Wednesday, July 7, 2010

დიდები ვართ!!!

Eric Clapton- Wonderful tonight ამას ვუსმენდი და... 

ნოსტალჟი და კასეტების ჩხარაჩხური ჩანთაში კონსპექტების მაგივრად :))
...რომ იციან რომ ყველაზე დიდი საჩუქარი შენთვის კასეტაა და ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად გაგახარონ ამით... სხვანაირად გრძნობ, სხვანაირად გიხარია და სხვანაირად გტკივა...
ასაკთან ერთად როგორ უბრალოვდება ყველაფერი. ცხვირწინ ვიშენებთ ბარიერებს და გვიხარია, რომ ვეღარავინ გვატკენს გულს. უკვე მაგრები და გამოცდილები ვართ! და გრძნობების სამყაროში სულ ახლახანს შებიჯებულებს, საკუთარი უპირატესობის გრძნობით ვაფრთხილებთ, რჩევებს ვაძლევთ, როგორ არ იტკინოს გული, როგორ ითამაშოს, სად რა ნიღაბი მოირგოს და ირონიით ვეუბნებით “მაიცა რაა მეც ვიყავი შენხელა, არავინ არ ღირს ნერვების ასაშლელად, მთელი სამყარო ერთში არ უნდა მოაქციო, ეს უკუჩვენებაა სიყვარულის. და ა.შ.... მაგრამ გვავიწყდება რომ ის რაც ვართ და როგორებიც ვართ ”მთელი სამყაროს ერთში ჩატევის” შედეგად ვართ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ დაგენგრა და ხელახლა აგიშენდა ეს სამყარო. იმდენჯერ მდიდარი ხარ სულიერად რამდენჯერაც დაგენგრა და ხელახლა აიშენე. ეს იმას ნიშნავს რომ ბოღმა არ ხარ, სიცოცხლე გიყვარს, ძიებაში ხარ და ამ ძიებაში იზრდები და ტკივილში ცოცხლდები. რადგან ყველაზე რეალური ფიზიკური შეგრძნება ტკივილია. როცა არ გტკივა, არც არაფერს გრძნობ. შენი სიცოცხლის პირველი მასპინძელიც ტკივილია და ბოლო გამცილებელიც.
ჩვენ კიდე ვიზრდებით და ჯავშან-ჟილეტებს ვირგებთ, გარედან შემოღწეული გრძნობებისაგან თავდასაცავად და არც შიგნიდან გარეთ ვუშვებთ, რომ სისუსტეში არ ჩაგვითვალონ, ჩვენ ხო უკვე დიდები ვართ, გამოცდილები ვართ, აღარ შეგვეფერება ამურული განცდები და ვირგებთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნიღბებს: ქალთმოძულე ლოველასის, ან უბრალოდ ლოველასის, პო#უისტის, ფემე ფატალეს, სტერვის, ცინიკოსის, ერთხელ და სამუდამოდ იმედგაცრუებულის, პირველსიყვარულში ჩარჩენილის, ა.შ. და ვერც ვიგებთ ისე ვუხეშდებით და ვერგებით ამ ნიღბებს, (ნიღბები კი არ გვერგება, ჩვენ ვერგებით ჩვენივე გამოგონილ ნიღბებს) და ისე გვიხორცდება სახეზე, აგლეჯვისას ტკივილი რომ არ გამოიწვიოს გვირჩევნია სამუდამოდ შეზრდილი დაგვრჩეს.
ავიშენოთ ბარიერები, ავიშენოთ! რაც მეტი ფენა მით უკეთესი და მერე გზის ბოლოში თვალი შევავლოთ და წარმოვიდგინოთ რა ჩავაყოლეთ ფენებს შორის.

ეროვნული ფსიქ-ფოლკლორი!


