Sunday, September 2, 2012

ეროვნული შიზოფრენია ანუ ვჩპუ!!!


თავი I

70 წელი "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით" ლოზუნგის ქვეშ ვიცხოვრეთ და ისე გაგვიჯდა ეს ჯოგური პრინციპის ლოზუნგები და მესიის მანტიით შემოსილი ჯოგის ბელადების მოთხოვნილება და მორჩილება სულში, რომ როგორც კი ქართველს თავისუფალ აზროვნებას ახვევენ თავზე და ჯოგის კი არა საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აგრძნობინებენ თავს, ეგრევე პანიკა იპყრობს და სასწრაფოდ იწყებს ახალი მესიის ძებნას. ეს გარკვეულწილად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების თავიდან აცილების ინსტიქტიცაა. ბოლოში ადვილია თითის გაშვერა იმან შეგვაცდინაო, ჩვენ რა შუაში ვართო. მოკლედ ქრონიკულად არ გვიმართლებს, არადა როდის იყო ხიდან ნაყოფი შორს ვარდებოდა, რაც ჯოგი ის ბელადი, რაც ბელადი ის ჯოგი, მოჯადოებული წრეა და ვერაფრით გავარღვიეთ. ვერც გავარღვევთ, სანამ თითოეული ჩვენგანი ჩვენ წილ პასუხიმგებლობას არ ავიღებთ ქვეყნის თუ თითოეული მოქალაქის წინაშე. სანამ არ მივხვდებით რომ ქამუშაძის კომპლექსით ვცხოვრობთ და ვერც წარსულს დაიბრუნებ და ვერც ნათელ მომავალს ვერ შეგიქმნის ვერავინ თუ შენ გულხედაკრეფილი იჯექი ერთ მშვენიერ დღესაც "ივერიის გაბრწყინების" იმედად. მთავარია ხელი და ტვინი არ გაგვანძრევინოს ვინმემ და ყველანაირ უტიპიურ იდეას ჩავყვებით სამარემდე. ყველანაირ ბოდვას და მონაჩმახს დავიჯერებთ. ამიტომაც გვაქვს ამდენი სულელური ტერმინები "ერის სულიერი მამები", "ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოები" "ღვთის რჩეული ერი", "ბრძენი ერი" და ა.შ. არადა არავის მოსდის თავში აზრად საკუთარ თავს დაუსვას კითხვა რითია ღვთის წინაშე რჩეული. სულს ეროვნება აქვს? თუ ჩვენს დნმ გამჭვირვალეა ან შარავანდედი ადგას?!

ჩვენი მთავარი უბედურება ისაა, რომ პრიორიტეტები არეული გვაქვს ტვინში: 1. მართლმადიდებელი, 2. ქართველი, თუმცა ეს ორი უკვე ავტომატურად გულისმხობს ერთმანეთს. 3. სქესი. 4. სოციალური ფონი. 5 და ბოლოს ადამიანი და მისი უფლებები. აი ამ ბოლო პუნქტში ძალიან დიდი დომხალი გვაქვს, იმიტომ რომ აქაც კი პირველი და მეორე პუნქტის ვიწრო პრიზმიდან ვიჭყიტებით.

აქედან გამომდინარე თუ რამეს ვაპროტესტებთ და თუ რამე ერთ მუშტად გვკრავს, რწმენის და ქართველობის დაკარგვის შიშია. არადა ეს ორად ორი რაღაცაა რაც ნამდვილად არ იკარგება და თუ იკარგება ესეც იმაზე მეტყველებს რომ არც ერთი გქონია და არც მეორე. დანარჩენს რაც შეეხება ჩირგვში ვზივართ და იქიდან ვადევნებთ თვალყურს მოვლენებს და ყველაფერს ისევ სხვა ვაბრალებთ ან მორჩილად ვიტანთ იმ იმედით რომ ახალი მესია მოვა და ის გვიშველის, ის გაგვამდიდრებს, ის გვაჭმევს პურს. ჩვენმა პოტენციურმა მესიამ კი კარგად გათვალა ქართველის მუქთახორული ბუნება და წლების მანძილზე მუქთა ლუკმით კვება ნაცარქექიები და თან თავის დროს ელოდა, ვალსაც ხო დაბრუნება უნდა. თურმე უფროს შორს მიმავალი გეგმები ჰქონია ვიდრე უბრალოდ ალტრუისტი ოქროს თევზობაა. ქართველს ხო ის ურჩევნის, როცა შია, თევზი აჩუქონ და არა ანკესი. ჩვენი მესია კიდევ უფრო მეტად მოერგო გულებს იმიტომ რომ საკუთარ კოალიციაშიც ისე დაალაგა პრიორიტეტები როგორც ჩვენს ტვინებშია გენეტიკურად დალაგებული.

