Wednesday, February 22, 2012

პეროიანი ჰაზრები


„იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა“ - არადა ეს ერთადერთი რაღაცაა, რასაც ვერ მოშლის... არ იშლება.
„იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა“ - მაშ რად უნდოდა უარესის შექმნა?!
„ჭირი იქა, ლხინი აქა“ - მასვი მაჭამე მალხინე, ჩემს იქით დედა მ-თო.
„გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო“ - კი აბა! წყალში ვინ იხრჩობა ყველაზე ხშირად - ის ვინც საერთოდ არ იცის ცურვა, ან ძალიან კარგად იცის.
„ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“. - ზატო ენა რამსიგრძე აქვს.
„სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩივნისო“ - თავის გატეხვით შეიძლება მოკვდე, სახელის გატეხვით, მაქსიმუმ შენზე უარესები გაახარო.
„დროზე მთესველი დროზე მოიმკისო“ - კეე, თუ ელია კაი ხასიათზეა.
„ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო.“ - ერთ მოყვარეს თუ ვერ მოუარე, ას მტერს მოუვლი?
„ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო“ - სადაც ვინმემ ვინმეს დაუკაკუნა, ყველა კარი თუ გაიღო, დაიწყო აპოკალიფსი და ეგაა.
„ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო“ - სამაგიეროდ ფერი და ამინდია ერთია ზედ, ცოტას ხედავ თუ ბევრს.
„ზღვა ისე არ დაშრება, გუბის ტოლა არ დარჩესო“. - გუბისტოლა ზღვის დედა ვატირე. გუბეს იმიტო ქვია გუბე რო გუბისხელაა. ვის რაში აინტერესებს რამოტოლა მამულები გქონდა ადრე ქამუშაძევ!
„თევზი თავიდან ყროლდებაო“ - მნიშველობა აქვს აყროლება საიდან დაიწყება? სუნი ერთნაირად გაწუხებს.
„კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო“. - სცადე აბა და დაპატიჟე, იქნება დაუპატიჟებლობისგან გაავდა.
„კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო“. - იიიიშ! ცუდი რო იყოს, ხო ეკალია და ამოიძრობ და გადააგდებ!
„რაც არ გერგება, არ შეგერგება“ - არადა რეალობაში ხშირად პირიქითაა.
„რაც შეშვენის გლახა ბერსა, არ შეშვენის კახაბერსაო.“ - კახაბერს გლახა ბერის პირობები შეუქმენი და მერე განზე გადექი და ისე უყურე რას შეიშვენს.
„როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.“ - სიტყვას გააჩნია.
„სადაც არ გიხნავს, იქ ვერას მოიმკიო.“ - სამაგიეროდ მიითვისებ.
„სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო.“ - ნოყიერ ნიადაგზე გაიხაროს, სიპ ქვას ვინ დაეძებს.
„სოფელს დიდი თვალი და ყური აქვსო“ - უბედურება ისაა რომ ერთი თვალი და ერთი ყური აქვს.
„უნამუსოს აფურთხებდნენ და იფ-იფს იძახდაო.“ - უნამუსო კი არა პოხუისტია და ცინიკოსი.
„ფუფუნებაში გაზრდილი არც თავს არგებს, არც სხვასაო“ - კომპლექსიანი ღატაკის ბოღმა
„შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდებაო“ – არა, შენი დედა მო---ით უნდა გაიზარდოს!
„ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო.“ - ჯიგარი!
„ციხე შიგნიდან ტყდებაო.“ - გარეთ თუ არ აქვს იმედი, ვერაფერიც ვერ გატყდება.
„ცოდვა კაცს არ მოასვენებსო.“ - ცოდვა არა, დასჯის შიში.
„ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო.“ - გამოუყენებელი ცოდნა დაკარგულია, მა რა ჩემი ფეხებია.
„წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი.” – აბა თეთრი მოზვერი?
„ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო.“ - სხვის ტრაკსაც.