წინასიტყვაობა:

სიმღერა ისევე როგორც ზღაპარი, მიგვანიშნებს ერის სოციალურ- კულტურულ თავისებურებებზე.
ხშირად სიმღერებს ჩვენ მხოლოდ ზედაპირულად აღვიქვამთ, რადგან ძირითადი დატვირთვა სემღერაში მელოდიას აქვს და ტექსტს მხოლოდ მაშინ ვუკვირდებით თუ მელოდია მოგვწონს.
არადა სიმღერის ტექსტს ბევრად მეტი შეუძლია თქვას იმ ადამიანზე ვინც მღერის, ვიდრე ერთად ერთი ფუთი მარილის ჭამას. მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო გადავხედე ქართული სიმღერის ტექსტებს და გადავწყვიტე ამ ტექტსების ქვეტექსტებისთვის მიმეგნო.
მაშ ასე:

1. ნეილონის ხალათის ქვეშ ხელის ფაჩიფუჩი-ყარაულაშვილი ქეთოს კომპლექსი.

2. მღერიან მღერიან ქსოვრელები მღერიან-გვარს დამადლებული ნიჭის პიარი.

3. პატარა ხარ პატარა ხარ პატარა ხარ პატარაააა
სიყვარულმა ხელისგულზე, ხელისგულზე გატარა - აფერისტი პედოფილის ფანტაზია.

4.აბობოქრებულ ზღვაში გატარებ, მე კი ვიქნები ჩამქრალი გემი-გადამდგარი მეზღვაურის ოცნება.

5.ქალო გნახე ფეხშიშველი-ფუტ ფეტიშიზმი.

6. დღე და ღამე ჩემს აკვანთან გითენებია
შენ რომ შვილი გამოზარდე ბედნიერია - მადლიერი შვილის წირპვლა მშობლის საფლავზე.

7. გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ - გულჩვილი ლოთის აღსარება

8. ვიმღეროთ ისე რომ გაიგოს მთელმა უბანმა
ყარაჩოღელნო მე ჩემს სატრფოს აღარ ვუყვარვარ - მიტოვებული ყვერებიანი ქალი.

9. კაცი თუ ხარ ნამთვრალევზე არ შაიგინო - კაიბიჭური მორალი

10.ტრულაილას ფული რად უნდა - უყაირათო კაცის მორალური კოდექსი

11.მდუღარე შანთით რომ ამომწვი თვალის ბაია, ჩემი სიმღერა გირჩევნოდეს სხვების ბაიათს -შეყვარებული მაზოხისტი

12.მახინჯი ვარ, მაგრამ შენთვის გავკარგდები - არასრულფასოვნებსი კომპლექსით შეპყრობილის მცდელობა გამოჯანმრთელებისა.

13.სამი დალიე შეგერგება არ დაითვრები - ფინთ პახმელიაზე მყოფის საწუხარი მის წინა ღამის საქციელსა ზედა.

14 ჩემო მტრედო სად გაგჩეკეს რომელ ფერმაში, ჩემი გული იყოს კარგო შენი ფეშქაში - მადლიერი ზოოფილი.

15. - ვინ მკითხულობს ვინ დამეძებს ვის ვუყვარვარ მე
მე მარტო ვარ, მარტო ვმღერი, ყრუა სოფელი - მუნათოპათი ნათესავის წუხილი.

16. ამივსეთ ძმებო მთვარის ყანწი, ღვინის ლალებით - მთვრალი ფილოლოგი.

17. თურმე დასაბამიდან,, რაც სამყარო შობილა, უმეგობროდ ქართველი არასოდეს ყოფილა - სომეხი ისტორიკოსის კომპლექსით შეპრობილი ჯიგრიანი ქართველი.

18. არ დავბერდები მეგონა, მაგრამ ცხოვრებამ დამძლია, ერთ დროს ძლიერი როგორც ქვა-კლდისა, მხრებში მოხრილი დავდივარ ძირსა. ჩემო სიცოცხლე ცოტაც მიცოცხლე - პაპა, რომელსაც სკნუტუ ყავს აგონიაში.

19. მახსოვს რომ გნახე გოგო პირველად, შენ მარიდებდი მაგ ცისფერ თვალებს. ახლა სულ მთვრალი ვარ გოგო უშენოდ, შენს სურათს დავცქერ მსურს ჩავეკონო - პირველი პაემნიდან დაბრუნებული ნორჩი ონანისტი.

20. ღვინო ჩემო სიამაყევ შენი ჭირიმე, შენზე ცუდის მთქმელი ვერსად გამოვიჭირე - მოძალადე თამადა.

