Saturday, March 16, 2013

სლეთა ვარამი

(იგავ-არაკი)

იყო ერთი პრინცესა. პრინცესამ ბევრ პრინცს ადინა ცხარე ცრემლი და ბოლოს მაინც მთელი სამეფოს ჯიბრზე გლეხის ბიჭს გაყვა ცოლად. გლეხის ბიჭმა კიდე ჩათვალა მეკუთვნოდაო და თავის თვალში ერთი ორად ამაღლდა, სამაგიეროდ პრინცესას აიძულებდა, თავისი პრინცესობა დაევიწყებინა და თავი ისე ეგრძნო და დაეჭირა, თითქოს ჭილოფის კაბაში გაიზარდა. ბევრი ეცადა თუ ცოტა ეცადა პრინცი, კი დაავიწყა ცოლს თავისი წარმომავლობა, მაგრამ სისხლის ყივილს როდემდე ჩაახშობდა?!.

მდინარის პირას უყვარდა პრინცესას ჩამოჯდომა. ჩამოჯდებოდა, ფიქრობდა სასახლეში გატარებულ დღეებზე და კაეშანს ეძლეოდა.
ხან ერთი პრინცი ჩაუვლიდა გვერდით, ხან მეორე და შესძახებდნენ ხოლმე, ვისი ხარ კუკლაო, პრინცესა კი მოწყენილი პასუხობდა, თუ ჩემი ძმა ხარ გაიარეო.

ერთ დღესაც პრინცესას მდინარის პირას ვიღაც უცხო ტომის პრინცი დახვდა და პირქუშად მიუგო:
- აქ რას აკეთებ ჭაბუკო?
- უცხო რამ სურნელებას გამოვყევი და აქამდე მომიყვანა, რა არი რო?
- რა უნდა იყოს ჩემ ადგილას ზიხარ.
- ადგილი ყველასია დაიკო, მარა პრობლემა არაა, პროსტა მითხარი რა გასხია და ჩემი გზით წავალ.
- იოჯი იამამოტოს „ჩემი მუზა ომია“
- აუუუუუუ ვგიჟდები ქალს რო იოჯი იამამოტოს „ჩემი მუზა ომია“ ასხია. - უთხრა ყმაწვილმა და ბუჩქებში გაუჩინარდა.

გავიდა ხანი. ერთ დღესაც პრინცესას ისევ დახვდა მდინარის პირას უცხო ტომის პრინცი, ოღონდ ის არა, სხვა.
- აქ რას აკეთებ ჭაბუკო? - შესძახა პრინცესამ.
- თხასა ვკოდამ - უთხრა ჭაბუკმა და ოთხმოცივე კბილით გაიკრიჭა.
- ვაი შენს პატრონს!
- შენი პატრონიც მო### და ზედ შენი კვდარძაღლიც დავაყოლე, ვერ გაეხუმრები ამ #ლექალებს რაა - თქვა პრინცმა და ისიც ბუჩქებში გაუჩინარდა.

ისევ გავიდა ხანი. მდინარის პირას მისულ პრინცესას კიდე სხვა უცხო ტომის პრინცი დახვდა. პრინცესამ გაიფიქრა არაფერს ვკითხავო და ეგრევე მიუჯდა გვერდით. პრინცი შეუშმუშნა, პრინცესამ ისევ არაფერი ჰკითხა, პრინცი ისევ შეიშმუშნა, პრინცესამ ისევ არაფერი ჰკითხა, პრინცმა გაიფიქრა რა პონტში მომიჯდა გვერდზე თუ არაფერს მკითხავდაო, მეტი საქმე არა მაქვს, მე გამოველაპარაკო პირველიო, აქეთ მეხვეწონო რაა. მერე ცოტა ხანი კიდე იშმაშუნა და ბუჩქებში გაუჩინარდა ხმისამოუღებლად.

გავიდა ხანი. პრინცესას ისევ დახვდა ერთ დღესაც უცხო ტომის პრინცი და ჩეულებისამებრ მიუგო პირქუშად:
- აქ რას აკეთებ ჭაბუკო?
- შენ გელოდები მზის დარო, შენს გამო ცხრა ზღვა, ცხრა მთა და ცხრა უდაბნო გადმოვიარე, ცხრა წყვილი რკინის ქალამანი და ცხრა რკინის ჯოხი გავცვითე, გულმკერდი ყვავ-ყორნებს დავაგლეჯინე. მშიერ-მწყურვალს მხოლოდ შენთან შეერთების სურვილი თუ მაძლებინებდა.
- რისი სურვილიი?
- შენთან შეერთების, ჩემო ცხრა მნათობო, შენ მარტო მიბრძანე და მზეს დაგიბამ ჭიშკართან!
- ბიჭო შენ ### ხო არ გაქვს, რა შეერთების, რა ენაზე მელაპარაკები, მზე ბებიაშენს დაუბი ჭიშკართან, დავაი რაა!
- ჭაბუკს სიტყვები პირზე შეაშრა, ერთი კი გაიფიქრა ეს რა უხეში გოგო ყოფილაო და ისიც მიჰყვა დანარჩენების გზას - ბუჩქებში გაუჩინარდა.

გამოხდა ხანი. გავიდა ერთ დღესაც პრინცესა მდინარის პირას და დახვდა უცხო ტომის პრინცი ჩაცუცქული და თავჩაქინდრული.
- აქ რას აკეთებ ჭაბუკო?
- აუუ მაგარ ცუდ დღეში ვარ, რა წყალში ჩავვარდე არ ვიცი.
- რა მოგივიდა გამენდე, გადამიშალე გული - უთხრა პრინცესამ
- აუუ გოგო მიყვარს რაა და როგორ ვაგრძნობინო არ ვიცი.
- რა პრობლემაა მერე ადექი და უთხარი რო გიყვარს!
- ვუთხრაა?
- ხოო!
- აუ რა ჯიგარი ხარ! მართალი ხარ ვეტყვი! აუ როგორ გაასწორე ხო არ იცი! მადლობა! აუ გაიხარე რაა! გაკოცეე! - სულმოუთქმელად მიაყარა პრინცმა და ისიც წინა პრინცების გაკვალულ გზას დაადგა.

გადიოდა ხანი და ბუჩქებში გაუჩინარებული პრინცების რაოდენობა იზრდებოდა და იზრდებოდა. ერთ დღესაც ისევ რო დახვდა უცხო ტომის პრინცი მდინარის პირას, პრინცესამ ცალყბად მიაძახა:
-აქ რას აკეთებ ჭაბუკოო?
პრინცმა უცბად სამოსი გაიხადა და ჰოი საოცრებავ, პრინცესას თავისი გლეხის ბიჭი შერჩა ხელში.
-აქ რას აკეთებ? - ჰკითხა პრინცესამ
-სალაპარაკო მაქვს და უკეთესი დრო ადგილი ვერ ვნახე, რო მეთქვა. კაროჩე სხვა შემიყვარდა და მივდივარ -უთხრა ბიჭმა და ისიც ბუჩქებში გაუჩინარდა.
- აუუუ რა #ლეააა - აღმოხდა გაოგნებულ პრინცესას. ჩამოჯდა წყლის პირას, ბევრი იფიქრა, "მე რა ვქნა მეო", ბევრი იტირა და ბოლოს გადაწყვიტა, ვინც ჩემი ცრემლების ღირსია ის არასოდეს ამატირებსო, მერე ადგა კაბა ჩამოიფერთხა და ისიც ბუჩქებში გაუჩინარდა.

Wednesday, March 13, 2013

ბაბუ სიყვარული რა არის?

ხვალ მივდივარ. აი, ასე - უბრალოდ და უხმაუროდ.
ბევრი არაფერი მიმაქვს, - ორი ჩემოდანი. ერთში ტანსაცმელები აწყვია, მეორეში - წიგნები, ფოტოალბომი და ჩემი მეუღლის ჩარჩოში ჩასმული ფოტო, კედლიდან რომ ჩამოვხსენი.
ხუთი წლის წინ დავკიდე, როცა გარდაიცვალა და იმდენხანს ეკიდა უძრავად, სურათის უკან თავისი ყოფნის კვალიც კი დატოვა - გამუქებული ადგილი გაცრეცილი კედლების ფონზე.
ეს ფოტო უყვარდა ძალიან, ყველაზე ბედნიერ დღეებს მახსენებსო.
მეც მიყვარდა, იმიტომ, რომ მისი ბედნიერების თანამოზიარე ვიყავი.
მას მერე ბევრი კარგიც მოხდა და ცუდიც, როგორც ხდება ხოლმე ცხოვრების ორომტრიალში, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ ის დღეები მახსოვს და, ალბათ, ჩავრჩი კიდეც იმ დროში, როცა გგონია, რომ სიბერე სხვისია და შენი ერთადერთი მისია ისაა, რაც შეიძლება მეტი გამოსტყუო ახალგაზრდობასა და სიცოცხლეს ისე, თითქოს ვალის დაბრუნება აღარ მოგიწევს სიბერის სახით.
მოხუცი ჩემი თავი ვერ წარმომედეგინა. სიკვდილისაც კი არ მეშინოდა ისე ძალიან, როგორც საკუთარი თავის უსარგებლობის, უფუნქციობის და ზედმეტ ბარგად ყოფნის. ვერანაირი მზრუნველობა და სასათბურე პირობები ვერ აქრობს ამ შეგრძნებას. ყველაზე უსუსური, იცით, როდის არის კაცი? ცოლი რომ უკვდება სიბერეში.
რამდენი შვილი და შვილიშვილიც არ უნდა ეხვიოს თავზე, მაინც სულ მარტო რჩება. ქალი ძლიერია. ქმრის სიკვდილის შემდეგ შვილებსა და შვილიშვილებზე გადააქვს მთელი თავისი სიყვარული და მზრუნველობა. არ დაბეჩავდება. უფრო მეტიც, თითქოს ძალა ემატება, რომ შვილებს დანაკლისი არ აგრძნობინოს. კაცს კი ის ფუნქციაც ეცლება, რაც ცოლის სიკვდილამდე ჰქონდა და ზედმეტ ბარგად ყოფნის გრძნობაც ძლიერდება მასში.
რაც დილით დამჭირდება, ის ნივთები ჩემოდანზე ზემოდან დავალაგე: ელექტროსაპარსი და კბილის ჯაგრისი. სულ ესაა.
თვალი მოვავლე ოთახს. ბოლო ხუთი წელია, ესაა ჩემი თავშესაფარი. აქ მძინავს, აქ ვკითხულობ, აქ ვუყურებ ტელევიზორს, აქ მოაქვთ საჭმელი ჩემთვის. თუ ვინმე ათასში ერთხელ მოვა ჩემს სანახავად, აქვე ვიღებ სტუმრებსაც. ისე შევეჩვიე ჩემს თავშესაფარს, რომ გარეთ პენსიის ასაღებად თუ გავდივარ მარტო.
პატარა შვილიშვილს უყვარს ჩემთან შემოსვლა და უამრავი კითხვის დასმა. მეც მორჩილად ვპასუხობ ყველა კითხვაზე და ვუხსნი, როგორც დიდ ადამიანს და არა როგორც ბავშვს. ვატყობ, უხარია, რადგან ოჯახში არავის სცალია მისი გაუთავებელი კითხვებისთვის.
- ბაბუ, სიყვარული რა არის?
- როცა ვიღაცის დანახვა გიხარია და გინდა, რომ სულ მასთან იყო.
- ესე იგი, სალომეს არავინ არ უყვარს?
- საიდან მოიტანე, რომ არავინ არ უყვარს?
- აბა, გუშინ რო თავის ოთახში ჩაიკეტა, არავის დანახვა არ მინდაო!.
- ოო, ეტყობა, სკოლაში გააბრაზეს.
- მე როცა მაბრაზებენ, შენი ნახვა მაინც მინდა.
- სალომესაც უნდა, მაგრამ გაბრაზებული როცაა, ვერ გამოხატავს.
- გამოხატვა რა არის, ბაბუ?
- რასაც გრძნობ, იმას რომ ამბობ.
- გრძნობა რა არის, ბაბუ?
- რაც გულში გაქვს, ის. რაც შენს გულში ხდება, როცა გიხარია, როცა გტკივა, როცა გაბრაზებული ხარ.
- შენთან ყოფნა რო მიხარია, ეგეც გრძნობაა?
- აბა რაა!
- ეგ ხო სიყვარულია?
- მერე სიყვარულიც ხო გრძნობაა.
- როცა გიხარია და როცა გტკივა, ორივეს გრძნობა რატო ქვია?
- იმიტომ, რომ ორივე შენს გულშია და რაც შენს გულშია, ის ყველაფერი გრძნობაა.
- ააა, მივხვდი, რაც გიხარია, კარგი გრძნობაა და რაც გტკივა, ცუდი.
- ოო! ზუსტად ეგრეა, ჭკვიანი გოგო ხარ - (მგონი, გადავრჩი კითხვების მორიგ შემოტევას)
ყველაზე მეტად მასზე მწყდება გული. დათოს ვეტყვი, ხვალ, სანამ დანარჩენები გაიღვიძებენ, მანამდე წამიყვანოს. არ მინდა,უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო, როცა ჩემი პატარა შვილიშვილი მკითხავს, - ბაბუ, როდის დაბრუნდებიო, - ვხვდები, რომ ისედაც განიცდის.
ჩემი დათო, ჩემი ბიჭი - ჩემი ერთადერთი შვილი. ბავშვობიდანვე რაღაცნაირი გულჩათხრობილი და არაბავშვური იყო. მთელი დღე იჯდა თავისთვის და ხან კითხულობდა, ხან თამაშობდა, ხმასაც ვერ გაიგებდით. დედამისი უყვარდა ძალიან და ისე იყო მასზე მიწებებული, მე თითქოს ვერც მამჩნევდა. რა აღარ ვცადეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო ჩემთან, მაგრამ - ამაოდ. ჩემში მამას კი არა, დედამისის სიყვარულში მოცილეს ხედავდა.
სკოლა რომ დაამთავრა, ცოტა გალღვა ჩვენს შორის ყინული, მაგრამ არც იმდენად, რო თბილი და მეგობრული დამერქმია ამ ურთიერთობისთვის. დისტანცია ყოველთვის ეკავა და არც არასოდეს დაურღვევია.
დაქორწინდა თუ რა, ცოლის მშობლების დანატოვარ ბინაში გადაბარგდა. ბარემ, არ უნდოდა დედის დატოვება, მაგრამ არც ჩემი მეუღლე გაჰყვებოდა ჩემს გარეშე და მის ცოლსაც ქმართან ერთად მარტო ცხოვრება ერჩივნა.
დედის გარდაცვალების მერე ჩვენი ურთიერთობა ისევ გაფუჭდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის ბინაში გადამიყვანა საცხოვრებლად (ფული დასჭირდა სასწრაფოდ და ჩემი ბინა გავყიდე.)
არაფერს არ მაკლებს, მაგრამ დღეში ერთხელ თუ შემოყოფს თავს და ერთი და იგივე გამომეტყველებითა და ინტონაციით მკითხავს:
- „მამა, როგორ ხარ, რამე ხო არ გინდა“?
- „არაფერი, შვილო, კარგად.“
ეს არის და ეს. დღის ურთიერთობის ნორმა შესრულებულია.
სამი თვის წინ შევამჩნიე, რომ რაღაც უჩვეულოდ მზრუნველი და თბილი გახდა ჩემს მიმართ. შემოდიოდა ჩემს ოთახში, ჩამოჯდებოდა ცოტა ხნით, მეკითხებოდა ჯანმრთელობის ამბებს, ხანდახან რაღაც ამბავსაც გაიხსენებდა.
იმდენად უცნაური იყო ეს ჩემთვის და ისე მოულოდნელად და ერთბაშად დაიწყო მისი ვიზიტები ჩემს ოთახში, რომ ის კი არა მიფიქრია, გული გაუთბა-მეთქი, პირიქით, ვგრძნობდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.
საერთოდ, მსგავს შემთხვევებში, ადამიანის ასეთ უცაბედ ცვლილებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს - ანგარება ან დანაშაულის გრძნობა ჯერ არ ჩადენილის მიმართ.
ანგარება გამოვრიცხე. რაც გასაყიდი იყო ყველაფერი გავყიდე და მას მივეცი, როცა სხვა გზა არ ჰქონდა და დასჭირდა. ვიცოდი, მაშინაც არ მეტყოდა, იმდენად ამაყია, და ვერც გავიგებდი, ჩემ რძალს რომ არ ეთქვა. ჩემი პენსია კიდევ არასოდეს დასჭირვებია და არც გამომართმევდა, ამიტომ განაწილებული მქონდა ორ ყულაბაში:  ერთში შვილიშვილებს ვუგროვებდი ფულს, მეორეში ჩემ დასამარხ ფულს ვინახავდი.
რადგან ანგარება გამოირიცხა, რჩებოდა ჯერ არ ჩადენილი დანაშაულის გრძნობა. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ჩემით ვერ მივხვდი. ისევ რძალი დამეხმარა ნებსით თუ უნებლიედ. -  ყური მოვკარი ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას:
„...აბა, რა ვქნათ, ვერ მიგვყავს ვერაფრით...“
„....ბავშვების წაყვანაც, ხო იცი, რა პრობლემატურია საზღვარგარეთ, გადავყევით ამაზე სირბილს... „
„....აქ არაფერი აღარ გამოდის, ამ ბოლო სამსახურიდანაც უშვებენ, იქ მყავს ნათესავები და რაღაცას გვპირდებიან“
„... ვნახეთ , ძალიან კარგი პირობებია, გადასარევი მედ-პერსონალი ჰყავთ.“
„... აბა რაა! მაგ ასაკის არიან თითქმის, გაერთობა კიდეც, აქ რაღას აკეთებს! ერთ ოთახშია გამოკეტილი, გარეთ ეგ არ გადის და ტელევიზორის გარდა სხვა გასართობი არ აქვს, იქ იმას გამოელაპარაკება, აქ ამას გაიცნობს და ცოტა გახალისდება კიდეც“
„.... რას ამბობ! იქიდან რაც საჭირო იქნება, არაფერს არ მოვაკლებთ, სხვა ნათესავი ამათ არა ჰყავთ, რომ იმათ ჩააბარო საპატრონოდ, თორემ არც იქ მოვაკლებდით რამეს“
„... არადა, დათო ისე ნერვიულობს, ღამეები არ სძინავს, როგორ ვუთხრაო.“
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. საზღვარგარეთ მიდის ჩემი შვილი თავის ოჯახთან ერთად. მე ვერ მივყავარ და გადაწყვიტეს, მოხუცთა სახლში მიმაბარონ.
მეცინება. ამისთვის იტანჯე, ჩემო ბიჭო, სამი თვე?! - გეთქვა პირდაპირ, რაღა დროს ჩემი საზღვარგარეთ წასვლაა, რომ გული დამწყდეს. შენ სადაც კარგად იქნები, ჩემი კარგად ყოფნაც ეგაა, მაგრამ რო არ მაძლევ საშუალება, ეგ გითხრა?
გული მიკვდება, რო მახსენდება, რა ძალისხმევად და რამდენ უძილო ღამედ დაგიჯდა ის მოჩვენებითი სიმშვიდე და ვითომ დალხენილ-დამტკბარი ვიზიტები ჩემს ოთახში. რატომ? რატომ აღმართე ასეთი უტეხი კედელი ჩვენს შორის? მე ხო არასოდეს მომიცია ამისი საბაბი? ერთ ისეთ შემთხვევასაც ვერ გაიხსენებ, რასაც ჩაეჭიდები, აი, ამის მერე გაგიუცხოვდი და ვეღარაფრით მომიბრუნდა გულიო.
შენ ხო სახლში არასოდეს შესწრებიხარ დედ-მამის ჩხუბს, აყალ-მაყალს, გაუთავებელ ღრეობებს, ყოველთვის, როგორც ჩემ ტოლს, ისე გექცეოდი, არასოდეს შენი ღირსება არ შემილახავს, შენი მეობა ეჭქვეშ არ დამიყენებია. ყოველთვის გაძლევდი იმის საშუალებას, რომ დამოუკიდებლად მიგეღო გადაწყვეტილებები.
ნუთუ, იმის ფასად აღარ ვღირვარ მაინც, რომ მოსულიყავი და გეთქვა ".... სხვანაირად არ გამოდის მამა", და ეს სამთვიანი სპექტაკლი არ დაგეგდა.
ნეტა, ფირივით უკან გადამახვევინა ჩემი ცხოვრება და გვერდიდან შემახედა, სად დავაშავე, სად რა გამეპარა შენს აღზრდაში.
იქნება, მაშინ დავაშავე, როცა არაფერს არ გაძალებდი და დედაშენს ვეუბნებოდი, „აცალე, დიდი კაცია უკვე, როცა უნდა მაშინ გააკეთებს/ შეჭამს/ იმეცადინებს/ მოვა/ წაიკითხავს/გამორთავს ტელევიზორს“.
იქნება, მაშინ დავაშავე, როცა დღეში ერთხელ კარიდან შემოსროლილ კითხვაზე, - „ხო არაფერი გინდა, მამა?“ გპასუხობდი, - „არაფერი, შვილო“, მიუხედავად იმისა, მართლა მინდოდა რამე თუ არა.
იქნება, მაშინ?..
ან იქნება, მაშინ?..
იქნება, სულაც მაშინ?..
გათენებულა. ცოტა ხანში შემოყოფს ჩემი ბიჭი თავს კარში და შემოისვრის:
- როგორ ხარ, მამა?
ნეტა, თუ მეყოფა იმის გამბედაობა, ვუთხრა, როგორ ვარ.
მერე, როგორც ყოველთვის, არც დაელოდება ჩემს პასუხს და მეორე კითხვას მოაყოლებს უცბად:
- ხო არაფერი გინდა?
და მეც, როგორც ყოველთვის, ისევ ვუპასუხებ: - არაფერი, შვილო...

