Monday, February 13, 2012

მასვი მაჭამე მალხინე ... VS „სოფელი ცდილობდა ჩემს დაჭერას, მაგრამ ვერ შეძლო“

პატრიარქის დავალება ყოფილა თემა დაწერეთო.. ჰოდა დავწერე რაა...


„რაც არა გქონდეს, არცა გინდოდეს“
„შეჩვეული ჭირი გერჩივნოს შეუჩვეველ ლხინსაო“
„არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!
მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...“

რათა შვილო რათა?
რათა და იმათა რომ ხარ კონფორმისტი, მცონარა, დაღებული პირი გაქვს ცისკენ აშვერილი, იმის მოლოდინით როდის ჩაგივარდება მარილიანი ჯიხვისა და არჩვის ხორცის ნაჭერი, მერე ისღა დაგრჩენია ხარბად გაღეჭო და გამძღარი გვერდები მიუფიცხო ღუმელს და ნაცარი ჩხრიკო ოცნების ბურუსში გახვეულმა, რომ ერთ დღესაც ქილა ერბოს იპოვი და გაყიდი, მერე იყიდი, მერე ისევ გაყიდი, მერე ისევ იყიდი და აშენდები, აბა რათ უნდა გაცვალო ეს შრომაზე და შრომით მოპოვებულ სამოთხეზე? გათენდება და ახლა შავ სალ კლდეებზე ირბენ, იქნება სადმე ორბს მოჰკრა თვალი და ნისკარტიდან ნადავლი გაჰგლიჯო ან უცბად გამოსლეებულ დევს გადააწყდე. ერთი სადგისის ჩხვლეტა და ატრიალე შენს ნებაზე. ერთადერთი სირთულე აქ ისაა, რომ სწორად დამიზნება უნდა იცოდე... დანარჩენი რაც არ გამოგივა ღვთის ნებას მიაწერ, რაც გამოგივა იმასაც და პრინციპში მართალიც ხარ, უფლის ნების გარეშე ხო ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი - ჩვენი თავიდან.... აბა რაღას ვფაფხურობთ, ვის და რას ვებრძვით, რატომ ვიგონებთ სატანებს, ლუციფერებს, დემონებს, ტარტაროზებს... არაფერ შუაში არ ყოფილან ეს პატივცემულნი... ან თუ არ ვიგონებთ, ესენიც მარტო თავისი ნებით არ დაცემულან ესე გამოდის. არ მითხრათ ეხლა თავისუფალი არჩევანი ქონდათ, იმათ ეგ გზა აირჩიეს და უფალმაც ნება დართოო. მაშინ სად არის არჩევანის უფლება, როცა ერთი კლავს მეორეს, რატო იმ მეორეს არ ეკითხება იქნება და არ უნდა რომ მოკლან. ღვთის რჩეული ერი რო ამოიბუგა გაზის კამერებში, იმათ არჩევანის უფლება არ ქონდათ? დაბადებიდან რომ ყრუ-მუნჯი ან ბრმა იბადება ადამიანი, იმის არჩევანის უფლება სადაა? ვინ ჰკითხა დაბადებისას ბრმა გინდა იყო თუ თვალხილულიო. თუ კატეგორიებად ყოფს ადამიანებს, ვის აქვს ეს უფლება და ვის არა, მაშინ ვიცოდეთ მაინც ვინ რა კატეგორიაში ვართ მოხვედრილი, რომ აღარ იყოს იმის საჭიროება, იმდენი სიბრძნე მოვთხოვოთ ღმერთს, რომ ასატანისა და შესაცვლელის გარჩევა გვასწავლოს.
მოკლედ ძაან რო არ გადავუხვიო თემიდან და ვიწრო ლოკალური ჩარჩოებიდან, ერთი „თავმოყვარე გურჯი მამრი“ მანახეთ, ერთხელ მაინც რომ არ ჰქონდეს დალაიქებული ან გადაშეარებული „მასვი მაჭამე, მალხინე, მატ%ნაურე და მაძინე“
http://www.youtube.com/watch?v=gGBodtJl9ps
ქართველს შეიძლება მისცე თემა დასაწერად: „მეამაყება რო ქართველი ვარ“. ოჰოჰოჰო! რას ამოატრიალებენ წინაპრების ძვლებს, ვინძლო დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე სლოკინით მოკვდნენ საფლავში ხელმეორედ.
ან უფრო მარტივი თემები „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, „საქართველოს გაუმაარჯოს, გაუმაარჯოს, არ ვარგა! გაუმაარჯოს, ჯოს! ჯოს!“ „ივერია გაბრწყინდება?! „ „ვის რა სასწაული გადაგხდენიათ თავს“, „როგორ იწამე ღმერთი“... აი ამ ბოლო თემას დიდი გულისყურით წავიკითხავდი, მილიონი თემა რო შემოსულიყო მილიონივეს.
ერთი კაცი მაინც დამანახეთ შორიდან სოფელმა რომ ვერ დაიჭირა, ლეგენდებს არ ვგულისხმობ, ცოცხალი ადამიანი მანახეთ ეგეთი. მუხლებზე უნდა ვემთხვიო...
რა არის ეს, თუ არა ადამიანების ხიბლში ჩავარდნის ხელშეწყობა...
ან ისეთი გაკეთებული სიკეთე მანახეთ ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავმოყვარეობას რომ არ ედება მალამოდ.