21. ლალი ჯან მხოლოდ შენ გნატრობ, ლალი ჯან შენზედ ვლოცულობ, ლალიჯან შენზედ ვმღერივარ - სასტუმრო კოლხეთში დავაჟკაცებისგან ეიფორიაში მყოფი პროვინციელი.

22. ჩემო ლამაზო მე შენზე ვფიქრობ, მითხარი რამე რატო მღალატობ? - ჯიუტი რქიანი.

23. არ მინდა მე რომ დრო დავკარგო, მე შენთან ყოფნა მინდა მარტო, მთვარიან ღამეს მოვალ შენთან და ისევ გეტყვი რომ მიყვარხარ - აბეზარი ქალი.

კლასიკური მექალთანის "ინთროდაქშენი"

- ვცდილობ რაც შეიძლება მეტ ქალში გამოვიწვიო ჩემი პერსონით აღფრთოვანება, ეს აზარტში მაგდებს და პატივმოყვარეობას მიკმაყოფილებს.

- შევაბა ისე, რომ აქეთ შემაბან.

- კარგად ვაკვირდები ნადირობის ობიექტს, ვსწავლობ მის ჩვევებს, გემოვნებას, მიდრეკილებებს და დროებით გადავდივარ მის რელსებზე, რომ ვითომ მოხდეს ინტერესების და შეხედულებების დამთხვევა. ცალტვინების უმრავლესობა ამაზე კარგად ეგება.

- ვარ ნებისმიერი კომპანიის სული და გული და პირველი ვიოლინო.

- ვსარგებლობ საყოველტაო ”ლიუბიმჩიკის” სტატუსით.

- ვარ ზედაპირულად გულღია, მაგრამ ამავე დროს არავის ვუშვებ ახლოს.

- მახასიათებს, უცბად ფეთქებადი, მძაფრი და ზერელე გრძნობები.

- მაქვს კარგი ხასიათი, იუმორის გრძნობა (პროვინციალურიდან - ინტელეტქუალურამდე - ეს უკვე ინდივიდუალურია)

- თუ განათლებელი არ ვარ ამას კარგად ვნიღბავ. ყველაფერს ვიმახსოვრებ სადაც რამეს ყურს მოვკრავ და საკუთარ ცოდნად ვასაღებ, კარგადაც გამომდის. რისიც აზრზე არ ვარ, იმაზე ვცდილობ არ ჩამოვარდეს ლაპარაკი ან იქამდე მივიყვანო საუბარი რისიც აზრზე ვარ და მერე მოვხსნა გუდას პირი.

- არასოდეს ვანგრევ ოჯახს ჩემი ინიციატივით.

- მესაკუთრე ვარ, მაგრამ არ ვარ ეჭვიანი, ხანდახან სპეციალურად ვეჭვიანობ, განსაკუთრებით ნადირობის პროცესში.

- ურთიერთობის დასაწყისში კარგად ვიმახსოვრებ ყველა გულისამაჩუყებელ თარიღს. მერე უბრალოდ ვიკიდებ, არა სპეციალურად, არამედ მავიწყდება.

- დაშორებისას ვცდილობ გული არ ვატკინო და შეურაცხყოფა არ მივაყენო, ამიტომ ვქმნი ისეთ პირობებს რომ თვითონ წავიდეს.

- უმარავი რომანიდან ერთი მახსოვს ყველაზე კარგად და მისი გახსენება ყოველთვის სევდანარევ და უსიამოვნო განწყობაზე მაყენებს. (სავარაუდოდ ან პირველი გრძნობა ან რომელიმე შებერტყილი ქალი, რომელიც ჩემი კი იყო, მაგრამ ისეთ განცდას მიტოვებდა რომ ყოველთვის თავიდან მჭირდებოდა მისი მონადირება და ბოლოსაც ისეთი განცდა დამიტოვა რომ ავაცილე და ასხლეტილი მე მომხვდა.)

...ჰოდა ესე...