Saturday, February 18, 2012

45 "მე" (ეძღვნება ყველა იმას ვისაც "ვემისები" )

შვილი - ის, რომელიც ჩემს ძალებს და აზროვნების უნარს აღემატება.
მე - საიდანაც გაქცევა არასოდეს მიცდია და რომლის კვირის ყველა დღეს პარასკევი ქვია.
შენ – მხარი, რომელზეც ყოველთვის შემეძლო თავის ჩამოდება და ზურგი -რომელზეც შემეძლო მოყრდნობა.
ისინი - რომლებიც მუდამ არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ სამყაროს მეორე მხარეს.
დედა – ის, ვინც სანამ ცოცხალია ყოველთვის ბავშვი ვიქნები.
მამა - ის ვინც ჩემს ცხოვრებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს, ვისგანაც თავის დაღწევას ყოველთვის ვცდილობდი, ვისაც არ მინდა ვგავდე და სანამ ცოცხალია ბოლომდე თავისუფალი ვერასოდეს ვიქნები.
გზა - ის რომელიც მხოლოდ მარცხნივ მიდის.
საზოგადოებრივი აზრი ჩემს შესახებ - დაჟე ფეხებიც კი არ მემეტება ზედ დასაკიდებლად
დილა – მინდა რომ ყოველთვის უფრო გვიან დგებოდეს.
ძილი - ფიქრისგან და არსებობისგან თავის დაღწევის საშუალება.
„ხვალ“ - რომელიც ყოველთვის უფრო შორს მგონია, ვიდრე ხვალ და რომელსაც იშვიათად ვუწევ ანგარიშს.
„გუშინ“ - ყოველთვის მაღიმებს, გასაღიმებელია თუ არა.
„დღეს“ - მხოლოდ მაშინ მიხარია როცა „ვგრძნობ“
სიყვარული – საიდანაც ვიღებ სასიცოცხლო ენერგიებს.
სამსახური – რეჟიმი რომელსაც ვერასოდეს შევეგუები.
დრო - რომელიც თავზე საყრელი მაქვს და რომელიც არასოდეს მყოფნის და რომელსაც ვერ ვიტან, როცა ჩარჩოში მისვამენ.
! - სასვენი ნიშანი, რომლითაც ვერაფერს გამაკეთებინებ, თუნდაც ჩემს სასარგებლოდ.
ვნება - იქ სადაც ყველაზე „მე“ ვარ.
მეგობარი – რომელიც მე უფრო ბევრისთვის მქვია, ვიდრე სხვებს ჩემთვის
თვალები - ისინი რომლებიც არასოდეს იყურებიან ზემოთ ან განზე.
გული - ორგანო რომელსაც უსასრულო მახსოვრობა აქვს და რომელიც არასოდეს მატყუებს.
ფლუიდები - რომელიც ჯერ არ „გამიმაზია“
ინტუიცია - შიშისგან თუ გავარჩიე, ყოველთვის ვენდობი.
შიში - ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი, დაახლოებოთ ისეთივე დამოკიდებულება მაქვს როგორიც მელას თავისი მახრჩობელას მიმართ.
ლიკა - ვინც გამანახევრა.
მუსიკა - რომლის გარეშეც ერთი დღე არ მახსოვს თავი.
სარკე - სადაც დილით ჩახედვის არ მეშინია (ჯერ-ჯერობით:D)
სახლი - სადაც არასოდეს ვყოფილვარ „შინ“.
ბებია - женщина с большой буквы და არა მარტო ქალი არამედ ადამიანიც, რომელსაც მინდა ვგავდე და რომლის გახუნებულ ასლობას მგონი ვახერხებ.
პაპა - ჩემი პირველი განმანათლებელი და ის ვისგანაც გამომყვა ჰარმონიული სმენა და ჯღაბნის ნიჭი.
ფლამენკო - ჩემი სულის მუსიკა
ბლუზი - თავშესაფარი წვიმიან ამინდში და როცა ბურთი მაქვს ყელში გაჩხერილი.
მატარებელი - ყველაზე რომანტიული ტრანსპორტი.
უსამართლობა - ის, სადაც ვეღარ ვცნობ უფროს-უმცროსს , ვეღარ ვარჩევ სქესს, სტატუსს და ა.შ.
ცხოვრება - ის, რომელიც პირიქით აქეთ მაბრალებს ყველაფერს და მუდმივად რაღაც ხარკს მახდევინებს რისი, ვისი ხზ.
ადამიანები - მხოლოდ სამი კატეგორია: „ჩემები“, „არაჩემი ახლობლები“ და „სხვები“
კაცის ტირილი - აქლიევსის ქუსლი, სული შემიძლია მივყიდო, უფრო სწორედ ისე ამართვას, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწრო.
ღმერთი - ის ვისაც ზუსტად იმ მანძილზე აქვს ხელი გამოწვდენილი რომ ბოლომდე გაწელილი ვიყო და მაინც ვერ მივწვდე. ძნელია იმას მისწვდე ოდესმე რასაც ეჭქვეშ აყენებ.
რწმენა - ზოგადად კარგი რამეა, პლაცებოს ეფექტი აქვს.
31 დეკემბერი - ერთი დღე, როცა ბავშვობაში ვბრუნდები
სასაფლაო - სადაც გაზაფხულზე მიყვარს ბოდიალი.
სიკვდილი - სხვისი უფრო მეშინია, ვიდრე ჩემი.
იასამანი - ყვავილი რომელსაც ქალის სურნელი აქვს.
მონატრება - მდგომარეობა რომლის დროსაც ყველაზე კეთილი და მიმტევებელი ვარ.
და ბოლოს „შენ“ - ეხლა კითხულობ და გეღიმება.

