Wednesday, July 7, 2010

აფროდიტას ისტორია

ბევრჯერ მითქვამს რომ ჩვენი სასიქადულო ფორუმი ადამიანის ცხოვრების ეპიზოდების და განცდების არქივია. ეხლახანს წავაწყდი ერთი ფორუმელი გოგოს (პირობითად დავარქმევ აფროდიტას) პოსტებს მშობლების კლუბში - რაღაც რჩევებს ითხოვდა ორი წლის ბავშვისთვის. გამეცინა და გამახსენდა მთელი მისი ისტორია.
ჯერ სურათების გალერეაში მისი სურათები, რასაც მოჰყვა ფორუმის მამა-მარჩენალის უწყინარი და მსუბუქი წაფლირტავება სურათის დადებიან, მორცხვსმაილიკებიან თუქისებიან ტრალივალიანად (იყო დრო თვით დიდი მოურავიც დებდა თავის სურათებს ფორუმში და უბრალო ხალში გამოდიოდა)))))). ეს ფლირტი როგორც უწყინრად დაიწყო, ისევე უწყინრად დამთავრდა იმავე თემაში.
თუმცა აფროდიტას ეს გულთან სულ არ მიუტანია, ჩვეულებისამებერ განაგრძობდა ანგლობას და ცელქობას მთელი ფორუმის მასშტაბით.
გამოხდა ხანი და ჩვენი აფროდიტა დასევდიანდა და კანტიკუნტად დაიწყო პოსტვა.
წლების მერე ხსნის სასოწარკვეთილ თემას ”საბედიწერო ტრიანგალი ანუ ცოლიანი კაცის სიყვარული ღვთის რისხვა თუ განსაცდელი” (სათაურიც პირობითია). ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ თემაში ფორუმის აქტიურ იუზერთა 95 % მიიღო მონაწილეობა. ეს 95% პროცენტი თავის მხრივ გაიყო ორ ნაწილად ტრადიციების დამცველებად და ერთი ნაბიჯით წინწაწეულებად - ოჯახის კერიის დამცველებად და სიყვარულის ქომაგებად. რა თქმა უნდა მეც მივიღე ამ თემაში მონაწილეობა და ოქროს შუალედი დავიჭირე სიყვარულსა და მოვალეობას შორის. მოკლედ ერი და ბერი ფეხზე დადგა. 
თემას რაც შეეხება - ხვდებით ალბათ რომ ტრიანგალის ერთ კუთხეში ჩვენი ფორუმელი ახალგაზრდა აფროდიტა დგას, მეორეში შეყვარებული მამაკაცი კრიზისულ ასაკში და მესამეში ამ მამაკაცის ბეზ პიწი მინუტ კლიმაქსიანი ცოლი. 
მთელი ეს ისტორია და შესაბამისად თემაც მიდის გამიშვი-გამატარეს ფონზე.
მიუხედავად იმისა რომ თემა გასცდა ას გვერდზე მეტს, აფროდიტამ მაინც ვერ გაარკვია ეს სიყვარული ღვთის რისხვა იყო თუ განსაცდელი, რომელიც უნდა გადაელახა, ბრძოლის ფასად. შემდეგ გადის ისევ ერთი წელი და ჩვენი აფრო შიგადაშიგ გვაწვდის ინფოს რომ ისევ ისე იტანჯებიან სამივე ცალ-ცალკე. კიდევ გადის ერთი წელი და აფროდიტა ბედნიერია, როგორც იქნა კაცმა მიიღო გადაწყვეტილება და დაქორწინდნენ, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და ხელისშემშლელი პირობებისა და აფროდიტაც ხსნის თემას, ”ბოროტსა სძლია კეთილმან” (ეს სათაურიც პირობითია) ამ თემაში ჩვენ ვხედავთ თუ რაოდენ ბედნიერია წყვილი, შესაბამისად აფროდიტას სიხარულსაც. რა თქმა უნდა ამ თემამაც მიიპყრო ყურადღება, როგორც მისი კეთილისმსურველების, ასევე შურიანი და მოშინაბერო ქალთა დასის, რომლებმაც ოჯახის დამანგრეველი უცენზურო სიტყვებით შეამკეს. აფროდიტამ ყველა შურიანს ქოქოლა მიაყარა და იმ განყოფილებას აღარ გაჰკარებია. ცოტა ხანში გადაინაცვლა თემაში: ”დედობისათვის მზადება”. აქედან უკვე თვალს ვადევნებთ სამივე ტრიმესტრის მოვლენებსა და მომავალი დედის ემოციურ არამდგრადობას, ცხრა თვის მერე მშობიარობის განცდებს და მას მერე ახალბედა დედის ზრუნვასა და მოვალეობას ოჯახის მიმართ. 
დაე მუდამ იყოს მზე დაე მუდამ იყოს ცა
დაე მუდამ იყოს დედა, და მუდამ ვიყო მე.

(ეხლა არ მითხრათ ეს ყველაფერი საიდან იციო, უბრალოდ მეხსიერება მაქვს ტერაბაიტიანი.)

0 comments:

Post a Comment