Monday, May 16, 2011

ფეისბუქელ ქალთა სახეები მარგოს შემოქმედებაში (9+1 კატეგორია)


”ოდნოელი”

ამ კატეგორიის ვოლზე შეგიძლია იხილოთ უამრავი აპლიკაცია თუ თამაშის რეზულტატი, იშვიათად სტატუსი და უფრო იშვიათად ჭკვიანური სტატუსი.
ძირითადად სურათების დაკომენტებით შემოიფარგლებიან და ერთმანეთის ხოტბის შესხმით: ”ჩემ უსაყვარლესიიი”, ”ულამაზესი ვინ არისო ვიინ?” ”ქალიიიიი <3 ” . შეპყრობილნი არიან თაგვმომანიით. მთელ ფრენდ ლისტს მონიშნავენ სიბნელეში მბჟუტავ სანთელზე, გვერდით რომ საწერი კალამი და რვეულიდან ამოგლეჯილი ფურცელი უდევს და რამე სიბრძნეს მიუწერენ ქვემოთ ან სათამაშო დათუნიაზე თავზე რომ ბაფთა აზის და ხელში გულის ფორმი ბალიში უჭირავს, ქვემოთ წარწერით ”ყველანი მიყვარხააართ”.
ამ კატეგორიის კედლები საეკლესიო დღესასწაულებზე ივსება ხატების სურათებით და შესაბამისად გაძლიერებული თაგვმომანიით. მოკლედ ფეისბუქის ძირითადი ფუნქცია მათთვის ესაა. ჰოო, კიდე თუ სადმე რამე არაქართული სულისკვეთებისა და ტრადიციების შემლახველ სტატუსს ან კომენტს მოჰკრეს თვალი, იმ წამსვე ფარსა და მახვილს იშიშვლებენ, ისე რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას არც კი ცდილობენ, მით უმეტეს გააზრებას. თუმცა ეს ძალიან იშვიათად უწევთ, რადგან მათი ფრენდ ლისტი ძირითადად ისევ მათნაირებისგან შედგება.

”მეოჯახე”


მათი კედლები გადავსებულია ასევე აპლიკაციებით. დიდი მონდომებით უვლიან ფერმას და ფრენდლისტში ყავთ ძირითადად ქალები. დებენ მხოლოდ ოჯახურ სურათებს: ”მე, ჩემი ქმარუკა და ჩემი სიცოცხლეები კეჩხობში”, ”მე და ჩემი სიხარული ზღვაზე”, ”აქ პატარა ლუკაჩო ვაშლატამს ჭამს” მაი ვიდეოდან რაღაც უაზრო პრიკოლებს, ძირითადად ბავშვებზე და ცხოველებზე, რომანტიულ სურათებს და რაღაც უგემოვნო ლირიულ მელოდიებს ასეთივე უგემოვნო რომანტიული ფოტო კოლაჟით, ან კიტჩი 3D gif image-ებს.
(ეს ორი კატეგორია თითქმის არასოდეს მიკომენტებს, დაჰაიდებული ნაღდად არ ვყავარ, იმიტომ რომ ეს ფუნქცია აქვს თუ არა ფეისბუქს ან რატო და რისთვისაა, მეეჭვება იცოდნენ, რადგან სოც. ქსელების შიდა ტექნიკური მხარეებით არ ინტერესდებიან, სამაგიეროდ როცა მხვდებიან, მეუბნებიან შულ გკითხულობთ, (რატო.. რისთვის.. ან რა შინაარსი გამოაქვთ ხზ) )


”ინტელექტუალი”

საკუთარ გვერდზე ნაკლებად აქტიურობენ, უფრო ჩაბმულები არიან სხვის კედელზე გამართულ დისკუსიებსა თუ კამათში, ძირითადად დებენ ”ტაბულას” ”ლიბერალისა” და სხვადასხვა ბლოგების ლინკებს. ფრენდ ლისტში აუცილებლად ყავთ გოგი გვახარია, კახა ბენდუქიძე, ნოდარ ლადარია, ბასილ კობახიძე, დავით ზურაბიშვილი, ნინია კაკაბაძე, ლევან ბუთხუზი, და ა.შ. იშვიათად უდევთ საკუთარი ფოტოები ან ძალიან ცოტა. იმ შემთხვევაში უდევთ ბევრი თუ მილფია და ამავე დროს მაგრად გამოიყურება. ხანდახან დებენ ყოუთუბის ლინკებს მაპუტუელ ჯაზვუმენს ან ვიკინგ ფოლკჯაზმენს, თავისივე ქვეყანაში რომ სულ სამმა-ოთხმა კაცმა იცის და მიაწერენ, ”სიგიჟეა” ”მუსიკა ესაა” და ა.შ. მერე რომელიმე საუკეთესო ფრენდი რა თქმა უნდა ამავე კატეგორიიდან მიუწერს, ”აუ რამდენი ხანია ვეძებდი ამ ვიდეოს”. ”ეს მუსიკოსი სრულ შოკში მაგდებს” და ა.შ.
იბრძვიან მადაგასკარში ლემურების გადასარჩენად. იცავენ მანჯურიელ მწყემსებსთა უფლებებს, აპროტესტებენ მოროშკინას ბეწვის ბიზნესს. სწუხან და მოსთქვამენ ჰომოსექსუალი დალაქი ლოვიკას უხეშად დარღვეულ უფლებებზე