c' est la vie :)

17 წლის რომ ვიყავი ერთი კარგად შენახული, ათლეტური აღნაგობის 55 წლის ფიზიკოსი მიყვარდა. მიყვარდა მთელი გატაცებით, უძილობებით და უმადობით. იმან არ იცოდა ოღონდ, უფრო სწორედ ხვდებოდა, მაგრამ არ მიმჩნევდა (კარგი კაცი იყო)
დღეს მარშუტკაში ვიღაცა ხელჯოხიან მოხუც კაცს დავუთმე ადგილი... მერე ვიცანი... თვითონ ვერა.... ან ისევ არ შემიმჩნია :)

კითხვა

მეგობრებო ხომ არ იცით რამდენ კალორიას შეიცავს (ასი გრამი) გაცრილი თავისუფლება, უხეშუჯრედისიანი პოხუიზმი, არამოჩვენებითი სიმშვიდე, დაუყვედრებელი სიკეთე, მოძალადე ფლუიდები, უპრაგონო ალტრუიზმი, კოროზირებული თავმოყვარეობა, ცარიელ ადგილას ამოსული ღირსების გრძნობა, 1413 ცხენისძალიანი ვნება, პანდორას ყუთში გამოკეტილი ტუსაღი, უმარილო ცრემლი, ყველა გაჩერებაზე ჩამომჯდარი ბავშვობის შეგრძნებები, დაუღლელი უმწეობის განცდა, ფხიზელი ბედნიერება და სტერილური ჯიგარი?

მეზობლის პანაშვიდზე aka "ჯვარი აქაურობას"

