Monday, January 25, 2010

In Loving Memory Of My Sister Lika

თბილისში თოვლი მოსულა


წელი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა რომ ისე ჩახუტებოდა თითქოს შორეული მოგზაურობიდან დაბრუნდა... თითქოს სამუდამოდ აცილებდა... თითქოს ეს-ესაა დაემშვიდობა და იმისთვის დაბრუნდა, რომ ის სითბოც წაერთმია, რაც გამოშვიდობებისას დაუტოვა...თითქოს მხოლოდ ამ წუთისთვის იცხოვრა აქამდე.
არადა პირველად უნდა ენახა და ვინ იცის იქნებ უკანასკნელადაც.
წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა არ უნდოდა, ნატურალიზმი რომ არ დაჰკარგვოდა პირველ სიახლოვეს. მეექვსე გრძნობას და ინსტინქტს მიანდო შეხვედრის დრო და ადგილი.
თოვდა იმ დღეს...ის ადგილი ნაძვების ქვეშ ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარდა. სახლში რომ აწყენინებდნენ ან გააბრაზებდნენ, გამოვიდოდა ხოლმე ეზოდან, გადაჭრიდა ქუჩას და უკვე იქ იყო. ნაძვების ქვეშ შეყუჟულ ერთადერთ გრძელ სკამზე დაჯდებოდა და უყურებდა ლამპიონებით განათებულ ქუჩას და გამვლელ-გამომვლელს. ხშირად რომელიმე გამვლელს გონების თვალით მიაცილებდა ხოლმე სახლამდე და ცდილობდა რამოდენიმე წუთი მისი ცხოვრებით ეცხოვრა. ეს ერთდროულად სახალისოც იყო და სახლიდან გამოყოლილი წყენის შემამსუბუქებელიც.
განსაკუთრებით თოვლიან ამინდში უყვარდა იმ ადგილას ასვლა.
ჰოდა იმ დღესაც თოვდა, პირველად რომ უნდა გაეგო მისი გულის ძგერა... უცბად გადაწყვიტა ენახა. დაურეკა, უთხრა დრო და ადგილი და თან ერთი რაღაცაც სთხოვა,- ისე ენახათ ერთმანეთი, რომ სახეში არ შეეხედათ მთელი ერთად ყოფნის მანძილზე, იქნებოდა ეს ერთი წუთი თუ ერთი საათი.
სარკეში მხოლოდ გასვლისას ჩაიხედა.
ქუჩა გადაჭრა... ფეხები არ ემორჩილებოდა და გადაწყვიტა ცოტა შორიდან მოეარა ნაძვების ქვეშ მდგომი სკამისთვის, გულისცემა რომ ოდნავ დაეწყნარებინა.
ზურგიდან მივიდა ნელ-ნელა... იქ იჯდა... გრძნობდა რომ ისიც გრძნობდა მის გაუბედავ ნაბიჯებს. ზურგით ჩამოჯდა და მის ზურგს მიეყრდნო. ხმა ვერც ერთმა ამოიღო. დუმილი, გულისძგერა, წამი და საუკუნე ერთმანეთში აირია.
რა უთხრეს პირველად ერთმანეთს არ ახსოვთ. არც ის ახსოვთ, მერე რას ლაპარაკობდნენ... ჩახუტება ახსოვს მხოლოდ...სიცივისაგან გათოშილი ბეღურა რომ გულისჯიბეში გამოთბება ისეთი ჩახუტება...ნაპირზე შემთხვევით ამოვარდნილ თევზს რომ უკან დააბრუნებენ და წყალს ჩაეხუტება ისეთი...მდინარე რომ ზღვას შესართავთან ჩაეხუტება ისეთი...ნოტი რომ მელოდიას ჩაეხუტება ისეთი...
თითქოს ამ ჩახუტების მიღმა მოექცა მთელი სამყარო და მის შიგნით მხოლოდ ისინი, ნაძვები და თოვლი.
დამშვიდობებისას ხელში აიტაცა და ფანტელების ქვეშ ატრიალა...
სახეში არ შეუხედავთ...
ერთი ახალი ფურცელი გადაშალეს ერთად და არც თუ ისე მსუბუქი...

Monday, January 11, 2010

მიქოს!

რა უცნაური და ”არაპროგნოზირებადია” ცხოვრება, ემოციები კიდე ყველაზე არასანდო ცხოვრების მეგზური... რაც ერთ დროს გულს გაგიგლეჯდა, ეხლა მხოლოდ ტრაგიკულ ამბად იგებ და წუხდები...

... მას მერე ვფიქრობ და ვერ გამიგია ეგრე მისთრიდეტულად როგორ ”დაასრულე” შე მართლა მისთრიდეტო- (სალანძღავი სიტყვა და შენებური ინტერპრეტაცია გოიმისა ) :)))

"სვეტასგან" კიდევ ერთხელ as a last way song