Saturday, February 2, 2013

Voler Bene


ერთ დღეს დამესიზმრა რომ ისეთ კაცს შევხვდი რომელიც ყველანაირ სტერეოტიპს ამსხვრევდა, რასაც ქართველ კაცს და მითუმეტეს ქმარს მიაწერენ ხოლმე;
რომელსაც შეეძლო კაცობა ყალბი გალანტურობის, მუტრუკობის, იაფფასიანი ვაშკაცური ტრიუკების, ჩემი და შენი დედა მოვ#ანების, ხელოვნურად გართულებული თუ ტრადიციებს და რელიგიასამოფარებული გენდერული ჩარჩოების, მანდილოსნების სადღეგრძელოზე განსხვავებული სასმისით დალევების და მანდილზე მთხვევების, სამშობლოს ხსენებაზე ყელის ძარღვების დაბერვის, მეგობრობის სადღეგრძელოზე ლორთხვნა-პროშნაობების, „ეს სადღეგრძელო ბოლომდე უნდა დაილიოს“-ების, „ჩემი დაიკო ხარ შენ შემოგევლე“-ების გარეშე.
დამესიზმრა რომ ვითომ ისეთი კაცი იყო, რომელიც სიკეთეს ისე აკეთებდა და მიკეთებდა რო არც კი იმჩნევდა.
ვითომ იცოდა როგორ უნდა ვყოფილიყავი ყველაზე კარგად.;
როგორ უნდა მეგრძნო თავი ყველაზე მაგარ ქალად;
როგორ უნდა მეგრძნო თავი ყველაზე ახირებულ ბავშვად;
როგორ უნდა გავეხარებინე ისე, რომ მგონებოდა თითქოს სხვა მეტი არაფერი აინტერესებს.
როგორ უნდა ვყოფილიყავი ის, ვინც მინდოდა რომ ვყოფილიყავი და არა ის ვინც ვიყავი.
როგორ ეგრძნობინებინა ჩემთვის თავი ისე რომ ყოველდღიური რუტინაც კი გამხარებოდა მასთან ერთად.
ვითომ ერთ ენაზე ვსაუბრობდით და არ იყო თემა რაზეც ერთნაირი აზრი არ გაგვაჩნდა.
ვითომ ერთნაირი გემოვნება გვქონდა
ვითომ ერთნაირ რაღაცეებზე ვიცინოდით
ვითომ ერთნაირი რაღაცეები გვიხაროდა და ერთნაირი რაღაცეები გვტკიოდა.
ვითომ არასოდეს მახვევდა თავზე საკუთარ თავს და სურვილებს.
ვითომ არასოდეს მელაპარაკებოდა ქვეტექსტებით.
ვითომ არასოდეს მცდიდა.
ვითომ ძალიან ძალიან ვუყვარდი და ამ სიყვარულს გამოხატავდა სიტყვითაც და საქმითაც ყველგან და ყოველთვის.
ვითომ ყოველ დღე მიხაროდა გაღვიძება, რომ კიდევ ერთი დილა თენდებოდა მის გვერდით.
ვითომ არ მიყვარდა მარტო ყოფნა სახლში მის გარეშე.
ვითომ ძალიან გვიყვარდა ზოგჯერ საღამოობით ერთად დალევა და მერე იდიოტობებზე სიცილი.
ვითომ ძალიან გვიყვარდა ღამის კინოსეანსები ერთად.
ვითომ ძალიან გვიყვარდა სტუმრების მოსვლა.
ვითომ ძალიან მიყვარდა მისთვის გემრიელი საჭმელების კეთება.
ვითომ ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მოვიდოდა.
ვითომ გვიყვარდა პარასკევი საღამო, იმიტომ რომ ერთად ყოფნის ორი მთლიანი დღე მოდიოდა.
ვითომ ოდესღაც დაკარგული ნახევარი ვიპოვე.
ვითომ ჩვენი დედები ერთ რიცხვსა და თვეში იყვნენ დაბადებულები და ვამბობდით იმიტო გაგვზარდეს ერთნაირებიო.
ვითომ ყველაზე დიდი ტკივილი გამინახევრა.
ვითომ სხვა ყველა იარა დამავიწყა.
და კიდე სხვა ბევრი „ვითომ“, ერთიც კი რო საკმარისია გიყვარდეს.
მერე თვალი გავახილე და თურმე კი არ მეძინა და მესიზმრებოდა, ცხადში ვარ.

Saturday, September 29, 2012

29 სექტემბრის ქრონიკა

ხალხო გავრცელდა ინფორმაცია რომ 29 სექტემბერს გამოჩნდება დაკარგული სულიკო, მაგრამ ყველა #ლეზე დაიკიდებს, ამის გამგონე აკაკი თავს წამოყოფს საფლავიდან მიიხედ-მოიხედება და ისევ უკან ჩაყოფს, თქვენი საშველი არააო.

დალშე: იპოვიან თამარ მეფის საფლავს. ამის საფუძველზე აღსდგება დიდი შოთა და სენსაციურ განცხადება გააკეთებს. რა სენსაციაზეა ლაპარაკი ჯერ-ჯერობით უცნობია. ჩემი ვარაუდით ალბათ აღმოჩნდება რომ ტარიელის ნესტანისადმი სიყვარული იყო მხოლოდ და მხოლოდ შირმა და ყურადღების გადატანის მცდელობა, სინამდვილეში ტარიელსა და ავთანდილს ფარული სიყვარული და შლეგური ვნება აკავშირებდათ ერთმანეთთან. ამ განცხადებას მოყვება მმკ-ს სასტიკი რეაქცია და მოინდომებენ შოთას ანათემაზე გადაცემას და ანათემაზე გადაცემამდე მის ვირზე უკუღმა შესმას და მტკვრის ორივე სანაპიროზე ჩამოტარებას, რასაც მოყვება პროტესტის ტალღა ლგბტ საქართველოსგან. ეს ყველაფერი გამოიწვევს დიდ ქაოსს ქვეყანაში.

ქაოსის ექო იმხელა იქნება რომ მისი ტალღა საფლავებიდან წამოაგდებს 150 არაგველს. დარჩენილ ასორმოცდაათს აკაკის რეაქცია ექნება და მხოლოდ გვერდს იცვლიან.

გაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი და დაერევიან ერთმანეთს.

გაცოცხლდება ილია, მაგრამ იმსაათშივე მოკლავენ, შენღა გვაკლდიო.

გაცოცხლდება ცხრათავიანი ბაყბაყდევი და დაისაკუთრებს წყალკანალს.

ჯაბა იოსელიანიც გაცოცხლდება მაგრამ თავს მოიკატუნებს რომ ვითომ კვდარია, ემანდ პანთეონიდან არ ამაძუებინონ კუდიო.

აღმოჩნდება რომ დიდი მუხრანი არასოდეს მომკვდარა, პროსტა თავის დროს ელოდა.

აღსდგება გრიგოლ ხანძთელი და დაიწყებს ეკლესიების მშენებლობას თვითნებურად, რაზეც მავანნი ამა ქვეყნისანი ეტყვიან "ოეე გრიგოლ, ბიზნესს გვახევ ბიჭოო?" რაზეც გრიგოლი სამართლიანად გაწყრება, რა ბიზნესი თავი ხო არაფერს მიგირტყიათ, დაწყებული საქმე უნდა მივიყვანო ბოლომდეო. მავანნი ამა ქვეყნისანი კიდე უფრო გააფთრდებიან, "წავიდა შენი დრო ძმაოო, წადი აშოტას მიხედე გაავსო სახლი ბოზებითა და ჩათლახებითო". გრიგოლს ისე გულზე მოხვდება ეს კომპრომატი რომ დაწყებულ საქმეზე ხელს აიღებს, ჩაიბურდღუნებს მოგტ#ვნიათ პატრონიო და უკან დაბრუნდება.

ხოო კიდე... შუშანიკი გაცოცხლდება და ვარსქენის სიყვარულის პონტში მაზდეანობას მიიღებს და პატიებას სთხოვს მეუღლეს, რომ ეურჩებოდა და სარეცელს არცხვენდა. მაგრამ ვარსქენი ეტყვის, სორი მაგრამ ერთ მდინარეში მეორედ აღარ შევდივარ გოგოო და გაიკეთე ეგ ბოდიში უკანო. შუშანიკი გაცოფდება, შე გიჟვრაცუა რა მაქვს შენთან სახვეწი მე, შუშანიკ ვარდანის ასულს მამიკონიანსო და ვაბშე ვინც ჩემი ცრლემების ღირსია ის არასოდეს ამატირებს და პაშოლ ნა #უიო. ამაზე ვარსქენში გაიღვიძებს მხეცი, იმ მხეცში კიდე გაიღვიძებს ეროვნული თავმოყვარეობა და ღირსება და გასცემს ბრძანებას რომ დილეგში ჩააგდონ შუშანიკი. მოკლედ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. იაკობ ცურტაველი კი ვარსქენს ეტყვის ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი რო ეგონა, ხო გაგიგია ეგაო, ჰოდა თქვენ მე მართლა რეგვენი ხო არ გგონივართო, ჩემი ფეხი აქ არ იქნება, თავში ქვა გიხლიათო.

გაცოცხლდება კგბ-ს ყოფილი შეფი ინაური და ამოიხრებს, რა ცუდ დროს დავიბადე წყეულიმც ვიყოო, სად იყო ჩემ დროს ესეთი ტექნოლოგიები, რამდენს ვწვალობდიო.

გაცოცხლდება ბერია და მიშას ეტყვის ბიჭო შენ დედა გყაამსო? მთელი ინტელიგენცია მე ჩავრეცხე და შენ ვიღას რეცხვავ შე ლაწირაკოო. მიშა გაჩუმდება და მხოლოდ მხრებს აიჩეჩავს.

გაცოცხლდება სტალინი და პუტინს ეტყვის ტრაკზე მაკოცეო. პუტინი არ აკოცებს, მაგრამ დაიბოღმება.

გაცოცხლდება ლენინი და ბავშვებს მიმართავს, აღსარება უნდა გითხრათ იქნება მიწა მაღირსონო - არ მიყვარდით ბავშვებო პროსტა გეღადავებოდითო და თავს ჩაქინდრავს საწყლად.

გაცოცხლდება ხრუშჩოვი კაის შეჭამს, კაის დალევს, კაის ი##ნაურებს და დაბრუნდება უკან.

გაცოცხლდება ჩერნენკო, ოღონდ კაციშვილი ვერ გაიგებს მაგ ამბავს.

გაცოცხლდება რეიგანი და მწარედ შეიგინება, ვინც მე წითელი ღილაკიდან თითი ამაღებინა, იმის დალაგებულში გაიარა ატომურმა ბომბმაო.

გაცოცხლდება მურტალო, მაგრამ წარსულში აცდენილი შვიდივე ტყვია მოხვდება და სიკვდილის პირას მყოფი ამასღა ამოილუღლუღებს, კუკარაჩა ჩემი #ლე ჩეიდევი ჩემი #ლეო.

გაცოცხლდება მურადა და ზურიკელას ეტყვის, ბიჭო ნუ შემე###იო, თუ რამის ტრაკი გქონდა შენ თვითონ გეთქვა მერისთვის რო გიყვარდა, თორემ მე მაგას შენი ხათრისგულობიზა ველაქუცებოდი, მიყვარდა არა ბუსკვერციო.

გაცოცხლდება მეფე ერეკლე და გაბრაზდება, თქვენთვის ტრაქტატიც ზედმეტია, რო მოგი###ნთ ნატოში ინტეგრაციის სურვილი და მისწრაფებაო.

გაცოცხლდება ლაშა-გიორგი და მიშა ეგრევე პერსონა ნონ გრატად გამოცხადებს კონკურენტები არა მჭირდებაო. აი ემ ზი ერთადერთ ჰოთ კაუკასიან მაჩო თელ კავკასიაშიო.

გაცოცხლდება ლაშას მამა მაგრამ სოციალური ქსელში მობინადრე ნძრეველების და შუტნიკების გარდა ვერავის გაახარებს.

გაცოცხლდებიან ცნობილი კანონიერი ქურდები ჩაი და ყავა, მაგრამ სპრავედლივი ხელი მოხვდებათ და გააჩერებენ.

საფლავები გაიხსნება და წამოდგება ყველა დანარჩენი მიცვალებული, რაზედაც იეღოვას მთავარი მოწმე დანარჩენ მოწმეებს მიმართავს: შოუს გახსნილად ვაცხადებ და შოუ მასთ გოუ ონ და სთეი თუნდო!!!

მოკლედ ფრენდებო დაყარეთ მაუსები გადაეხვიეთ ერთმანეთს შერიგების ნიშნად და დაველოდოთ 29 სექტემბერს და ერთად გავბრწყინდეთ.

Friday, September 7, 2012

ქართული მითოლოგიის გმირები და არტეფაქტები (განმარტებანი)

ჩემო მეგობრებო მინდა გაგახაროთ რომ მასალის კვლევისას ერთ მოულოდნელ და სასიამოვნო ფაქტს წავაწყდი. აღმოვაჩინე რომ ქართულ მითოლოგიაში ყველაზე საპატიო ადგილი თავისუფალი სიყვარულის ქურუმებს და თავისუფალ სიყვარულს უკავია, იმ თავისუფალ სიყვარულს მშობლიურ ენაზე რომ ერთი ლაღი და მარტივი სიტყვით გამოითქმის - ტ#ნაური. მოკლედ, შესავალი სიტყვით ბევრს არ მოგაწყენთ მივყვეთ თანმიმდევრულად:
1. ბოზი - თავისუფალი სიყვარულის ქურუმი ქალი.
2. ბოზანდარა - (ქვე კატეგორია), დამწყები ბოზი, არამდგრადი და მერყევი ხასიათით.
3. ბოზი მამიდა - ქართველი მამაკაცის შეურაცხყოფის სიმბოლო. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა რატომ არა ბოზი დედა, ან ბოზი დეიდა ან ბოზი ბიცოლა? აქ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომენტია. დედა წმიდათაწმიდაა, "დეიდას დედის სუნი ასდისო" და დედის სიწმინდე იფარავს, ბიცოლა ვის რაში აინტერესებს და რჩება მამიდა. თქვენ ალბათ იცით რომ "კარგ კაცს ცოლი არ გაუბოზდება" და მინდა გითხრათ რომ არა მარტო ცოლი, არამედ დაც. აქედან გამომდინარე მოსაუბრე პირის მიმართ ნათქვამი "ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს" მიანიშნებს იმას, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი თავის სიმაღლეზე ვერა დგას ოჯახში.
4. #ლის გიჟი - ბოზობის მსურველი, რომელიც საქმეს პროფესიულზე მეტად ემოციურად უდგება.
5. გიჟმუ#ელა - იგივე #ლის გიჟი ოღონდ უფრო ლაღი და მსუბუქი ხასიათით.
6. ათას #ყლეზე გადამხტარი - სხვა სოციალურ წრეში გადასული პროფესიაშეცვლილი მაღალი კვალიფიკაციის ბოზი, რომელიც ცდილობს წარსულის დავიწყებას, მაგრამ სხვები არ აძლევენ ამის საშუალებას.
7. ნიკალაევსკი ბოზი - პოსტკლიმაქსური ასაკის ბოზი, რომელიც ყველას ახსოვს.
8. ბოზი კურდღელი - ცანცარა, არადასტოინი, არასანდო ბოზი.
9. ტრასის ბოზი - თავისუფალი სიყვარულის ქურუმი ქალი (დაბალი კატეგორიის)
10. სოფლის ბოზი - სექსის ინსტრუქტორი პროვინციაში, პროვინციელ ყმაწვილთა დავაჟკაცების ოსტატი; განაწყენებულ/დაუკმაყოფილებელ ქმართა შემწე და ნუგეში.
11. ორღობის ტურფა - სითბოსა და სიყვარულის მაძიებელი ადვილადხელმისაწვდომი ლამაზმანი, ბოზანდარობის კანდიდატი.
12. არღნის ჩიტი - ქვემსუბუქი ყოფაქცევის ჭკუათხელი ყმაწვილი ქალი.
13. ავლაბრის ტურფა - ახალგაზრდა ქალი სასაცილო/ვულგარული აუტფიტით, მიდრეკილი თავისუფალი სიყვარულისკენ.
14. ნატაშა - ეგზოტიკური სექსის ქალღმერთი კავკასიურ მითოლოგიაში.
15. კატების ნათრევი - დისკვალიფიცირებული ბოზი.
16. ის თამრო - იძულებით გაბოზებულ ქალთა მფარველი ღვთაება.
17. #ლექალა - ძალზედ ცუდი გოგო. (თუმცა ცალსახად ვერ მივაკუთვნებთ ამ კასტას)
18. სტიუარდესა ჟანა - მოგზაურთა ღვთაება, ექსტრემალური სიყვარულის ქალღმერთი.
19. კურო - გათხოვილ ქალთა ფარული სასიყვარულო კავშირების მფარველი ღვთაება.
20. ჟეშტის ბოზი - ძალზედ ხარბი, მერკანტილური აზროვნების ქალი.
21. ბაბროვკა - მითიური აფროდიზიაკი.