”სელებრიტა ”

მინიმუმ 4534 ფრენდით, შემოდიან მხოლოდ იმიტომ რომ თავიანთ ფოტოებზე იკითხონ ”აუ ძაააააააააააააან მაგარი ქალი ხარ”, ”ვეცემი შენზე”. უძერსკზესი ხარ....
დებენ ძირითადად ტუსოვკების ამსახველ ფოტოებს და აკომენტებენ სხვა სელებრითების ტუსოვკების სურათებს. უბრალო ხალხში არ გამოდიან, კომენტებზე პასუხებს არ წერენ. ნიუსფიდში არც იხედებიან.
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ამათზე მეტ ვერაფერს დავწერ. რა გონებაშეზღუდულებიც არიან, ისე მეზღუდება ფანტაზია.


”სტრანნი ან ვითომ სტრანნი ანუ რაღაჩნაირი "

18-25 წლის გოგოები. მოჰიპ-მოპანკ-მოგოთო ელემენტები. დებენ მხოლოდ სურეალისტურ, ავანგარდულ სურათებს, ”კამუ ანი ნა ხუი ნუჟნი”” ლინკებს, ანიმეს, ნახევრად გაუგებარ სტატუსებს, ერთ სასტავში გადაღებულ ფოტოებს. უცნაურ მუსიკას, მარტო ამ სასტავს რომ ესმის და შესაბამისად უკომენტებან ”აუ სად ნახე?” ”რა გიჟი ხარ”, ”ეს ისაა მე რომ გუებნებოდი”, აუ გაასწორა, კაკ რაზ გუშინ რომ ვლაპარაკობდით ეგაა” ...
გაფანატება აქვთ მაგალითად რომელიღაცა ერზე, ვთქვათ ნორვეგიელებზე. შესაბამისად მათ კედელზე ვიღებთ ინფორმაციას არა მარტო ზოგადად ნორვეგიაზე, არამედ ვკითხულობთ, რომელირაცა ნორვეგიელი ფოტოგრაფის ბიოგრაფიას და ვეცნობით მის შემოქმედებას, ნორვეგიელი გრაფიტი-არტისტის მოხატულ შენობებს (არადა შეიძლება სრული ჱლეობა იყოს), ნორვეგიული ფილმების ტრეილერებს და თან იქვე ინგლისური სუბტიტრებით ითხოვს, იქნებ ვინმეს გქონდეთო.
ზოგს გაფანატება აქვს რაღაცა სუბკულტურაზე და მის ჩარჩოებს არა სცდება. მოკლედ ”სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ” სასტავია.


”გრუპი-ა”

ძირითადად რომელიღაცა ქართველი სელებრითი მაჩოს გარშემო იყრიან თავს და რასაც კი კი ეს მაჩო დებს ყველაფერზე ორგაზმს განიცდიან. ულაიქებენ ყველა სირობას, ყველა ფოტოს, ყველა კომენტს, ყველა სტატუსს და თითქმის ყველგან უხსნიან სიყვარულს.


”ბლოგერი”

ოიიიიიჰ! უკომენტაროდ :D უბრალოდ იყოფიან სამ ძირითად ჯგუფად:
”შოც. მედიიშ ექშპერტები”, ”ღრუბლისქუნქლ რომანტიკოსები” და ”ღამის ფიმეილური პოლუციებით შეწუხებული პატარა ფანტაზიორი გოგოები”, დღისით რომ წერის დროს ახდენენ სუბლიმაციას.