თან კარგად გვახსოვს 90-იანი წლების სიმწარე და დავიჯერეთ რომ ჩვენ დამოუკიდებლად არსებობა არ შეგვიძლია და თურმე რა კარგი იყო საბჭოთა კავშირი. "ქართველი რომ ყველგან ქართველობდა"-ზე მეტად ალბათ იმას მივტირით რომ მაშინ არ იყო სოციალური უფსკრულები, მაშინ ყველა თანასწორი იყო (ვითომ). "ჩემზე მეტი რითიას" ბოღმა ხო ჩვენში ძალიან ღრმადაა გამჯდარი. ჰოდა ეს ჩვენი მესიაც ამ ფაქიზ სიმებს შეეხო. ისე ვიცხოვრებთ როგორც საბჭოთა კავშირის დროსო. აი იმ დროს რაა, კაცმა რომ კაცობა იცოდა, ქალმა რომ თავისი ადგილი, ქურდი რო ქურდობდა, კაი ბიჭი რომ კაი ბიჭობდა და რაღაცეები რო გრეხი იყო და რაღაცეები კაიბიჭური.

როგორ გაამართლებს იმ ქვეყანაში რეფორმები სადაც ჯერ ისევ კაიბიჭური მენტალიტეტია, სადაც ვერ გაუგიათ რომ გენდერული თანასწორობა კაცის დაჩმორებას კი არ ნიშნავს, არამედ იმას რომ არსებობს ადამიანის უფლებები, რომელიც არის ხელშეუხებელი და რომელიც არ ანსხვავებს კაცს და ქალს. და კაცი რომ ქალს ეხმარება საქმეში თუ პირიქით ეს გენდერული ბალანსის რღვევა კი არა ელემენტარული შეგნება, კულტურა და ბოლოს კეთილი ნება.

როგორ გაამართლებს იმ ქვეყანაში რეფორმები, სადაც ახალგაზრდა თაობა აპროტესტებს არა სოციალურ პრობლემებს არამედ მაგალითად სინოდის გადაწყვეტილებებზე ზეწოლას.

და რომ მზად არიან სხვისი სისხლიც კი დაღვარონ რწმენის დასაცავად. აბა რა დროს სინგაპურია მიშა? წადი რაა, ვის რაში სჭირდება შენი ტურიზმი, ბოზებით და პიდარასტებით და ზანგებით გინდა აავსო ხოო ქვეყანა და გადაგვაჯიშო, სხვის მსახურებად დაგვაყენო. ან ვის რაში უნდა შენი იუსტიციის სახლები და ერთი ფანჯრის პრინციპი და მაქსიმუმ ნახევარ საათში გაკეთებული ყველა საქმე, ის არ ჯობდა ბიუროკრატია რო ყვაოდა? აი მაგალითად მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი? ელემენტარული ცნობის ასაღებად "წითელი თუმნიანი" და და ერთი კვირის საქმეს მოგიგვარებენ სამ დღეში! ყაზახეთი ხო სამოთხეა ამ მხრივ. ჩვენც ხო ვიყავით მაგათ რიგებში? რას ტრიპაჩობდი. ან ის რათ გინდა პოლიცია რომ კრიშავდა ყველაფერს ქვეყანაში, დაჟე მანქანის სარკეების მოპარვასაც კი. ეხლა პატრონი აღარ ყავს არაფერს. საქმის გარჩევა რომ გინდოდეს კაცს ვერ ნახავ დოსტუპი რო ქონდეს ამაზე.

