Wednesday, December 30, 2009

Soulmate...


/July 16, 2008/
ლიკ ეს ხედი შარშან ზაფხულში ერთად გადავიღეთ ჩვენი აივნიდან, სადაც ერთად რომ შევკრიბოთ მე და შენ დიდი დრო გვაქვს გატარებული...
საუბარი, განსაკუთრებით სასიამოვნო ღამით იყო სიბნელეში, სოფლის პანორამისა და ციცინათელების, ჭრიჭინებისა და აქა-იქ მყეფარე ძაღლების ფონზე.
სულ რაღაცას მეკითხებოდი, სულ რაღაცას ვარჩევდით, ვაანალიზებდით, თავის სახელს ვარქმევდით, ყველაფრის ძირს ვეძებდით იქამდე, სანამ არ ვიპოვიდით და მერე თავის თავსახურს არ მოვარგებდით... 
გუშინ ღამე რას ვფიქრობდი იცი? ამ ღამეული საუბრების დროს არასოდეს გაგვიჭორავს სხვა, არასოდეს გვილაპარაკია შოფინგებზე და არასოდეს გვილაპარაკიa ჩხიკვი ყვავის მამიდაზე. ჩვენი საუბარი ყოველთვის სცილდებოდა ორი ქალის სალაპარაკო თემებს...
პატარა რომ იყავი, მანდ შეგპირდი მთვარეზე წაგიყვან მეთქი და მას მერე როცა აივანზე ვიჯექით და მთვარე დაგვნათოდა, სულ მახსენებდი,- ნაა როდის წამიყვან მთვარეზე, კიბე აღარ დაამთავრეს? ხო გავიზარდე უკვე! გატყუებდი დიდ კიბეს ამზადებენ იქ ასასვლელად და როცა გაიზრდები, მაშინ იქნება მზად მეთქი...
როგორ არ მინდა იქ წასვლა...ადრე სულ მე გელოდებოდი ხოლმე, ერთი სული მქონდა როდის ჩამოხვიდოდი, წელს შენ უნდა "დამხვდე" იქ. უშენოდ რა ჩამომაჯენს ჩვენს "ჩეროში"... ეხლა იქედან სოფლის პანორამასთან ერთად, მეორე მხარეს შენი "აპარტამენტებიც" მოსჩანს...
ვებრძვი ცხოვრებას, ვებრძვი ჩემს თავს, მაგრამ სადაც არ უნდა გავიქცე-გამოვიქცე, ყველა კუთხეში მაინც შენ დგახარ და მიყურებ შენი ულამაზესი, სევდიანი თვალებით...

0 comments:

Post a Comment