჩემი ცხოვრების დანგრევაში მასაც თანაბარი როლი აქვს მამაჩემთან ერთად. როგორც მსხვერპლი ეს უფრო მეცოდება და სიბრალულნარევი სიყვარულით მიყვარს, მაგრამ დედაც რომ დამნაშავეა ჩემთან ფაქტია... აი დღეს დილით თუ ვინმე იყო უბანში მთვრალი ყველა სახლში ამოიყვანა და სიცხიანი დედაჩემი ლოგინიდან წამოაგდო სუფრა გაშალეო. ვიცი საშინელებას დავატრიალებდი და გამოვეცალე, ესე მოვხვდი აქ. არც ვიცოდი აქამდე ამ კაფის არსებობა.
..............
-შენ რაღა გჭირს მარგო, გარდა იმისა რომ ტელეფონზე ბრაზობ?
-რა და პირველი სამი კურსი ხუთებზე დავხურე და ეხლა გასარიცხად მაქვს საქმე, მიზეზი ისაა, რომ თავში არაფერი შემდის და ამის გამო არ დავდივარ ლექციებზე.
-მერე ის ადამიანი ღირს იმდენად რომ თავში ამხელა ადგილი გამოუთავისუფლე?
-ახლა არ ვიცი... რაღაცის ან ვიღაცის ღირებულებას ხომ მაშინ იგებ, როცა ფასს შენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს ან შენი აღარაა. ახლა კი რახან ვბრაზდები, ესე იგი, მიღირს.
-რაშია კონკრეტულად პრობლემა, თუ საიდუმლო არაა, რა თქმა უნდა.
-არა რა საიდუმლო, ჩვენ ხო უკვე გადავლახეთ გასამხელ-არგასამხელის ზღვარი. თან ბევრად მარტივია ამაზე უცნობთან ილაპარაკო, ვიდრე ნაცნობთან.
პრობლემა ”სამკუთხედშია” და დღეს უფრო უარესი, ამ სამკუთხედის ერთ-ერთი წვერის შიგნით კი არა, მის გარეთ ვგრძნობ თავს.
-შენც აუტი ჩააწოდე მერე - ისევ სცადა გავემხიარულებინე.
-არა, მიზანში რომ ვერ მოვარტყა, უარესად დავითრგუნები. ბურთიც მაგათი იყოს და მოედანიც.
-ალკოჰოლმა გაგადიდგულა ესე თუ მართლა ეგეთი მამაცი ხარ.
-მამაცი არა, ჯიუტი ვარ და თუ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ავიკვიატე, ვერავინ და ვერაფერი გადამათქმევინებს, მაგრამ აქამდე იშვიათად და ძნელად მივდივარ.
-ვერაფერს გეტყვი, კარგი თვისებაა, მაგრამ ცხოვრებაში ხელს შეგიშლის.
-რატომ?
-რატო და ვხვდები გულზე უფრო მეტად გონებით აზროვნებ და ამის გამო ბევრი კარგი გამოგეპარება, აი იმიტომ.
-გულს რომ ვუგდებდი ყურს იმიტომაც აღმოვჩნდი აუტში.
-კარგი ნუ აზვიადებ, უბრალოდ ხო არსებობს გამოუვალი სიტუაციები, რომ უცბად ვერ ხვდები, რა გააკეთო და იბნევი.
-ეგ არ მაინტერესებს, მთავარია რომ მე ვგრძნობ თავს თამაშგარეთ და ამირანი რას მღეროდა იმ დროს გულში, ჩემამდე ვერ აღწევს. თუმცა ვაღიარებ, რომ არ ვიქცევი კარგად, ჰოდა მინდა გამოვსწორდე. სულ ეს არის.
-აი დღეს რომ კარგად გამოიძინებ და ხვალაც იგივეს იფიქრებ მაშინ ჩათვალე რომ სანახევროდ უკვე გამოსწორდი.... და მეტი აღარ დალიო კარგი? თუ გინდა გაგაცილებ სახლამდე.
-არა გმადლობთ, შორს არ ვცხოვრობ აქედან. დალევით აღარ დავლევ, თუნდაც იმიტომ რომ დღეს ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც ჩემზე ზრუნავს და ამაზეც მადლობა.
-პირიქით, მე გმადლობ, მამაჩემი დამავიწყე დღეს... იცი როგორი ხარ მარგო, ყოველთვის ადვილად მიიზიდავ ადამიანებს და ნებისმიერს აალაპარაკებ ძალდაუტანებლად, თან ისე რომ არ ინანებენ.
...წადი ახლა სახლში. მოიცა გავალ და ტაქსს გაგიჩერებ ეხლავე...

”რა იდიოტი ვარ, სახელი მაინც მეკითხა, ისე ზრდილობის გულისთვის... მამის სახელი კი ახსენა ერთხელ - გოგიო...მაგრამ ერთი მე გამომადგება რამეში მამამისის სახელი და მეორე მას არარსებული მარგო და ბებიაჩემი მაკა... ნეტა ამ ტაქსის მძროლის თავში ჩამახედა რას ფიქრობს, ეხლა რომ ამანაც სახელი მკითხოს” - ხმამაღალი თავშეუკავებელი სიცილი და მძღოლის გაოცებული სახე.

........

არასოდეს არ მომყვებოდა ორ იანვრამდე წინა ორი დღის აღმაფრენა და ხასიათი უმიზეზოდ მიფუჭდებოდა. მერე ”ზემოთ” იზრუნეს ჩემზე, ეტყობა იფიქრეს ტყუილად რატომ იყოს ცუდ ხასიათზეო და სამი წლის წინ როგორც იქნა ”გამიპრავეს” ორი იანვარი.