როგორც ინდოეთშია ხალხი სოციალურ კასტებად დაყოფილი, ისე საართველოში:
1. გასხივოსნებულნი, რომელიც თავსი მხრივს მოიცავს ქვე-კასტებს მამაოები, მრევლი- რადიკალურ-აგრესიული ფრთა, მენტალური ჯვაროსნები, ცხვრები, მხოლოდ მემარხულეები და რიცხობრივად ყველაზე მცირე ქვე კასტა - სათნო და კეთილშობილი ადამიანები )
2.ოჯახის უფროსი მამრები ქვე კასტებით - ჯიგრიანი ქართველები, ყოფილი ძველი ბიჭები, დაქირავებული თამადები, ბიზნესმენები, სექსისტები, სუფრის პატრიოტები, წითელი ინტელიგენტები, ასტამურები, ტრულაილები, ”რაც კარგები ვართ ქართველები ვართ”-ები.
3. დიასახლისები (მენტალური თუ არამენტალური, შინაბერები, "დედამისის სახლის გარეთ სექსის არ მქონენი", "პატიოსნები", "სახლიდან გაუსვლელი გოგოა" -ები, ჭორიკნები, სხვის საცვლებში მძრომელები საკუთარი "გამოუყენებლის" გასაპრავებლად, საპნის ოპერისტები. )
4. ერთი ნაბიჯით წინ წასულები - ეს კასტა აერთიანებს ლიბერალებს (მემარცხენე-მემარჯვენე-ფსევდო), ათეისტებს, აგნოსტიკებს, პოხუისტებს, ბიზნეს ლეიძი-ებს, ფემინისტებს, სხვადასხვა სექსუალურ უმცირესობებს, ინტელექტუალებს, პეროიანებს.)
და ორი ცალკე მდგომი კასტა:
1.ბანკის თანამშრომლები
2. ბუღალტრები
ლისი და მუხათწყარო [23.02.2025]
5 weeks ago
5 comments:
ნათ, ის კასტა გამოგრჩა, შენ რომ მიეკუთვნები :)
რომელი?:D
დროსა და სივრცეში აცდენილები: ადამიანი, რომელიც არც ამ პერიოდისაა, არც გასული საუკუნის და არც მომავლის. თავისი ღრმადმწვდომელი ბუნების, იმაზე მეტად მრავლისმომცველი და ფერადი სულის პატრონი, ვიდრე ზოგადად - ფერი არსებობს სამყაროში და არამიწიერი გონის მფლობელი. იმდენად ზუსტად და ბოლომდე წვდები ყველაფერს, რაც ირგვლივ (და არამარტო) ხდება, რომ ხანდახან ვფიქრობ, ის ადამიანები უფრო ბედნიერები ხომ არ არიან, ვინც მეტ-ნაკლებად აღიქვამს რიგ საკითხებს მაინც თქო.
არადა ერთი წინადადაების დაწერა მინდოდა:
შენ ძალიან არა-ჩვეულებრივი არსება ხარ!
:ბლუშ:
პ.ს. სახელი მიაწერე სახელი:)))
:) დიდი ბოდიში, მაგრამ სახელით ყველაფერს ვერ გავაფუჭებ :)
Post a Comment