Wednesday, December 30, 2009

წუწუნ-წრუწუნ


გუშინ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი და ერთი ნაბიჯი დამაკლდა სიკვდილამდე. მოკლედ, სახლის გენ. დალაგების დაუოკებელმა ჟინმა მომიარა და ავძვერი ფანჯრის რაფაზე რომ მინა გამეწმინდა გარედან, ნახევრად გარეთ ვიყავი გადასული, რომ ფეხი გამისრიალდა და იმდენი კი მოვიფიქრე ფარდაზე ჩამოვკიდებულიყავი. არ ვიცი რამ შემაძლებინა მეიძულებინა თავი, რომ ოთახის შიგნით გადმოვარდნილიყავი ფარდიანად და არა გარეთ. ისე რა კარგი სანახავი ვიქნებოდი მეშვიდე სართულიდან გადაფრენილი გამრჯე დიასახლისი და მერე დანარჩენის აღსაწერად ფანტაზია არ მყოფნის.

გადავწყვიტე ჩემი სამი დიპლომი და ოთხი სერთიფიკატი სამზარეულოს რომელიმე კედელზე გავაკრა. ეს დამეხმარება ავიმაღლო დიასახლისის კვალიფიკაცია და შესაბამისად შრომისუნარიანობა.
გაინტერსებთ რას გრძნობს ადამიანი იქით-აქეთ გარდამავალი წამის მიჯნაზე.? ეს წამი ისეთივე უსასრულოა, როგორც წამის აღქმა სიზმარში. ერთდროულად ყველაფერი კარგავს და ყველაფერი იძენს ფასს... ან რის ფასი! რა ფასი! ქალი დავბერდი და ჯერ კიდევ ვერ გავიგე რას აქვს ფასი. არა, მე კი ვიცი ჩემთვის რასაც აქვს, მაგრამ ეს ისე, ზოგადად არ ვიცი . ადამიანური ფასეულობებიც საბაზრო ეკონომიკას დაემსგავსა, ჩეინჯებლ იმისდა მიხედვით ბაზარზე რა მოთხოვნაა.
ამ ბოლო დროს ვგრძნობ რომ ასოციალური გავხდი. საერთოდ არ მაქვს ადამიანებთან დაკონტაქტების სურვილი თუ აზროვნებაში არ მომყვება და ჩაწოდებულ პასს პირველივე ჯერზე არ იღებს....ან მე მაქვს გაზვიადებული წარმოდგენა ჩემს თავზე ან მეტისმეტ მოთხოვნებს ვუყენებ ადამიანებს. რა ვქნა ვერასოდეს ვემეგობრები ადამიანს, ბავშვობის მეგობრობის ხათრით, რომელიც მიმტკიცებს რომ "პატარა უფლისწულზე" უაზრო და დეგენერატული ნაწარმოები არ არსებობს. ვისთვისაც მეგობრობა მხოლოდ ფინჯანი ყავის სმით, შოფინგებზე, ქმრებზე, დედამთილებზე, შვილების ოინებზე და ნიჭიერებაზე. ჩერეზ დაქალოჩკების პაკჩოებზე თუ საყვარლებზე და მათი "ინვესტიციების ურთიერთ დაბანდებაზე" ჭორაობით შემოიფარგლება, დაე ვიყო მათთვის უჟმური, ცივი და უხასიათო. ამ ჩემს მითხუნდ ჩაკრაბორტს.

მოკლედ დავამთავრო ეხლა წუწუნი და წავედი, მივეგდო. იმედია სანამ ზღვაზე წავალ და ჩამოვალ, რამე ხიფათს არ მოვიწევ. (აქ რა სმაილიკი უნდა იყოს, აზრზე ვერ მოვდივარ)

/Wednesday, August 26, 2009/

0 comments:

Post a Comment