Saturday, May 19, 2012

ტუტორიალი: როგორ გამოვიყვანოთ კლეოპატრასა და ფუფალას ჰიბრიდული ჯიში ქართულად ბალზაკ-პრეკლიმაქსურ ასაკში:

1. გადაწყვიტე რომ ორშაბათიდან უსიკვდილოდ უნდა დადგე დიეტაზე. ყველაფერი აღგაფრთოვანებს, რაც შენს ზედმეტ ძალისხმევას არ გამოიწვევს იქნება ეს ქატო, თუ სხვა მისტიური მეთოდები, რომლებიც არც ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს, არც ხელ-ფეხის ზედმეტ ქნევას. ჭამ რამდენსაც გინდა და მაინც ხდები. მერე რა რო შენთვის სიგამხდრე და კარგი ტანი ერთიდაიგივეა. არც ვარჯიში არ გჭირდება, არც კანის გამკვრივება, ცელულიტიც დაიფარება მტავარია გამხდარი იყო და დაე გეკიდოს ზედ ტანსაცმელი. 2. აი ვშიო რაა ვშიო გადაწყვიტე რომ აცეთე კაცი აი აცეთე კაცი არ ღირს ნერვიულობად და საეთოდ ვინჩ შენი ცრემლებიშ ღირშია იშ არაშოდეშ აგატირებშ, აცეთ ვარიანტში! და აი დადგა გონებაში მტკიცე გადაწყვეტიების დრო „უნდა გაფემეფატალდე“. ამისთვის გადავდივართ მესამე ეტაპზე. 3. გულმოდგინედ გაეცანი ჟურნალ ლედი-ს, ევას, ემას, იზაურას თუ კასანდრას ფსიქოლოგიურ რუბრიკებს, არც ერთი სტატია არ გამოტოვო, რომელიც რჩევებს გვაწვდის, როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული ცხრანახევარ კვირაში, როგორ გავხდეთ სექსბომბა, როგორ აღვძრათ სურვილი კაცში, ისე რომ იმნაირი არ ვეგონოთ თან. (ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია ჩვენ ქვეყანაში) ქიციც უნდა ვიცოდეთ ქიცმაცურიც მაგრამ თავის მოჩვენებაც ისე უნდა შეგვეძლოს ვოთომჩ არც ერთი ვიცით და არც მეორე. ან უშიყვარულოდ არ შეგიჯლიათ პროშტა რაა. აი მარტივი მაგალითი, როცა ღრმა დეკოლტეან სურათს დადებთ, დეკოლტედან ამომხტარი მკერდი სრულ მზადყოფნას უნდა გამოთქვამდეს შეხებაზე , მაგრამ ამ დროს მზერა?!!! ნურას უკაცრავად. მზერა უნდა ამბობდეს: „ჰაა მეთქეეე“. მზერის დამუღამებას და მიმართულებებს მერე გასწავლით. 4. როცა ჩათვლით რომ კაცის მონადირების ყველა ფორმულა კარგად ისწავლეთ, მიდით სარკესთან გაუღიმეთ თავს და იქედნურად წარმოთქვით შემდეგი ფრაზა „აქეთ მდიონ რაა“. ამის თქმის დროს ცოტა უკმაყოფილო სახე მიიღეთ, ცოტა დამცინავი და ცოტა იდუმალი, თქმის მომენტში ტუჩის ერთი კუთხე ოდნაც ზემოთ აქაჩეთ და თავი ოდნავ წინ და უკან გააკანტურეთ. 