Monday, December 28, 2009

"მტრედის მოტანილი ბარათი # 1"


მინდა ერთი ჩემი მეგობრის მინიატურული ნოველები დავდო, რადგან ძალიან მიყვარს...მტრედის მოტანილ ბარათებს დავარქმევ...


это было давно... и правда...


მაშინ ყველას უჭირდა... პერიოდი იყო მასეთი... რეალურად ოთხნი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახში, თუმცა ჩაწერილი 6 ადამიანი იყო...
პური ბევრი ეკუთვნოდათ და გაყიდვა გადაწყვიტეს... მაშინ ბევრი იქცეოდა მასე და ორიოდე კაპიკს შოულობდა... იმ პერიოდში ამ ორიოდე კაპიკსაც ოქროს ფასი ჰქონდა...
უყვარდა მამასთან ერთად ბაზარში სიარული... დახლებს ათვალიერებდა... გამყიდველების ბავშვებს ეთამაშებოდა ხოლმე...
იმ დღესაც დახლებს შორის დაჭერობანას თამაშობდნენ, როცა უცებ შენიშნა მამამ როგორ დაიხია ნელი ნაბიჯით უკან და შეტრიალდა...
გაუკვირდა...
მზერა მოატარა იქაურობას და პურის საყიდლად მისული მამის ნაცნობი შენიშნა...
...
კაი ხანი ავტობუსის ფანჯრიდან ხეებს და სახლებს უყურებდა გაშტერებული თვალით...
უცებ შეტრიალდა...
– მა, აღარ წავიდეთ იქ, კაი?
აღარც წასულან...

0 comments:

Post a Comment