"მოქმედი" პირები
მიცვალებული რობიზონი - ჩუმი, პატიოსანი და შეუმჩნეველი კაცი, აი ისეთი რაა მთელი ცხოვრება რომ წვალობენ. წვალებით იზრდებიან, წვალებით შოულობენ სამსახურს, წვალებით შოულობენ ფულს, წვალებით თხოულობენ ცოლს, წვალებით ზრდიან შვილებს და ბოლოს რომ გონიათ ყველა და ყველაფერი მიაბინავ-მოაბინავეს და შეუძლიათ ცოტა ამოისუნთქონ, ერთ დილასაც გამოუღვიძებლად კვდებიან უწვალებლად.
ჭირისუფლები: რობიზონის ცოლი - მზია, რომელიც, რა გზებით უცნობია, მაგრამ ეთიოპიიდან ჩამოიყვანეს ბავშვობიდან და ქართველმა მშობლებმა გაზარდეს, შესაბამისად სახელი და გვარიც ქართული მისცეს. თუმცა ვერ იტყოდი, რომ შავკანიანი იყო, ევროპული ნაკვთები ჰქონდა და კაი დაზაგრულ ბაჯის გავდა. ერთადერთი ხელისგულები ჰყიდდა. სახელი მზია კი ისეთ კონტრასტს ქმნიდა გარეგნობასთან რომ უმალ მეფე ერეკლესი და მავანის საოხრის შორის მანძილი გაგახსენდებოდა.
საერთო მეზობლები: გაუთხოვარი მანანა, რომელიც რობიზონს უყვარდა ახალგაზრდობაში, მზიას ცოლად მოყვანამდე. არავინ იცის რობიზონის სიყვარულმა დასტოვა მანანა გაუთხოვრად თუ ეგეთი ხოში ჰქონდა.
ლამარა - პენსიაზე გასული პედაგოგი, ფილოლოგი, უბნის მთავარი ჭორიკანა, მოჩხუბართა მომრიგებელი, მორიგებულთა გადამკიდებელი, ყველა მეზობლის ავან-ჩავანის მცოდნე, ყველა გამვლელ-გამოვლელის მომკითხავ-განმკითხავი, ყოფილი თანამდებობის პირის, (შემდგომში ლოთისა და ხუთი წლის წინ გარდაცვლილის) ცოლი „კარგად გათხოვილი, კარგ ბედში ჩავარდნილი“ , ქალიშვილისა და ერთი გამოYლევებული ბიჭის დედა, „უხელო, უსაქმური, ოჯახისთვის შეუფერებელი“ რძლის დედამთილი, „ანგელოზივით, ოჯახის მუჭუჭი“ სიძის სიდედრი, ბიჭის მხრიდან „უზრდელი“ (რძლის გაზრდილი) და გოგოს მხრიდან „უნიჭიერესი და ულამაზესი“ შვილიშვილების ბებია, „უღირსი და უდონო“ მეზობლების მეზობელი. ქალბატონი ლამარა გურიაში იყო დაბადებულ-გაზრდილი და თბილისში გათხოვილი, მართალია ყველა წესისა და რიგის კანონით მოერგო თბილისს, მაგრამ გურულ კილოს ვერაფრით შეელია. ეს კი ერთი ორად ამძაფრებდა, ყველა ზემოთჩამოთვლის თვისებას.
და ბოლოს მე- ამ ყველაფრის დამკვირვებელი.
ოთახში კანტი-კუნტად სხედან მეზობლები და ნათესავები. მზიას გვერდით ზის მანანა. ერთი ქმარს დასტირის, მეორე ახალგაზრდობის სიყვარულს ან უბრალოდ უაზროდ გავლილ წლებს.
შემოდის ლამარა კოჭებამდე კარაკულის ქურქით, ზედ კამეას ბროშით, თავზე კარაკულის ქუდით, მელიის ნაგლეჯი ბეწვით გაფორმებული და ტექსტით:
- რა მწარე ხარ რობიზოოოოოოოოონ!!!
- რა ტკბილი იყავი რობიზოოოოოოოონ!!!
ვგრძნობ რო ისტერიკა მეწყება და სასწრაფოდ ვყოფ როლინგის ყელში ცხვირს.
- ჩემი ქმარი დამავიწყე რობიზოოოოოოოოოონ!!!
როლინგს გარედან უკვე ხელებს ვაშველებ.
- ოი შე უბედურო მზიააააააააა, რას გავხაააააარ, თმა მაინც დაგევარცხნაააააა, რობიზონს როგორ უყვარდა კოპწიას და მოვლილს რო გხედავდაააააა! (ნეტა სად და როდის ნახა დავარცხნილი, რაც თავი მახსოვს, ერთი დიდი დახვეული თივის ზვინი ედგა თავზე, რა დავარცხნიდა ამ ბონიემა თავს) - რა მწარე ხარ რობიზოოოოოოოონ!!! - ერთი ტონით მაღლა აგრძელებს და ზედ ემხობა, თან ქვემოდან ცერად იყურება იქით-აქეთ, აბა რა შთაბეჭდილებას ახდენს. ბოლო მარცვალი „ოოონ“ ჯერ კარგად დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მანანა შეამჩნია. უცბადვე გასწორდა, მიიჭრა და დამჯდარი არ იყო რომ მიახალა ხმამაღლა:
- გამაგებინე ქალო რას აკეთებ, რას ისმევ ეგეთს, რო არა ბერდები!
მანანამ რაღაც ჩაიბურდღუნა, (რა ვერ გავიგე, ყოველშეთხვევაში რეცეპტი არა) ის კი გაიფიქრა ალბათ, ეს აქ ხეირს არ დამაყრისო და მოშორებით გადაჯდა, ისე რომ ლამარა ვერ მისწვდენოდა, მაგრამ ლამარა რის ლამარაა, ენაზე იმ წუთას, რაც მოადგებოდა, გასაქანი არ მიეცა. ცოტა ხნით იკრუსუნა, რობიზონის ღვაწლი გაიხსენა სამეზობლოს და სრულიად კაცობრიობის წინაშე და მერე დაიწყო ისევ ხმამაღლა:
-მანანა გახსოვს როგორ გიყვარდა რობიზონიიიი? რა დღეში იყავიიიით? (რობიზონის ცოლს მზიას მუქი მელნისფერი ედება). - საღამოობით რო დაჯდებოდით და სვამდით და გლახაობდით მერე... ეეეეჰ კარგია ახალგაზრდობა.
ვერც როლინგმა დამაკავა, ვეღარც ხელებმა, თავშეუკავებელი ხარხარი ამიტყდა და გამოვვარდი.
(არადა მანანას ნაგლახავები არ გაიშვა, 60 წლის ისე მოიყარა ქალი, გლახაობა კი არა ჰაეროვანი კოცნა არ აქვს არავისთვის გაგზავნილი)

