Wednesday, December 30, 2009

R.I.P Maestro


ვიზრდებით და გზაზე თანდათან ბავშვობის ფრაგმენტებს ვკარგავთ. ზოგს შეუმჩნევლად, ზოგს მტკივნეულად. აქამდე მხოლოდ ორჯერ ამტკივდა ბავშვობა, პირველად ბებია რომ გარდაიცვალა და მეორედ რობერტ ბარძიმაშვილი. არ გაგიკვირდეთ - ამ კაცის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მქონდა. ბავშვები ხო ზღაპრებზე იძინებენ, მე ბარძიმაშვილის ხმაზე ვიძინებდი. არ ვიცი ახსნა არ მაქვს ამის... როგორც კი საკუთარი თავი აღვიქვი, ეგრევე ეს კაცი შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში. სიკვდილამდე დიდ საქმეს აკეთებდა. უყველაფრო წლებშიც კი არ შეუწყვეტია მუშაობა. რამდენი თაობა გამოზარდა ვინ იცის...დღემდე მტკივა ეს დიდი ადამიანი და დიდი მაესტრო...


გუშინ კიდევ ერთი დიდი ნაწილი მომწყდა ბავშვობის- არანაკლებ დიდი ადამიანი და დიდი ხელოვანი.
...გარდაიცვალა სამოცდაშვილი წლის ასაკში... ვინ იცის ამ სამოცდაშვილი წლის თითოეულ წუთში რამდენი 67 წელი იცხოვრა...

ხსოვნა იყოს!

0 comments:

Post a Comment