ნიშანდობლივია ისიც რომ ქართულ მითოლოგიაში მრავლად წააწყდებით ფალოსის კულტის სხვადასხვა სახეობებს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე რომ მითიურ საქართველოში თავისუფალი სიყვარული ყვაოდა:
ფალოსის კულტის ინკარნაციები:
საოხრე
სალამური
შიბლა-კოკორა
შვიშტი-კოლა
შაშა-კოლა
შიბლა-ყოყო
შამბალა
ბალაყანა
დიშლა
პასპორტი
შიშტა-ხოხილა
მუნჯი ნიკოსი

აქვე უნდა აღვნიშნო რომ კვლევისას წავაწყდი ერთ ძალზედ საყურადღებო ფაქტს, კერძოდ იმას რომ ქართველ კაცთათვის ღირსების მთავარი ორგანო არა მისი სასქესო ორგანოა, არამედ ტრაკი, რაც იმაზე მეტყველებს რომ როგორც არატრადიციულ სიყვარულს, ისე ჰომოფობიურ გამოვლინებებსაც ჰქონდა ადგილი:
1. ტრაკიანი კაცი - ითქმის ბევრისშემძლე უნარიან მამაკაცზე. და თავიანი რატომ არა, გაგიჩნდებათ კითხვა ხომ? იმიტომ რომ თავი გამოხატავს გონებას, ტრაკი კი ფიზიკურ ძალას, მოხერხებულობას და ღირსებას. აქედან გამომდინარე როცა ვამბობთ რომ ტრაკის გასაღები დაკარგა, იგულისმება ფიზიკური ძალის გამოცლა და მოხერხებულობის და ღირსების დაკარგვა. ზოგადად კი ტრაკის გასაღების დაკარგვა ნიშნავს ძლიერ სიმთვრალეს. ფრაზაც "აბა ხერხემალს თითი ჩააყოლე" მინიშნებაა, ღირსება ადგილზე გაქვს თუ არა.
2. საკუთარი ტრაკის ქეიფზედ მოსიარულე - ჯიუტი უდარდელი და იმპულსური ადამიანი, რომელიც გონებას ნაკლებად ატანს ძალას.
3. უტრაკო მეტრაკე იგივე უტრაკო გამტრაკებელი იგივე უტრაკო ატჩაინი - ტრაკიანობაზე პრეტენზიის მქონე კაცი, რომელსაც სურვილი კი აქვს, მაგრამ ხელშეწყობა, შნო და შესაბამისი პიარი არა.
4. გოთვერანი - იგივე პრო#ი - ანუ ძალზედ ცუდი ადამიანი. (ჰომოფობიური მიდგომა)
5. #ლებოროტა - მამაკაცი რომელიც საკუთარი სასქესო ორგანოთი ბოროტად სარგებლობს.
6. ბაირამ დუდუკი - ტრაკი ექსტრემალურ ვითარებაში.
7. "შიგ ხომ არ გაქვს?" - უკიდურესად ჰომოფობიური რიტორიკული კითხვა, რადგან ძირითადად მამაკაცები მიმრთავენ ერთმანეთს ამ კითხვით. თუმცა გვხდება მდედრობით სქესშიც, როგორც #ლექალიზმის დამახასიათებელი ნიშანი.
8. შე ჩემა - და აი მივადექით ერთ-ერთ ყველაზე რთულ სიტყვათა შეთანხმებას და ზოგადად ცნებას. ეს არის "შე ჩემისას" შემოკლებული ვერსია და კიდევ უფრო შემოკლებული ვერსია რამდენიმე მიმართვის: შე ჩემის მო##ნულოსი, შე ჩემისმო##ნულისშვილოსი, შე ჩემანატ##ავიშვილოსი და შე ჩემანალასი. ყველა შემთხვევაში ეს მიმართვა თავისთავად გულისხმობს იმას რომ მოსაუბრეები ანუ მთქმელი და მიმართვის ადრესატი ძალზედ ახლოურთიერთობაში არიან ერთმანეთთან ან ადრესატის მშობელთან. თუ შე ჩემისმო##ნულიშვილო გულისხმობს ერთჯერად კავშირს, შეჩემანა###ვიშვილო მრავალჯერად ხალგრძლივ კავშირზე მიუთითებს, რომელიც არცთუსახარბიელოდ დამთავრდა. რაც შეეხება "შე ჩემანალას" ეს უფრო მეგობრული და ღია ურთოერთობის მაჩვენებელია. არის შეჩემას კიდევ ერთი ვრცელი ვერსია შე ჩემის თვრამეტიანო, რომლის წარმოშობის ისტორიას ვერსად მივაგენი. ეს ალბათ ნიშნავს სასქესო ორგანოს ზომას ან სექსუალური აქტების რაოდენობას. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართვა "შეჩემა", როცა ერთი მამაკაცი მიმართავს მეორეს, გულისსიღრმეში ლატენტურ ჰომოსექსუალიზმზე მიანიშნებს.
9. "ჩემი #ლე ჩეიდევი ჩემი #ლე" - ცინხლადშობილი მხიარული შეძახილი, ასევე ფარულ ჰომოსექსუალიზმზე მიმნიშნებელი.

ეს რაც შეეხებოდა თავისუფალი სიყვარულის ქურუმებსა და სიმბოლოებს. გადავიდეთ შემდეგ კასტაზე, რომელსაც პირობითად დავარქვი "ცხოვრებისეული":
1. დაიკო - უმანკოებისა და უბიწობის ღვთაება ქართულ მითოლოგიაში.
2. კაი ბიჭის და - უსქესო ქალღმერთი.
3. #ლეთა ჯოგი - უპრინციპო და დაბალი ინტელექტის ადამიანთა ჯგუფი
4. #ლეთა ბელადი - ჯგუფის მოწინავე წევრი
5. ქიცი და ქიცმაცური - ყველაფერი არაფრიდან ყველაფრამდე.
6. კაცური კაცი - ქიცისა და ქიცმაცურის მცოდნე ადამიანი.
7. ძველი ბიჭი - ვიწრო პროფილის ქიცისა და ქიცმაცურის მცოდნე ადამიანი.
8. ჯიგარი - ფრიად გულისხმიერი და პონტის გამსწორებელი ადამიანი.
9. #ლეფანდურა - გამო#ლეებულისა და ტაშფანდურა კაცის ერთგვარი სინთეზი. და აქვე გამო#ლევებული (აღმატებულ ხარისხში გამო#ლეებული) - არაადეკვატური საქციელის მქონე მოდებილო მამაკაცი, იგივე სირბანჯო.
10. ტაშკუილა იგივე ქარიტყანია - ფუყე, მჩატე აზროვნების ხალისიანი და უსარგებლო ენთუზიაზმით სავსე ადამიანი.
11. ტრულაილა - უყაირათობის მფარველი ღვთაება.
12. კურკლიწონია - ყაირათიანობის მფარველი ღვთაება, ტრულაილას ანტაგონისტური ძალა.
13. სულიკო - მითიური სატრფო, რომლის დაკრძალვის ადგილი უცნობია.
14. ალხანა და ჩალხანა - ტოლ-სწორობის მფარველი კერპები.
15. სიკო და ნიკო, კეკელა და მარო - შტეფსელი და ტარაპუნკას ქართული ვარიაციები, განუყრელი მეგობრობის სიმბოლოები.
16. დავითა - უიღბლობის ღვთაება
17. არისტოფანი - იუმორის დეფიციტის მქონეთა მფარველი ღვთაება.
18. ქორვაჭარი - არაკეთილსინდისიერი მოვაჭრე.
19. საქმოსანი - სხვისი რესურსების გამოყენების და მიტაცების ხარჯზე გამდიდრებული ადამიანი.
20. მომპარავი - ფართო პროფილის კაი ბიჭი.
21. შობელძაღლი/მამაძაღლი - უკეთური ადამიანი. თუმცა საუბარში მიმართვისას გამოიყენება დადებით კონტექსტში, როგორც სიყვარულით დატუქსვის მცდელობა. 22. ძუნწი კარაპეტა - ხელმომჭირნეთა კერპი
23. მოსე მწერალი - ფსევდოგანსწავლული გრაფომანიით შეპყრობილი ადამიანი.
24. გიჟპოეტა - მხიარული მელექსე
25. სონა მკითხავი - ყოვლისმცოდნე მდაბიო ქალბატონი
26. ყარამან ყანთელი - მითიური ძალის პატრონი, ყოვლისშემძლე ადამიანი.
27. დიმიტრი გელოვანი - ყოველგვარი ღირსებით შემკული ადამიანი, სასურველი სასიძოს სიმბოლო.
28. არსენა - გრაფ სენ ჟერმენის ერთ-ერთი ინკარნაცია.
29. შაშუ-ბეშა - ბინოკულარული მხედველობის მქონე ადამიანი.
30. ბაცი-კუკუ - მხედველობადაქვეითებული ადამიანი.
31. ვირის აბანო - სარეაბილიტაციო-გამოსასწორებელი ცენტრი.
32. გორსალა - ყოვლად უგვანი ხეპრე ადამიანი
33. წერას ატანილი - ბედისწერასთან შეთამამებული, უკიდურესად რისკიანი ადამიანი.
34. კანცელარიის ვირთხა - მუყაითი ადამიანი ინტრიგანული მიდრეკილებებით.
35. ტრაწიანი ხარი - მოუსვენარი, დაუდგრომელი ადამიანი.
36. ღლონტი - მითიური ღორების პატრონი, ღორების, რომლებისთვისაც გადაულახავი წინაღობა არ არსებობდა.
37. გუდიანი კაცი/კუდიანი ქალი - საბავშვო პატრული.
38. მკვდარი სული - უკიდურესად ზარმაცი, უენერგიო უემოციო დუნე ადამიანი.
39. #ვერებში მახათის ყრა - ფრიად უსარგებლო საქმიანობა მოცალეობის ჟამს.
40. თხის კოდვა -ყასიდი საქმიანობა, ერთი საქმის მეორეთი გადაფარვის მცდელობა. 41. ადამ კუკუ და დენიკინი - მითიური პერსონაჟები, რომელიც არავის ახსოვს როდის იყვნენ და რატო.
42. ფოსტის ცხენი - ექსპლუატირებული ადამიანი, შეუსვენებლად მომუშავე.
43. შავლეგო - ადგილობრივი მკვიდრი, მკვეთრად განსაზღვრული ეროვნული ნიშან-თვისებებით, კონსერვატორი და ტრადიციონალისტი.
44. ოქროს სარაია - ედემის ბაღის მატერიალური ვერსია
45. ბაბუაჩემის დუქანი - იაფი და იორღა გასართობი ადგილი.
46. უნიფხვო - უკიდურესად გაღლეტილი არაფრისმქონე უუნარო ადამიანი.
47. ყველის ვაჭარი - ვაჭართა შორის ყველაზე მხიარული და გულღია. მარკეტინგისა და მომსახურების ეტიკეტის კარგი მცოდნე.
48. ღორის ტილი - გაზულუქებულ-გაყოყოჩებული გლახაკი.
49. მამალი ბუზი - ამპარტავანი ადამიანების ინსექტ ნონ გრატა.
50. ###ნერის ბუზი - მზაკვრულ ჩანაფიქრებში გატრუნული ადამიანი.
51. მოხელე-ნაჩალნიკი/მოხელე-ჩიქვანი - გარკვეული პოზიციისა და სტატუსის მქონე ადამიანი.
52. მოუ##ვნელი პატარძლის ღიმილი - განწყობა რომელიც ერთდროულად გამოხატავს "ხო ამცდა"-ს ფარულ სიხარულს (შთაგონებული "როგორც პატარძალს არ ასცდებაო"-სგან) და იმედგაცრუებას (რო უნდოდა?!)
53. დიპლიპიტო
ტიკი ტომარა
კუს ფეხი
მეცამეტე გოჭი
წითელი კოჭი
არამკითხე მოამბე
მშვიდობის მტრედი - X ადამიანები, რომლებიც მაშინ ჩნდებიან, როცა არავინ ელის და არც არავის აინტერესებს.
54. ყვავი ჩხიკვის მამიდა - შორეული ნათესავი, რომელიც მხოლოდ მაშინ გახსენდება როცა შენს პირად სივრცეში იჭრება.
55. ჯიბიდან გავარდნილი, ეშმაკის ქუსლის მკვნეტელი, ჯიბიდან მსროლელი, ღვთისპირისგან გავარდნილი - დაცემულ ანგელოზთა დასი.
56. სიტყვისთვის ჯიბეში ხელის არჩამყოფი - ზეპირადმოუბარი, სხარტი გონების პატრონი.
57. დედის წინ მორბენალი კვიცი - თავკერძა ბავშვი.
58. ჩაქცეული ოჯახი - ჩაქცეული ანუ სიმდიდრისგან ჩაზნექილი ოჯახი, მძახალთა ოცნების მწვერვალი.
59. ფული ბოზებს შეაჭამა - იტყვიან ხელგაშლილ და გართობის მოყვარულ გაბანკროტებულ მამაკაცზე.
60. ნინიას ბაღი / შიოს მარანი - გულუხვი კაცის მუდმივად მსხმოიარე ჯადოსნური ბაღი და ულევი მარანი, ქართველი კაცის მწვანე ოცნება.
61. შარაშკინა კანტორა - უსაქმური და არაპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული დაწესებულება.
62. ნუცას სკოლა - სასწავლო დაწესებულება, სადაც იზრდებიან და ფრთიანდებიან შარაშკინა კანტორის მომავალი კადრები.
63. გვარში გასათხოვრ-გაუთხოვრები - მარადქალწულთა დასი.
64. ცალ-ცალკალოშიანი - ქალაქში ბედის საძებნელად ჩამოსული პროვინციელი, ტიპიური მედროვე და იღბლიანი.
65. გოდრით ჩამოთრეული - ქალაქს ვერმორგებული პროვინციელი.
66. წვენების დირექტორი, ინტურისტების მთავარი მომმარაგებელი. ცეხის უფროსი, ტრესტის მმართველი, ციცინათელას დირექტორი, პურკომბინატის დირექტორი, საკონსერვო ქარხნის დირექტორი, ცეკავშირის მთავარი ეკონომისტი , ჩაის ფაბრიკის დირექტორი - ყოფილი ზეპურნი ამა ქვეყნისანი, გასულის საუკუნის უმდიდრესთა კასტა.
67. ბობოლა - დიდი თანამდებობის ტანსრული და უცხვირპირო კაცი.
68. ბუს კვერცხები/იხვის ტოლმა - ძნელად საშოვარი დელიკატესი, ერთგვარი ეგზოტიკური კერძები.
69. თაყა - კოლმეურნეობის თავმჯდომარე, დიდი ადგილმამულების პატრონი, ხარბი და უსამართლო კაცი.
70. მოტორიანი თხა - მეოცე საუკუნის ოხუნჯ ბავშვთა საყვარელი გამოთქმა.
71. #ლეზე ბანტი! - უდარდელობის გამომხატველი შეძახილი, "აი დარდის" მხატვრულ-კრეატიული ვერსია.
72. ზახრუმა! - ადამიანის განსაცდელში ჩაგდების ღია სურვილის გამომხატველი შეძახილი.
73. შავი ხელი - გასული საუკუნის ქართული ჰორორ ჟანრის ეპიკური გმირი.
74. სამალიოტის მაჩვი - წარმოსახვითი მაჩვი რომელიც სამალიოტს გაყვა და დაიკარგა.
75. მამა აბრაამის ბატკანი - უდანაშაულო მსხვერპლი, ქართულ მეტყველებაში მიიღო უარყოფითი დატვირთვა და ნიშნავს ფარისეველ აფერისტ ადამიანს.
76. ბებერი ხარი - ვა ბანკზე წასული მამაკაცი.
77. ობლის კვერი - გვიანი და ძნელად მიღწეული წარმატება.
78. მწყრები ყავს - ადამიანი მსუბუქი მენტალური დისორდერით.
79. ცხრა ნომერი - საზომი ერთეულის ზედა ზღვარი ძველ დროში. აქედან გამომდინარეობს შემდეგი ტერმინები: ცხრა ნომერი კალოში, თოხი, გლეხი, ქაჯი ანუ ყველაზე დიდი.
80. შენი შუბა დავხიე - "შენი დედა ვატირეს" კულტურული ფორმა.
81. როდინობის კვირა - მითიური კვირის დღე, რომელიც არასოდეს დგება
82. კარგები და კეთილები - კეთილშობილ ნათესავ-მეგობართა დასი.
83. კარგ ბედში ჩავარდნილი - სარფიანად გათხოვილი ქალი.
84. ბებიაშენისა - (ბებიაშენის არ გინდა?) იგივე "ბაბოი მტკლაც", იგივე ბებიამა - სასტიკი უარი. ქართველი ბებია ხომ ყველაზე კეთილი, ყველაზე კარგი და გულუხვია, ამიტომ ეს გადამისამართება სრულიად ლოღიკურია.
85.ორდიპლომიანი ტაქსისტი - ეროვნებით ქართველი ტაქსისტი.
86. ნოლშესტი თავის მატორზე - სატრანსპორტო საშუალება მითიურ საქართველოში. 87. "სად ერეკლე და სად ჩემი #ლე" - ხარისხის საზომი ერთეული.
88. დაცვის ბიჭები - ყველაფრის მცოდნე, ყველაფრის მხილველი და ყველაფრის გამგონე მითიური პერსონაჟები. როდესაც დაცვის ბიჭის ნათქვამს იშველიებენ საუბარში არგუმენტად, იქ უკვე კამათი უნდა მოკვდეს.
89. ბაზარ-ვაგზალი - უქმად საუბარი.
90. ნწუ - ცალყბა უარი
91. #ვერებიანი ქალი იგივე მამალი ქალი - მკვეთრად გამოხატული ანდროგენული ნიშან-თვისებების მატარებელი ქალი.
92. ქალაჩუნა - ფემინური მიდრეკილებების მქონე, სათუთი ბუნების მამაკაცი.
93. და ბოლოსთვის შემოვიტოვე ერთ-ერთი ყველაზე რთული და აუხსნელი ფართო მასშტაბური ცნება - დის პრო#ი, რომელიც კონტექსტში ძირითადად მოიხსენიება შემდეგი ფორმით "დის პრო#იანად", რაც ნიშნავს ყველაფერს, ყველანაირ აქსესუარს ანუ ყველაფრიანად, ოლ ინკლუზივ. მნიშვნელობა იმას ენიჭება როდის და რა ვითარებაში ითქმის. აი მაგალითად როცა ამბობენ ხინკალი დაიყარა თავის დისპრო#იანად. დის პრო#ში იგულისხმება ყველაფერი ის რაც შეიძლება ხინკალს მიაყოლო. და რატომ მაინცდამაინც პრო#ი გაუგებარია და უფრო მეტად გაუგებარია რატომ მაინცდამაინც დის. თუმცა სულ მცირე საფუძველი არსებობს იმისათვის რომ ვიფიქროთ შეიძლება ეს ცნება მოდიოდეს მთაში არსებული სტუმარ-მასპინძლობის წეს-ჩვეულებიდან, როცა სტუმრის გამოცდის ან პატივისცემის პიკი იყო მისთვის ოჯახის წევრის გვერდით მიწოლა ანუ პატივისცემა ოლ ინკლუზივ.

Sunday, September 2, 2012

ეროვნული შიზოფრენია ანუ ვჩპუ!!!


თავი I

70 წელი "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით" ლოზუნგის ქვეშ ვიცხოვრეთ და ისე გაგვიჯდა ეს ჯოგური პრინციპის ლოზუნგები და მესიის მანტიით შემოსილი ჯოგის ბელადების მოთხოვნილება და მორჩილება სულში, რომ როგორც კი ქართველს თავისუფალ აზროვნებას ახვევენ თავზე და ჯოგის კი არა საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აგრძნობინებენ თავს, ეგრევე პანიკა იპყრობს და სასწრაფოდ იწყებს ახალი მესიის ძებნას. ეს გარკვეულწილად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების თავიდან აცილების ინსტიქტიცაა. ბოლოში ადვილია თითის გაშვერა იმან შეგვაცდინაო, ჩვენ რა შუაში ვართო. მოკლედ ქრონიკულად არ გვიმართლებს, არადა როდის იყო ხიდან ნაყოფი შორს ვარდებოდა, რაც ჯოგი ის ბელადი, რაც ბელადი ის ჯოგი, მოჯადოებული წრეა და ვერაფრით გავარღვიეთ. ვერც გავარღვევთ, სანამ თითოეული ჩვენგანი ჩვენ წილ პასუხიმგებლობას არ ავიღებთ ქვეყნის თუ თითოეული მოქალაქის წინაშე. სანამ არ მივხვდებით რომ ქამუშაძის კომპლექსით ვცხოვრობთ და ვერც წარსულს დაიბრუნებ და ვერც ნათელ მომავალს ვერ შეგიქმნის ვერავინ თუ შენ გულხედაკრეფილი იჯექი ერთ მშვენიერ დღესაც "ივერიის გაბრწყინების" იმედად. მთავარია ხელი და ტვინი არ გაგვანძრევინოს ვინმემ და ყველანაირ უტიპიურ იდეას ჩავყვებით სამარემდე. ყველანაირ ბოდვას და მონაჩმახს დავიჯერებთ. ამიტომაც გვაქვს ამდენი სულელური ტერმინები "ერის სულიერი მამები", "ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოები" "ღვთის რჩეული ერი", "ბრძენი ერი" და ა.შ. არადა არავის მოსდის თავში აზრად საკუთარ თავს დაუსვას კითხვა რითია ღვთის წინაშე რჩეული. სულს ეროვნება აქვს? თუ ჩვენს დნმ გამჭვირვალეა ან შარავანდედი ადგას?!

ჩვენი მთავარი უბედურება ისაა, რომ პრიორიტეტები არეული გვაქვს ტვინში: 1. მართლმადიდებელი, 2. ქართველი, თუმცა ეს ორი უკვე ავტომატურად გულისმხობს ერთმანეთს. 3. სქესი. 4. სოციალური ფონი. 5 და ბოლოს ადამიანი და მისი უფლებები. აი ამ ბოლო პუნქტში ძალიან დიდი დომხალი გვაქვს, იმიტომ რომ აქაც კი პირველი და მეორე პუნქტის ვიწრო პრიზმიდან ვიჭყიტებით.