ბუნებრივი მოვლენები და „არტეფაქტები“, რასაც მწყობრიდან გამოვყავარ.


1. მამაჩემი
2. ქარი
3. ნინო ჩხეიძე
4. ერთი პოეტესა - მწუხარე სახის ბარიშნა, „პოეტური“ სულის მიღმა მიყუჟული ხეპრე, უზრდელი, ქრონიკულ პმს-იანი და ქალი „მითხუნდ ჩაკრაბორტი“.
5. ბოთლა, გეხვერწები და ფულები.
6. შენობაში მზის სათვალით რომ მელაპარაკებიან, განსაკუთრებიით სარკეებიანი.
7. შლოპანცებში წაყოფილი მოკლე და მსუქანი ფეხის თითებიანი ქალი. (ჩემი დიდი ხნის დაკვირვებით საშინელი ავები და ქოფაკები არიან)
8. დაბალწელიანი შარვლის წელიდან გადმოფენილი თეძოები.
9. ძირა ხინკალში და პელმენში.
10. გიგი დედალამაზიშვილის „კომბლე“ პრიჩოსკა.
11. მეზობლის ქალი მაია, რომელსაც ლექსიკონში არ აქვს სიტყვა „ვაწუხებ“, „სირცხვილია“ და ტვინში არ აქვს Mute ღილაკი.
12. მაია ასათიანის „მოუტYვნელი პატარძლის“ ღიმილი და ფრუტუნი.

Monday, February 13, 2012

მასვი მაჭამე მალხინე ... VS „სოფელი ცდილობდა ჩემს დაჭერას, მაგრამ ვერ შეძლო“

პატრიარქის დავალება ყოფილა თემა დაწერეთო.. ჰოდა დავწერე რაა...