5. როცა საბოლოოდ დააჯერებთ თავს რომ „აქეთ სადევნობის“ მოქმედების დრო დადგა, გადაწყვიტეთ რომ შეტევა საუკეთესო თავდაცვაა და არც ერთ კაცს ნორმალური პასუხი არ გასცეთ, იყავით შემტევი. ძვირად გაიღიმეთ. დამცინავი და სარკასტული პასუხები ყველა და ყველაფერზე, მერე რა რო დებილური იუმორი გაქვთ, არ დაფრთხეთ, დასცინეთ კაცს ყველგან და ყოველთვის და ამით თქვენს იუმორის დეფიციტსაც დაფარავთ. თუ ვინმე სასიყვარულო კომენტებს დაგიტოვებთ ფოტოებზე ან კომპლიმენტებს, შემოიფარგლეთ მხოლოდ საპასუხო გული სმაილიკებით ან სიტყვებით „გენაცვალეეე“ - ეს ძაან მოდურია, თუ ოდნავ სიმპატიას გრძნობ დამკომენტარებლის მიმართ და თუ გკიდია მაშინ „მადლობა ვიცი“ ან დააიგნორე ვაბშე. ვინც მიზანში გყავთ ამოღებული რომ „აქეთ უნდა გდიონ“, იტრიალეთ სულ მის პროფილში, დაულაიქეთ ყველა სტატუსი, ფოტო. კომენტარები ძირითადად აქაც ქუუულ და სარკასტული ბევრი სმაილიკებით. არ შეარჩინო არც ერთი სიტყვა. როცა ხედავ რო ონლაინზეა, მაშინ დადე შენი ფოტოები, რაც შეიძლება სექსუალური, სადმე სვეცკი კლუბში თუ იქნები ან რამე ეგეთ სვეცკი პონტში უკეთესია, იფიქროს რო ადვილი შესანახი ქალი არ ხარ რიაა!!! მერე რა რომ ვაგზალზე ნაყიდი სამლარიანი ტრუსიკი გაცვია და ორიფლეიმის ჯორდანის სერია გგონია ძაააააააააან მაგარი. ჰოო რაღაცა აუცილებლად უნდა აიჩემო, აი მაგალითად ეს: „აუუუუ სტარბაქსი როდის შემოვაა რაა, რა დებილ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ შემიძლია რაა ყავის გარეშე!“ მერე რა რო სახლში მინუტკაში ადუღებ ყავას და ეგ გგონია „მე თურქული ყავა მიყვარშ და ყავიშ გარეშე ვერ ვფხიჟლდები“. 6. შიგადაშიგ აუცილებლად ასტატუსეთ სიბრძნეები განსაკუთრებით რუსულ ენაზე. სტატუსების ძირითადი თემა 21 საუკუნის ფასეულობები, გაითვალისწინეთ არავითარი რომანტიულ-სენტიმენტალური ფრთიანი ფრაზები, რა დროს ეგაა ღმერთო ჩემო, ჰადაჰაა ფემეფატალედ უნდა გცნონ. ჰოო კიდე სიფრთხილით მოეკიდეთ იმ სტატუსებს სადაც სექსის თემაა წამოჭრილი. თქვენ ხო ეს ესაა გაქუულდით ამიტომ გამოცდილება მაინცდამაინც დიდი არაა, და თან ამაზე ვულგარული და პროვინციული იუმორით საუბარს ხარ მიჩვეული დაქალებში და შეიძლება სექსზე მოღლიცინე კაცების სტატუსში ჩაფეილდე. ამიტომ აქაც ძირითადად ლოლიკ სმაილიკებით შემოიფარგლეთ. მაინცდამაინც ყველგან კი ნუ შეეტენებით ფასს დაკარგავთ თანაც. ხოო მართლა არ დაგავიწყდეთ იმატებთ ყველა კაცს ვინც კი დაფრენდებას გთხოვთ, უცნობები უფრო თამამნი და სიტყვაუხვნი არიან ფოტოების კომენტარებში, ამიტომ თქვენს „აქეთ რო უნდა გდიონ“ ობიექტებს დაანახებთ რომ წყვეტაა თქვენზე. მოკლედ როცა მიხვდებით რომ უკვე თქვენი ვირტ. ნიშა დაიკავეთ და გარკვეულ წრეებში გაპოპულარულდით, გადადით უკვე თქვენი სურათების გალერეის დახვეწაზე. ყველა კაბაში ცალ-ცალკე გადაიღეთ ფოტოები. შლაპები, მზის სათვალეები, არ აქვს მნიშვნელობა შენობაში ხარ თუ დივანზე წამოგორებული. მთავარია „მტაცებლური“ იმიჯი ყველა ფოტოზე. ჰოო დაქლინგ ფეისი დაივიწყეთ ეგ ძაან გოგოშკურია და ფემეფატალეს არავითარშემთხვევაში არ შეეფერება. აქ მთავარი ხაზია მზერა, გამოხედვ-ამოხედვა. 