აქედან გამომდინარე თუ რამეს ვაპროტესტებთ და თუ რამე ერთ მუშტად გვკრავს, რწმენის და ქართველობის დაკარგვის შიშია. არადა ეს ორად ორი რაღაცაა რაც ნამდვილად არ იკარგება და თუ იკარგება ესეც იმაზე მეტყველებს რომ არც ერთი გქონია და არც მეორე. დანარჩენს რაც შეეხება ჩირგვში ვზივართ და იქიდან ვადევნებთ თვალყურს მოვლენებს და ყველაფერს ისევ სხვა ვაბრალებთ ან მორჩილად ვიტანთ იმ იმედით რომ ახალი მესია მოვა და ის გვიშველის, ის გაგვამდიდრებს, ის გვაჭმევს პურს. ჩვენმა პოტენციურმა მესიამ კი კარგად გათვალა ქართველის მუქთახორული ბუნება და წლების მანძილზე მუქთა ლუკმით კვება ნაცარქექიები და თან თავის დროს ელოდა, ვალსაც ხო დაბრუნება უნდა. თურმე უფროს შორს მიმავალი გეგმები ჰქონია ვიდრე უბრალოდ ალტრუისტი ოქროს თევზობაა. ქართველს ხო ის ურჩევნის, როცა შია, თევზი აჩუქონ და არა ანკესი. ჩვენი მესია კიდევ უფრო მეტად მოერგო გულებს იმიტომ რომ საკუთარ კოალიციაშიც ისე დაალაგა პრიორიტეტები როგორც ჩვენს ტვინებშია გენეტიკურად დალაგებული.

თან კარგად გვახსოვს 90-იანი წლების სიმწარე და დავიჯერეთ რომ ჩვენ დამოუკიდებლად არსებობა არ შეგვიძლია და თურმე რა კარგი იყო საბჭოთა კავშირი. "ქართველი რომ ყველგან ქართველობდა"-ზე მეტად ალბათ იმას მივტირით რომ მაშინ არ იყო სოციალური უფსკრულები, მაშინ ყველა თანასწორი იყო (ვითომ). "ჩემზე მეტი რითიას" ბოღმა ხო ჩვენში ძალიან ღრმადაა გამჯდარი. ჰოდა ეს ჩვენი მესიაც ამ ფაქიზ სიმებს შეეხო. ისე ვიცხოვრებთ როგორც საბჭოთა კავშირის დროსო. აი იმ დროს რაა, კაცმა რომ კაცობა იცოდა, ქალმა რომ თავისი ადგილი, ქურდი რო ქურდობდა, კაი ბიჭი რომ კაი ბიჭობდა და რაღაცეები რო გრეხი იყო და რაღაცეები კაიბიჭური.

როგორ გაამართლებს იმ ქვეყანაში რეფორმები სადაც ჯერ ისევ კაიბიჭური მენტალიტეტია, სადაც ვერ გაუგიათ რომ გენდერული თანასწორობა კაცის დაჩმორებას კი არ ნიშნავს, არამედ იმას რომ არსებობს ადამიანის უფლებები, რომელიც არის ხელშეუხებელი და რომელიც არ ანსხვავებს კაცს და ქალს. და კაცი რომ ქალს ეხმარება საქმეში თუ პირიქით ეს გენდერული ბალანსის რღვევა კი არა ელემენტარული შეგნება, კულტურა და ბოლოს კეთილი ნება.

როგორ გაამართლებს იმ ქვეყანაში რეფორმები, სადაც ახალგაზრდა თაობა აპროტესტებს არა სოციალურ პრობლემებს არამედ მაგალითად სინოდის გადაწყვეტილებებზე ზეწოლას.

და რომ მზად არიან სხვისი სისხლიც კი დაღვარონ რწმენის დასაცავად. აბა რა დროს სინგაპურია მიშა? წადი რაა, ვის რაში სჭირდება შენი ტურიზმი, ბოზებით და პიდარასტებით და ზანგებით გინდა აავსო ხოო ქვეყანა და გადაგვაჯიშო, სხვის მსახურებად დაგვაყენო. ან ვის რაში უნდა შენი იუსტიციის სახლები და ერთი ფანჯრის პრინციპი და მაქსიმუმ ნახევარ საათში გაკეთებული ყველა საქმე, ის არ ჯობდა ბიუროკრატია რო ყვაოდა? აი მაგალითად მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი? ელემენტარული ცნობის ასაღებად "წითელი თუმნიანი" და და ერთი კვირის საქმეს მოგიგვარებენ სამ დღეში! ყაზახეთი ხო სამოთხეა ამ მხრივ. ჩვენც ხო ვიყავით მაგათ რიგებში? რას ტრიპაჩობდი. ან ის რათ გინდა პოლიცია რომ კრიშავდა ყველაფერს ქვეყანაში, დაჟე მანქანის სარკეების მოპარვასაც კი. ეხლა პატრონი აღარ ყავს არაფერს. საქმის გარჩევა რომ გინდოდეს კაცს ვერ ნახავ დოსტუპი რო ქონდეს ამაზე.

ან რას დაამსგავზე ქალაქები. ქათქათა ბათუმს რა უქენი შე უჯიშო? ბათუმი ხო თავისი სიქათქათით იყო განთქმული. ან ეს ხონთქრის სასახლე რამ აგაშენებიან იმ მიყრუებულ ალაგას. მანდაც საბოზეთი გინდა მოიწყო ალბათ. სიღნაღში აგერ კრამიტი ჩამოვარდნილა, რას ერჩოდი აზბესტის სახურავებს.

პლეხანოვს რო ვუყურებ ხო გული მიკვდება. როგორ გამოავლე საწყალ ხალხ პირში ჩალა და არ გაურემონტე სადარბაზოები, ამას არასოდეს გაპატიებ.

მამათი მენატრება მეე და პეტრიაშვილის აჩრდილი არ მაძლევს მოსვენებას ყოველ ღამე. ვერ ივარგე ბელადად, ვერ ხარ ჭეშმარიტი მამულიშვილი ეკლესიების დამაქცევარო. ნუ მოკლედ ვინც მე შენისტად შემრაცხოს, „ვინც არ არის დამალული არაა ჩემი ბრალი არაა“. პროშტა დაუნახაობაშ ვერ ვიტან და ქრონიკულ უმადურობაშ. ბევრი სლეობებიც გაქვს გაკეთებული, მაგრამ ღმერთო შენ დაგვიფარე ყველა იმ პოლიტიკური მიცვალებულისგან და დაბოღმილი რევანშისტისგან თუ ფაშისტისგან ქართულმა ოცნებამ, უი სორი რუსულმა ოცნებამ რომ წამოაგდო საფლავებიდან.



თავი II

ვისი მრევლი ხარ? ამ ბოლო დროს ერთ-ერთი ხშირად დასმული კითხვაა და ყველგან ისმის სადაც არ უნდა იყო ლხინში თუ ჭირში, სვეცკურ ტუსოვკაზე თუ ყანაში, სკოლაში თუ უნივერსიტეტში. პასუხები სხვადასხვაგვარია: მამა აკაკისი, ილიასი, პეტრესი, პავლესი, ტრიფონისი და ა.შ მერე ამას მოყვება შემდეგი კითხები უი მართლა? როგორი მამაოა? მკაცრია? რბილია? მეც მაგის მრევლი ვიყავი და მერე კურთხევა ავიღე და სხვაგან გადავედი. მიზეზი აქაც სხვადასხვაგვარია, „მკაცრი იყო ძაან“, „სხვაგან გადავედი საცხოვრებლად და შეცვლა მომიწია“ „ჩემი ქმარს სხვა მამაო ყავს და ვარჩიეთ რომ ერთი გვყოლოდა“ და ა.შ. ამ ბოლო დროს კიდე ერთი ახალი მრევლური მოდა დამკვიდრდა რომელსაც რუსული წესჩვეულების გარდა საერთო არაფერი აქვს ქრისტიანობასთან. ხატების გადაბრძანება-გადმობრძანება კარიდან კარზე და მერე მისვლა-მოსვლა ოჯახიდან ოჯახში. როგორც ჩანს ამან დამატებითი სიხალისე შეიტანა მრევლურ-ეკლესიურ ცხოვრებაში.

-რისი ხატი უნდა მოაბრძანოთ? პასუხები აქაც უამრავია და რაღაც მისტიურ- გროტესკული: ოჯახის ხატი, ბარაქის ხატი, უშვილობის ხატი. ლოთობისა და ნარკომანების განმკურნებელი ხატი. მსწრაფლშემასმენელი ხატი, ოჯახიდან უგზოუკვლოდ დაკარგულთა მფარველი ხატი. მოკლედ დასკვნა ერთია ამ ყველა ხატს აქვს ავგაროზის დანიშნულება. მაგია მეტი რაღაა დალოცვილნო? ან ვინ გაუნაწილა ეს ფუნქციები წმინდანებს, რომ ღვთისმშობლის ერთი ხატი კურნავს უშვილობას, მეორეს ხატს ბარაქა შემოაქვს ოჯახში, მესამე განსაკუთრებულად მსწრაფლშემასმენელია, მეოთხე დავრდომილთა მკურნალი, მეხუთე გვარის მფარველი და ა.შ. განა რამდენი ღვთისმშობელია? ყველა პრობლემა ცალკე ჩარჩოს მოითხოვს და დიზაინს?

სად და როდის თქვა ქრისტემ მე რო აღარ ვიქნები ცალკე კასტა შექმენით მართლმადიდებლებმა, ცალკე განუდექით დანარჩენ სამყაროს და დანარჩენი სამყარო კიდე მტრად შერაცხეთო, სანახაობრივი ფორმა მიეცით რწმენას და ლოცვას და ჩემი მოძღვრება რიტიუალებად აქციეთო. ვინ დაუწესა სეართოდ რწმენას ლიმიტები, საზღვრები, ფორმა, ზომა, წონა, ფუნქცია და თანამდებობები? და რაა? სწამთ არა იმიტომ რომ სწამთ, არამედ იმიტომ რომ „ითხოვონ და მიეცეთ“ გინდა აქ დედამიწაზე და გინდა იქ უფრო ხანგრძლივი პერსპექტივით. და აი ეს „ითხოვონ და მიეცეთ“ არის ეკლესიებს რო ავსებს, აშენებს ყველა ფეხის ნაბიჯზე, ხატებს რო დაარბენინებს ოჯხიდან ოჯახში, ძვირფას საჩუქრებს იჩუქნება და ხატებს ოქროს სამკაულებს კიდებს.

თუმცა რწმენის სათავეების ძიება კი არა, სხვა რამე მინდოდა მეთქვა და გადავუხვიე.

ვისი მრევლი ხარ? - აი ამ უბრალო კითხვამ მიიღო სულ სხვა ფორმა და ამ ფორმამ კიდე მიიღო რაღაც ახალი სოციალური კასტის ფორმა. მოკლედ „მრევლი“ ჩამოყალიბდა როგორც ახალი სოციალური კასტა, რომლისთვისაც „გიყვარდეს მოყვასი შენი“ არის როგორც ერთი უბრალო ფორმულა მათემატიკის ან ფიზიკის წიგნიდან, სავალდებულო რო იყო ერთ დროს მისი წაკითხვა და მერე არც არავის ახსენდება. ამ კასტის ჩამოყალიბების ფესვები კიდე 90-იანი წლების საქართველოში უნდა ვეძებოთ. ხო გაგიგიათ ხშირად, დენი არ იყო გაზი არ იყო პური არ იყო, მაგრამ ერთმანეთის სითბო იყო სიყვარული და ჯიგარი. აი მთავარი მიზეზი. სოციუმში ყოფნის სურვილი და ათქვეფა. რა უნდა ქნას ერთმა ჩვეულებრივმა ობივატელმა, რომელსაც აქვს ხალხში ყოფნის სურვილი, სად და როგორ მოახერსო საკუთარი თავისა და ყოფითი წვრილამანების გაზიარება? სად დაიხარჯოს? „ისეთი დრო მოვიდა გენაცვალე, ნათესავთან ვერ მიხვალ წინასწარ თუ არ დაურეკე “ მეგობრები ან არ ყავთ ან ყველას თავის ოჯახი აქვს და „პრაზნიკებში“ თუ შეეხმიანებიან ერთმანეთს. თან ესეც არ იყოს ერში ყველას სხვადასხვა სოციალური სტატუსი აქვს და „მრევლი“ კი ყველას ათანაბრებს და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად დაცულად და სხვაზე ნაკლებად არ გრძნობ თავს. მერე საერთო საქმე ჩნდება: იქ მტრის ხატის ძიება სხვადასხვა ჯურისა და ორიენტაციის ადამიანებში და ერთად დარაზმვა. ერთ მუშტად შეკრული და სხვისი ძალის იმედად მყოფი ხო კიდე უფრო ძლიერად და „რამედ“ გრძნობს თავს. აქეთ რაღაც არარსებული მოძალადეების წინააღმდეგ ბრძოლა, რწმენას და გვარიშვილობას რო ართმევენ. მერე საეკლესიო დღესასწაულებზე და მამაოს დაბადების დღეზე საერთო ფუსფუსი, რაც კიდე უფრო აახლოებს მათ ერთმანეთთან და კიდევ უფრო იმ დროს აგონებთ როცა ერთად ისხდნენ კორპუსის წინ ერთ შეშის ღუმელზე შემომდგარი ჩაიდანის ირგვლივ და იქაც მტრის ხატზე მოსთქვამდნენ. ოღონდ გაცილებით რეალურ მტრის ხატზე. ერთად მოსალოცად წასვლები, ხატების ტარების დროს ოჯახიდან-ოჯახში გადასვლები და იქაც პატარ-პატარა სამყაროების შექმნები და ამ ყველაფრის დამაგვირგინებელი და შემკვრელი ყველა ფუნქციის მქონდე მამაოები. რომლებიც ნახევარღმერთად ყავთ შერაცხული. ქართველს კაცს ხო აქვს მოთხოვნილება რომ ყავდეს კერპი და თავი უქნიოს. ერში არც ერთმა არ გაამართლა საამისოდ. ჰოდა მარტივი გამოსავალი ნახეს. ლოკალური პატარ-პატარა კერპები. ამ სოც. კასტის განშტოებების მეთაურები, რომლების უმრავლეობის მიზანი ისაა რო გათიშოს და იბატონოს. ამ შემთხვევაში გათიშოს საღი აზრი, დამოუკიდებლა აზროვნების უნარი. ღმერთისგან შექმნას გუდიანი კაცი და მრევლისგან კიდე გუდიანი კაცის მოშიში ბავშვები, თვითონ კი იკისროს გუდიანი კაცით დამშინებელი დედის როლი, რო ბავშმა ზედმეტი კითხვებით არ დაღალოს. მარტივია არაა უთხრა და დააშინო კარგად მოიქეცი თორემ გუდიანი კაცი წაგიყვანს, ვიდრე ბავშვის კარგად თუ ცუდად მოქცევას ფსიქოლოგიური ხერხებით მიუდგე. იმიტომ რომ ესე უფრო მარტივია მორჩილებაში ამყოფო.

მოკლედ ყველა სურვილი დაკმაყოფილებულია. თავს გრძნობენ ბრბოს სრულუფლებიან წევრად და მამაოს სახით ყავთ მოძღვარ ფსიქოლოგ დამრიგებელ დამტუქსავ დამშინებელი მწყემსი და დედა, მამა და საბოლოო ჯამში კერპი, რომლის სიტყვაც კანონია, რომელიც ადამიანებზე მაღლა დგას და ქვემოდან შეჰყურებენ მავედრებელი თვალებით რომ ამათუიმ რაღაცაზე ნებართვა აიღონ ანუ მათ ენაზე კურთხევა მიიღონ. აქედან გამომდინარეობს ესეთი სტატუსებიც: მკაცრი მამაო, რბილი მამაო.

ჰოდა სულ ერთი მარტივი კითხვა მაქვს, თვითონ ის სად არის ის? თქვენ ხედავთ სადმე? მე ვერა.

მე მას იმ ათეისტში უფრო ვხედავ რომლის გაცემულ სიკეთეს თუ პატიებას საფუძვლად „გაეცი და მოგეცემა“, „მიუტევე რომ მოგიტევონ“ არ უდევს და იმიტომ კი არ „არ განიკითხავს რომ არ განიკითხონ“, უბრალოდ ეგეთი ბუნება აქვს და არც იმიტომ არ სჩადის ბოროტებას რომ დასჯის შიში აქვს და ჯოჯოხეთის კუპრში მოხარშვის.

სხვა დანარჩენი კიდე ერთ დიდ ეროვნულ გრამაფონშია.



თავი III

მეძინება და მშია.

მორალის კოეფიციენტის ტესტი ანუ MQ test

ხალხო ცოტა ხანში სამსახურში აყვანისას IQ-ს კოეფიციენტთან ერთად მოგვთხოვენ მორალურ კოეფიციენტს aka MQ. მოკლედ ხელთ ვიგდე MQ-ს კლასიკური ტესტის დრაფტი და მინდა თქვენც გაგაცნოთ. მართალია ტესტი ბოლომდე სრულყოფილი არაა, ეს მხოლოდ სამუშაო ვერსიაა და კიდე დაიხვეწება, მაგრამ წინასწარ მინდა აზრზე იყოთ. მოკლეთ დაიტესტეთ თავები.



ეთანხმებით თუ არა:

მძულს უგულო სიყვარული ხვევნა კოცნა მტლაშა-მტლუში?
1. კი
2. არა



ჩუკენობთ თუ არა?
1. კი
2. არა
3. ხანდახან



თვლით თუ არა რომ მისიონერუოლი პოზის გარდა, სხვა ყველაფერი არაბუნებრივია და ის რაც არაბუნებრივია ცოდვაში გვაგდებს?
1. კი
2. არა
3. ისე რაა



სწორად მიგაჩნიათ თუ არა ძველი ქართული სიბრძნე ავადმყოფი ლოგინში რო უნდა მოიდღნას?
1. კი
2. არა
3. რავი აბა ავადმყოფს გააჩნია



უნდა ეცვას თუ არა მაღალი თანამდებობის პირ ქალს ტანგა ტრუსიკი?
1. კი
2. არა
3. ტრაკს გააჩნია



როგორი უნდა იყოს გათხოვილი ქალის ჩაცმულობა სახლის გარეთ.
1. ისეთი რომ გამვლელი მამაკაცების და მძღოლების ყურადღება არ მიიქციოს.
2. კარგი
3. ისეთივე როგორც სახლში



მისაღებია თუ არა თქვენთვის ინიციატივა რომ დაწესდეს მკერდის მაქსიმალური ზომა - 3 საჯარო მოხელე ქალთათვის. უფრო დიდი ზომის შემთხვევაში კი დასჯერდეს დიასახლისის სტატუსს ან გაიკეთოს რედუქციული მამოპლასტიკა.
1. მისაღებია
2. არაა მისაღები
3. სამი ზომაც ბევრია



თვლით თუ არა რომ უნდა აიკრაძალოს სექსი ოთხშაბათს და პარასკეობით, განსაკუთრებით სიყვარულით.
1. კი
2. არა
3. თუ სიყვარულითაა კიი.



რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?
1. ტყუილს
2. ღალატს
3. ორივეს



უნდა ჰმორჩილებდეს თუ არა დიაცი კაცსა?
1. დიახ
2. არა
3. მხოლოდ საწოლში სექსუალური თამაშების დროს.



რას აკეთებთ როცა ერთ ლოყაში გირტყამენ?
1. მეორეს ვუშვერ და ვეუბნები „გიყვარდეს მტერი შენი“
2. მეც იგივე ლოყაში ვურტყამ და ვეუბნები „კბილი კბილის წილ“
3. არაფერს, ვდგები და მივდივარ.



ვის აძლევთ საპარლამენტი არჩევნებში ხმას?
1. ქრისტიან-დემოკრატებს
.2. ქრისტიან-დემოკრატებს
3. ქრისტიან-დემოკრატებს.



ვინ მიგაჩნიათ თანამედროვე ქართლის დედის პროტოტიპად?
1. მაგდა ანიკაშვილი
2. ფიქრია ჩიხრაძე
3. დოდო გუგეშაშვილი
4. დედა



დაალაგეთ თანმიმდევრობით:
1. სარწმუნოება მამული ენა
2. ენა სარწმუნოება მამული
3. მამული ენა სარწმუნოება
4. ენა მამული სარწმუნოება
5. მამული სარწმუნოება ენა



დავით გარეჯი ჩვენია?
1. ჩვენია
2. არაა ჩვენი
3. ჩვენია, მაგრამ ჩვენი არაა
4. ჩვენი არაა, მაგრამ ჩვენია



დედა უფრო მაგრა გიყვართ მამა თუ მამაო?
1. დედა
2. მამა
3. მამაო
3. სინოდი როგორც გადაწყვეტს



სადაა ჭეშმარიტება?
1. სადღაც აქ
2. ზნეობაში
3. სადღაც იქ
4. ჩვენს გულებში
5. სინოდი სადაც გადაწყვეტს



ლამაზ ტყუილში გირჩევნია ცხოვრება თუ ტყუილ სილამაზეში?
1. ბეუთე ეზ ბეუთე !!!
2. რაც კარგები ვართ ქართველები ვართ
3. მე თუ მჯერა ორივეში.



ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონთ, უნდა მავსდღნათ თუ არა იმათი დალაგებული?
1. უეჭველი
2. არავითარ შემთხვევაში
3. კიი ოღონდ მერე აღარ უნდა განვიკითხოთ.



ეთანხმებით თუ არა:

Убивать мать плохо!
1. დიახ
2. არა
3. ორივე მშობელზე ძალადობა ცუდია.



უნდა გაუქმდეს თუ არა 8 მარტი და დაწესდეს ქალთა საყოველთაო მორჩილების დღე, სახალხო ფერხთაბანვის რიტუალით.
1. უნდა გაუქმდეს.
2. არ უნდა გაუქმდეს.
3. არ გაუქმდეს, საჩუქრების ჩუქება არ იყოს სავალდებულო.
4. გაუქმდეს მაგრამ საჩუქრები და დასვენების დღე დარჩეს.



როგორ გგონიათ:

ვაი ჩვენს პატრონს?!
1. უჰუუ
2. ნწუ
3. ხეზ

Saturday, May 19, 2012

ტუტორიალი: როგორ გამოვიყვანოთ კლეოპატრასა და ფუფალას ჰიბრიდული ჯიში ქართულად ბალზაკ-პრეკლიმაქსურ ასაკში:

1. გადაწყვიტე რომ ორშაბათიდან უსიკვდილოდ უნდა დადგე დიეტაზე. ყველაფერი აღგაფრთოვანებს, რაც შენს ზედმეტ ძალისხმევას არ გამოიწვევს იქნება ეს ქატო, თუ სხვა მისტიური მეთოდები, რომლებიც არც ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს, არც ხელ-ფეხის ზედმეტ ქნევას. ჭამ რამდენსაც გინდა და მაინც ხდები. მერე რა რო შენთვის სიგამხდრე და კარგი ტანი ერთიდაიგივეა. არც ვარჯიში არ გჭირდება, არც კანის გამკვრივება, ცელულიტიც დაიფარება მტავარია გამხდარი იყო და დაე გეკიდოს ზედ ტანსაცმელი. 2. აი ვშიო რაა ვშიო გადაწყვიტე რომ აცეთე კაცი აი აცეთე კაცი არ ღირს ნერვიულობად და საეთოდ ვინჩ შენი ცრემლებიშ ღირშია იშ არაშოდეშ აგატირებშ, აცეთ ვარიანტში! და აი დადგა გონებაში მტკიცე გადაწყვეტიების დრო „უნდა გაფემეფატალდე“. ამისთვის გადავდივართ მესამე ეტაპზე. 3. გულმოდგინედ გაეცანი ჟურნალ ლედი-ს, ევას, ემას, იზაურას თუ კასანდრას ფსიქოლოგიურ რუბრიკებს, არც ერთი სტატია არ გამოტოვო, რომელიც რჩევებს გვაწვდის, როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული ცხრანახევარ კვირაში, როგორ გავხდეთ სექსბომბა, როგორ აღვძრათ სურვილი კაცში, ისე რომ იმნაირი არ ვეგონოთ თან. (ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია ჩვენ ქვეყანაში) ქიციც უნდა ვიცოდეთ ქიცმაცურიც მაგრამ თავის მოჩვენებაც ისე უნდა შეგვეძლოს ვოთომჩ არც ერთი ვიცით და არც მეორე. ან უშიყვარულოდ არ შეგიჯლიათ პროშტა რაა. აი მარტივი მაგალითი, როცა ღრმა დეკოლტეან სურათს დადებთ, დეკოლტედან ამომხტარი მკერდი სრულ მზადყოფნას უნდა გამოთქვამდეს შეხებაზე , მაგრამ ამ დროს მზერა?!!! ნურას უკაცრავად. მზერა უნდა ამბობდეს: „ჰაა მეთქეეე“. მზერის დამუღამებას და მიმართულებებს მერე გასწავლით. 4. როცა ჩათვლით რომ კაცის მონადირების ყველა ფორმულა კარგად ისწავლეთ, მიდით სარკესთან გაუღიმეთ თავს და იქედნურად წარმოთქვით შემდეგი ფრაზა „აქეთ მდიონ რაა“. ამის თქმის დროს ცოტა უკმაყოფილო სახე მიიღეთ, ცოტა დამცინავი და ცოტა იდუმალი, თქმის მომენტში ტუჩის ერთი კუთხე ოდნაც ზემოთ აქაჩეთ და თავი ოდნავ წინ და უკან გააკანტურეთ. 5. როცა საბოლოოდ დააჯერებთ თავს რომ „აქეთ სადევნობის“ მოქმედების დრო დადგა, გადაწყვიტეთ რომ შეტევა საუკეთესო თავდაცვაა და არც ერთ კაცს ნორმალური პასუხი არ გასცეთ, იყავით შემტევი. ძვირად გაიღიმეთ. დამცინავი და სარკასტული პასუხები ყველა და ყველაფერზე, მერე რა რო დებილური იუმორი გაქვთ, არ დაფრთხეთ, დასცინეთ კაცს ყველგან და ყოველთვის და ამით თქვენს იუმორის დეფიციტსაც დაფარავთ. თუ ვინმე სასიყვარულო კომენტებს დაგიტოვებთ ფოტოებზე ან კომპლიმენტებს, შემოიფარგლეთ მხოლოდ საპასუხო გული სმაილიკებით ან სიტყვებით „გენაცვალეეე“ - ეს ძაან მოდურია, თუ ოდნავ სიმპატიას გრძნობ დამკომენტარებლის მიმართ და თუ გკიდია მაშინ „მადლობა ვიცი“ ან დააიგნორე ვაბშე. ვინც მიზანში გყავთ ამოღებული რომ „აქეთ უნდა გდიონ“, იტრიალეთ სულ მის პროფილში, დაულაიქეთ ყველა სტატუსი, ფოტო. კომენტარები ძირითადად აქაც ქუუულ და სარკასტული ბევრი სმაილიკებით. არ შეარჩინო არც ერთი სიტყვა. როცა ხედავ რო ონლაინზეა, მაშინ დადე შენი ფოტოები, რაც შეიძლება სექსუალური, სადმე სვეცკი კლუბში თუ იქნები ან რამე ეგეთ სვეცკი პონტში უკეთესია, იფიქროს რო ადვილი შესანახი ქალი არ ხარ რიაა!!! მერე რა რომ ვაგზალზე ნაყიდი სამლარიანი ტრუსიკი გაცვია და ორიფლეიმის ჯორდანის სერია გგონია ძაააააააააან მაგარი. ჰოო რაღაცა აუცილებლად უნდა აიჩემო, აი მაგალითად ეს: „აუუუუ სტარბაქსი როდის შემოვაა რაა, რა დებილ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ შემიძლია რაა ყავის გარეშე!“ მერე რა რო სახლში მინუტკაში ადუღებ ყავას და ეგ გგონია „მე თურქული ყავა მიყვარშ და ყავიშ გარეშე ვერ ვფხიჟლდები“. 6. შიგადაშიგ აუცილებლად ასტატუსეთ სიბრძნეები განსაკუთრებით რუსულ ენაზე. სტატუსების ძირითადი თემა 21 საუკუნის ფასეულობები, გაითვალისწინეთ არავითარი რომანტიულ-სენტიმენტალური ფრთიანი ფრაზები, რა დროს ეგაა ღმერთო ჩემო, ჰადაჰაა ფემეფატალედ უნდა გცნონ. ჰოო კიდე სიფრთხილით მოეკიდეთ იმ სტატუსებს სადაც სექსის თემაა წამოჭრილი. თქვენ ხო ეს ესაა გაქუულდით ამიტომ გამოცდილება მაინცდამაინც დიდი არაა, და თან ამაზე ვულგარული და პროვინციული იუმორით საუბარს ხარ მიჩვეული დაქალებში და შეიძლება სექსზე მოღლიცინე კაცების სტატუსში ჩაფეილდე. ამიტომ აქაც ძირითადად ლოლიკ სმაილიკებით შემოიფარგლეთ. მაინცდამაინც ყველგან კი ნუ შეეტენებით ფასს დაკარგავთ თანაც. ხოო მართლა არ დაგავიწყდეთ იმატებთ ყველა კაცს ვინც კი დაფრენდებას გთხოვთ, უცნობები უფრო თამამნი და სიტყვაუხვნი არიან ფოტოების კომენტარებში, ამიტომ თქვენს „აქეთ რო უნდა გდიონ“ ობიექტებს დაანახებთ რომ წყვეტაა თქვენზე. მოკლედ როცა მიხვდებით რომ უკვე თქვენი ვირტ. ნიშა დაიკავეთ და გარკვეულ წრეებში გაპოპულარულდით, გადადით უკვე თქვენი სურათების გალერეის დახვეწაზე. ყველა კაბაში ცალ-ცალკე გადაიღეთ ფოტოები. შლაპები, მზის სათვალეები, არ აქვს მნიშვნელობა შენობაში ხარ თუ დივანზე წამოგორებული. მთავარია „მტაცებლური“ იმიჯი ყველა ფოტოზე. ჰოო დაქლინგ ფეისი დაივიწყეთ ეგ ძაან გოგოშკურია და ფემეფატალეს არავითარშემთხვევაში არ შეეფერება. აქ მთავარი ხაზია მზერა, გამოხედვ-ამოხედვა. 7. ეხლა ვამუღამებთ მზერას, როგორც ზემოთ შეგპირდით. მოკლედ დავიწყეთ: აი ჩათვალეთ რომ რაღაცას იხსენებთ, ამ დროს ხო გაქვთ ოდნავ მოჭუტული თვალები. ვოტ! სტოპ! აქ გააჩერე, ეს მზერა გაყინე! და შინაგანად წარმოთქვი ფრაზა ვითომ გაბრაზებულმა თან ღიმილით: „დე-გე-ნე-რა-ტე ეეეგ“ ეს ემოცია ამ მზერას დამატებით მუხტს აძლევს. ამ დროს თვალის კაკლები ოდნავ ზემოთ იწევა და მზერა ხდება „სმოუქი აიზ“ ეს კიდე როგორც მოგეხსენებათ ძალიან სექსუალურიადა თან ამავე დროს გამოხატავს თავდაჯერებულობას. მზერა მეორე: წარმოიდგინეთ რო ხართ შავი ავაზა და მსხვერპლს ეს-ესაა უნდა დაესხათ თავს. ეს პოზა აუცილელად ანფასში უნდა იყოს, ოდნავ თავდახრილი და რაც შეიძლება ქვემოდან ამოიხედეთ მარტო თვალებით. ბრრრრრ დაიმახსოვრეთ ამ დროს ყველა კაცს ერთი სურვილი უტრიალებს თავში „ნეტა მე დამესხას თავს რაა“. ოღონდ იცოდეს ამ სურათის ქვეშ რა კომენტებიც არ უნდა დაიდოს ყველა დააიგნორეთ. ესეა საჭირო და მორჩა. მზერა მესამე: გავკეკლუცდეთ ცოტა, ძნელად დასაპყრობიდან გადავიდეთ ერთი ხელისგაწვდენა და მოწყვეტა რო ჭირდება ისეთ ქალის პოზაზე. მოკლედ კაცი უნდა დაიბნეს, ხო გესმით?! ამისთვის დიდი არაფერი გჭირდებათ. უბრალოდ მიეყრდენით კედელს ტრაკით. წელი გამოზნიქეთ, ხელები კისრის ქვეშ ამოიდეთ, თავი უკან გადაწიეთ და ისიც მიაყრდენით კედელს, ოდნავ გვერდით გადაწეული, თვალები დახუჭეთ და გაიღიმეთ ოდნავ. უნდა გეტყობოდეთ რომ რაღაც ნეტარ წუთებს იგონებთ და ამით აძლევთ შანსს სხვებსაც რომ შეიძლება ამ ნეტარი წუთების თანამოზიარენი გახდნენ. ამ სურათის კომენტარებს უპასუხეთ თავაზიანად და კეკლუცად. მზერა მეოთხე: ქალი დედოფალი, დადექით პროფილში, თვალები დახარეთ. უნდა გეცვათ სუპერ გლამურულად. შეიძლება გადაჭრილი ხელთათმანები, ვარდი თავზე, უზარმაზარი სამკაულები, საღამოს მაკიაჟი, ხელში ფუჟერი ნახევრად სავსე წითელი ღვინით. ეს უკვე ადვილადმოსაწყვეტ ქალს ისევ იდუმალს ხდის და პატივისცემას უღრმავებს კაცებს და ისევ ერთი ნაბიჯით იხევენ უკან, რის შემდეგაც ორმაგი ნახტომისთვის ემზადებიან. და აი აქ უკვე ჩანს ვინ დაფრთხა და ვინ არა. ვის შეუძლია ჭოკით ხტომა და ვის არა. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. გილოცავთ თქვენ უკვე ჭეშმარიტი ფემეფატალე ხართ!

Tuesday, April 10, 2012

მარტივი ზმნები


ვნების კვირა დაიწყო... ვიღაცა დღე და ღამ ლოცულობს... ვიღაცა მეტანიებს აკეთებს... ვიღაცა აღსარებისთვის ემზადება....ვიღაცა კვერცხების ჯახაჯუხისთვის... ვიღაცა ღვთაებრივი ცეცხლის ჩამოსატანად მიდის... მე აქ დავწერ...

მივილტვი - კონტრასტებისკენ ყველგან და ყველაფერში და ასეთივე ადამიანებისკენ.

მიყვარს - იმის გაცემა რაც მიყვარს; სარკეში ჩახედვა, როცა თვალებში მიხარია და სიცილი.

მძულს - უტაქტობა, კონფლიქტები, იმპერატიული ტონი, როცა ჩემს ირგვლივ ცუდ ხასიათზე არიან და გაურკვევლობა.

ვერიდები - ყბედ და ყველას მეგობარ ადამიანებს.

ვოცნებობ - სიმწვანეში და ყვავილნარში ჩაფლულ დიდ ბიბლიოთეკიან, ფონოტეკიან, და კინოთეატრიან სახლზე; ბეზენდორფერის როიალზე და ამ სახლში სიგიჟესა და პოეზიანარევ ცხოვრებაზე.

ვფიქრობ -სულ და ყველაფერზე.

მახსოვს - ყველა და ყველაფერი, რასაც ოდესმე მნიშვნელობას ვანიჭებდი.

ვპატიობ - ყველაფერს ჯანდაბიდან დაწყებული დოზანით დამთავრებული, უთავმოყვარეობაში არ აგერიოთ ოღონდაც.

ვნატრობ - სიმშვიდეს.

მინდა - მომავალშიც ისე იყოს, რომ რამდენჯერაც უკან გავიხედავ, იმდენჯერ ვთქვა „კარგი იყო“.

მაღიზიანებს - ხმაური სახლში, კარზე კაკუნი, თავის მართლება, მომარხულე თინეიჯერი გოგოები, მეწვრილმანე ადამიანები და კიდე ბევრი რამე.

ვგრძნობ - მაშასადამე ცოცხალი ვარ.

გამოვხატავ - სიყვარულს და ყველაფერ პოზიტივს, რაც სიყვარულს მოყვება დეფოლტად.

მეშინია - იმ ხელის გაშვების, რომელსაც ვებღაუჭები.

ვიცი - საკუთარი თავის, სქესის, ხასიათის, შესაძლებლობების, სურვილების და მათი მიმართულებების ყველა წერტილ-მძიმე.

არ ვიცი - რა იქნება...

შემიძლია - ზღვაში კარგი მეზღვაურობა და ხმელეთზე კარგი მებაღეობა, თუმცა პირიქით უფრო მიზიდავს.

მახალისებს - „საკუთარი თავის ფასის მცოდნე“ ხალხის გაბანკროტება.

არ შემიძლია - შევაჭრება, ვაჭრობა, სწრაფად ანგარიში და ლოდინი.

მშურს - გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანების და იმ ხალხის ვისი ჰობიც საკუთარი შემოსავლის წყაროა და იმხელა შემოსავლის წყარო, რითაც სხვა დანარჩენ სურვილებს იკმაყოფილებენ.

ვემალები - ასაკს.

მაკვირვებს - ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ბოლო 12 წელიწადში. 12 წლის წინ ჩემი უფროსის მოტოროლა ბრელოკი რომ ტექნიკის უმაღლესი მწვერვალი მეგონა, დღეს ჩემს მობილურის, როგორც ჰარმონიკას ისე ვიყენებდი.

ვინახავ - გულში ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ოდესმე მისი კარი გამიღია.

მიხარია - როცა იმას უხარია, ვისაც უხარია რომ მე მიხარია.

მესიზმრება - ყველა ჟანრი ერთდროულად ან ვეძმური სიზმრები.

ვეხმარები - მევასება როცა ვიღაცას ვჭირდები.

ვითხოვ (ურთიერთობებში) - არაფერს, ვცდილობ - არაფერს (ვიღაცამ შეიძლება ეს სიდებილეში და ან ამპარტავნობაში ჩათვალოს, მაგრამ დამიჯერეთ ამ ორი რაღაცის მიღწევა არის უდიდესი კაიფი და ნირვანა, ყველანაირი კონფლიქტის, ეჭვების, თამაშის, ინტრიგების, ქვეტექსტების, ურთიერთპრეტენზიების და ა.შ თავიდან აცილების საშუალება) აქედან გამომდინარე ის ყველაფერი რასაც „ითხოვენ“ ხოლმე ისტერიულად, თავისით და სრულიად ძალდაუტანებლად მომდის.

არ მიჩერდება - ფული და ნაუშნიკები.

ვცხოვრობ - ერთდროულად მარტივად და რთულად.

პატივს ვცემ - ყველა იმ ადამიანს, ვისაც მწუხარების დამალვა შეუძლია ღიმილით.

ვიზიდავ - (საშუალო არ არსებობს) ან „ფორმულა ერთის მრბოლელებს“ ან „დამწყებ მძღოლებს“. ამ უკანასკნელთ იმ მიზეზით რომ სულ ერთია კალოშში წაყოფენ ფეხს თუ პუანტეში, მთავარია სცადონ და ფეხი ჩაყონ, თორემ ერთს მეორესგან ვერ არჩევენ.