”ტვიტერა"

ძირითადად ერთ წინადადებიანი სტატუსებით:

”დღეს კინოში მივდივარ”
”მშია”
”ავეთრიე ეხლა ვჭამო, აბა ვინ ხართ მსურველები შემომიერთდით”
”ცუდ ხასიათზე ვარ და არ მომწეროთ”
”სიცხე მაქვს”
”აუ რა მაგრად დაერხა ხო არ იცის”

ჰოო აუცილებად გამოურევენ ხოლმე პუსტა-პუსტა სიბრძნეებს და სტერეოტიპებს:
”ყველა კაცი ნაგავია”
”კაცი მარტო იმით ფიქრობს”
”ჟენა ეტა ნე სწენა”
იქედნურ-რიტორიკული კითხვა: ”კაცები და სიყვარულიიიიი?! მაიცათ რაა.” აქ რომელირაცა სპეციფიური სმაილი აუცილებლად.
კედელს ძირითადად იყენებენ ერთი კონკრეტული მამრის ყურადღების მისაქცევად და შესაბამისად მის სტატუსებს სმს-ის ფუნქცია უფრო აქვს. ნე დაი ბოგ ამ კონკრეტულმა მამრმა აწყენინოს! დაასტატუსებენ რაღაცა ღვარძლს, მერე შემოკრიბავენ სხვა ტვიტერა გოგოებს და მიდის გარჩევა.
ძირითადად დებენ საცურაო კოსტიუმებში გადაღებულ სურათებს ზღვაზე ან აუზზე.


”ფორუმელი”

ეს ყველაზე ფართო ჯგუფია, რადგან შეიძლება მოიცავდეს ყველა ზემოხსენებულ კატეგორიას თავის მხრივ.

ძირითადად ერთმანეთს უკომენტებენ, ულაიქებენ, იმიტომ რომ მათ სტატუსებს, ტერმინებს თუ ზოგადგანწყობას ფორუმსგარეთა რეალ ფრენდები ძირითადად ვერ იგებენ ან თუ იგებენ არაადეკვატურად. ნაკლებად თამაშობენ ფეისბუქის თამაშებს. კედელი ბევრად საინტერესო აქვთ, შიგადაშიგ იმუქრებიან ფრენდლისტის წმენდით, დღესასწაულებზე დათაგვის ფობია ეწყებათ. მოკლედ ფორუმის სული ტრიალებს ამ კატეგორიაში, ოღონდ ვიწრო წრეში.


მკითხველთა დაჟინებული თხოვნით ემატება მეათე კატეგორია:

"შულ შხვანაერი"


ჩეეწერეთ:D

12 comments:

Anonymous said...

ვაჰ, რა ბევრჯერ მიფიქრია ზემოხსენებულზე და როგორც ყოველთვის გამართულად ჩამოყალიბდა რაღა თქმა უნდა სხვაგან სად, თუ არა ამ ბლოგზე. ნუ, ენით გამოუთქმელად გავერთე და ვისიამოვნე აღწერის სიზუსტით და ვაი-იუმორით. მერე ღრმად დავფიქრდი მე რომელ კატეგორიას მივეკუთვნები. იმაზეც დავფიქრდი შენ რომელს მიეკუთვნები. და სულ ბოლოს "შულ შხვანაირებში" ჩევეწერე ;)

Toma said...

hehe :D
რამდენი ვიცინე :)
შენ როგორც ფეისბუქის იუზერი, რომელ კატეგორიაში ხარ? :)

margusha said...

რა ვიცი ალბათ ერთი სამ კატეგორიას მივეკუთვნები ალაგ-ალაგ:)

Levan Butkhuzi said...

ოლიმპოს ღმერთთა უკვდავ დასში გავედი :) გმადლობთ :)

Anonymous said...

ბლოგერ გოგოებში ერთი კატეგორია აკლია - ყლექალები. დამიჯერე ბევრი გავა მაგ კატეგორიაში :დ

Katiée.Ge said...

მე ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი :D ცოტა ახლოს ვარ ბლოგერების და ფორუმელების კატეგორიასთან :D

Unknown said...

კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ვისიამოვნე, თავი კი მაინც ვერასდ ვპოვე :დ

Anonymous said...

ეს სტატია რომ გავაზიარო ჩემ კედელზე, რომელ კატეგორიაში ჩავჯდები? :)))

Anonymous said...

ცოტა–ცოტა რამდენიმეს ვეკუთვნი ალბათ, რადიკალურად ერთს ვერა :D :D მაგდენს ვერ ვქაჩავ :D

Anonymous said...

norvegia/shvedetze sheyvarebuli adamianebi uxvad myavs fridendebshi:)))

kardu said...

უი შიშით ველი ფეისბუქელი მამაკცების დახასიათებას:(

© said...

:)))))))))))))))))))))))))))))))))))))

კომენტარებში უნდა დაწეროს ყველამ "მიიიიმააააააააქვს" :))

Post a Comment