Wednesday, December 30, 2009

Tony Leung Chiu Wai



არც ერთ მსახიობს ჩემზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, როგორც ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა ჩინელმა მოახერხა. რითი მომხიბლა?...საერთოდ როცა ფილმს ვუყურებ, ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ მსახიობი ხომ არ "Add legs to the snake after finishing to draw". არადამაჯერებელი და სუსტი თამაში იმდენად არ მაღიზიანებს, როგორც ეს overplaying. არ ვიცი ასეთი რა ოსტატობით ასრულებს თავის როლებს, მაგრამ ფაქტი ერთია, მისი ნებისმიერი მანერა, ემოცია, ღიმილი ან თუნდაც უბრალოდ სიგარეტისთვის მოკიდება ისეთი ბუნებრივია და ისეთი ზუსტი, გგონია რომ ფილმს კი არ უყურებ, არამედ უშუალო მონაწილე ხარ მისი და მსახიობის  განცდები და ემოციები შენ გეხება. მე ყოველშემთხვევაში ესეთი შეგრძნება მქონდა, როცა მისი ფილმები ვნახე. მართალია სულ რამოდენიმე, მაგრამ სრულიად საკმარისი იყო. გადავწყვიტე რომ ჩამოვალ მისი ფილმოგრაფია ვნახო, რასაც შევძლებ რომ ვიშოვო, უფრო სწორედ რასაც ალექსი მიშოვის ინგლისურად.

0 comments:

Post a Comment