და ბოლოს არ მინდა - ბევრი. ბევრი მაქვს უკვე. ეხლა სულ ცოტა მინდა... :)

Wednesday, February 22, 2012

პეროიანი ჰაზრები


„იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა“ - არადა ეს ერთადერთი რაღაცაა, რასაც ვერ მოშლის... არ იშლება.
„იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა“ - მაშ რად უნდოდა უარესის შექმნა?!
„ჭირი იქა, ლხინი აქა“ - მასვი მაჭამე მალხინე, ჩემს იქით დედა მ-თო.
„გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო“ - კი აბა! წყალში ვინ იხრჩობა ყველაზე ხშირად - ის ვინც საერთოდ არ იცის ცურვა, ან ძალიან კარგად იცის.
„ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“. - ზატო ენა რამსიგრძე აქვს.
„სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩივნისო“ - თავის გატეხვით შეიძლება მოკვდე, სახელის გატეხვით, მაქსიმუმ შენზე უარესები გაახარო.
„დროზე მთესველი დროზე მოიმკისო“ - კეე, თუ ელია კაი ხასიათზეა.
„ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო.“ - ერთ მოყვარეს თუ ვერ მოუარე, ას მტერს მოუვლი?
„ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო“ - სადაც ვინმემ ვინმეს დაუკაკუნა, ყველა კარი თუ გაიღო, დაიწყო აპოკალიფსი და ეგაა.
„ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო“ - სამაგიეროდ ფერი და ამინდია ერთია ზედ, ცოტას ხედავ თუ ბევრს.
„ზღვა ისე არ დაშრება, გუბის ტოლა არ დარჩესო“. - გუბისტოლა ზღვის დედა ვატირე. გუბეს იმიტო ქვია გუბე რო გუბისხელაა. ვის რაში აინტერესებს რამოტოლა მამულები გქონდა ადრე ქამუშაძევ!
„თევზი თავიდან ყროლდებაო“ - მნიშველობა აქვს აყროლება საიდან დაიწყება? სუნი ერთნაირად გაწუხებს.
„კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო“. - სცადე აბა და დაპატიჟე, იქნება დაუპატიჟებლობისგან გაავდა.
„კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო“. - იიიიშ! ცუდი რო იყოს, ხო ეკალია და ამოიძრობ და გადააგდებ!
„რაც არ გერგება, არ შეგერგება“ - არადა რეალობაში ხშირად პირიქითაა.
„რაც შეშვენის გლახა ბერსა, არ შეშვენის კახაბერსაო.“ - კახაბერს გლახა ბერის პირობები შეუქმენი და მერე განზე გადექი და ისე უყურე რას შეიშვენს.
„როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.“ - სიტყვას გააჩნია.
„სადაც არ გიხნავს, იქ ვერას მოიმკიო.“ - სამაგიეროდ მიითვისებ.
„სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო.“ - ნოყიერ ნიადაგზე გაიხაროს, სიპ ქვას ვინ დაეძებს.
„სოფელს დიდი თვალი და ყური აქვსო“ - უბედურება ისაა რომ ერთი თვალი და ერთი ყური აქვს.
„უნამუსოს აფურთხებდნენ და იფ-იფს იძახდაო.“ - უნამუსო კი არა პოხუისტია და ცინიკოსი.
„ფუფუნებაში გაზრდილი არც თავს არგებს, არც სხვასაო“ - კომპლექსიანი ღატაკის ბოღმა
„შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდებაო“ – არა, შენი დედა მო---ით უნდა გაიზარდოს!
„ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო.“ - ჯიგარი!
„ციხე შიგნიდან ტყდებაო.“ - გარეთ თუ არ აქვს იმედი, ვერაფერიც ვერ გატყდება.
„ცოდვა კაცს არ მოასვენებსო.“ - ცოდვა არა, დასჯის შიში.
„ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო.“ - გამოუყენებელი ცოდნა დაკარგულია, მა რა ჩემი ფეხებია.
„წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი.” – აბა თეთრი მოზვერი?
„ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო.“ - სხვის ტრაკსაც.

Saturday, February 18, 2012

45 "მე" (ეძღვნება ყველა იმას ვისაც "ვემისები" )

შვილი - ის, რომელიც ჩემს ძალებს და აზროვნების უნარს აღემატება.
მე - საიდანაც გაქცევა არასოდეს მიცდია და რომლის კვირის ყველა დღეს პარასკევი ქვია.
შენ – მხარი, რომელზეც ყოველთვის შემეძლო თავის ჩამოდება და ზურგი -რომელზეც შემეძლო მოყრდნობა.
ისინი - რომლებიც მუდამ არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ სამყაროს მეორე მხარეს.
დედა – ის, ვინც სანამ ცოცხალია ყოველთვის ბავშვი ვიქნები.
მამა - ის ვინც ჩემს ცხოვრებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს, ვისგანაც თავის დაღწევას ყოველთვის ვცდილობდი, ვისაც არ მინდა ვგავდე და სანამ ცოცხალია ბოლომდე თავისუფალი ვერასოდეს ვიქნები.
გზა - ის რომელიც მხოლოდ მარცხნივ მიდის.
საზოგადოებრივი აზრი ჩემს შესახებ - დაჟე ფეხებიც კი არ მემეტება ზედ დასაკიდებლად
დილა – მინდა რომ ყოველთვის უფრო გვიან დგებოდეს.
ძილი - ფიქრისგან და არსებობისგან თავის დაღწევის საშუალება.
„ხვალ“ - რომელიც ყოველთვის უფრო შორს მგონია, ვიდრე ხვალ და რომელსაც იშვიათად ვუწევ ანგარიშს.
„გუშინ“ - ყოველთვის მაღიმებს, გასაღიმებელია თუ არა.
„დღეს“ - მხოლოდ მაშინ მიხარია როცა „ვგრძნობ“
სიყვარული – საიდანაც ვიღებ სასიცოცხლო ენერგიებს.
სამსახური – რეჟიმი რომელსაც ვერასოდეს შევეგუები.
დრო - რომელიც თავზე საყრელი მაქვს და რომელიც არასოდეს მყოფნის და რომელსაც ვერ ვიტან, როცა ჩარჩოში მისვამენ.
! - სასვენი ნიშანი, რომლითაც ვერაფერს გამაკეთებინებ, თუნდაც ჩემს სასარგებლოდ.
ვნება - იქ სადაც ყველაზე „მე“ ვარ.
მეგობარი – რომელიც მე უფრო ბევრისთვის მქვია, ვიდრე სხვებს ჩემთვის
თვალები - ისინი რომლებიც არასოდეს იყურებიან ზემოთ ან განზე.
გული - ორგანო რომელსაც უსასრულო მახსოვრობა აქვს და რომელიც არასოდეს მატყუებს.
ფლუიდები - რომელიც ჯერ არ „გამიმაზია“
ინტუიცია - შიშისგან თუ გავარჩიე, ყოველთვის ვენდობი.
შიში - ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი, დაახლოებოთ ისეთივე დამოკიდებულება მაქვს როგორიც მელას თავისი მახრჩობელას მიმართ.
ლიკა - ვინც გამანახევრა.
მუსიკა - რომლის გარეშეც ერთი დღე არ მახსოვს თავი.
სარკე - სადაც დილით ჩახედვის არ მეშინია (ჯერ-ჯერობით:D)
სახლი - სადაც არასოდეს ვყოფილვარ „შინ“.
ბებია - женщина с большой буквы და არა მარტო ქალი არამედ ადამიანიც, რომელსაც მინდა ვგავდე და რომლის გახუნებულ ასლობას მგონი ვახერხებ.
პაპა - ჩემი პირველი განმანათლებელი და ის ვისგანაც გამომყვა ჰარმონიული სმენა და ჯღაბნის ნიჭი.
ფლამენკო - ჩემი სულის მუსიკა
ბლუზი - თავშესაფარი წვიმიან ამინდში და როცა ბურთი მაქვს ყელში გაჩხერილი.
მატარებელი - ყველაზე რომანტიული ტრანსპორტი.
უსამართლობა - ის, სადაც ვეღარ ვცნობ უფროს-უმცროსს , ვეღარ ვარჩევ სქესს, სტატუსს და ა.შ.
ცხოვრება - ის, რომელიც პირიქით აქეთ მაბრალებს ყველაფერს და მუდმივად რაღაც ხარკს მახდევინებს რისი, ვისი ხზ.
ადამიანები - მხოლოდ სამი კატეგორია: „ჩემები“, „არაჩემი ახლობლები“ და „სხვები“
კაცის ტირილი - აქლიევსის ქუსლი, სული შემიძლია მივყიდო, უფრო სწორედ ისე ამართვას, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწრო.
ღმერთი - ის ვისაც ზუსტად იმ მანძილზე აქვს ხელი გამოწვდენილი რომ ბოლომდე გაწელილი ვიყო და მაინც ვერ მივწვდე. ძნელია იმას მისწვდე ოდესმე რასაც ეჭქვეშ აყენებ.
რწმენა - ზოგადად კარგი რამეა, პლაცებოს ეფექტი აქვს.
31 დეკემბერი - ერთი დღე, როცა ბავშვობაში ვბრუნდები
სასაფლაო - სადაც გაზაფხულზე მიყვარს ბოდიალი.
სიკვდილი - სხვისი უფრო მეშინია, ვიდრე ჩემი.
იასამანი - ყვავილი რომელსაც ქალის სურნელი აქვს.
მონატრება - მდგომარეობა რომლის დროსაც ყველაზე კეთილი და მიმტევებელი ვარ.
და ბოლოს „შენ“ - ეხლა კითხულობ და გეღიმება.

c' est la vie :)

17 წლის რომ ვიყავი ერთი კარგად შენახული, ათლეტური აღნაგობის 55 წლის ფიზიკოსი მიყვარდა. მიყვარდა მთელი გატაცებით, უძილობებით და უმადობით. იმან არ იცოდა ოღონდ, უფრო სწორედ ხვდებოდა, მაგრამ არ მიმჩნევდა (კარგი კაცი იყო)
დღეს მარშუტკაში ვიღაცა ხელჯოხიან მოხუც კაცს დავუთმე ადგილი... მერე ვიცანი... თვითონ ვერა.... ან ისევ არ შემიმჩნია :)

კითხვა

მეგობრებო ხომ არ იცით რამდენ კალორიას შეიცავს (ასი გრამი) გაცრილი თავისუფლება, უხეშუჯრედისიანი პოხუიზმი, არამოჩვენებითი სიმშვიდე, დაუყვედრებელი სიკეთე, მოძალადე ფლუიდები, უპრაგონო ალტრუიზმი, კოროზირებული თავმოყვარეობა, ცარიელ ადგილას ამოსული ღირსების გრძნობა, 1413 ცხენისძალიანი ვნება, პანდორას ყუთში გამოკეტილი ტუსაღი, უმარილო ცრემლი, ყველა გაჩერებაზე ჩამომჯდარი ბავშვობის შეგრძნებები, დაუღლელი უმწეობის განცდა, ფხიზელი ბედნიერება და სტერილური ჯიგარი?

მეზობლის პანაშვიდზე aka "ჯვარი აქაურობას"

"მოქმედი" პირები
მიცვალებული რობიზონი - ჩუმი, პატიოსანი და შეუმჩნეველი კაცი, აი ისეთი რაა მთელი ცხოვრება რომ წვალობენ. წვალებით იზრდებიან, წვალებით შოულობენ სამსახურს, წვალებით შოულობენ ფულს, წვალებით თხოულობენ ცოლს, წვალებით ზრდიან შვილებს და ბოლოს რომ გონიათ ყველა და ყველაფერი მიაბინავ-მოაბინავეს და შეუძლიათ ცოტა ამოისუნთქონ, ერთ დილასაც გამოუღვიძებლად კვდებიან უწვალებლად.
ჭირისუფლები: რობიზონის ცოლი - მზია, რომელიც, რა გზებით უცნობია, მაგრამ ეთიოპიიდან ჩამოიყვანეს ბავშვობიდან და ქართველმა მშობლებმა გაზარდეს, შესაბამისად სახელი და გვარიც ქართული მისცეს. თუმცა ვერ იტყოდი, რომ შავკანიანი იყო, ევროპული ნაკვთები ჰქონდა და კაი დაზაგრულ ბაჯის გავდა. ერთადერთი ხელისგულები ჰყიდდა. სახელი მზია კი ისეთ კონტრასტს ქმნიდა გარეგნობასთან რომ უმალ მეფე ერეკლესი და მავანის საოხრის შორის მანძილი გაგახსენდებოდა.
საერთო მეზობლები: გაუთხოვარი მანანა, რომელიც რობიზონს უყვარდა ახალგაზრდობაში, მზიას ცოლად მოყვანამდე. არავინ იცის რობიზონის სიყვარულმა დასტოვა მანანა გაუთხოვრად თუ ეგეთი ხოში ჰქონდა.
ლამარა - პენსიაზე გასული პედაგოგი, ფილოლოგი, უბნის მთავარი ჭორიკანა, მოჩხუბართა მომრიგებელი, მორიგებულთა გადამკიდებელი, ყველა მეზობლის ავან-ჩავანის მცოდნე, ყველა გამვლელ-გამოვლელის მომკითხავ-განმკითხავი, ყოფილი თანამდებობის პირის, (შემდგომში ლოთისა და ხუთი წლის წინ გარდაცვლილის) ცოლი „კარგად გათხოვილი, კარგ ბედში ჩავარდნილი“ , ქალიშვილისა და ერთი გამოYლევებული ბიჭის დედა, „უხელო, უსაქმური, ოჯახისთვის შეუფერებელი“ რძლის დედამთილი, „ანგელოზივით, ოჯახის მუჭუჭი“ სიძის სიდედრი, ბიჭის მხრიდან „უზრდელი“ (რძლის გაზრდილი) და გოგოს მხრიდან „უნიჭიერესი და ულამაზესი“ შვილიშვილების ბებია, „უღირსი და უდონო“ მეზობლების მეზობელი. ქალბატონი ლამარა გურიაში იყო დაბადებულ-გაზრდილი და თბილისში გათხოვილი, მართალია ყველა წესისა და რიგის კანონით მოერგო თბილისს, მაგრამ გურულ კილოს ვერაფრით შეელია. ეს კი ერთი ორად ამძაფრებდა, ყველა ზემოთჩამოთვლის თვისებას.
და ბოლოს მე- ამ ყველაფრის დამკვირვებელი.
ოთახში კანტი-კუნტად სხედან მეზობლები და ნათესავები. მზიას გვერდით ზის მანანა. ერთი ქმარს დასტირის, მეორე ახალგაზრდობის სიყვარულს ან უბრალოდ უაზროდ გავლილ წლებს.
შემოდის ლამარა კოჭებამდე კარაკულის ქურქით, ზედ კამეას ბროშით, თავზე კარაკულის ქუდით, მელიის ნაგლეჯი ბეწვით გაფორმებული და ტექსტით:
- რა მწარე ხარ რობიზოოოოოოოოონ!!!
- რა ტკბილი იყავი რობიზოოოოოოოონ!!!
ვგრძნობ რო ისტერიკა მეწყება და სასწრაფოდ ვყოფ როლინგის ყელში ცხვირს.
- ჩემი ქმარი დამავიწყე რობიზოოოოოოოოოონ!!!
როლინგს გარედან უკვე ხელებს ვაშველებ.
- ოი შე უბედურო მზიააააააააა, რას გავხაააააარ, თმა მაინც დაგევარცხნაააააა, რობიზონს როგორ უყვარდა კოპწიას და მოვლილს რო გხედავდაააააა! (ნეტა სად და როდის ნახა დავარცხნილი, რაც თავი მახსოვს, ერთი დიდი დახვეული თივის ზვინი ედგა თავზე, რა დავარცხნიდა ამ ბონიემა თავს) - რა მწარე ხარ რობიზოოოოოოოონ!!! - ერთი ტონით მაღლა აგრძელებს და ზედ ემხობა, თან ქვემოდან ცერად იყურება იქით-აქეთ, აბა რა შთაბეჭდილებას ახდენს. ბოლო მარცვალი „ოოონ“ ჯერ კარგად დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მანანა შეამჩნია. უცბადვე გასწორდა, მიიჭრა და დამჯდარი არ იყო რომ მიახალა ხმამაღლა:
- გამაგებინე ქალო რას აკეთებ, რას ისმევ ეგეთს, რო არა ბერდები!
მანანამ რაღაც ჩაიბურდღუნა, (რა ვერ გავიგე, ყოველშეთხვევაში რეცეპტი არა) ის კი გაიფიქრა ალბათ, ეს აქ ხეირს არ დამაყრისო და მოშორებით გადაჯდა, ისე რომ ლამარა ვერ მისწვდენოდა, მაგრამ ლამარა რის ლამარაა, ენაზე იმ წუთას, რაც მოადგებოდა, გასაქანი არ მიეცა. ცოტა ხნით იკრუსუნა, რობიზონის ღვაწლი გაიხსენა სამეზობლოს და სრულიად კაცობრიობის წინაშე და მერე დაიწყო ისევ ხმამაღლა:
-მანანა გახსოვს როგორ გიყვარდა რობიზონიიიი? რა დღეში იყავიიიით? (რობიზონის ცოლს მზიას მუქი მელნისფერი ედება). - საღამოობით რო დაჯდებოდით და სვამდით და გლახაობდით მერე... ეეეეჰ კარგია ახალგაზრდობა.
ვერც როლინგმა დამაკავა, ვეღარც ხელებმა, თავშეუკავებელი ხარხარი ამიტყდა და გამოვვარდი.
(არადა მანანას ნაგლახავები არ გაიშვა, 60 წლის ისე მოიყარა ქალი, გლახაობა კი არა ჰაეროვანი კოცნა არ აქვს არავისთვის გაგზავნილი)

ბუნებრივი მოვლენები და „არტეფაქტები“, რასაც მწყობრიდან გამოვყავარ.


1. მამაჩემი
2. ქარი
3. ნინო ჩხეიძე
4. ერთი პოეტესა - მწუხარე სახის ბარიშნა, „პოეტური“ სულის მიღმა მიყუჟული ხეპრე, უზრდელი, ქრონიკულ პმს-იანი და ქალი „მითხუნდ ჩაკრაბორტი“.
5. ბოთლა, გეხვერწები და ფულები.
6. შენობაში მზის სათვალით რომ მელაპარაკებიან, განსაკუთრებიით სარკეებიანი.
7. შლოპანცებში წაყოფილი მოკლე და მსუქანი ფეხის თითებიანი ქალი. (ჩემი დიდი ხნის დაკვირვებით საშინელი ავები და ქოფაკები არიან)
8. დაბალწელიანი შარვლის წელიდან გადმოფენილი თეძოები.
9. ძირა ხინკალში და პელმენში.
10. გიგი დედალამაზიშვილის „კომბლე“ პრიჩოსკა.
11. მეზობლის ქალი მაია, რომელსაც ლექსიკონში არ აქვს სიტყვა „ვაწუხებ“, „სირცხვილია“ და ტვინში არ აქვს Mute ღილაკი.
12. მაია ასათიანის „მოუტYვნელი პატარძლის“ ღიმილი და ფრუტუნი.

Monday, February 13, 2012

მასვი მაჭამე მალხინე ... VS „სოფელი ცდილობდა ჩემს დაჭერას, მაგრამ ვერ შეძლო“

პატრიარქის დავალება ყოფილა თემა დაწერეთო.. ჰოდა დავწერე რაა...