ორჯერ ჩააბარებენ აღსარებას, სამჯერ გაიყინებიან გარეთ წირვის დროს შიგნით რო ადგილი აღარა დასადგომი, არც ერთ მომენტს არ გაუშვებენ ხელიდან ყველა ეკლესიის თუ საეკლესიო მაღაზიის წინ პირჯვარი არ გადაიწერონ, ტვინს გადაიღლიან სამარხვო მენიუს შედგენით, დღეში შვიდჯერ ძველ ქართულ ენაზე ჩაიკითხავენ სავალდებულო ლოცვებს და მერე მართლა დაიჯერებენ, რომ მოსწყდნენ მატერიას და ხორცს აჯობეს.
რატომ, რატო? რატო უნდა ებრძოლო საკუთარ ხორცს, ხუთ გრძნობას, ცხრა მუზას, ეს ყველაფერი ვინ შექმნა? ფოთოლიც კი არ არსებობს დედამიწაზე ორი ერთნაირი იყოს, არათუ ადამიანი. როგორ შეიძლება ყველას ერთნაირად მოსთხოვო, ყველას ერთი მორალური კოდექსით მიუდგე. მე ჯერ არ მინახავს ადამიანი საკუთარ თავს გაქცეოდეს. სადაც არ უნდა გაიქცეს, მაინც ისეთ თავშესაფარს იპოვის, რაც ისევ თავის თავს მოაგონებს... მონასტერს რომ აფარებენ თავს, იმათ ჰგონიათ რომ სოფელს აჯობეს? ეს არაა ჯობნა, ეს შიშია, გაქცევაა, იმაზე უარის თქმაა რაც ღმერთმა მოგცა. თვითმკვლეობა თუ ცოდვად ითვლება იმის გამო, რომ ღმერთის ბოძებულ სიცოცხლეს ხელჰყოფ და ამით ღვთის წინააღმდეგ მიდიხარ, სქესს რატომ კლავ მაშინ შენში, დედობის უფლებას რატო ართმევ თავს, ესეც ხო ღმერთმა მოგცა?! იმ ქვეყნად უკეთესი ცხოვრების პერსპექტივით ისაჭურისებ და ისტერილურებ თავს?! ესეც ხო ანგარებაა, განუდგე ცხოვრებას იმის გამო, რომ საკუთარ სულს ულხინო როცა იქნება... არადა გაცილებით მარტივია ყველაფერი... რა მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობ, სასახლეში, ქოხში, ტაბორში თუ მონასტერში, გული უნდა გქონდეს სუფთა და მისი გაცემა არ გენანებოდეს, არ უნდა ითვლიდე რამდენი შრამი დაგიტოვა ზედ სოფელმა, როცა ითვლი მაშინ იწყებ გაქცევაზე ფიქრს...
მე სოფელმა კი არ მაჯობა, ვერ გამტეხა, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ნატალური რუქის შემოქმედი, ჩემი დაბადების მომენტში ცოტა გაუგებარ ხასიათზე იყო და სადაც კი „ი“-ს ჩასმა მოუხდა ყველგან დაავიწყდა თავზე წერტილის დასმა.
იმის გათვალისწინებით რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელია, საშუალო ასაკი ზუსტად 35 წელზე მოდის, ასე რომ ერთი წლით გადავაბიჯე და ცხოვრების მეორე ნახევარში შევაბიჯე. მართალია ყველანაირი „უნდა“ და „ხვალ“, ერთნაირად აცინებს ღმერთსაც და შემთხვევითობასაც, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ პირველი როცა ჩემს რუქას ადგენდა შიგადაშიგ მაინც კარგ ხასიათზე იყო და მეორე კიდე მოიშლის იმ ჩვევას მაშინ ჩამისაფრდეს, როცა არც ამის დროა და არც ადგილი.
არანაირი სურვილი არ მაქვს მეორე ნახევარი პირველს გავდეს, თუმცა რომ მკითხონ რას შევცვლიდი, უკან რომ დავბრუნდე..... სკამსაც კი არ გადავაადგილებდი. არაფერს არ ვნანობ, არც იმას რაც გამიკეთებია და არც იმას, რაც არ გავაკეთე. ცალი ფეხი რომ სამარეში მექნება მაშინ გამოჩნდება ვინ ვის აჯობა, მე სოფელს თუ სოფელმა მეე...
მაგარი როდის ხარ იცი? მაშინ კი არა რამდენჯერაც წაიქცევი, იმდენჯერვე რომ ადგები, მტვერს ჩამოიბერტყავ და გზას გააგრძელებ, მაშინ ხარ მაგარი, წაქცეულიც რომ არ კარგავ ღირსებას, არც ყველა გამვლელს ეკონწიალები ამაყენეო და არც ფეხზე მდგომების გშურს.... ღმერთი „მაცდურია“, რაც დრო გადის მით უფრო იმხელა ფსონს ჩამოდის „დასაკარგზე“, რაც წინა ყველა ერთად ჩამოსულზე მეტია, თან გაწრთობს, თან უფრო ღრმა ორმოს გითხრის, იქნება იქიდან მაინც თავისით ვერ ამობობღდეს და საშველად მიხმოსო.... არადა ერთხელ მაინც არ გიფიქრია, იქნება გამოუწრთობელი უფრო მოსულიყვნენ შენთან ... ვერანაირად ვერ გამოჩნდება ჭაობიდან ცა უფრო სუფთა, ვიდრე სუფთა ტბიდან...
ადამიანს რომ თვალში სხივი აღარ აქვს, ის აღარ ცხოვრობს, უბრალოდ არსებობის გზას მიყვება... ვიცი რომ სანამ ცოცხალი ვარ არ ჩამიქრება...
მოკლედ 12-ის მერე ვირტუალური ხაზები გადატვირთული იქნება და სოფლის დედაც მავსდღან, დამდეგ ვალენტინობას გილოცავთ:D

0 comments:

Post a Comment