Monday, April 4, 2011

ღმერთო!

მე ხო არასოდეს შემიწუხებიხარ ჩემი არსებობით... არც სახლის კარს გიტალახებ, არც ლოცვით გაწუხებ და არც მარხვით გახსენებ თავს. ტვინში ვერ ვმარხულობ და რამდენიც არ უნდა შევზღუდო კვება, ვინ მოვატყუო ჩემი თავი თუ შენ? საჭმელზე უარის თქმაა მარხვა? რომ ვილოცო ის სიტყვები გულიდან ხო უნდა ამოდიოდეს?! ლოცვა კიდე ხო იგივე თხოვნაა, მე კიდე თხოვნით ვერ გაწუხებ, ვერც შენ და ვერც ადამიანებს. როცა ყველაზე ძალიან მიჭირდა მაშინაც კი არ მოვსულვარ შენთან, არ მინდოდა გეფიქრა, როცა უჭირს მაშინ გავახსენდიო. როცა კარგად ვარ მაშინაც ვერ მოვდივარ, მეშინია ზედმეტად არ მოგხვდე თვალში და არ შემახსენო ”აქ დაითმენ იქ ცხონდები” და აჰა შენ მორიგი განსაცდელიო.
ვინც არ უნდა მოვატყუო, თუნდაც საკუთარი თავი, შენც ხო მაინც იცი რომ მე ჩემს სინდისთან ყოველთვის მართალი ვიყავი და ვარ... ჰოდა ეხლა პირველად ჩემს ცხოვრებაში გევედრები მომეცი უფლება ბედნიერი ვიყო. რაც ეხლა ჩემთვის გამოიმეტე (არ ვიცი ეს რა არის წყალობაა თუ განსაცდელი,) შენივე ხელით ნუ წამართმევ და თუნდაც მუდმივ განსაცდელად დამიტოვე. ძალიან გთხოვ დაუშვი ერთხელ გამონაკლისი....
ნება მომეცი კარგი ვიყო (ამ დროს ხო ადამიანი ყველაზე კარგია, ყველაზე კეთილი, ყველაზე მიმტევებელი, ყველაზე გამცემი და ყველაზე ნაკლებად მომთხოვნი, ყველაზე მართალი, ყველაზე სუფთა) იქამდე, რამდენი ნაბიჯიც დამრჩა ბოლო ამოსუნთქვამდე. ღმერთო ამით ხო იმასაც მოუღებ ბოლოს რომ მუდმივად შენს საწინააღმდეგოდ დავდივარ... აღარ ვივლი ღმერთო... ოღონდაც....

7 comments:

Anonymous said...

ყველა სიკეთით სავსე ადამიანის ისმინე უფალო! შენ უკეთ იცი სად, როგორ . . .

Anonymous said...

ლოცვა კიდე ხო იგივე თხოვნაა, მე კიდე თხოვნით ვერ გაწუხებ, ვერც შენ და ვერც ადამიანებს.
---------------------
locva mxolod txovna ara. : )
uflis didebacaa : )

margusha said...

რად უნდა თვით ერთადერთ სრულყოფილებას ქება-დიდება

Anonymous said...

არ ვიცი კონკრეტულად რაზეა აქ საუბარი, მაგრამ თუ შენს თავში დარწმუნებული ხარ, რომ სინდისი სუფთა გაქვს ჩათვალე, რომ ღმერთმა გისმინა. ეჭვი კი მიჩნდება, ამ ბლოგის პატრონს რამე მძიმე ცოდვა ჩაედინოს..

Anonymous said...

ყველაზე კარგია, ყველაზე კეთილი, ყველაზე მიმტევებელი, ყველაზე გამცემი და ყველაზე ნაკლებად მომთხოვნი, ყველაზე მართალი, ყველაზე სუფთა -
ალბათ სიყვარულის დროს ხდება ადამიანი ასეთი. და ასე თუ ვიმსჯელებთ, შენ მთელი ცხოვრება ყურებამდე შეყვარებული ხარ :)

margusha said...

რომელი ხარ ესე კარგად რომ მიცნობ?:))

Anonymous said...

რაც მთავარია, ბედნიერი ვარ, რომ გიცნობ :)

Post a Comment