Wednesday, July 7, 2010

კლასიკური მექალთანის "ინთროდაქშენი"

- ვცდილობ რაც შეიძლება მეტ ქალში გამოვიწვიო ჩემი პერსონით აღფრთოვანება, ეს აზარტში მაგდებს და პატივმოყვარეობას მიკმაყოფილებს.

- შევაბა ისე, რომ აქეთ შემაბან.

- კარგად ვაკვირდები ნადირობის ობიექტს, ვსწავლობ მის ჩვევებს, გემოვნებას, მიდრეკილებებს და დროებით გადავდივარ მის რელსებზე, რომ ვითომ მოხდეს ინტერესების და შეხედულებების დამთხვევა. ცალტვინების უმრავლესობა ამაზე კარგად ეგება.

- ვარ ნებისმიერი კომპანიის სული და გული და პირველი ვიოლინო.

- ვსარგებლობ საყოველტაო ”ლიუბიმჩიკის” სტატუსით.

- ვარ ზედაპირულად გულღია, მაგრამ ამავე დროს არავის ვუშვებ ახლოს.

- მახასიათებს, უცბად ფეთქებადი, მძაფრი და ზერელე გრძნობები.

- მაქვს კარგი ხასიათი, იუმორის გრძნობა (პროვინციალურიდან - ინტელეტქუალურამდე - ეს უკვე ინდივიდუალურია)

- თუ განათლებელი არ ვარ ამას კარგად ვნიღბავ. ყველაფერს ვიმახსოვრებ სადაც რამეს ყურს მოვკრავ და საკუთარ ცოდნად ვასაღებ, კარგადაც გამომდის. რისიც აზრზე არ ვარ, იმაზე ვცდილობ არ ჩამოვარდეს ლაპარაკი ან იქამდე მივიყვანო საუბარი რისიც აზრზე ვარ და მერე მოვხსნა გუდას პირი.

- არასოდეს ვანგრევ ოჯახს ჩემი ინიციატივით.

- მესაკუთრე ვარ, მაგრამ არ ვარ ეჭვიანი, ხანდახან სპეციალურად ვეჭვიანობ, განსაკუთრებით ნადირობის პროცესში.

- ურთიერთობის დასაწყისში კარგად ვიმახსოვრებ ყველა გულისამაჩუყებელ თარიღს. მერე უბრალოდ ვიკიდებ, არა სპეციალურად, არამედ მავიწყდება.

- დაშორებისას ვცდილობ გული არ ვატკინო და შეურაცხყოფა არ მივაყენო, ამიტომ ვქმნი ისეთ პირობებს რომ თვითონ წავიდეს.

- უმარავი რომანიდან ერთი მახსოვს ყველაზე კარგად და მისი გახსენება ყოველთვის სევდანარევ და უსიამოვნო განწყობაზე მაყენებს. (სავარაუდოდ ან პირველი გრძნობა ან რომელიმე შებერტყილი ქალი, რომელიც ჩემი კი იყო, მაგრამ ისეთ განცდას მიტოვებდა რომ ყოველთვის თავიდან მჭირდებოდა მისი მონადირება და ბოლოსაც ისეთი განცდა დამიტოვა რომ ავაცილე და ასხლეტილი მე მომხვდა.)

0 comments:

Post a Comment