Monday, December 28, 2009

"მტრედის მოტანილი ბარათი # 5"

სიწყნარე იყო...
ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და სურათიდან მტვერი გადაწმინდა...
ჩამოცვენილი ტოტები და წიწვებიც მოაცილა საფლავს...
ჩამოჯდა...
სიგარეტი ამოიღო... ცოტა ხანი ისე ეჭირა ხელში... მოუკიდა...
არაფერზე არ ფიქრობდა... უბრალოდ უსმენდა... სიჩუმეს უსმენდა...
შიშინის ხმა მოესმა... სიგარეტს დახედა... ცრემლს ჩაექრო...
ახალი ღერი ამოიღო... მოუკიდა...
თვალები დახუჭა...
უსმენდა...
თან ნელა ეწეოდა...
საათს დახედა... ერთ საათს უცებ გაერბინა...
წამოდგა...
მტვერი ჩამოიფერთხა შარვლიდან...
გვერდზე ქალმა გაუარა ნელი ნაბიჯით... წითელი ყვავილების თაიგული ეჭირა...
– უკაცრავად... – ცრემლი ხელით მოიწმინდა – თუ შეიძლება... ერთი ცალი ყვავილი რომ მომცეთ...
ქალმა ჯერ მას შეხედა, შემდეგ ქვაზე ახალგაზრდა ქალის სურათს...
– დედაა?
თავი დაუქნია...
– მთლიანად აიღე...
– არა... მხოლოდ ერთი ცალი მინდა...
ქალმა ერთი ცალი ყვავილი ამოიღო და მისცა... მადლობაზე პასუხად უხერხული ღიმილი დაუბრუნა და წავიდა...
რამოდენიმე წუთი იდგა ყვავილით ხელში... ჩუმად...
დაიხარა და გულთან დაუდო...
– გილოცავ....

0 comments:

Post a Comment