Wednesday, December 30, 2009

შემოდი


ეს ლექსი დემნამ დამიწერა

მადლობა დეიდ! :D


არიან ადამიანები-ცარიელი სახლები
სადაც შესვლას გიჯობს , სულ არ შეხვიდე.
არიან ადამიანები - დაულაგებელი სახლები:
აქ შეიძლება დაიკარგო და
ნივთებმა წასაქცევად ფეხი დაგიდონ.
თუ კარგი დიასახლისი არ ხარ
მე გირჩევდი : -არც აქ შეხვიდე!
არიან ადამიანები- ფარდა დაშვებული სახლები:
გიზიდავენ თავისი იდუმალებით,
მაგრამ თუ ფარდებს გადაწევ
მიხვდები- იმ ცარიელ სახლში მოხვდი
რომელზეც თავიდანვე გიყვებოდი.
არიან ადამიანები უპატრონო სახლები,
ანტიკვარული ავეჯით სავსე,რომელიც არავის ჭირდება
ხის ჭიის გარდა.
არიან ადამიანები ქოხები- დაფურცლული წიგნებით.
აქ უფრო ოცნებების სჯერათ და ისევ ინტერესით კითხულობენ :
“ხომ არ შეჭამა ბატკანმა ყვავილი”.?
არაიან ადამიანები-თავშესაფრები
სადაც შეგიძლია, ჩამოჯდე, დაისვენო
ფინჯან ჩაისთან ისაუბრო გადამფრენი ჩიტების ბედზე
მაგრამ შენ აქ დიდხანს ვერ გაძლებ-
სავსე სიმშვიდეც დამღლელია ზოგჯერ კაცისთვის.
და არიან ადამიანები-ადამიანები
აქ შეგიძლია შეხვიდე და სამუდამოდ დარჩე.

0 comments:

Post a Comment