”საით მივყავართ ოცნებებს” ?! პასუხი ცალსახაა, იქით საიდანაც მოვიდნენ, ისევე როგორც ქარს მიაქვს თავისივე მოტანილი.
მაგრამ ჯიუტად გვჯერა ხოლმე მაინც რომ ყორანიც გათეთრდება, კედელიც შეყრილი ცერცვით შეილესება, ბუზე დიდი და ამტანი თავიც გვაქვს. გაზაფხულსაც უმერცხლოდ მოვიყვანთ და ჩვენვე ავყვავდებით საკუთარ ფანჯრებთან, ავ ძაღლსაც შევაცვლევინებთ ზნეს, ამირანსაც ხმამაღლა ავამღერებთ, უგვარო მწყერსაც შევსვამთ ხეზე, რასაც დავთესთ, მართლა იმასვე მოვიმკით, ჩვენ კარს რომ გავაღებთ, სხვისიც ღია დაგვხვდება და ა.შ.
და ამ დროს რეალობას მოწყვეტილები ვივიწყებთ, რომ ყორანს არანაირი პრეტენზია აქვს საკუთარ სიშავეზე და ბოლოს ისე გამოგვდის როგორც ”შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო”
გვავიწყდება რომ:
კედელი ვერ შეიკავებს შეყრილ ცერცვს, გრავიტაცია არ იძლევა ამის საშუალებას.
ყველას იმხელა თავი, აქვს რისი ტარებაც მის მხრებს შეუძლია.
რაც არ უნდა დავაჩქაროთ, გაზაფხული მაინც თავის დროზე მოვა და თავის დროზე ამოწურავს თავის თავს.
ავ ძაღლს მაქსიმუმი რაც შეიძლება გაუკეთო, ის არის რომ უფრო გააავო.
ამირანს გულში რომ აუკრძალო მღერა, ხმამაღლა კი არ დაიწყებს სიმღერას, არამედ სულ დაავიწყდება რას მღეროდა.
უგვარო მწყერი რომ შევსვათ ხეზე, აზნაურის ტიტულს მოგვთხოვს მერე.
რასაც დავთესთ ზუსტად იმას მოვიმკით რა ხასიათზეც ელია იქნება.
სხვისი კარი ზუსტად მაშინ იღება, როცა აღარ გვაინტერესებს გაიღება ის თუ არა.

ჰოდა ესე...:))
P.S  "მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება!"