„რაც არა გქონდეს, არცა გინდოდეს“
„შეჩვეული ჭირი გერჩივნოს შეუჩვეველ ლხინსაო“
„არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!
მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...“

რათა შვილო რათა?
რათა და იმათა რომ ხარ კონფორმისტი, მცონარა, დაღებული პირი გაქვს ცისკენ აშვერილი, იმის მოლოდინით როდის ჩაგივარდება მარილიანი ჯიხვისა და არჩვის ხორცის ნაჭერი, მერე ისღა დაგრჩენია ხარბად გაღეჭო და გამძღარი გვერდები მიუფიცხო ღუმელს და ნაცარი ჩხრიკო ოცნების ბურუსში გახვეულმა, რომ ერთ დღესაც ქილა ერბოს იპოვი და გაყიდი, მერე იყიდი, მერე ისევ გაყიდი, მერე ისევ იყიდი და აშენდები, აბა რათ უნდა გაცვალო ეს შრომაზე და შრომით მოპოვებულ სამოთხეზე? გათენდება და ახლა შავ სალ კლდეებზე ირბენ, იქნება სადმე ორბს მოჰკრა თვალი და ნისკარტიდან ნადავლი გაჰგლიჯო ან უცბად გამოსლეებულ დევს გადააწყდე. ერთი სადგისის ჩხვლეტა და ატრიალე შენს ნებაზე. ერთადერთი სირთულე აქ ისაა, რომ სწორად დამიზნება უნდა იცოდე... დანარჩენი რაც არ გამოგივა ღვთის ნებას მიაწერ, რაც გამოგივა იმასაც და პრინციპში მართალიც ხარ, უფლის ნების გარეშე ხო ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი - ჩვენი თავიდან.... აბა რაღას ვფაფხურობთ, ვის და რას ვებრძვით, რატომ ვიგონებთ სატანებს, ლუციფერებს, დემონებს, ტარტაროზებს... არაფერ შუაში არ ყოფილან ეს პატივცემულნი... ან თუ არ ვიგონებთ, ესენიც მარტო თავისი ნებით არ დაცემულან ესე გამოდის. არ მითხრათ ეხლა თავისუფალი არჩევანი ქონდათ, იმათ ეგ გზა აირჩიეს და უფალმაც ნება დართოო. მაშინ სად არის არჩევანის უფლება, როცა ერთი კლავს მეორეს, რატო იმ მეორეს არ ეკითხება იქნება და არ უნდა რომ მოკლან. ღვთის რჩეული ერი რო ამოიბუგა გაზის კამერებში, იმათ არჩევანის უფლება არ ქონდათ? დაბადებიდან რომ ყრუ-მუნჯი ან ბრმა იბადება ადამიანი, იმის არჩევანის უფლება სადაა? ვინ ჰკითხა დაბადებისას ბრმა გინდა იყო თუ თვალხილულიო. თუ კატეგორიებად ყოფს ადამიანებს, ვის აქვს ეს უფლება და ვის არა, მაშინ ვიცოდეთ მაინც ვინ რა კატეგორიაში ვართ მოხვედრილი, რომ აღარ იყოს იმის საჭიროება, იმდენი სიბრძნე მოვთხოვოთ ღმერთს, რომ ასატანისა და შესაცვლელის გარჩევა გვასწავლოს.
მოკლედ ძაან რო არ გადავუხვიო თემიდან და ვიწრო ლოკალური ჩარჩოებიდან, ერთი „თავმოყვარე გურჯი მამრი“ მანახეთ, ერთხელ მაინც რომ არ ჰქონდეს დალაიქებული ან გადაშეარებული „მასვი მაჭამე, მალხინე, მატ%ნაურე და მაძინე“
http://www.youtube.com/watch?v=gGBodtJl9ps
ქართველს შეიძლება მისცე თემა დასაწერად: „მეამაყება რო ქართველი ვარ“. ოჰოჰოჰო! რას ამოატრიალებენ წინაპრების ძვლებს, ვინძლო დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე სლოკინით მოკვდნენ საფლავში ხელმეორედ.
ან უფრო მარტივი თემები „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, „საქართველოს გაუმაარჯოს, გაუმაარჯოს, არ ვარგა! გაუმაარჯოს, ჯოს! ჯოს!“ „ივერია გაბრწყინდება?! „ „ვის რა სასწაული გადაგხდენიათ თავს“, „როგორ იწამე ღმერთი“... აი ამ ბოლო თემას დიდი გულისყურით წავიკითხავდი, მილიონი თემა რო შემოსულიყო მილიონივეს.
ერთი კაცი მაინც დამანახეთ შორიდან სოფელმა რომ ვერ დაიჭირა, ლეგენდებს არ ვგულისხმობ, ცოცხალი ადამიანი მანახეთ ეგეთი. მუხლებზე უნდა ვემთხვიო...
რა არის ეს, თუ არა ადამიანების ხიბლში ჩავარდნის ხელშეწყობა...
ან ისეთი გაკეთებული სიკეთე მანახეთ ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავმოყვარეობას რომ არ ედება მალამოდ.
