Wednesday, December 30, 2009

ნური ბილგე ჯეილანი/Nuri Bilge Ceylan, თურქი კინორეჟისორი


ამ რეჟისორს შემთხვევით წავაწყდი gol.ge -ზე ერთი წლის წინ და სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი. ჯერ იმიტომ რომ ფილმი მომეწონა. მერე იმიტომ რომ ფილმის რეჟისორიც, ავტორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც თვითონაა და სამივე საქმეს კარგად ართმევს თავს.

დაიბადა თურქეთში, სტამბულში. 15 წლიდან ეუფლება ფოტოგრაფიას. შემდეგ ამთავრებს უნივერსიტეტს ელექტრო ინჟინერის სპეციალობით, მისი დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ეუფლება კინოხელოვნებას.
სულ გადაღებული აქვს 6 ფილმი და ყველაზე საოცარი ის არის რომ აქედან 4 ფილმი კანის კინოფესტივალზე მოხვდა, მათ შორის მის პირველი ფილმიც კი, ნომინირებული იყო როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.


1. Koza (1995)
Cannes Film Festival - Nominated - Best Short Film.

2.Kasaba (1997)
4 wins & 2 nominations (მათ შორის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი)

3.Mayis sikintisi (1999)
12 wins & 3 nominations

4.Uzak (2002)
18 wins & 3 nominations (მათ შორის კანის კინოფესტივალის სამი პრიზი და ერთი ნომინაცია)

5.Iklimler (2006)
7 wins & 2 nominations (მათ შორის კანის კინოფესტივალის ერთი პრიზი, ერთი ნომინაცია)

6.Üç maymun (2008)

2 wins & 1 nomination (მათ შორის კანის კინოფესტივალის პრიზი-საუკეთესო რეჟისორი)

ჯერ ჯერობით მე სამი ფილმი ვნახე.

პირველი :

Iklimler (2006)

http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=4509&order=1.1&search=Iklimler

მეორე:

Uzak (2002) 

ბუდე.გე-ზე შეგიძლიათ ნახოთ 

და მესამე

Üç maymun (2008)

http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=5989&order=1.1&search=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98

სამივე ფილმი ძალიან მომეწონა. ყველაზე დამახასიათებელი მის ფილმებს ის აქვთ, რომ გგონია ფილმს კი არ უყურებ, არამედ პერსონაჟების ცხოვრების ეპიზოდებს. უმნიშვნელო სცენებშიც კი არ შემიმჩნევია სიყალბე არც სიუჟეტებში და არც მსახიობების თამაშში.

მოკლედ ვინც ფილმებს მხოლოდ გართობის მიზნით არ უყურებთ, ნახეთ.

0 comments:

Post a Comment