Wednesday, December 30, 2009

ჩემი და თეთრი თოვლის ქალია..


ალექსანდრე საჯაია
Special thanks to minerva


ჩემი და თეთრი თოვლის ქალია
და უყვარს მარტო თოვლი და თოვა,
იგი ლაჟვარდის ერთი თვალია
და გაზაფხულზე ენძელად მოვა.

ჩემი და თეთრი თოვლის ქალია..

მან იცის ჩემთვის სიმღერა ერთი,
და რომ მიმღეროს თურმე რცხვენია,
მან შეინახა ცრემლები ჩემთვის,
მაგრამ არასდროს არ უცრემლია.

ჩვენი ამბავი ულამაზესი
ერთხელ ნიავმა თურმე გალექსა,
და ნიავივით სურდა ალერსი,
მაგრამ შედრკა და არ მიალერსა.

და განა მისთვის ვწუხდი ძალიან,
და განა მუდამ იქნება თოვა?
ჩემი და თეთრი თოვლის ქალია
და გაზაფხულზე ენძელად მოვა.

1 comments:

gol ქარი said...

gol ქარი

Post a Comment