„რაც არა გქონდეს, არცა გინდოდეს“
„შეჩვეული ჭირი გერჩივნოს შეუჩვეველ ლხინსაო“
„არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!
მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...“

რათა შვილო რათა?
რათა და იმათა რომ ხარ კონფორმისტი, მცონარა, დაღებული პირი გაქვს ცისკენ აშვერილი, იმის მოლოდინით როდის ჩაგივარდება მარილიანი ჯიხვისა და არჩვის ხორცის ნაჭერი, მერე ისღა დაგრჩენია ხარბად გაღეჭო და გამძღარი გვერდები მიუფიცხო ღუმელს და ნაცარი ჩხრიკო ოცნების ბურუსში გახვეულმა, რომ ერთ დღესაც ქილა ერბოს იპოვი და გაყიდი, მერე იყიდი, მერე ისევ გაყიდი, მერე ისევ იყიდი და აშენდები, აბა რათ უნდა გაცვალო ეს შრომაზე და შრომით მოპოვებულ სამოთხეზე? გათენდება და ახლა შავ სალ კლდეებზე ირბენ, იქნება სადმე ორბს მოჰკრა თვალი და ნისკარტიდან ნადავლი გაჰგლიჯო ან უცბად გამოსლეებულ დევს გადააწყდე. ერთი სადგისის ჩხვლეტა და ატრიალე შენს ნებაზე. ერთადერთი სირთულე აქ ისაა, რომ სწორად დამიზნება უნდა იცოდე... დანარჩენი რაც არ გამოგივა ღვთის ნებას მიაწერ, რაც გამოგივა იმასაც და პრინციპში მართალიც ხარ, უფლის ნების გარეშე ხო ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი - ჩვენი თავიდან.... აბა რაღას ვფაფხურობთ, ვის და რას ვებრძვით, რატომ ვიგონებთ სატანებს, ლუციფერებს, დემონებს, ტარტაროზებს... არაფერ შუაში არ ყოფილან ეს პატივცემულნი... ან თუ არ ვიგონებთ, ესენიც მარტო თავისი ნებით არ დაცემულან ესე გამოდის. არ მითხრათ ეხლა თავისუფალი არჩევანი ქონდათ, იმათ ეგ გზა აირჩიეს და უფალმაც ნება დართოო. მაშინ სად არის არჩევანის უფლება, როცა ერთი კლავს მეორეს, რატო იმ მეორეს არ ეკითხება იქნება და არ უნდა რომ მოკლან. ღვთის რჩეული ერი რო ამოიბუგა გაზის კამერებში, იმათ არჩევანის უფლება არ ქონდათ? დაბადებიდან რომ ყრუ-მუნჯი ან ბრმა იბადება ადამიანი, იმის არჩევანის უფლება სადაა? ვინ ჰკითხა დაბადებისას ბრმა გინდა იყო თუ თვალხილულიო. თუ კატეგორიებად ყოფს ადამიანებს, ვის აქვს ეს უფლება და ვის არა, მაშინ ვიცოდეთ მაინც ვინ რა კატეგორიაში ვართ მოხვედრილი, რომ აღარ იყოს იმის საჭიროება, იმდენი სიბრძნე მოვთხოვოთ ღმერთს, რომ ასატანისა და შესაცვლელის გარჩევა გვასწავლოს.
მოკლედ ძაან რო არ გადავუხვიო თემიდან და ვიწრო ლოკალური ჩარჩოებიდან, ერთი „თავმოყვარე გურჯი მამრი“ მანახეთ, ერთხელ მაინც რომ არ ჰქონდეს დალაიქებული ან გადაშეარებული „მასვი მაჭამე, მალხინე, მატ%ნაურე და მაძინე“
http://www.youtube.com/watch?v=gGBodtJl9ps
ქართველს შეიძლება მისცე თემა დასაწერად: „მეამაყება რო ქართველი ვარ“. ოჰოჰოჰო! რას ამოატრიალებენ წინაპრების ძვლებს, ვინძლო დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე სლოკინით მოკვდნენ საფლავში ხელმეორედ.
ან უფრო მარტივი თემები „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, „საქართველოს გაუმაარჯოს, გაუმაარჯოს, არ ვარგა! გაუმაარჯოს, ჯოს! ჯოს!“ „ივერია გაბრწყინდება?! „ „ვის რა სასწაული გადაგხდენიათ თავს“, „როგორ იწამე ღმერთი“... აი ამ ბოლო თემას დიდი გულისყურით წავიკითხავდი, მილიონი თემა რო შემოსულიყო მილიონივეს.
ერთი კაცი მაინც დამანახეთ შორიდან სოფელმა რომ ვერ დაიჭირა, ლეგენდებს არ ვგულისხმობ, ცოცხალი ადამიანი მანახეთ ეგეთი. მუხლებზე უნდა ვემთხვიო...
რა არის ეს, თუ არა ადამიანების ხიბლში ჩავარდნის ხელშეწყობა...
ან ისეთი გაკეთებული სიკეთე მანახეთ ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავმოყვარეობას რომ არ ედება მალამოდ.
ორჯერ ჩააბარებენ აღსარებას, სამჯერ გაიყინებიან გარეთ წირვის დროს შიგნით რო ადგილი აღარა დასადგომი, არც ერთ მომენტს არ გაუშვებენ ხელიდან ყველა ეკლესიის თუ საეკლესიო მაღაზიის წინ პირჯვარი არ გადაიწერონ, ტვინს გადაიღლიან სამარხვო მენიუს შედგენით, დღეში შვიდჯერ ძველ ქართულ ენაზე ჩაიკითხავენ სავალდებულო ლოცვებს და მერე მართლა დაიჯერებენ, რომ მოსწყდნენ მატერიას და ხორცს აჯობეს.
რატომ, რატო? რატო უნდა ებრძოლო საკუთარ ხორცს, ხუთ გრძნობას, ცხრა მუზას, ეს ყველაფერი ვინ შექმნა? ფოთოლიც კი არ არსებობს დედამიწაზე ორი ერთნაირი იყოს, არათუ ადამიანი. როგორ შეიძლება ყველას ერთნაირად მოსთხოვო, ყველას ერთი მორალური კოდექსით მიუდგე. მე ჯერ არ მინახავს ადამიანი საკუთარ თავს გაქცეოდეს. სადაც არ უნდა გაიქცეს, მაინც ისეთ თავშესაფარს იპოვის, რაც ისევ თავის თავს მოაგონებს... მონასტერს რომ აფარებენ თავს, იმათ ჰგონიათ რომ სოფელს აჯობეს? ეს არაა ჯობნა, ეს შიშია, გაქცევაა, იმაზე უარის თქმაა რაც ღმერთმა მოგცა. თვითმკვლეობა თუ ცოდვად ითვლება იმის გამო, რომ ღმერთის ბოძებულ სიცოცხლეს ხელჰყოფ და ამით ღვთის წინააღმდეგ მიდიხარ, სქესს რატომ კლავ მაშინ შენში, დედობის უფლებას რატო ართმევ თავს, ესეც ხო ღმერთმა მოგცა?! იმ ქვეყნად უკეთესი ცხოვრების პერსპექტივით ისაჭურისებ და ისტერილურებ თავს?! ესეც ხო ანგარებაა, განუდგე ცხოვრებას იმის გამო, რომ საკუთარ სულს ულხინო როცა იქნება... არადა გაცილებით მარტივია ყველაფერი... რა მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობ, სასახლეში, ქოხში, ტაბორში თუ მონასტერში, გული უნდა გქონდეს სუფთა და მისი გაცემა არ გენანებოდეს, არ უნდა ითვლიდე რამდენი შრამი დაგიტოვა ზედ სოფელმა, როცა ითვლი მაშინ იწყებ გაქცევაზე ფიქრს...
მე სოფელმა კი არ მაჯობა, ვერ გამტეხა, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ნატალური რუქის შემოქმედი, ჩემი დაბადების მომენტში ცოტა გაუგებარ ხასიათზე იყო და სადაც კი „ი“-ს ჩასმა მოუხდა ყველგან დაავიწყდა თავზე წერტილის დასმა.
იმის გათვალისწინებით რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელია, საშუალო ასაკი ზუსტად 35 წელზე მოდის, ასე რომ ერთი წლით გადავაბიჯე და ცხოვრების მეორე ნახევარში შევაბიჯე. მართალია ყველანაირი „უნდა“ და „ხვალ“, ერთნაირად აცინებს ღმერთსაც და შემთხვევითობასაც, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ პირველი როცა ჩემს რუქას ადგენდა შიგადაშიგ მაინც კარგ ხასიათზე იყო და მეორე კიდე მოიშლის იმ ჩვევას მაშინ ჩამისაფრდეს, როცა არც ამის დროა და არც ადგილი.
არანაირი სურვილი არ მაქვს მეორე ნახევარი პირველს გავდეს, თუმცა რომ მკითხონ რას შევცვლიდი, უკან რომ დავბრუნდე..... სკამსაც კი არ გადავაადგილებდი. არაფერს არ ვნანობ, არც იმას რაც გამიკეთებია და არც იმას, რაც არ გავაკეთე. ცალი ფეხი რომ სამარეში მექნება მაშინ გამოჩნდება ვინ ვის აჯობა, მე სოფელს თუ სოფელმა მეე...
მაგარი როდის ხარ იცი? მაშინ კი არა რამდენჯერაც წაიქცევი, იმდენჯერვე რომ ადგები, მტვერს ჩამოიბერტყავ და გზას გააგრძელებ, მაშინ ხარ მაგარი, წაქცეულიც რომ არ კარგავ ღირსებას, არც ყველა გამვლელს ეკონწიალები ამაყენეო და არც ფეხზე მდგომების გშურს.... ღმერთი „მაცდურია“, რაც დრო გადის მით უფრო იმხელა ფსონს ჩამოდის „დასაკარგზე“, რაც წინა ყველა ერთად ჩამოსულზე მეტია, თან გაწრთობს, თან უფრო ღრმა ორმოს გითხრის, იქნება იქიდან მაინც თავისით ვერ ამობობღდეს და საშველად მიხმოსო.... არადა ერთხელ მაინც არ გიფიქრია, იქნება გამოუწრთობელი უფრო მოსულიყვნენ შენთან ... ვერანაირად ვერ გამოჩნდება ჭაობიდან ცა უფრო სუფთა, ვიდრე სუფთა ტბიდან...
ადამიანს რომ თვალში სხივი აღარ აქვს, ის აღარ ცხოვრობს, უბრალოდ არსებობის გზას მიყვება... ვიცი რომ სანამ ცოცხალი ვარ არ ჩამიქრება...
მოკლედ 12-ის მერე ვირტუალური ხაზები გადატვირთული იქნება და სოფლის დედაც მავსდღან, დამდეგ ვალენტინობას გილოცავთ:D

Thursday, February 2, 2012

რუსლანი და ლუდმილა (ჩემი ვერსია)

Somewhere over the rainbow ჟილი ბილი რუსლანი და ლუდმილა.

რუსლანი იყო მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ მრავალი ყმიანი.
ლუდმილა იყო გლეხის ქალი, თუმცა ტანით ტატანი, გულწამტანი, უცხოდ მარები! ზილფი-კავები, მომკლავები, ვერ საკარები! წარბ-წამწამ-თვალნი, მისათვალნი, შემაზარები! ძოწ-ლალ-ბაგენი, დამდაგენი, სულთ-წამარები! პირი მთვარისა, მომგონები, მზისა დარისა! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შემშვენი მწველად, ყელი ბროლისა, უტოლები, გველ მყავი მცველად, ხალებდასხმული, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, შექმნილნი ხელად, ალვა, შესხმული ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაკვირვნული ქვეყანად მვლელნი;

ჰოდა რა გასაკვირვირია, რომ რუსლანმა როგორც კი დაინახა, უმალ ყველაფრის წამლეკავმა ვნებამ შეიპყრო და ესღა აღმოხდა:

- ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

ლუდმილა:
- აუ მოდი მეგობრებად დავრჩეთ რაა.
რუსლანი:
- ოკ.

მას მერე ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.

ჭირი იქა, ფქვილი აქა, რუსლანი იქა, ლუდმილა აქა.

Tuesday, January 31, 2012

"ჩემი" წიგნები

ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ ნაწარმოებებზე ძალიან სხვა არ მიყვარს ან საუკეთესოდ ვთვლი. უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ წიგნებისა, რომლებმაც განსაკუთრებულად იმოქმედეს ჩემზე სხვადასხვა ასაკში და გარკვეული მიზეზების გამო.

ჰარი ჰარისონის „გადამთიელის სასიკვდილო ტანჯვა“ (ლაწანი ცხვირ-პირში ყველა რელიგიას. კარგი შეიძლება ცუდის გარეშე არსებობდეს იქ, სადაც ცუდის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და შესაბამისად არც გამოცდილება არსებობს ამის.)

კნუტ ჰამსუნის „მისტერიები“ http://margusha-dreamcatcher.blogspot.com/2011/06/blog-post.html

იასუნარი კავაბატას „ათასფრთიანი წერო“ (იაპონური ესთეტიკის ბოლომდე შეგრძნობა. საზარელი თმიანი ხალი ქალის მკერდზე, რომელიც მთელ წიგნს ფონად გასდევს და კიდე ის რომ „ძალიან შენი“ არასდროს მოდის თავის დროზე“ და ყოველთვის განსაცდელის სახით მოდის. არ დაკარგო, ბოლომდე იბრძოლე, ჩანაცვლება არ არსებობს.)

სომერსეტ მოემის „წვიმა“ (მახვილი მორალისტების გულში და კიდე ის რომ არ არსებობს „ვერ გავაკეთებ“ „ვერ ვიზამ“ „ვერ ვიკადრებ“ , არსებობს მხოლოდ „შესაფერისი“, „დროული“, „დრო“ „ადგილი“ „პირობები“)

სომერსეტ მოემის „ჭრელი საბურველი“. (ის, რის გამოც უნდა გიყვარდეს კაცი, იმას „მაჩოიზმის“ სინდრომით შეპყრობილი ქალების უმრავლესობა ვერ ხედავს და არ აფასებს. ხშირად ესეთი კაცები სრულ ფრუსტრაციაში ცხოვრობენ და ესევე ამთავრებენ ცხოვრებას.)

ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“ - (როცა "ყველაფერი" კარგავს თავის მნიშვნელობას "არაფრად" იქცევა. ფრანგულ უდარდელობასა და სიმსუბუქეში შეფუთული ერთი ადამიანის ტრაგედია. ეს არის წიგნი - ნელი მოქმედების საწამლავი.

ნაირა გელაშვილის „ჩვენება“ (ცხოვრების კანონი: რაც უფრო მეტად კარგი, სათნო და კეთილია ადამიანი, მით მეტი წიხლი ყველა მხრიდან. ბოლო გვერდზე ფურცლის ნაგლეჯმა მომსპო)

რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკები“, (ერთადერთი წიგნი რომელიც ბავშვობას მაგონებს, სულ მენატრება და რომელსაც ვერასდროს წავიკითხავ მეორედ, იმდენად მინდა რომ სულ პირველი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყო)

სიუსაკო ენდოს “ქალი რომელიც მივატოვე”. (ბუზმა შეიძლება შენს ცხვირწინ ჩაიფრინოს და ერთი თვალი გააყოლო, მაგრამ იგივე ბუზმა სხვაგან ქარიშხალი გამოიწვიოს. ერთი სულ უბრალო შემთხვევითობა შენთვის, შეიძლება სხვისთვის მთელი ცხოვრების საწვავი იყოს.)

რიუნისკე აკუტაგავას „ბატატის ფაფა“. (რა შეიძლება ადამიანს გაუკეთეო იმაზე ცუდი, ვიდრე ის რომ საკუთარი ოცნება და ცხოვრების ერთადერთი აზრი შეაზიზღო)

თეოდორ დოსტოევსკის „მარადი ქმარი“ (ნუ შეგეშინდებათ დოღრიალა ადამიანების, გეშინოდეთ პატარა კაცუნების, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ და ერთ დღესაც გადაწყვეტენ ჩრდილს გაუსწრონ.)

ალბერტო მორავიას „ზიზღი“ (მთლიანობაში დიდი ვერაფერი, მაგრამ ამ ნაწარმოებში ალბათ ყველაზე კარგად არის ნაჩვენები, რომ каждый понимает в меру своей испорченности. ყველა კაცს უნდა წააკითხო, განსაკუთრებით იმ ჭკვიან კაცებს, ვისაც ჰგონია რომ დურნუშკა ცოლს თავის ჭკუაზე გამოზრდის და დებილი ქალი ნაკლებ პრობლემებს შეუქმნის)

ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ (ერთადერთი თვითმკვლელობა, რომელიც ბოლომდე მესმის და ვამართლებ)

ჯემალ ქარჩხაძის „კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი“ (მოთხრობა უსულო პატიოსნებაზე. როცა ადამიანი საკუთარ სიბოროტეს აცნობიერებს და ამით წუხდება ამის შველა შეიძლება, მაგრამ როცა ერთ დღესაც ადამიანს საკუთარი პატიოსნება შეაწუხებს და თან ხვდება რომ ამ პატიოსნებით არათუ ვინმეს სარგებელი მოუტანა, არამედ მისი არყოფნაც კი სრულიად შეუმჩნეველია ყველასთვის, ამისი გააზრება დიდი სულიერი ტრავმაა ).

მაია და მარტა

მეცხრე კლასში ვიყავი... იმ ზაფხულს საირმეში ვისვენებდით... პანსიონატში სადაც ჩვენ ვიყავით, ორი და ისვენებდა მაია და მარტა. იმავე სართულზე ქონდათ ოთახი აღებული, სადაც ჩვენ. ქართველი ებრაელები იყვნენ. მარტა ჩემხელა იყო და მაია რიგაში სწავლობდა. სამედიცინო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი იყო. დავმეგობრდით. მთელი 20 დღე სულ ერთად ვიყავით. აკლებული გვქონდა პანსიონატი და პარკი. ვერ გვიტანდა ადმინისტრატორი. ღამე ყველა რომ იძინებდა, ვიპარებოდით და დავბოდიალობდით. ერთხელ ძაღლები გამოგვეკიდნენ და იმის მერე ღამე აღარ გავსულვართ. ყოველ საღამოს პანსიონატის კინოდარბაზში ვიჯექით. წამოსვლისას გავცვალეთ მისამართები და ტელეფონები იმ განწყობით, რომ თბილისშიც გავაგრძელებდით მეგობრობას.
საირმის მერე ჩემმა მეგობარმა წამიყვანა თავის სოფელში დასასვენებლად, იქიდან ზღვაზე წავედი და სასკოლოდ რომ ჩამოვედი უკვე ორი თვე იყო გასული.
ჩამოსვლისთანავე დავრეკე მათთან. ვიღაცამ აიღო ყურმილი, ალბათ მდგმურმა... ისრაელში წავიდნენ საცხოვრებლადო. ისე დავიბენი იმ წუთას, რომ ვერც ტელეფონი გამოვართვი და ვერც ვერაფერი ვუთხარი. იმის მერე ერთხელ ვიყავი მისული, მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ვრეკავდი და აღარავის უპასუხია. კანდელაკის ორ ნომერში ცხოვრობდნენ, (პირველივე ორსართულიანი აგურის სახლი, კანდელაკის დასაწყისში, ზედ გაგარინის მოედანზე) მხოლოდ პირველი სართული იყო მათი.
რამდენი წელი გავიდა მას მერე... ხშირად მიწევდა მანდ გავლა, ბოლო ათი წელი თითქმის ყოველდღე. არასოდეს მინახავს დარაბები ღია და სინათლე ღამით. არ მახსოვს ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ჩამევლოს ისე, რომ არ შემეხედოს ამ სახლისთვის და ეს გოგოები არ გამხსენებოდეს.
დღესაც მომიწია გავლა კანდელაკზე და სახლის მაგივრად ექსკავატორი, მოსწორებული ადგილი და დიდი სიცარიელე დამხვდა.... საშინლად დამწყდა გული.

Wednesday, November 30, 2011

სტივ ჯობს VS ოლეგ კოშევოი:D


მუზა :http://internalself.wordpress.com/2011/11/01/სტივ-ჯობსი-და-მონები/


არ მიყვარს ესეთი მორალისტური და ცრუჰუმანისტური განცხადებები, ფოტოები, სტატიები და ა.შ მარტოოდენ გულისაჩუყების მიზნით და „მე თქვენზე მაღლა ვდგევარ“ მოტივით რომ არის დაწერილი-დაპოსტილი.
რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ამ ქვეყანაზე ბალანსი არსებობს მარტო ბუღალტერიაში. ბუნებაში, პოპულაციებს შორის და სოციუმში არასოდეს არ იქნება. აქ ძლიერი უნდა გადარჩეს. ერთმა უნდა „დაჩაგროს“ მეორე, სხვანიარად ვერც „მჩაგვრელი“ იარსებებს და ვერც „ჩაგრული“. ერთი გამოუსწორებელი იდეალისტი ყავდა კაცობრიობას და ისიც ჯვარზე გააკრეს, ზუსტად იმის გამო ყველას გათანაბრება მოინდომა.
ძალიან სასაცილოა ნიანგის კურცხლების ყრა და სტივ ჯობსის „დადანაშაულება“ იმის გამო რომ მისი ბიზნესის პარალელურად სომალიში თუ უგანდაში ათასობით ადამიანი იხოცება შიმშილისგან. არავინ არავისთან ანგარიშვალდებული არაა, არც საკუთარი არსებობით და არც საკუთარი საქმით. ზოგი ვეშაპად იბადება ზოგი პლანქტონად. რა ვეშაპის ბრალია თუ ათასობით პლანქტონის ჭამა უწევს. თუ ვინმე შეიძლება ამაში „დაადანაშაულო“ ამ ყველაფრის შემოქმედია, მათ შორის ბუნებაში ბალანსის პირველი დამრღვევი ძმების აბელის და კაენის შემოქმედიც. ადამიანი არ ირჩევს სადღაც ბოცვანაში დაიბადოს ნაგავსაყრელზე თუ როტშილდების საგვარეულო მამულში. ამ ნაგავსაყრელიდან თუ „უფლისწული“ გაიზრდება და საგვარეულო მამულიდან „მათხოვარი“, ეგ უკვე იმ ადამიანზეა დამოკიდებული, გარემოზე და ფორტუნაზე, რომელსაც კარგი გემოვნება აქვს და წარმატებული ადამიანები უყვარს. რა ჯობსის ბრალია თუ სხვაზე მეტი ნიჭი, ინტელექტი, ალღო, ნებისყოფა, გამძლეობა და მიზანსწრაფულობა აღმოაჩნდა.
ან რატო უნდა იყოს მიბმული ერთი ქვეყნის მოსახლეობის ბედი მეორე ქვეყნის ადამიანის პირად ქონებაზე და მით უმეტეს სინდისზე?
ადამიანი ისედაც ხარბია ბუნებით. საკუთარი რომ არ აკმაყოფილებს სხვისი ქონების დატაცებაზე გადადის, ამის მიზეზია უამრავი ომი და ბოლოსდაბოლოს ჯარის არსებობაა ამის დასტური. შეტევისთვის თუ არა თავდაცვისთვის ხო მაინც ჭირდება ქვეყანას და ჯერ-ჯერობით უცხოლანეტელები არ შემოგვსევიან, ისევ სხვა ადამიანებისგან ვიცავთ საკუთარ თავებს. ჰოდა ამის ფონზე ხოა სასაცილო ვიღაცა რომ სინდისის გივალდებულებს სხვა ქვეყნის ბიუჯეტს რატო არ ავსებო?
რას ვიზამთ კაპიტალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ და კაპიტალი განაგებს თვით პირად ურთიერთობებსაც კი.
კომუნაში სულ რო ორი ფოთოლაფარებული პრიმიტივი ადამიანი ცხოვრობდა განცხრომაში, იმ ორ ადამიანმა ვერ გაძლო.
ერთიანი დიდი კომუნის მშენებლობის მცდელობას, რაც მოჰყვა აგერ 70 წელია ვიმკით.