ან რას დაამსგავზე ქალაქები. ქათქათა ბათუმს რა უქენი შე უჯიშო? ბათუმი ხო თავისი სიქათქათით იყო განთქმული. ან ეს ხონთქრის სასახლე რამ აგაშენებიან იმ მიყრუებულ ალაგას. მანდაც საბოზეთი გინდა მოიწყო ალბათ. სიღნაღში აგერ კრამიტი ჩამოვარდნილა, რას ერჩოდი აზბესტის სახურავებს.

პლეხანოვს რო ვუყურებ ხო გული მიკვდება. როგორ გამოავლე საწყალ ხალხ პირში ჩალა და არ გაურემონტე სადარბაზოები, ამას არასოდეს გაპატიებ.

მამათი მენატრება მეე და პეტრიაშვილის აჩრდილი არ მაძლევს მოსვენებას ყოველ ღამე. ვერ ივარგე ბელადად, ვერ ხარ ჭეშმარიტი მამულიშვილი ეკლესიების დამაქცევარო. ნუ მოკლედ ვინც მე შენისტად შემრაცხოს, „ვინც არ არის დამალული არაა ჩემი ბრალი არაა“. პროშტა დაუნახაობაშ ვერ ვიტან და ქრონიკულ უმადურობაშ. ბევრი სლეობებიც გაქვს გაკეთებული, მაგრამ ღმერთო შენ დაგვიფარე ყველა იმ პოლიტიკური მიცვალებულისგან და დაბოღმილი რევანშისტისგან თუ ფაშისტისგან ქართულმა ოცნებამ, უი სორი რუსულმა ოცნებამ რომ წამოაგდო საფლავებიდან.



თავი II

ვისი მრევლი ხარ? ამ ბოლო დროს ერთ-ერთი ხშირად დასმული კითხვაა და ყველგან ისმის სადაც არ უნდა იყო ლხინში თუ ჭირში, სვეცკურ ტუსოვკაზე თუ ყანაში, სკოლაში თუ უნივერსიტეტში. პასუხები სხვადასხვაგვარია: მამა აკაკისი, ილიასი, პეტრესი, პავლესი, ტრიფონისი და ა.შ მერე ამას მოყვება შემდეგი კითხები უი მართლა? როგორი მამაოა? მკაცრია? რბილია? მეც მაგის მრევლი ვიყავი და მერე კურთხევა ავიღე და სხვაგან გადავედი. მიზეზი აქაც სხვადასხვაგვარია, „მკაცრი იყო ძაან“, „სხვაგან გადავედი საცხოვრებლად და შეცვლა მომიწია“ „ჩემი ქმარს სხვა მამაო ყავს და ვარჩიეთ რომ ერთი გვყოლოდა“ და ა.შ. ამ ბოლო დროს კიდე ერთი ახალი მრევლური მოდა დამკვიდრდა რომელსაც რუსული წესჩვეულების გარდა საერთო არაფერი აქვს ქრისტიანობასთან. ხატების გადაბრძანება-გადმობრძანება კარიდან კარზე და მერე მისვლა-მოსვლა ოჯახიდან ოჯახში. როგორც ჩანს ამან დამატებითი სიხალისე შეიტანა მრევლურ-ეკლესიურ ცხოვრებაში.

-რისი ხატი უნდა მოაბრძანოთ? პასუხები აქაც უამრავია და რაღაც მისტიურ- გროტესკული: ოჯახის ხატი, ბარაქის ხატი, უშვილობის ხატი. ლოთობისა და ნარკომანების განმკურნებელი ხატი. მსწრაფლშემასმენელი ხატი, ოჯახიდან უგზოუკვლოდ დაკარგულთა მფარველი ხატი. მოკლედ დასკვნა ერთია ამ ყველა ხატს აქვს ავგაროზის დანიშნულება. მაგია მეტი რაღაა დალოცვილნო? ან ვინ გაუნაწილა ეს ფუნქციები წმინდანებს, რომ ღვთისმშობლის ერთი ხატი კურნავს უშვილობას, მეორეს ხატს ბარაქა შემოაქვს ოჯახში, მესამე განსაკუთრებულად მსწრაფლშემასმენელია, მეოთხე დავრდომილთა მკურნალი, მეხუთე გვარის მფარველი და ა.შ. განა რამდენი ღვთისმშობელია? ყველა პრობლემა ცალკე ჩარჩოს მოითხოვს და დიზაინს?

