Monday, December 28, 2009

"მტრედის მოტანილი ბარათი # 3"

 

შუადღისას გავედი სახლიდან, მეჩქარებოდა.
კარებთან შავებში ჩაცმული ბებია იდგა, კედელთან სამი ცალი გადაჭრილ პოლიეთილენის ბოთლში ჩარგული ლამაზი წითელი ყვავილი ედო.
გაყიდვას ცდილობდა
ვიღაც ქალი ეკითხებოდა - ეზოში რომ ჩავრგო ხომ შეიძლებაო.
მეტი ვერაფერი გავიგე, აჩქარებული ნაბიჯით მივდიოდი.

წეღან გავედი მოსაწევად ეზოში და სამივე ქოთანი კიბეზე დამხვდა.
მამიდაჩემს ვკითხე - შენ იყიდე-მეთქი.
არაო, მთელი დღე ვიღაც მოხუცი ქალი ყიდიდა თითოს ოც თეთრად და საღამოს მამაშენს დაუტოვა - ვერ გავყიდე და რაც გინდა ის უქენითო...
3-4 ლარი მაინც მიგეცათ-მეთქი
მე არ ვიყავი იქ და მამაშენს ფული არ ჰქონდა რომ მიეცაო

ძალიან მივიგრუზე... ალბათ ცხოვრებაში სულ 1-2ჯერ იყო მომენტი, ამაზე უფრო ძალიან რომ მინდოდა იმ დღის თავიდან დაწყება...
გული დამწყდა...

0 comments:

Post a Comment