Monday, December 28, 2009

შენ არასოდეს მოხუცდები ლიი...



სკოლაში პირველად მე წაგიყვანე... დიდი წითელი ბაფთა დაგასვი თავზე... ჩაგავლე ბუთხუზა ხელში ხელი და წაგაწანწალე...შენი პირველი დამრიგებელი რომ დაინახე ტირილი დაიწყე, ამ ქალთან არ დამტოვო ბებერიაო, მულტფილმში რომ ქათმის ფეხებზე სახლი დგას იქ ცხოვრობსო.. არ დაგტოვებ მარტო, ნუ გეშინია, გარეთ დაგელოდები...ერთ მერხზე პატარა ლამაზი გოგო იჯდა და გითხარი, ამ გოგოსთან იმეგობრე თქო... პირველი გაკვეთილი რომ დამთავრდა ტირილით გამოხვედი და მითხარი, ამ გოგოსთან არ მინდა მეგობრობა, ესე მითხრა მსუქანი ლოყები გაქვსო... მერე ამ გოგოს მამა გადრდაეცვალა ერთ კვირაში და მითხარი, უნდა მივიდე და იქ რომ მივალ რა უნდა ვუთხრა, გილოცავო?
...მერე კითხვას გასწავლიდი... მარცვლიდი თ ხ ა.
-აბა ეხლა ერთად თქვი რა გამოდის?
-ცხვარი...
-დედა რა დებილია ეს ბავშვი ამის ნერვები არ მაქვს, მოდი რა შენ დაუჯექი დეე...
-არა ვარ დებილი ნაა ერთი და იგივე არ არის თხა და ცხვარი?
...-ნაა იცი რაა, აი სახლში რომ კიბე გვაქვს დიდი, იმას რომ კიდე ერთი დიდი კიბე მივადგა და კიდე დიდი კიბე მთვარეზე ავალ?
-რა გინდა მთვარეზე?
-ნაღვლიანი სახე აქვს და უნდა ვუთხრა რომ გაიღიმოს.
-რად გინდა რომ გაიღიმოს?
-რატო და აღარ დაღამდება მერე და რომ აღარ დაღამდება, მერე აღარავინ მოკვდება. ხო მარტო ღამე კვდებიან ნაა?
-ხო ლიი...
-ნაა მარტო მოხუცები კვდებიან?
-ხო ლიი...
-ბებოსხელები და ბებოზე დიდები?
-ხოო ლიი...
-მე არ მინდა რომ მოვხუცდე...

0 comments:

Post a Comment