სად და როდის თქვა ქრისტემ მე რო აღარ ვიქნები ცალკე კასტა შექმენით მართლმადიდებლებმა, ცალკე განუდექით დანარჩენ სამყაროს და დანარჩენი სამყარო კიდე მტრად შერაცხეთო, სანახაობრივი ფორმა მიეცით რწმენას და ლოცვას და ჩემი მოძღვრება რიტიუალებად აქციეთო. ვინ დაუწესა სეართოდ რწმენას ლიმიტები, საზღვრები, ფორმა, ზომა, წონა, ფუნქცია და თანამდებობები? და რაა? სწამთ არა იმიტომ რომ სწამთ, არამედ იმიტომ რომ „ითხოვონ და მიეცეთ“ გინდა აქ დედამიწაზე და გინდა იქ უფრო ხანგრძლივი პერსპექტივით. და აი ეს „ითხოვონ და მიეცეთ“ არის ეკლესიებს რო ავსებს, აშენებს ყველა ფეხის ნაბიჯზე, ხატებს რო დაარბენინებს ოჯხიდან ოჯახში, ძვირფას საჩუქრებს იჩუქნება და ხატებს ოქროს სამკაულებს კიდებს.

თუმცა რწმენის სათავეების ძიება კი არა, სხვა რამე მინდოდა მეთქვა და გადავუხვიე.