აფროდიტას ისტორია

ბევრჯერ მითქვამს რომ ჩვენი სასიქადულო ფორუმი ადამიანის ცხოვრების ეპიზოდების და განცდების არქივია. ეხლახანს წავაწყდი ერთი ფორუმელი გოგოს (პირობითად დავარქმევ აფროდიტას) პოსტებს მშობლების კლუბში - რაღაც რჩევებს ითხოვდა ორი წლის ბავშვისთვის. გამეცინა და გამახსენდა მთელი მისი ისტორია.
ჯერ სურათების გალერეაში მისი სურათები, რასაც მოჰყვა ფორუმის მამა-მარჩენალის უწყინარი და მსუბუქი წაფლირტავება სურათის დადებიან, მორცხვსმაილიკებიან თუქისებიან ტრალივალიანად (იყო დრო თვით დიდი მოურავიც დებდა თავის სურათებს ფორუმში და უბრალო ხალში გამოდიოდა)))))). ეს ფლირტი როგორც უწყინრად დაიწყო, ისევე უწყინრად დამთავრდა იმავე თემაში.
თუმცა აფროდიტას ეს გულთან სულ არ მიუტანია, ჩვეულებისამებერ განაგრძობდა ანგლობას და ცელქობას მთელი ფორუმის მასშტაბით.
გამოხდა ხანი და ჩვენი აფროდიტა დასევდიანდა და კანტიკუნტად დაიწყო პოსტვა.
წლების მერე ხსნის სასოწარკვეთილ თემას ”საბედიწერო ტრიანგალი ანუ ცოლიანი კაცის სიყვარული ღვთის რისხვა თუ განსაცდელი” (სათაურიც პირობითია). ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ თემაში ფორუმის აქტიურ იუზერთა 95 % მიიღო მონაწილეობა. ეს 95% პროცენტი თავის მხრივ გაიყო ორ ნაწილად ტრადიციების დამცველებად და ერთი ნაბიჯით წინწაწეულებად - ოჯახის კერიის დამცველებად და სიყვარულის ქომაგებად. რა თქმა უნდა მეც მივიღე ამ თემაში მონაწილეობა და ოქროს შუალედი დავიჭირე სიყვარულსა და მოვალეობას შორის. მოკლედ ერი და ბერი ფეხზე დადგა. 
თემას რაც შეეხება - ხვდებით ალბათ რომ ტრიანგალის ერთ კუთხეში ჩვენი ფორუმელი ახალგაზრდა აფროდიტა დგას, მეორეში შეყვარებული მამაკაცი კრიზისულ ასაკში და მესამეში ამ მამაკაცის ბეზ პიწი მინუტ კლიმაქსიანი ცოლი. 
მთელი ეს ისტორია და შესაბამისად თემაც მიდის გამიშვი-გამატარეს ფონზე.
მიუხედავად იმისა რომ თემა გასცდა ას გვერდზე მეტს, აფროდიტამ მაინც ვერ გაარკვია ეს სიყვარული ღვთის რისხვა იყო თუ განსაცდელი, რომელიც უნდა გადაელახა, ბრძოლის ფასად. შემდეგ გადის ისევ ერთი წელი და ჩვენი აფრო შიგადაშიგ გვაწვდის ინფოს რომ ისევ ისე იტანჯებიან სამივე ცალ-ცალკე. კიდევ გადის ერთი წელი და აფროდიტა ბედნიერია, როგორც იქნა კაცმა მიიღო გადაწყვეტილება და დაქორწინდნენ, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და ხელისშემშლელი პირობებისა და აფროდიტაც ხსნის თემას, ”ბოროტსა სძლია კეთილმან” (ეს სათაურიც პირობითია) ამ თემაში ჩვენ ვხედავთ თუ რაოდენ ბედნიერია წყვილი, შესაბამისად აფროდიტას სიხარულსაც. რა თქმა უნდა ამ თემამაც მიიპყრო ყურადღება, როგორც მისი კეთილისმსურველების, ასევე შურიანი და მოშინაბერო ქალთა დასის, რომლებმაც ოჯახის დამანგრეველი უცენზურო სიტყვებით შეამკეს. აფროდიტამ ყველა შურიანს ქოქოლა მიაყარა და იმ განყოფილებას აღარ გაჰკარებია. ცოტა ხანში გადაინაცვლა თემაში: ”დედობისათვის მზადება”. აქედან უკვე თვალს ვადევნებთ სამივე ტრიმესტრის მოვლენებსა და მომავალი დედის ემოციურ არამდგრადობას, ცხრა თვის მერე მშობიარობის განცდებს და მას მერე ახალბედა დედის ზრუნვასა და მოვალეობას ოჯახის მიმართ. 
დაე მუდამ იყოს მზე დაე მუდამ იყოს ცა
დაე მუდამ იყოს დედა, და მუდამ ვიყო მე.

(ეხლა არ მითხრათ ეს ყველაფერი საიდან იციო, უბრალოდ მეხსიერება მაქვს ტერაბაიტიანი.)

წარსულის ფრაგმენტები

დღეს ქუჩაში ეს სიმღერა გადამეყარა და ეგრევე თავი ამოვყავი დედა და მეცხრებლოკ აფეთქებულ თბილისში სოციალური კასტები რომ ნელ-ნელა იდგამდა ფესვებს თავიანთი სათავეშივე ჩატეხილი ხიდებით, ჯერ კიდევ რომ შენარჩუნებული იყო ის ღირებულებები, რაც დღეს ნელ-ნელა უფასურდება ან უბრალოდ სნობიზმის დრეს კოდს ვერ გადის... და ერთბაშად მომინდა МИД-ის ბარში ორლარიანი პერცოვკით გამოტყვრომა.

თუმცა ”სიმღერის” გამო სულაც არ დავგრუზულვარ, ჩემდა სამწუხარო გავიზარდე, ან უბრალოდ დრეს კოდი გავიარე და სენტიმენტები ბლოკ-პოსტთან დავტოვე.