Monday, December 28, 2009

"მტრედის მოტანილი ბარათი #2"


ძალიან უბრალო სათამაშო იყო, დიდი არაფერი... ხის კურდღელი ბორბლებზე, თან ლითონის ფირფიტებზე ჯოხებით უკრავდა...
ყველაზე მეტად ეგ უყვარდა...
თოკით დაარბენინებდა წინ და უკან, თან გამოცემულ ხმებს უსმენდა...
როცა ეკითხებოდნენ – ვინ გაჩუქა ეს სათამაშოო, პასუხობდა – დედამ ჩამომიტანა რუსეთიდანო... იმდენჯერ ჰკითხეს და უპასუხა, რომ უკვე სჯეროდა კიდეც...
მერე სხვა სათამაშოებთან ერთად სარდაფში ჩაიტანეს
ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა...
რაც დრო გადიოდა – სულ უფრო და უფრო ნაკლებს ფიქრობდა მაგ სათამაშოზე, სხვა საფიქრალი ემატებოდა...
მიავიწყდა...
–––
მასთან ერთად, ისევ პატარად გრძნობდა თავს... ზუსტად ისეთად, ხის ბორბლებიან კურდღელს რომ დაარბენინებდა აქეთ–იქით...
მამასთან რომ მიჰქონდა შესაკეთებლად, როცა რამე გაუფუჭდებოდა...
დედამ ჩამომიტანაო – რომ ამბობდა.
მასე გრძნობდა თავს...
არ უნდოდა რომ ეს დამთავრებულიყო...
–––
მტვრიანი ყუთის ძირიდან ამოიღო...
ჭუჭყიანი იყო, ცალი ყური ჩამოტეხილი ჰქონდა... ერთი ჯოხი მოტეხილი...
ალაგ–ალაგ მირტყმისგან ბზარები და ნაწიბურები ჰქონდა გაჩენილი...
ზუსტად ახსოვდა როდის რა მიარტყა, როდის რა გაუტყდა...
ალბათ გვერდიდან სასაცილო სანახავი იქნებოდა ხის სათამაშოს მიშტერებული ამხელა მუტრუკი...
მაგრამ არ აინტერესებდა... იმიტომ რომ ისევ იქ დაბრუნდა...
იქ სადაც კარგი იყო...
და არც ეს უნდოდა რომ დამთავრებულიყო...
–––
თაროზე შემოდო – მერე შევაკეთებო...
მეორე დღეს უკვე აღარ იყო...
მთელი დღე ეძება... ვეღარ ნახა...
ეტყობა გადააგდო ვინმემ...

თითქოს ყველაზე ნათელ პერიოდთან დამაკავშირებელი ბოლო თოკიც გაწყდა...
ორივე ადგილას...
აქაც...
და იქაც...
ისიც დამთავრდა...

0 comments:

Post a Comment