7. ეხლა ვამუღამებთ მზერას, როგორც ზემოთ შეგპირდით. მოკლედ დავიწყეთ: აი ჩათვალეთ რომ რაღაცას იხსენებთ, ამ დროს ხო გაქვთ ოდნავ მოჭუტული თვალები. ვოტ! სტოპ! აქ გააჩერე, ეს მზერა გაყინე! და შინაგანად წარმოთქვი ფრაზა ვითომ გაბრაზებულმა თან ღიმილით: „დე-გე-ნე-რა-ტე ეეეგ“ ეს ემოცია ამ მზერას დამატებით მუხტს აძლევს. ამ დროს თვალის კაკლები ოდნავ ზემოთ იწევა და მზერა ხდება „სმოუქი აიზ“ ეს კიდე როგორც მოგეხსენებათ ძალიან სექსუალურიადა თან ამავე დროს გამოხატავს თავდაჯერებულობას. მზერა მეორე: წარმოიდგინეთ რო ხართ შავი ავაზა და მსხვერპლს ეს-ესაა უნდა დაესხათ თავს. ეს პოზა აუცილელად ანფასში უნდა იყოს, ოდნავ თავდახრილი და რაც შეიძლება ქვემოდან ამოიხედეთ მარტო თვალებით. ბრრრრრ დაიმახსოვრეთ ამ დროს ყველა კაცს ერთი სურვილი უტრიალებს თავში „ნეტა მე დამესხას თავს რაა“. ოღონდ იცოდეს ამ სურათის ქვეშ რა კომენტებიც არ უნდა დაიდოს ყველა დააიგნორეთ. ესეა საჭირო და მორჩა. მზერა მესამე: გავკეკლუცდეთ ცოტა, ძნელად დასაპყრობიდან გადავიდეთ ერთი ხელისგაწვდენა და მოწყვეტა რო ჭირდება ისეთ ქალის პოზაზე. მოკლედ კაცი უნდა დაიბნეს, ხო გესმით?! ამისთვის დიდი არაფერი გჭირდებათ. უბრალოდ მიეყრდენით კედელს ტრაკით. წელი გამოზნიქეთ, ხელები კისრის ქვეშ ამოიდეთ, თავი უკან გადაწიეთ და ისიც მიაყრდენით კედელს, ოდნავ გვერდით გადაწეული, თვალები დახუჭეთ და გაიღიმეთ ოდნავ. უნდა გეტყობოდეთ რომ რაღაც ნეტარ წუთებს იგონებთ და ამით აძლევთ შანსს სხვებსაც რომ შეიძლება ამ ნეტარი წუთების თანამოზიარენი გახდნენ. ამ სურათის კომენტარებს უპასუხეთ თავაზიანად და კეკლუცად. მზერა მეოთხე: ქალი დედოფალი, დადექით პროფილში, თვალები დახარეთ. უნდა გეცვათ სუპერ გლამურულად. შეიძლება გადაჭრილი ხელთათმანები, ვარდი თავზე, უზარმაზარი სამკაულები, საღამოს მაკიაჟი, ხელში ფუჟერი ნახევრად სავსე წითელი ღვინით. ეს უკვე ადვილადმოსაწყვეტ ქალს ისევ იდუმალს ხდის და პატივისცემას უღრმავებს კაცებს და ისევ ერთი ნაბიჯით იხევენ უკან, რის შემდეგაც ორმაგი ნახტომისთვის ემზადებიან. და აი აქ უკვე ჩანს ვინ დაფრთხა და ვინ არა. ვის შეუძლია ჭოკით ხტომა და ვის არა. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. გილოცავთ თქვენ უკვე ჭეშმარიტი ფემეფატალე ხართ!

2 comments:

Anonymous said...

uneburad xeli wavige rom dame-like-bina : ) 100jer, 1000 jer gagiareb : )

Lasha Gabunia said...

ჰაჰაჰა მარგუშ, მაგარი იყო! :D :)))

Post a Comment