ვისი მრევლი ხარ? - აი ამ უბრალო კითხვამ მიიღო სულ სხვა ფორმა და ამ ფორმამ კიდე მიიღო რაღაც ახალი სოციალური კასტის ფორმა. მოკლედ „მრევლი“ ჩამოყალიბდა როგორც ახალი სოციალური კასტა, რომლისთვისაც „გიყვარდეს მოყვასი შენი“ არის როგორც ერთი უბრალო ფორმულა მათემატიკის ან ფიზიკის წიგნიდან, სავალდებულო რო იყო ერთ დროს მისი წაკითხვა და მერე არც არავის ახსენდება. ამ კასტის ჩამოყალიბების ფესვები კიდე 90-იანი წლების საქართველოში უნდა ვეძებოთ. ხო გაგიგიათ ხშირად, დენი არ იყო გაზი არ იყო პური არ იყო, მაგრამ ერთმანეთის სითბო იყო სიყვარული და ჯიგარი. აი მთავარი მიზეზი. სოციუმში ყოფნის სურვილი და ათქვეფა. რა უნდა ქნას ერთმა ჩვეულებრივმა ობივატელმა, რომელსაც აქვს ხალხში ყოფნის სურვილი, სად და როგორ მოახერსო საკუთარი თავისა და ყოფითი წვრილამანების გაზიარება? სად დაიხარჯოს? „ისეთი დრო მოვიდა გენაცვალე, ნათესავთან ვერ მიხვალ წინასწარ თუ არ დაურეკე “ მეგობრები ან არ ყავთ ან ყველას თავის ოჯახი აქვს და „პრაზნიკებში“ თუ შეეხმიანებიან ერთმანეთს. თან ესეც არ იყოს ერში ყველას სხვადასხვა სოციალური სტატუსი აქვს და „მრევლი“ კი ყველას ათანაბრებს და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად დაცულად და სხვაზე ნაკლებად არ გრძნობ თავს. მერე საერთო საქმე ჩნდება: იქ მტრის ხატის ძიება სხვადასხვა ჯურისა და ორიენტაციის ადამიანებში და ერთად დარაზმვა. ერთ მუშტად შეკრული და სხვისი ძალის იმედად მყოფი ხო კიდე უფრო ძლიერად და „რამედ“ გრძნობს თავს. აქეთ რაღაც არარსებული მოძალადეების წინააღმდეგ ბრძოლა, რწმენას და გვარიშვილობას რო ართმევენ. მერე საეკლესიო დღესასწაულებზე და მამაოს დაბადების დღეზე საერთო ფუსფუსი, რაც კიდე უფრო აახლოებს მათ ერთმანეთთან და კიდევ უფრო იმ დროს აგონებთ როცა ერთად ისხდნენ კორპუსის წინ ერთ შეშის ღუმელზე შემომდგარი ჩაიდანის ირგვლივ და იქაც მტრის ხატზე მოსთქვამდნენ. ოღონდ გაცილებით რეალურ მტრის ხატზე. ერთად მოსალოცად წასვლები, ხატების ტარების დროს ოჯახიდან-ოჯახში გადასვლები და იქაც პატარ-პატარა სამყაროების შექმნები და ამ ყველაფრის დამაგვირგინებელი და შემკვრელი ყველა ფუნქციის მქონდე მამაოები. რომლებიც ნახევარღმერთად ყავთ შერაცხული. ქართველს კაცს ხო აქვს მოთხოვნილება რომ ყავდეს კერპი და თავი უქნიოს. ერში არც ერთმა არ გაამართლა საამისოდ. ჰოდა მარტივი გამოსავალი ნახეს. ლოკალური პატარ-პატარა კერპები. ამ სოც. კასტის განშტოებების მეთაურები, რომლების უმრავლეობის მიზანი ისაა რო გათიშოს და იბატონოს. ამ შემთხვევაში გათიშოს საღი აზრი, დამოუკიდებლა აზროვნების უნარი. ღმერთისგან შექმნას გუდიანი კაცი და მრევლისგან კიდე გუდიანი კაცის მოშიში ბავშვები, თვითონ კი იკისროს გუდიანი კაცით დამშინებელი დედის როლი, რო ბავშმა ზედმეტი კითხვებით არ დაღალოს. მარტივია არაა უთხრა და დააშინო კარგად მოიქეცი თორემ გუდიანი კაცი წაგიყვანს, ვიდრე ბავშვის კარგად თუ ცუდად მოქცევას ფსიქოლოგიური ხერხებით მიუდგე. იმიტომ რომ ესე უფრო მარტივია მორჩილებაში ამყოფო.

მოკლედ ყველა სურვილი დაკმაყოფილებულია. თავს გრძნობენ ბრბოს სრულუფლებიან წევრად და მამაოს სახით ყავთ მოძღვარ ფსიქოლოგ დამრიგებელ დამტუქსავ დამშინებელი მწყემსი და დედა, მამა და საბოლოო ჯამში კერპი, რომლის სიტყვაც კანონია, რომელიც ადამიანებზე მაღლა დგას და ქვემოდან შეჰყურებენ მავედრებელი თვალებით რომ ამათუიმ რაღაცაზე ნებართვა აიღონ ანუ მათ ენაზე კურთხევა მიიღონ. აქედან გამომდინარეობს ესეთი სტატუსებიც: მკაცრი მამაო, რბილი მამაო.

ჰოდა სულ ერთი მარტივი კითხვა მაქვს, თვითონ ის სად არის ის? თქვენ ხედავთ სადმე? მე ვერა.

მე მას იმ ათეისტში უფრო ვხედავ რომლის გაცემულ სიკეთეს თუ პატიებას საფუძვლად „გაეცი და მოგეცემა“, „მიუტევე რომ მოგიტევონ“ არ უდევს და იმიტომ კი არ „არ განიკითხავს რომ არ განიკითხონ“, უბრალოდ ეგეთი ბუნება აქვს და არც იმიტომ არ სჩადის ბოროტებას რომ დასჯის შიში აქვს და ჯოჯოხეთის კუპრში მოხარშვის.

სხვა დანარჩენი კიდე ერთ დიდ ეროვნულ გრამაფონშია.



თავი III

მეძინება და მშია.

1 comments:

Anonymous said...

Cocxali adamianivit miyvars da menatreba (xolme) Es blogi )

Post a Comment