Monday, December 28, 2009

ცრის...

 

/Monday, May 19, 2008 /

დილიდან წვიმს... უფრო სწორედ ცრის... როგორ ვერ ვიტან წვიმის ამ ფორმას, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მეც სულში მცრის. განსაკუთრებით, თუ დილით გავიღვიძე და ასეთი ამინდი ახატია ფანჯრებს, ისევ მინდა ხოლმე საბანში გავეხვიო, თავზე წავიფარო და ემბრიონის პოზაში გავეთიშო გარესამყაროს, ამ დროს ყველაზე მშვიდად ვარ, რადგან ოცნებებიც კი არ მიშლიან ხელს პირველსაწყისი მარტოობის შეგრძნებაში. ამ დროს ყველაზე ბუნებრივი ვარ და ყველაზე მართალი...ერთადერთი რაც ამ დროს მაკლია, ჩემი სასთუმალის გულისცემაა...

0 comments:

Post a Comment