ორჯერ ჩააბარებენ აღსარებას, სამჯერ გაიყინებიან გარეთ წირვის დროს შიგნით რო ადგილი აღარა დასადგომი, არც ერთ მომენტს არ გაუშვებენ ხელიდან ყველა ეკლესიის თუ საეკლესიო მაღაზიის წინ პირჯვარი არ გადაიწერონ, ტვინს გადაიღლიან სამარხვო მენიუს შედგენით, დღეში შვიდჯერ ძველ ქართულ ენაზე ჩაიკითხავენ სავალდებულო ლოცვებს და მერე მართლა დაიჯერებენ, რომ მოსწყდნენ მატერიას და ხორცს აჯობეს.
რატომ, რატო? რატო უნდა ებრძოლო საკუთარ ხორცს, ხუთ გრძნობას, ცხრა მუზას, ეს ყველაფერი ვინ შექმნა? ფოთოლიც კი არ არსებობს დედამიწაზე ორი ერთნაირი იყოს, არათუ ადამიანი. როგორ შეიძლება ყველას ერთნაირად მოსთხოვო, ყველას ერთი მორალური კოდექსით მიუდგე. მე ჯერ არ მინახავს ადამიანი საკუთარ თავს გაქცეოდეს. სადაც არ უნდა გაიქცეს, მაინც ისეთ თავშესაფარს იპოვის, რაც ისევ თავის თავს მოაგონებს... მონასტერს რომ აფარებენ თავს, იმათ ჰგონიათ რომ სოფელს აჯობეს? ეს არაა ჯობნა, ეს შიშია, გაქცევაა, იმაზე უარის თქმაა რაც ღმერთმა მოგცა. თვითმკვლეობა თუ ცოდვად ითვლება იმის გამო, რომ ღმერთის ბოძებულ სიცოცხლეს ხელჰყოფ და ამით ღვთის წინააღმდეგ მიდიხარ, სქესს რატომ კლავ მაშინ შენში, დედობის უფლებას რატო ართმევ თავს, ესეც ხო ღმერთმა მოგცა?! იმ ქვეყნად უკეთესი ცხოვრების პერსპექტივით ისაჭურისებ და ისტერილურებ თავს?! ესეც ხო ანგარებაა, განუდგე ცხოვრებას იმის გამო, რომ საკუთარ სულს ულხინო როცა იქნება... არადა გაცილებით მარტივია ყველაფერი... რა მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობ, სასახლეში, ქოხში, ტაბორში თუ მონასტერში, გული უნდა გქონდეს სუფთა და მისი გაცემა არ გენანებოდეს, არ უნდა ითვლიდე რამდენი შრამი დაგიტოვა ზედ სოფელმა, როცა ითვლი მაშინ იწყებ გაქცევაზე ფიქრს...
მე სოფელმა კი არ მაჯობა, ვერ გამტეხა, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ნატალური რუქის შემოქმედი, ჩემი დაბადების მომენტში ცოტა გაუგებარ ხასიათზე იყო და სადაც კი „ი“-ს ჩასმა მოუხდა ყველგან დაავიწყდა თავზე წერტილის დასმა.
იმის გათვალისწინებით რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელია, საშუალო ასაკი ზუსტად 35 წელზე მოდის, ასე რომ ერთი წლით გადავაბიჯე და ცხოვრების მეორე ნახევარში შევაბიჯე. მართალია ყველანაირი „უნდა“ და „ხვალ“, ერთნაირად აცინებს ღმერთსაც და შემთხვევითობასაც, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ პირველი როცა ჩემს რუქას ადგენდა შიგადაშიგ მაინც კარგ ხასიათზე იყო და მეორე კიდე მოიშლის იმ ჩვევას მაშინ ჩამისაფრდეს, როცა არც ამის დროა და არც ადგილი.
არანაირი სურვილი არ მაქვს მეორე ნახევარი პირველს გავდეს, თუმცა რომ მკითხონ რას შევცვლიდი, უკან რომ დავბრუნდე..... სკამსაც კი არ გადავაადგილებდი. არაფერს არ ვნანობ, არც იმას რაც გამიკეთებია და არც იმას, რაც არ გავაკეთე. ცალი ფეხი რომ სამარეში მექნება მაშინ გამოჩნდება ვინ ვის აჯობა, მე სოფელს თუ სოფელმა მეე...
მაგარი როდის ხარ იცი? მაშინ კი არა რამდენჯერაც წაიქცევი, იმდენჯერვე რომ ადგები, მტვერს ჩამოიბერტყავ და გზას გააგრძელებ, მაშინ ხარ მაგარი, წაქცეულიც რომ არ კარგავ ღირსებას, არც ყველა გამვლელს ეკონწიალები ამაყენეო და არც ფეხზე მდგომების გშურს.... ღმერთი „მაცდურია“, რაც დრო გადის მით უფრო იმხელა ფსონს ჩამოდის „დასაკარგზე“, რაც წინა ყველა ერთად ჩამოსულზე მეტია, თან გაწრთობს, თან უფრო ღრმა ორმოს გითხრის, იქნება იქიდან მაინც თავისით ვერ ამობობღდეს და საშველად მიხმოსო.... არადა ერთხელ მაინც არ გიფიქრია, იქნება გამოუწრთობელი უფრო მოსულიყვნენ შენთან ... ვერანაირად ვერ გამოჩნდება ჭაობიდან ცა უფრო სუფთა, ვიდრე სუფთა ტბიდან...
ადამიანს რომ თვალში სხივი აღარ აქვს, ის აღარ ცხოვრობს, უბრალოდ არსებობის გზას მიყვება... ვიცი რომ სანამ ცოცხალი ვარ არ ჩამიქრება...
მოკლედ 12-ის მერე ვირტუალური ხაზები გადატვირთული იქნება და სოფლის დედაც მავსდღან, დამდეგ ვალენტინობას გილოცავთ:D