მოკლე რეზიუმე - 36

უკვე ოცდათექვსმეტის ვარ და რომ გადავიხედე უკან ჩემთვის სასიამოვნო ზოგადი ფაქტები ამოტივტივდა რეზიუმესავით:
არასდროს ვყოფილვარ ცამხრივად შეყვარებული;
არასდროს ვყოფილვარ მიტოვებული;
არასდორს მომისმენია ყველაზე იდიოტური და ყალბი ფრაზა“ მოდი მეგობრებად დავრჩეთ“;
თუ ოდემსე ვინმე მყვარებია, ყველა იყო ჰაი ტეკი და სქაი ჰაი და დღემდე ყველა მიყვარს და შესაბამის ფიდბექსაც ვიღებ და ყველა ამ დღისთვის ღირდა ცხოვრება;
ეს რაც შეეხება ცხოვრებას.
და რაც შეეხება არსებობას, ზოგჯერ ხიზილალას ვჭამდი ლობიოსავით და ზოგჯერ ლობიოს ხიზილალასავით.
სადაც მივდივარ იქაურ ქუდს ვიხურავ, ოღონდ ისეთს არა რომ შიგნით კლოუნივით გამოვჩნდე ან დიდი მქონდეს და ან პატარა. ზომებში ინსტიქტურად ვერკვევი.
პირველი ვიოლინოობა მიყვარს ყველგან, თუმცა დიდი ხანია სიმები დამაწყდა, მაგრამ ეგ დროებითია.
ჰოო კიდე რაა;) ვერაფრით შევიჯავრე ვერც ახალი წელი და ვერც თოვლი. ეტყობა ბავშვობის განცდები და დადებითი ემოციები ბევრად უფრო ღრმად და წაუშლელად ილექება.
ჰოო ყველაზე მთავარი იქამდე მინდა ვიცოცხლო სანამ „მინდიხარ“ სურვილს აღვძრავ. მაგის მერე უკვე უსქესო არსება ხარ.

Wednesday, October 26, 2011

საახალწლო საჩუქარი

ხვალ 31 დეკემბერია. მიყვარს.... ეს ერთადერთი დღეა, რომელიც ბავშვობაში მაბრუნებს. ოცდათერთმეტის დილა გათენდება თუ არა, ნამცხვარი ”იდეალის”, ახალი ფეხსაცმელების და ბენზინის სუნი მცემს, მამაჩემი გზად რომ ასხამდა მანქანაში. ამ დღეს როგორც რიტუალი მამიდაჩემთან ვიკრიბებოდით და იქ ვხვდებოდით ახალ წელს. რამდენი ვიყავით და როგორ გვიხაროდა ერთმანეთი! მერე გავიზარდეთ, ნელ-ნელა დავცოტავდით და დავიშალეთ. ერთად შეკრების რიტუალი კი გონებაში დამრჩა სხვადასხვა შეგრძნებების დონეზე.
ბავშვობის მოგონებებს ვერ ამოშლი, შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ არაცნობიერში გადადის და მერე მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შეგრძნებების სახით ამოდის ცნობიერში. აი ეს შეგრძნებებია ზუსტად ”იდეალი”, ახალი ფეხსაცმელები და ბენზინი.
დილიდან რაღაც მჟავე ხასიათზე ვარ. ან რაღაც უნდა გამიხარდეს ძალიან ან უნდა მეწყინოს. ესე მარტივად არ გაივლის ”სიმჟავე”.
- You are beautiful as morning rose - თავი შემოყო თუ არა დანახვისთანავე მომაძახა ერთმა აბეზარმა თანამშრომელმა, რომელიც ქათინაურებს ისე ხშირ-ხშირად ისროდა, რომ დაჭერის მუღამს გიკარგავდა. - გიგა გეძებდა, არ იყავი ოთახში? - განაგრძო.
- არა ეხლა შემოვედი.
- რას დადიხარ მერე ცარიელი ტაქსივით, რომ ანერვიულებ იმ კაცს?!
- შენი იუმორის მოსანელებელი ფერმენტის დეფიციტი მაქვს ორგანიზმში და ნელ-ნელა შემაპარე ხოლმე, ერთბაშად ვერ ვინელებ.
- მარცხენა ფეხზე ადექი?
- მორნინგ როუზობის მიუხედავად საკუთარი ტყავიდან ვერ ამოვხტები იმის გამო, რომ ყველა დურაკულ კითხვაზე პასუხი გაგცე.
- არაა, დღეს მაინც რაღაცა ბზიკმა გიკბინა.
- ”ნწუ, ”პაგოდაა” ეგეთი.
- მერე არ გინდა ”პაგოდა” გამოვასწოროთ შესვენებაზე? ბარში ავიდეთ, უფროსობა მაინც არაა.
- არაა, ამინდის მორგების ხასიათზე არა ვარ. - ვუთხარი და აწკრიალებულ შიდა ტელეფონის ყურმილს დავწვდი:
- ......
- ჰოო, გიგა!
- შესვენებაზე გცალია რომ გამყვე? მიშამ საახალწლო საჩუქარი უნდა მიყიდოს და მარტო მეზარება წასვლა
ვაიმეჰ! ეს რაღაც ახალია! მოიცა გავიაზრო და დავალაგო გონებაში: მიშამ გიგას უნდა უყიდოს საჩუქარი... საახალწლო... თან უნდა წაიყვანოს და თვითონ აარჩევინოს და ესეც უნდა გაჰყვეს ბოჩოლასავით და რასაც ხელს დაადებს ის უნდა უყიდოს... და მე რაღა შუაში ვარ. ჰმ! ეტყობა მეც რაღაც სიურპრიზს მიმზადებს და ჯერ არ მეუბნება)

”გიგა... გიგა....”

მახსოვს დიდხანს არ ვესალმებოდი. არ მევასებოდა. ნამეტანი გაპრიალებული და ”სმოკინგიანი” იყო. ტიპიური მეტროსექსუალი. გუნდ-გუნდათ დაჰყვებოდა მეტალო-კერამიკის ნაშები. თვითონ კი გამოზომილი ემოციებითა და ნასწავლი მანერულობით იფერებდა მის მიმართ გამოვლენილ ყველანაირ ყურადღებას, ინტერესს თუ მზრუნველობას. ოპერის კულისებში იყო გაზრდილი (დედა ჰყავდა სოლისტი) და ყოველი შემთხვევითი გასაუბრებისას ისეთი გრძნობა მრჩებოდა რომ ისევ იქ ცხოვრობდა. არც ის მახსენდება, თვითონ გამოემჟღავნებინოს რაიმე ინტერესი ჩემს მიმართ. უფრო ”რახან ვერ მხედავ, ვერც მე გხედავ” პოზიცია ეკავა. მაგრამ გუმანით იმასაც ვხდებოდი, რომ ამ პოზიციის უკან ჩახმახზე თითი ჰქონდა გამოდებული და შესაფერის მომენტს უცდიდა. რაკიღა შესაფერისი მომენტი არა და არ დადგა, ჩახმახს ხელი აუშვა და ვირტუალურად მომეპარა.
ერთ დილასაც ფოსტა გავხსენი და მისი წერილი დამხვდა (დამხვდა და რა დამხვდა):

”ნათია გამარჯობა,

შეგნებულად არ ვსარგებლობ ტელეფონით, ვინაიდან არანაირი სურვილი არ მაქვს გავრისკო ჩვენი ურთიერთობები (”რომელი ”ჩვენი” ნეტა?”) მით უმეტეს რომ ის ჯერ არც დაწყებულა. უბრალოდ მინდა იქიდან დავიწყო, რომ ყველა ი-ს თავზე წერტილი დავსვა. არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ შენს მიმართ საკმაოდ სერიოზული სიმპატიები მაქვს. („აააა?!”). ეხლა საიდან გამომიდნარეობს ჩემი შენდამი სიმპატია:
არავისთვის უცხო არ არის, რომ ქალზე პირველი შთაბეჭდილება იქმნება გარეგნობით, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ თუ მარტო ეს გარემოება დარჩა მაშინ ეს არის არასერიოზული.
შენ ყველას უყვარხარ და შენი დანახვა უხარიათ.
ინტუიცია.
ჩემზე შემიძლია დიდი ხანი ვილაპარაკო (ჯერ ორი სიტყვით და მერე იმისდა მიხედვით თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტს და საინტერესოს მოგწერ):
ვარ 35 წლის. (”ვაა, 14 წლით დიდი ყოფილა, არ გემჩნევა შე самовлюблённый индюк)
ცოლთან გაშორებული. თუ ყველაფერი კარგად წავიდა და ამ ისტორიით დაინტერესდი, მოგიყვები საკმაოდ სასაცილოა (”იმდენი შენ რა გითხარი, ამაზე გეცინებოდეს”)
მყავს მილიონი მეგობარი (”ეჭვი არ მეპარება”)
დიპლომატობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა, ამიტომაც დავბრუნდი აქ და მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიე. ამას მალე გაიგებ. ესაა ჩემი ძირითადი გატაცება და პირადული საკითხების გარდა ყველაფერს ვუთანხმებ ჩემს პროფესიას (”ეს ინჩ უზუმ ეს ელი ჯან?”). ჩემი მთავარი ჰობი დიპლომატიის ისტორიაა, რასაც პრაღაში ჩეხურ ლუდთან ერთად შევისწავლე (”სამაგიეროდ ქართველი ენა სულ აღარ ვიცით”). ეს დღემდე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. დამთავრებული მაქვს ოთხი უმაღლესი სასწავლებელი: თსუ, მოსკოვის დიპ. აკადემია, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი და ჟენევის უნივერსიტეტის მოკლე ერთწლიანი კურსი. ჩემს თავში ყველაზე საინტერესოდ ვთვლი იმას, რომ რატომღაც ვიცი (თანაც კარგად) ალბანური ენა, რატომ ვისწავლე, არ ვიცი. ისე მაგრა არ მიმართლებს ამისთანა რამეებში. მაგ: ვისწავლე ალბანური, აღმოჩნდა რომ არაფერში არ მჭირდება. თავი გავიგიჟე და ცურვაში გავხდი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ისეთი ტრავმა მივიღე ფეხზე, რომ ათი წლის ვარჯიში წყალში ჩამეყარა. წავედი საბჭოთა არმიაში და სულ მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა. (”მოგიკვდი”)
გატაცებული ვარ ფილოსოფიით, მაგრამ უფრო პრაგმატული მიმართულებით, ჩემი სათაყვანებელი ფილოსოფოსი არის აწ დაუმსახურებლად დავიწყებული სოლონი, რომლის ნაშრომების საფუძველზე შეიქმნა არა მარტო რომაული კანონმდებლობა, არამედ USA კონსტიტუციაც. ერთი პერიოდი მოშნად ვიყავი გადავარდნილი რელიგიაში. ალბათ თეოლოგიური ლიტერატურის ერთ-ერთი კარგი მცოდნე ვარ. საინტერესო ის არის, რომ ორი წლის განმავლობაში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე არ ვჭამდი ხორცს და რძის პროდუქტებს, არ ვსვამდი, არ ვეწეოდი. მერე ეს ყველაფერი მოულოდნელად გაქრა, არადა თავს მშვენივრად ვგრძნობდი.
ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის გამოცდილება, რომელიც შევიძინე და ის თავგადასავლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ ბევრს არ გააჩნია. რაც შეეხება ქართულ ”მორალს”, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ყოველთვის ვებრძოდი იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ეთქვა ”ნახე რა ტიპია”, არამედ იმიტომ რომ ფარისევლობა და ცინიზმი არის საშინელება. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს დიდ ანგარიშს მეც ვუწევ საზოგადოებრივ აზრს, იმიტომ რომ დავმარცხდი და კისერი მოშნად მოვიტეხე (”ჰოდა ნუ ატრაკებ, კონფორმისტი ხარ შენც”)
მუსიკას რაც შეეხება, ჭკუას ვკარგავ კლასიკაზე, განსაკუთრებით მიყვარს რახმანინოვი და მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსული რენესანსის კომპოზიტორები. მიყვარს ოპერა. შემიძლია ვიმღერო უამრავი არია. ამას ჩემი ოჯახური ტრადიციებიც უწყობს ხელს. (”ნეტა დამანახა სად მღერი არიებს და იმ დღეს მომკლა”)
ყველა აღიარებს რომ იუმორის გრძნობა მცირედად, მაგრამ მაინც გამაჩნია. მიხარია როდესაც იცინიან და კარგ ხასიათზე არიან.
იმდენად ოპტიმისტი ვარ, რომ ზოგჯერ ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს იდიოტი ვგონივარ, მაგრამ ეს იმათი პრობლემაა. როგორც გითხარი ჩემს მომავალს ვხედავ მხოლოდ დიპლომატიაში და ვარ ბედნიერი, რომ ჯერ-ჯერობით მიმართლებს ამ მიმართულებით. სხვა მიმართულებას რაც შეეხება, გადატანილი მაქვს ოჯახური ცხოვრების ექვსთვიანი გმირული ეპოპეა. თავიდან მეგონა, რომ იგივეს არასოდეს გავიმეორებდი, მაგრამ სინამდვილეში ეს საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ადამიანმა ნახოს და გამოსცადოს (ცნობისათვის: ნანახი და გამოცდილი ძალიან ბევრი რამ მაქვს). ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შენი მეუღლე იმავდროულად არის შენი ყველაზე ახლო მეგობარი, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს.
ხოო კიდე რაა... ვარ ვაკელი, მაგრამ ეხლა ვცხოვრობ პავლოვზე, ვინაიდან მარტო ცხოვრების უნარი არ გამაჩნია, ვერ ვუვლი ჩემს თავს (”რომ არ გიცნობდე ვიტყოდი, რომ ამ ოპერიდანა: ”ვაკელი ვარ, მაგრამ ეხლა გლდანში ვარ დროებით, ვაკეში რემონტი მაქვენ”)
თუ ეს ინფორმაცია საშუალებას მოგცემს გავაგრძელოთ, უფრო სწორედ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა, მე ბედნიერი ვიქნები.”

(”ღმერთო ჩემო რა აკადემიურია! ეს ალბათ სექსის წინ ტანსაცმელს კოხტად კეცავს სკამზე...რა მივწერო, რა ვუთხრა? ეხლა ხო მაგარი იქნება, რომ მივწერო რომელი ხარ -მეთქი. რა გვარისაა მაინც ეხლა გავიგე და რა მოხდა მერე! ტიპი ალბათ საშვილიშვილოდ მომიძულებს... ავდგები და მივწერ: ”ვერ გაგაბედნიერებ, რამეთუ, ეს ინფორმაცია საშუალებას არ მაძლევს გავაგრძელოთ, უფრო სწორედ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა” და თუ მართლა იუმორის გრძნობა აქვს, როგორც იჩემებს, მიხვდება... რატომაც არა ისე? არანაირ ფსონს არ ჩამოვდივარ, არანაირი პროგნოზს არ ვსვამ, არავითარ გეგმებს არ ვაწყობ... არადა როგორ ვერ ვიტან ესეთ წინასწარ გაწერილ ”დასაწყისებს”... ვნახოთ, ურთიერთობაში აღმოჩნდები რა ხილიც ხარ ოპტიმისტო”)

სამი თვე გავიდა რაც ეს წერილი მივიღე და აი, დღეს ამ სამი თვის თავზე გიგას მივყვები, რომ საახალწლო საჩუქარი უყიდონ. მე ალბათ ”ფატა” უნდა დავუჭირო.
ცოტა ხანში გიგას მეგობარმა მიშამ მოგვაკითხა თავის მეგობარ გოგოსთან ერთად და ოთხივე ერთად გავეშურეთ საჩუქრების მაღაზიაში.
- გაიცანით ეს ჩემი მეგობარია ირიშკა! - ამაყად და ომახიანად განაცხადა მიშამ, ჩავჯექით თუ არა მანქანაში, თუმცა სიამაყის მიზეზს ვერც მაშინ მივხვდი და ვერც მას მერე. რადგან გავრცელებული აზრით, გემოვნებაზე არ დაობენ, ამ საკითხზე არ შევჩერდები.
- საიამოვნოა - ამოიკნავლა ირიშკამ.
(”გენაცვალე ცალყბა და უგემურ ღიმილში”)
გზაში ხმა რომ არ ამოუღია, მაღაზიაში შესვლისთანავე ირიშკა უმალ კუდქიცინა მხიარულ არსებად გადაიქცა, მოხსნა რა პირი მიშას საფულეს და რაც ბრჭყვინავდა და ბრწყინავდა ყველაფერი საკუთარ ”ანგარიშზე” გადაიტანა.
- მოგწონს ეხლა აქ რამე?- მეკითხება გიგა
- რა ვიცი, დიდად არაფერზე გავგიჟებულვარ, ზოგი მომწონს, ზოგი არა.
- აი მე კიდე არაფერი მომწონს. გამიტრაკა რა საქმე ამანაც კიდე! უნდა გიყიდო, უნდა გიყიდოო, ჰაა მიყიდოს რა უნდა!
(მეცინება... ”ვაახ როგორ დავიჯერო რომ ესეთი ხეპრე ხარ”)

- გიგა ეს შადრევანი მოგწონს? - ეკითხება მიშა - ნახე შე ჩემა, თან წყალი გადმოდის, თან ანათებს და თან მუსიკას უკრავს.
(”ვაიმე, ოღონდაც ეს არა რაა!!” სად უნდა დადგას ნეტა ეს უგემოვნობის პიკი? ან ეს მიშაც რაში ყრის ამდენ ფულს?)
- მომწონს ხოო, აიღე!
- დედაჩემს მაინც ვაჩუქებ, ევასება ეგეთი რაღაცეები - გადმომილაპარაკა ჩუმად.
(აღარ მეცინება)
- ნათია შენ გინდა რამე? - გავახსენდი მიშას.
(”რა კარგი კითხვაა”)
- არა გმადლობ.
- ვაიმე რატო არ გინდაა? დავიჯერო არაფერი მოგწონს? - ”აღშფოთდა” ირიშკა
(”გადი ქალო გამასწარი აქედან”)
- არ მომწონს - ისეთი ტონით ვუთხარი, რომ ეგრევე მოკეტა.
გიგას ეს დიალოგი ”არ ესმის”.
გამოვედით მაღაზიიდან.
ჰოო.. ეხლა რა ვქნა?! რამე რომ არ მოვიფიქრო ამ წუთასვე, გავსკდები შუაზე. ფული არ მაქვს საკმარისი. მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს ლომბარდი შევნიშნე, მერე ოქროს ძეწკვიც გამახსენდა ყელზე რომ მეკეთა და განათდა. ლომბარდიდან პირდაპირ იმავე საჩუქრების მაღაზიაში შევედი და ოთხი საჩუქარი ვიყიდე - გიგასთვის, მიშასთვის, ირიშკასთვის და გიგას დედისთვის და დავურიგე, თან წინასწარ მივულოცე ახალი წელი. მერე გიგას ვუთხარი, თქვენ წადით, მე საქმე მაქვს კიდე და მერე ჩემით ამოვალ - მეთქი.
რა ჩაიბურდღუნა აღარ მომისმენია, კარი მივუხურე და წამოვედი.
ალბათ თვითკმაყოფილების განცდას არაფერი შეედრება სიმსუბუქის მხრივ.
31 დეკემბერიც გათენდა. მივუჯექი თუ არა ჩემს სამუშაო მაგიდას, ტელეფონმა დარეკა:
-ნათია დღეს რა გეგმები გაქვს? დედაჩემი მინდა გაგაცნო, თვითონაც ძალიან უნდა შენი გაცნობა, (ჰოო მართლა საჩუქრისთვის მადლობა გადმოგცა,)... და მინდა რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ...
("იმდენად ოპტიმისტი ვარ, რომ ზოგჯერ ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ........")