Wednesday, November 30, 2011

მოკლე რეზიუმე - 36

უკვე ოცდათექვსმეტის ვარ და რომ გადავიხედე უკან ჩემთვის სასიამოვნო ზოგადი ფაქტები ამოტივტივდა რეზიუმესავით:
არასდროს ვყოფილვარ ცამხრივად შეყვარებული;
არასდროს ვყოფილვარ მიტოვებული;
არასდორს მომისმენია ყველაზე იდიოტური და ყალბი ფრაზა“ მოდი მეგობრებად დავრჩეთ“;
თუ ოდემსე ვინმე მყვარებია, ყველა იყო ჰაი ტეკი და სქაი ჰაი და დღემდე ყველა მიყვარს და შესაბამის ფიდბექსაც ვიღებ და ყველა ამ დღისთვის ღირდა ცხოვრება;
ეს რაც შეეხება ცხოვრებას.
და რაც შეეხება არსებობას, ზოგჯერ ხიზილალას ვჭამდი ლობიოსავით და ზოგჯერ ლობიოს ხიზილალასავით.
სადაც მივდივარ იქაურ ქუდს ვიხურავ, ოღონდ ისეთს არა რომ შიგნით კლოუნივით გამოვჩნდე ან დიდი მქონდეს და ან პატარა. ზომებში ინსტიქტურად ვერკვევი.
პირველი ვიოლინოობა მიყვარს ყველგან, თუმცა დიდი ხანია სიმები დამაწყდა, მაგრამ ეგ დროებითია.
ჰოო კიდე რაა;) ვერაფრით შევიჯავრე ვერც ახალი წელი და ვერც თოვლი. ეტყობა ბავშვობის განცდები და დადებითი ემოციები ბევრად უფრო ღრმად და წაუშლელად ილექება.
ჰოო ყველაზე მთავარი იქამდე მინდა ვიცოცხლო სანამ „მინდიხარ“ სურვილს აღვძრავ. მაგის მერე უკვე უსქესო არსება ხარ.

4 comments:

Anonymous said...

zedmetad tvitdajerebuli nu iknebi. sheizleba ert mshvenier dges realobas sheejaxo da cidan miwaze daenarcxo. magram tu yvelaferi isea rogorc wer bednieri qaaali kofilxar.

margusha said...

და რატო გგონია რომ ამ ყველაფერს რეალობაშეჯახებული არ ვწერ:) არასოდეს გავქცეულვარ რეალობიდან, თავითაც შევნარცხებივარ, მიწაზეც დავნარცხებულვარ და თან ძაან მტკივნეულად, მაგრამ არც დაცემულს დამიკარგავს ღირსება და თვითდაჯერებულობა.
და შენ მიწაზე დანარცხებას რას ეძახი, მაინცდამაინც ვიღაცამ უნდა მიმატოვოს? არც ეგ არ იქნება პრობლემა, ტრაგედიებს არაფრისგან არ ვქმნი. წამსვლელი უნდა წავიდეს. თუმცა იმ მარგოს დედა ვატირე კაცი რო გაექცევა და ზედაც ის ნათია დავაყოლე არჩევანში რო შეცდება:D

Anonymous said...

gasabrazeblad ar damiweria namdvilad :) me sul sxva rame vigulisxme da mitoveba da vigacis wasvla arafer shuashia. sorry, mgoni sxvanairad gamovida :)

tahirahpaduch said...

The world's most expensive hotel deals: Which casino - Dr.MCD
Las 여수 출장샵 Vegas Casino Hotel 세종특별자치 출장안마 The price for the hotel 영주 출장안마 includes all the 통영 출장안마 accommodations, but no extra tax. What's more, guests can earn 평택 출장안마 a $5,000

Post a Comment