Saturday, March 16, 2013

სლეთა ვარამი

(იგავ-არაკი)

იყო ერთი პრინცესა. პრინცესამ ბევრ პრინცს ადინა ცხარე ცრემლი და ბოლოს მაინც მთელი სამეფოს ჯიბრზე გლეხის ბიჭს გაყვა ცოლად. გლეხის ბიჭმა კიდე ჩათვალა მეკუთვნოდაო და თავის თვალში ერთი ორად ამაღლდა, სამაგიეროდ პრინცესას აიძულებდა, თავისი პრინცესობა დაევიწყებინა და თავი ისე ეგრძნო და დაეჭირა, თითქოს ჭილოფის კაბაში გაიზარდა. ბევრი ეცადა თუ ცოტა ეცადა პრინცი, კი დაავიწყა ცოლს თავისი წარმომავლობა, მაგრამ სისხლის ყივილს როდემდე ჩაახშობდა?!.

მდინარის პირას უყვარდა პრინცესას ჩამოჯდომა. ჩამოჯდებოდა, ფიქრობდა სასახლეში გატარებულ დღეებზე და კაეშანს ეძლეოდა.
ხან ერთი პრინცი ჩაუვლიდა გვერდით, ხან მეორე და შესძახებდნენ ხოლმე, ვისი ხარ კუკლაო, პრინცესა კი მოწყენილი პასუხობდა, თუ ჩემი ძმა ხარ გაიარეო.

ერთ დღესაც პრინცესას მდინარის პირას ვიღაც უცხო ტომის პრინცი დახვდა და პირქუშად მიუგო:
- აქ რას აკეთებ ჭაბუკო?
- უცხო რამ სურნელებას გამოვყევი და აქამდე მომიყვანა, რა არი რო?
- რა უნდა იყოს ჩემ ადგილას ზიხარ.
- ადგილი ყველასია დაიკო, მარა პრობლემა არაა, პროსტა მითხარი რა გასხია და ჩემი გზით წავალ.
- იოჯი იამამოტოს „ჩემი მუზა ომია“
- აუუუუუუ ვგიჟდები ქალს რო იოჯი იამამოტოს „ჩემი მუზა ომია“ ასხია. - უთხრა ყმაწვილმა და ბუჩქებში გაუჩინარდა.

გავიდა ხანი. ერთ დღესაც პრინცესას ისევ დახვდა მდინარის პირას უცხო ტომის პრინცი, ოღონდ ის არა, სხვა.
- აქ რას აკეთებ ჭაბუკო? - შესძახა პრინცესამ.
- თხასა ვკოდამ - უთხრა ჭაბუკმა და ოთხმოცივე კბილით გაიკრიჭა.
- ვაი შენს პატრონს!
- შენი პატრონიც მო### და ზედ შენი კვდარძაღლიც დავაყოლე, ვერ გაეხუმრები ამ #ლექალებს რაა - თქვა პრინცმა და ისიც ბუჩქებში გაუჩინარდა.

ისევ გავიდა ხანი. მდინარის პირას მისულ პრინცესას კიდე სხვა უცხო ტომის პრინცი დახვდა. პრინცესამ გაიფიქრა არაფერს ვკითხავო და ეგრევე მიუჯდა გვერდით. პრინცი შეუშმუშნა, პრინცესამ ისევ არაფერი ჰკითხა, პრინცი ისევ შეიშმუშნა, პრინცესამ ისევ არაფერი ჰკითხა, პრინცმა გაიფიქრა რა პონტში მომიჯდა გვერდზე თუ არაფერს მკითხავდაო, მეტი საქმე არა მაქვს, მე გამოველაპარაკო პირველიო, აქეთ მეხვეწონო რაა. მერე ცოტა ხანი კიდე იშმაშუნა და ბუჩქებში გაუჩინარდა ხმისამოუღებლად.