Thursday, February 2, 2012

რუსლანი და ლუდმილა (ჩემი ვერსია)

Somewhere over the rainbow ჟილი ბილი რუსლანი და ლუდმილა.

რუსლანი იყო მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ მრავალი ყმიანი.
ლუდმილა იყო გლეხის ქალი, თუმცა ტანით ტატანი, გულწამტანი, უცხოდ მარები! ზილფი-კავები, მომკლავები, ვერ საკარები! წარბ-წამწამ-თვალნი, მისათვალნი, შემაზარები! ძოწ-ლალ-ბაგენი, დამდაგენი, სულთ-წამარები! პირი მთვარისა, მომგონები, მზისა დარისა! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შემშვენი მწველად, ყელი ბროლისა, უტოლები, გველ მყავი მცველად, ხალებდასხმული, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, შექმნილნი ხელად, ალვა, შესხმული ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაკვირვნული ქვეყანად მვლელნი;

ჰოდა რა გასაკვირვირია, რომ რუსლანმა როგორც კი დაინახა, უმალ ყველაფრის წამლეკავმა ვნებამ შეიპყრო და ესღა აღმოხდა:

- ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

ლუდმილა:
- აუ მოდი მეგობრებად დავრჩეთ რაა.
რუსლანი:
- ოკ.

მას მერე ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.

ჭირი იქა, ფქვილი აქა, რუსლანი იქა, ლუდმილა აქა.