Saturday, February 18, 2012

45 "მე" (ეძღვნება ყველა იმას ვისაც "ვემისები" )

შვილი - ის, რომელიც ჩემს ძალებს და აზროვნების უნარს აღემატება.
მე - საიდანაც გაქცევა არასოდეს მიცდია და რომლის კვირის ყველა დღეს პარასკევი ქვია.
შენ – მხარი, რომელზეც ყოველთვის შემეძლო თავის ჩამოდება და ზურგი -რომელზეც შემეძლო მოყრდნობა.
ისინი - რომლებიც მუდამ არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ სამყაროს მეორე მხარეს.
დედა – ის, ვინც სანამ ცოცხალია ყოველთვის ბავშვი ვიქნები.
მამა - ის ვინც ჩემს ცხოვრებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს, ვისგანაც თავის დაღწევას ყოველთვის ვცდილობდი, ვისაც არ მინდა ვგავდე და სანამ ცოცხალია ბოლომდე თავისუფალი ვერასოდეს ვიქნები.
გზა - ის რომელიც მხოლოდ მარცხნივ მიდის.
საზოგადოებრივი აზრი ჩემს შესახებ - დაჟე ფეხებიც კი არ მემეტება ზედ დასაკიდებლად
დილა – მინდა რომ ყოველთვის უფრო გვიან დგებოდეს.
ძილი - ფიქრისგან და არსებობისგან თავის დაღწევის საშუალება.
„ხვალ“ - რომელიც ყოველთვის უფრო შორს მგონია, ვიდრე ხვალ და რომელსაც იშვიათად ვუწევ ანგარიშს.
„გუშინ“ - ყოველთვის მაღიმებს, გასაღიმებელია თუ არა.
„დღეს“ - მხოლოდ მაშინ მიხარია როცა „ვგრძნობ“
სიყვარული – საიდანაც ვიღებ სასიცოცხლო ენერგიებს.
სამსახური – რეჟიმი რომელსაც ვერასოდეს შევეგუები.
დრო - რომელიც თავზე საყრელი მაქვს და რომელიც არასოდეს მყოფნის და რომელსაც ვერ ვიტან, როცა ჩარჩოში მისვამენ.
! - სასვენი ნიშანი, რომლითაც ვერაფერს გამაკეთებინებ, თუნდაც ჩემს სასარგებლოდ.
ვნება - იქ სადაც ყველაზე „მე“ ვარ.
მეგობარი – რომელიც მე უფრო ბევრისთვის მქვია, ვიდრე სხვებს ჩემთვის
თვალები - ისინი რომლებიც არასოდეს იყურებიან ზემოთ ან განზე.
გული - ორგანო რომელსაც უსასრულო მახსოვრობა აქვს და რომელიც არასოდეს მატყუებს.
ფლუიდები - რომელიც ჯერ არ „გამიმაზია“
ინტუიცია - შიშისგან თუ გავარჩიე, ყოველთვის ვენდობი.
შიში - ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი, დაახლოებოთ ისეთივე დამოკიდებულება მაქვს როგორიც მელას თავისი მახრჩობელას მიმართ.
ლიკა - ვინც გამანახევრა.
მუსიკა - რომლის გარეშეც ერთი დღე არ მახსოვს თავი.
სარკე - სადაც დილით ჩახედვის არ მეშინია (ჯერ-ჯერობით:D)
სახლი - სადაც არასოდეს ვყოფილვარ „შინ“.
ბებია - женщина с большой буквы და არა მარტო ქალი არამედ ადამიანიც, რომელსაც მინდა ვგავდე და რომლის გახუნებულ ასლობას მგონი ვახერხებ.
პაპა - ჩემი პირველი განმანათლებელი და ის ვისგანაც გამომყვა ჰარმონიული სმენა და ჯღაბნის ნიჭი.
ფლამენკო - ჩემი სულის მუსიკა
ბლუზი - თავშესაფარი წვიმიან ამინდში და როცა ბურთი მაქვს ყელში გაჩხერილი.
მატარებელი - ყველაზე რომანტიული ტრანსპორტი.
უსამართლობა - ის, სადაც ვეღარ ვცნობ უფროს-უმცროსს , ვეღარ ვარჩევ სქესს, სტატუსს და ა.შ.
ცხოვრება - ის, რომელიც პირიქით აქეთ მაბრალებს ყველაფერს და მუდმივად რაღაც ხარკს მახდევინებს რისი, ვისი ხზ.
ადამიანები - მხოლოდ სამი კატეგორია: „ჩემები“, „არაჩემი ახლობლები“ და „სხვები“
კაცის ტირილი - აქლიევსის ქუსლი, სული შემიძლია მივყიდო, უფრო სწორედ ისე ამართვას, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწრო.
ღმერთი - ის ვისაც ზუსტად იმ მანძილზე აქვს ხელი გამოწვდენილი რომ ბოლომდე გაწელილი ვიყო და მაინც ვერ მივწვდე. ძნელია იმას მისწვდე ოდესმე რასაც ეჭქვეშ აყენებ.
რწმენა - ზოგადად კარგი რამეა, პლაცებოს ეფექტი აქვს.
31 დეკემბერი - ერთი დღე, როცა ბავშვობაში ვბრუნდები
სასაფლაო - სადაც გაზაფხულზე მიყვარს ბოდიალი.
სიკვდილი - სხვისი უფრო მეშინია, ვიდრე ჩემი.
იასამანი - ყვავილი რომელსაც ქალის სურნელი აქვს.
მონატრება - მდგომარეობა რომლის დროსაც ყველაზე კეთილი და მიმტევებელი ვარ.
და ბოლოს „შენ“ - ეხლა კითხულობ და გეღიმება.

2 comments:

Anonymous said...

მეღიმება... :)

Anonymous said...

Damtba

Post a Comment