გავიდა ხანი. პრინცესას ისევ დახვდა ერთ დღესაც უცხო ტომის პრინცი და ჩეულებისამებრ მიუგო პირქუშად:
- აქ რას აკეთებ ჭაბუკო?
- შენ გელოდები მზის დარო, შენს გამო ცხრა ზღვა, ცხრა მთა და ცხრა უდაბნო გადმოვიარე, ცხრა წყვილი რკინის ქალამანი და ცხრა რკინის ჯოხი გავცვითე, გულმკერდი ყვავ-ყორნებს დავაგლეჯინე. მშიერ-მწყურვალს მხოლოდ შენთან შეერთების სურვილი თუ მაძლებინებდა.
- რისი სურვილიი?
- შენთან შეერთების, ჩემო ცხრა მნათობო, შენ მარტო მიბრძანე და მზეს დაგიბამ ჭიშკართან!
- ბიჭო შენ ### ხო არ გაქვს, რა შეერთების, რა ენაზე მელაპარაკები, მზე ბებიაშენს დაუბი ჭიშკართან, დავაი რაა!
- ჭაბუკს სიტყვები პირზე შეაშრა, ერთი კი გაიფიქრა ეს რა უხეში გოგო ყოფილაო და ისიც მიჰყვა დანარჩენების გზას - ბუჩქებში გაუჩინარდა.

გამოხდა ხანი. გავიდა ერთ დღესაც პრინცესა მდინარის პირას და დახვდა უცხო ტომის პრინცი ჩაცუცქული და თავჩაქინდრული.
- აქ რას აკეთებ ჭაბუკო?
- აუუ მაგარ ცუდ დღეში ვარ, რა წყალში ჩავვარდე არ ვიცი.
- რა მოგივიდა გამენდე, გადამიშალე გული - უთხრა პრინცესამ
- აუუ გოგო მიყვარს რაა და როგორ ვაგრძნობინო არ ვიცი.
- რა პრობლემაა მერე ადექი და უთხარი რო გიყვარს!
- ვუთხრაა?
- ხოო!
- აუ რა ჯიგარი ხარ! მართალი ხარ ვეტყვი! აუ როგორ გაასწორე ხო არ იცი! მადლობა! აუ გაიხარე რაა! გაკოცეე! - სულმოუთქმელად მიაყარა პრინცმა და ისიც წინა პრინცების გაკვალულ გზას დაადგა.

გადიოდა ხანი და ბუჩქებში გაუჩინარებული პრინცების რაოდენობა იზრდებოდა და იზრდებოდა. ერთ დღესაც ისევ რო დახვდა უცხო ტომის პრინცი მდინარის პირას, პრინცესამ ცალყბად მიაძახა:
-აქ რას აკეთებ ჭაბუკოო?
პრინცმა უცბად სამოსი გაიხადა და ჰოი საოცრებავ, პრინცესას თავისი გლეხის ბიჭი შერჩა ხელში.
-აქ რას აკეთებ? - ჰკითხა პრინცესამ
-სალაპარაკო მაქვს და უკეთესი დრო ადგილი ვერ ვნახე, რო მეთქვა. კაროჩე სხვა შემიყვარდა და მივდივარ -უთხრა ბიჭმა და ისიც ბუჩქებში გაუჩინარდა.
- აუუუ რა #ლეააა - აღმოხდა გაოგნებულ პრინცესას. ჩამოჯდა წყლის პირას, ბევრი იფიქრა, "მე რა ვქნა მეო", ბევრი იტირა და ბოლოს გადაწყვიტა, ვინც ჩემი ცრემლების ღირსია ის არასოდეს ამატირებსო, მერე ადგა კაბა ჩამოიფერთხა და ისიც ბუჩქებში გაუჩინარდა.

3 comments:

Anonymous said...

მარგუშ, რატომ აღარ წერ?

Anonymous said...

როგორ მომენატრა შენი ახალი პოსტებიი

Anonymous said...

vax, ramdeni vicinee :D
amis avtori manaxa :D

Post a Comment